http://imedi.ge/ /  24 დეკემბერი 2020, 13:51 / სანდო წყარო

ლადო კახაძე გიორგი გახარიას: ძალიან დამაიმედებელი სიტყვები იყო, რომ ჯანმრთელობის გარშემო კონსოლიდირება ერთ-ერთი პრიორიტეტია თქვენს პროგრამაში, რადგან მედიცინას სჭირდება სახელმწიფოს გვერდზე დგომა

ლადო კახაძე

ლადო კახაძე

„ძალიან დამაიმედებელი სიტყვები იყო, რომ ჯანმრთელობის გარშემო კონსოლიდირება ერთ-ერთი პრიორიტეტია თქვენს პროგრამაში, რადგან მედიცინას სჭირდება სახლემწიფოს გვერდზე დგომა, - ასე მიმართა პარლამენტის წევრმა ვლადიმერ კახაძემ პრემიერმინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას მას შემდეგ, რაც მან სამთავრობო პროგრამა წარუდგინა პარლამენტს.

ვლადიმერ კახაძის თქმით, დღეს მსოფლიოს სტრატეგია არის ჯანმრთელობა. პანდმიამ აჩვენა, რომ მსოფლიო გაერთიანდა ჯანმრთელობის გარშემო. ჯანმრთელობის გარშემო უნდა მოხდეს ეკონომიკის, განათლების, სამართლის, ყველა მიმართულების კონსოლიდირება და თავმოყრა ყველა პოტენციალის.

„დიდმა გამოწვევამ ჩვენს კერძო სექტორს დიდი გამოცდა მოუწყო, მადლობა ინდა ვუთხრა კერძო სექტორში დასაქმებულ ყველა ადამიანს, ვინც თავისი პოტენციალი და რესურსი მოახმარა ქვეყნის რთული მდგომარებიდან გამოსვლას და ვფიქრობ, კარგი შეთავაზება იყო ის საკანონმდებლო ლიბერალიზაცია, რომელიც საგადასახადო პოლიტიკას შეუწყობს ხელს, როგორც მათ განვითარებას, ასევე ინვესტიციების მოზიდვას ამ სფეროში, მაგრამ მე როგორც ექიმს, კარგზე ფიქრის დრო არ მაქვს, ყველა ექიმი ფიქრობს გართულებაზე, რამე არ დაგვემართოს და ვიფიქროთ წინასწარ და სამარქაფო პოტენციალი შევუქმნათ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში.

ერთი დახმარება მინდა გავუწიოთ კერძო სექტორს, სახელმწიფო კომპონენტის, სახლემწიფო ჰოლდინგის გაძლიერება, იმიტო, ,რომ ახლა ბიოლოგიურ შეტავას გავუძელით, ღმერთმა დაიფარის და მოხდეს რამე სტიქიური გამოწვევა, მოხდეს სხვა კონფლიქტები, მედიცინას სჭირდება სახლემწიფოს გვერდზე დგომა“, - განაცხადა დეპუტატმა.

მან პრემიერ-მინისტრს კითხვით მიმართა.

„როგორ ფიქრობთ, სახელმწიფო ჰოლდინგის გაძლიერების სტრუქტურურლ კომპონენტზე, როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე მის საკადრო პოლიტიკაზე, იმიტომ, რომ ჩვენ ყველანი პოტენციური პაციენტები ვართ. ამიტომ მედიცინაში ფული უნდა ჩაიდოს არა გაკეთებულ საქმეში, არამედ გასაკეთებელ საქმეში. ეს გასაკეთებელი საქმე შეიძლება ბევრი ჰქონდეს მედიცინას“.

ყველა სიახლე

ნანა კაკაბაძე

17 სექტემბერი 2024, 22:34

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული, დემოკრატიული, მიუმხრობელი დასავლეთი, ჩვენს შესახებ ან საერთოდ არ არის ინფორმირებული, ან ინფორმირებულია მიზანმიმართული სიცრუით

დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული, დემოკრატიული, მიუმხრობელი დასავლეთი, ჩვენს შესახებ ან საერთოდ არ არის ინფორმირებული, ან ინფორმირებულია მიზანმიმართული სიცრუით, - წერს სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე.

17 სექტემბერი 2024, 22:29

პოლიტიკა

გერმანიის საგარეო უწყება „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტზე: ეს საკანონმდებლო პაკეტი აშორებს საქართველოს ევროკავშირისგან

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო პაკეტი მიზნად ისახავს LGBTQI ადამიანების დისკრიმინაციას, - ნათქვამია გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაში.

ზურაბ ქადაგიძე

17 სექტემბერი 2024, 21:47

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის ელჩს შეხვდა და პირდაპირპროპორციული პასუხი გასცა, იმ თავხედობაზე, რასაც შტატების დღევანდელი ადმინისტრაცია კადრულობს!

„საქართველო ამერიკის უკანა ეზო არ არის, რომ თქვენი ნაბახუსევის მიხედვით, ნაგავი ყაროთ. ნება იბოძეთ და დაოკდით, თუ არა და მეორე ყვითელი ბარათი არ აგცდებათ!“ - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის პოზიციას, რომელიც მან დღეს საქართველოში აშშ-ს ელჩთან შეხვედრაზე დააფიქსირა.

17 სექტემბერი 2024, 21:28

კულტურა

„აბესალომ და ეთერი“ იტალიურად. ქართული საოპერო მუსიკის კიდევ ერთი ტრიუმფი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„აბესალომ და ეთერი“ იტალიურად - ქართული საოპერო მუსიკის კიდევ ერთი ტრიუმფი და უწყვეტი აპლოდისმენტი.

17 სექტემბერი 2024, 21:18

კულტურა

ეროვნულ არქივში თბილისის საარქივო ფილმების მესამე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

საქართველოს ეროვნული არქივის პრესსამსახურის ინფორმაციით, 14 ქვეყნის მიერ შერჩეული პროგრამების წლევანდელი თემა „კინო – ისტორიის მემატიანეა“. ქართველ მაყურებელს საკუთარ ფონდებში დაცულ ფილმებს წარუდგენენ აშშ-ის, ჩეხეთის, მალტის, ესპანეთის, პორტუგალიის, გერმანიის, ხორვატიის, პოლონეთის, ესტონეთის, უნგრეთის, ბულგარეთის, პერუს, მოლდოვას კინოსაარქივო ორგანიზაციები.

17 სექტემბერი 2024, 21:04

არჩევნები 2024

ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები გრძელდება

ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები გრძელდება. მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ - საჩხერესა და ლანჩხუთში „ქართულო ოცნების“ გზავნილების გარშემო გაერთიანდნენ.

17 სექტემბერი 2024, 20:55

სპორტი

კახა კალაძე: ლეგენდების მატჩს ჩემთვის ორმაგი დატვირთვა აქვს. მიხარია, რომ ამ თამაშში მონაწილეობას მივიღებ და ასევე, ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს შევხვდები

„მიმდინარეობს მოლაპარაკებები „ბაიერნთან“, „მადრიდის რეალთან“, ლივერპულთან“, რომ სამომავლოდ ამხანაგური თამაშები ჩავატაროთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე, სადაც ქართველმა ფეხბურთელებმა „მილანთან“ მატჩის წინ, პირველი ვარჯიში ჩაატარეს.

17 სექტემბერი 2024, 20:48

პოლიტიკა

სანქციები არგუმენტების გარეშე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი.

სანქციები არგუმენტების გარეშე - მთავრობის მეთაურმა შეერთებული შტატების მიერ საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქის, მათ შორის პოლიციელების სანქცირების შესახებ ბაიდენის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია უკვე დააანონსა.

გიორგი გახარია

17 სექტემბერი 2024, 20:47

პოლიტიკა

გიორგი გახარია ხაზარაძესთან შეხვედრის დეტალებზე: ხაზარაძემ ითხოვა რაღაცა დრო, როგორც ჩანს მას პოზიციები აქვს შესათანხმებელი

ხაზარაძემ ითხოვა რაღაცა დრო, როგორც ჩანს მას პოზიციები აქვს შესათანხმებელი, როგორც ხდება ხოლმე. ეს არის რის გამოც ეს გადაიდო, - განაცხადა გიორგი გახარიამ ორბელიანების სასახლის დატოვების შემდეგ. მისი თქმით, მამუკა ხაზარაძესთან მისი მკაფიო პოზიცია დააფიქსირა.

17 სექტემბერი 2024, 20:42

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა გამოხატა პირადი პატივისცემა ელჩის მიმართ და შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელი გადაწყვეტილების გამო, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიციელების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.

იბრაჰიმ ქალინი

17 სექტემბერი 2024, 20:40

მსოფლიო

თურქეთის დაზვერვის ხელმძღვანელი: რუსეთ-უკრაინის ომის გადაწყვეტა უნდა მოიცავდეს უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნას საერთაშორისო სამართლის საფუძველზე

თურქეთის დაზვერვის ხელმძღვანელმა, იბრაჰიმ ქალინიმ განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი უნდა გადაწყდეს უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნით საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.

მამუკა ხაზარაძე

17 სექტემბერი 2024, 20:37

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე გახარიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ: მოლაპარაკება არ დაგვიმთავრებია, ჩვენ ავიღეთ კიდევ პაუზა

ჩვენ მოლაპარაკება არ დაგვიმთავრებია. არის რაღაც ტექნიკური ტიპის საკითხები. შემიძლია გითხრათ, რომ მოლაპარაკება არ არის დამთავრებული. ჩვენ ავიღეთ კიდევ პაუზა, ვისაუბრებთ და თქვენ პირველები იქნებით, ვისაც შეგატყობინებთ შედეგს, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ორბელიანების სასახლის დატოვების შემდეგ.

17 სექტემბერი 2024, 20:28

არჩევნები 2024

სალომე ზურაბიშვილთან მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას შეხვედრა დასრულდა. გაირკვა, რომ მათ საბოლოო გადაწყვეტილებისთვის, ტექნიკური პაუზა სჭირდებათ. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. შეცვლის თუ არა პოლიტიკურ მტრობას პოლიტიკური ერთობა? სალომე ზურაბიშვილი გახარია-ხაზარაძის გაერთიანებას ცდილობს.

მიხაილ როთი

17 სექტემბერი 2024, 20:26

პოლიტიკა

მიხაილ როთის მისია და როლი ქართულ პოლიტიკაში - „ნაცმოძრაობაში“ ღიად თქვეს, რომ საქართველოს მომავალი, გერმანელი დეპუტატის გადასაწყვეტია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიცია ქვეყნის ბედს მიხაილ როთს ანდობს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ღიად თქვეს, რომ საქართველოს მომავალი, გერმანელი დეპუტატის გადასაწყვეტია. უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომლის განცხადებებმა ეკლესიის მისამართით საზოგადოება აღაშფოთა.

17 სექტემბერი 2024, 20:14

პოლიტიკა

„ნაცმოძრაობა“ თანამოაზრეებთან ერთად, კვლავ საზოგადოების მოტყუებას და ბიძინა ივანიშვილის ნათქვამის სათავისოდ ინტერპრეტირებას ცდილობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი“

მშვიდობის იდეა რადიკალების სიმშვიდეს არღვევს. „ნაციონალური მოძრაობა“ თანამოაზრეებთან ერთად, ისევ საზოგადოების მოტყუებას და ბიძინა ივანიშვილის ნათქვამის სათავისოდ ინტერპრეტირებას ცდილობს.

17 სექტემბერი 2024, 20:03

კულტურა

„ღამის სერენადების“ თბილისური კონცერტები დაიწყო

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ თბილისური კონცერტებით გრძელდება. 5 სექტემბერს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიიას დიდ დარბაზში შეკრებილი მსმენელის წინაშე წარსდგნენ იტალიელი დირიჟორი, ბეატრიჩე ვენეცი, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და პიანისტი სანდრო ნებიერიძე. შესრულდა იტალიური სიმფონიური მუსიკის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოები - ოტორინო რესპიგის „რომის პინიები“.

17 სექტემბერი 2024, 19:58

სამართალი

სუს-ის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

17 სექტემბერი 2024, 19:26

მსოფლიო

„ჰეზბოლა“ ისრაელს პეიჯერების კოორდინირებულ აფეთქებაში ადანაშაულებს, რის შედეგადაც დაჯგუფების ათასზე მეტი წევრი დაშავდა

„ჰეზბოლა“ ისრაელს პეიჯერების კოორდინირებულ აფეთქებაში ადანაშაულებს, რის შედეგადაც დაჯგუფების ათასზე მეტი წევრი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

ვახტანგ ჭარაია

17 სექტემბერი 2024, 19:15

ეკონომიკა

ვახტანგ ჭარაია: ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების კუთხით საქართველო საკმაოდ სწრაფად პროგრესირებს

ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების კუთხით საქართველო საკმაოდ სწრაფად პროგრესირებს, - განცხადა ეკონომიკის დოქტორმა, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის დეკანმა ვახტანგ ჭარაიამ „დღის ქრონიკაში“ ბიზნესში ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვის თემაზე „დღის ქრონიკაში“ საუბრისას.

მოჯტაბა ამანი

17 სექტემბერი 2024, 19:06

მსოფლიო

ირანული მედია: ბეირუთში, პეიჯერების აფეთქების შედეგად ირანის ელჩი დაშავდა

ბეირუთში, პეიჯერების აფეთქების შედეგად ირანის ელჩი მოჯთაბა ამანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული მედია ავრცელებს.