imedi /  24 დეკემბერი 2020, 18:18 / სანდო წყარო

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ უნდა შევასრულოთ ამბიციური, მაგრამ რეალისტური ამოცანა - ევროპის სახელმწიფოთა თანამეგობრობაში ღირსეულად გაწევრიანება

ნიკოლოზ სამხარაძე

ნიკოლოზ სამხარაძე

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებებზე ისაუბრა.

„ახალი სამთავრობო პროგრამა სათაურშივე უსვამს ხაზს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს და საქართველოს ევროპული ოჯახის წევრობის ისტორიულ არჩევანს. ქვეყნის წინსვლა და განვითარება მრავალ სხვა სირთულესთან ერთად მოითხოვს ახალი კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისთან გამკლავებას, რომელმაც მთელი მსოფლიო ახალი რეალობის წინაშე დააყენა. ამ კუთხით მისასალმებელია საქართველოს მთავრობის მიერ პანდემიასთან ბრძოლისა და ჩვენი მოქალაქეების დახმარების მიზნით გადადგმული ნაბიჯები. საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში აღიარებულია როგორც ლიდერი რეფორმატორი, მოწონთ ეს ჩვენს ოპონენტებს თუ არა. მიზანმიმართული შეტევა ქვეყნის ინსტიტუტებზე - პრეზიდენტზე, ჯარზე, პოლიციაზე, სასამართლოზე, ცესკო-ზე და ახლა უკვე პარლამენტზე აზიანებს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას, არამედ მთლიანად ევროატლანტიკურ ღირებულებებს. რეგიონის ქვეყნებისთვის საქართველო წარმოადგენს დემოკრატიული განვითარებს მაგალითს. ჩვენი ოპონენტების დესტრუქციული ქმედება კი რეგიონში მხოლოდ ანტიდემოკრატიული ძალების ინტერესებს ემსახურება, ხელოვნური კრიზისების შექმნით, დემოკრატიულ სისტემასთან ბრძოლით აფერხებს საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევას და კიდევ უფრო აშორებს საქართველოს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან შერიგების პროცესს, რადგან ისმის ლეგიტიმური კითხვა, როგორ შეიძლება ვესაუბროთ აფხაზებს და ოსებს თანაცხოვრებაზე, როცა თვითონ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ვერ ვახერხებთ საუბარს უცხოელი მედიატორების გარეშე, ამიტომ ოპოზიციის პარლამენტში არყოფნა ადგილობრივი შანტაჟი კი არ არის, არამედ ზოგადეროვნული, დემოკრატიული პრინციპებისა და ევროატლანიკური ერთიანობის ღალატი“, - განაცხადა სამხარაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ ახალ პროგრამაში წარმოადგინა თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობების დინამიურ დღის წესრიგს ითვალისწინებს.

„ბოლო წლების განმავლობაში საგარეო კავშირების განვითარების გზაზე მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ბევრი საგარეო პოლიტიკური გამოწვევა რჩება. მნიშვნელოვანია, ერთობლივად ვიმუშაოთ, რათა გეგმაზომიერი პოლიტიკით ხელი შევუწყოთ უსაფრთხოების მყარი გარემოს შექმნას ჩვენი რეგიონისთვის და გავხდეთ ევროკავშირისა და ნატოს წევრები. საქართველოს უმთავრესი პრიორიტეტი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სუვერენიტეტის განმტკიცებაა. ოკუპაცია ჩვენი ისტორიული გამოწვევაა და უამრავ სირთულეებს წარმოშობს, ამიტომ აუცილებელია ვიყოთ თანიმდევრულები, მივდიოთ ეროვნულ ინტერესებზე და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ურყევ საგარეო პოლიტიკურ კურსს; მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყენოთ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე. აუცილებელია პროაქტიული და კონსტრუქციული მონაწილეობა, ჩართულ მხარეებთან კიდევ უფრო მეტად ინტენსიური ურთიერთობა, რათა ამ პლატფორმას მიეცეს ახალი, რეალური მუხტი და რუსეთის ფედერაცია იძულებული გახდეს, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. ჩვენი ამბიციური საპროგრამო მიზანია 2024 წლისთვის ევროკავშირში წევრობისთვის ოფიციალური განაცხადის მომზადება“, - განაცხადა სამხარაძემ.

მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციურად გამყარებული საგარეო პოლიტიკური ამოცანაა.

„ჩვენ უნდა გავაგრძლოთ ასოცირების შეთანხმების და დღის წესრიგის დროული და ქმედითი ამოცანების განხორციელება, დავაჩქაროთ რეფორმები ცალკეული მიმართულებებით, რაც გამოიწვევს ევროკავშირთან საქართველოს თანმიმდევრულ ინსტიტუციურ დაახლოებას. საჭიროა ტრადიციულად მოკავშირე ევროპულ ქვეყნებთან ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის გამყარება პოლიტიკური უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკური, საგანმანათლებლო მიმართულებებით, აგრეთვე თანამშრომლობის ახალი სფეროების მოძიება. ტრანსატლანტიკური ერთობა მსოფლიო უსაფრთხოების განმტკიცების ქვაკუთხედია და საქართველოსთვის ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უალტერნატივო სივრცეა. გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს და არსებულ მექანიზმს ნატოსთან თავსებადობის უზრუნველსაყოფად, რაც თავის მხრივ აუციულებელია წევრობისათვის სტრატეგიული მზადყოფნის უზუინველსაყოფად, ვემხრობით საერთაშორისო პარტნიორებთან ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან თანამშრომლობის მუდმივი განვითარება მოხდეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შესაბამისად. აშშ-ის როლის გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შავი ზღვის გეოსტრატეგიულ არელაში, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის და ეროვნული უსაფრთხოების ამაღლების კუთხით და სხვა ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა თავისუფალი ვაჭრობა, ინვესტიციების მოზიდვა და ხალხთაშორისი კავშირები. აშშ-თან და ევროპის ქვეყნებთან ერთად აუცილებელია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხელი შეუწყოს შორეული და ახლოაღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საგარეო ეკონომიკურ, სავაჭრო და ხალხთაშორისი კავშირების განვითარებას. აქვე უნდა აღვნიშნოთ სამეზობლოში განვიათარებული მოვლენები და ძალთა ბალანსის ახალი სურათი სამხრეთ კავკასიაში. საქართველომ უნდა გაატაროს ქმედითი და დაბალანსებული სამეზობლო პოლიტიკა, რათა ხელი შევუწყოთ შავი ზღვის რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის მიღწევას. აუცილებელია წინასწარ მოვემზადოთ იმ საგერო პოლიტიკური გამოწვევებისთვის, რომლის წინაშეც შესაძლოა არსებულმა ვითარებამ დაგვაყენოს. საქართველომ განსაკუთრებით ყურადღრება უნდა დაუთმოს თანამშრომლობის მრავალმხრივ ფორმატებს და გამოვიყენოთ ყველა საერთაშორისო ფორმატი, რათა უზრუნველვყოთ საერთაშორისო მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის განვითრების პრიორიტეტულ მიმართულებებზე. მთავრობის ახალ პროგრამას, ასევე ჩვენ მიერ შემუშავებულ საგერეო პოლიტიკის რეზოლუცას ცალკე აღებული ვერცერთი სტრუქტურა ვერ შეასრულებს, ამისთვის აუცილებელია თანამშრომლობა და ხედვების გაზიარება. მეათე მოწვევის პარლამენტი სრულად აამოქმედებს კონსტიტუციის ახალი რედაქციით და ახალი რეგლამენტით მინიჭებულ ბერკეტებს, სრულფასოვნად აამოქმედებს საზედამხედველო ფუნქციას და გამოიყენებს საპარლამენტო დიპლომატიის ყველა შესაბამის პლატფორმას, რათა შესრულდეს ამბიციური, მაგრამ რეალისტური ამოცანა -ევროპის სახელმწფოთა თანამეგობრობაში ღირსეულად გაწევრიანება“, - განაცხადა სამხარაძემ.

ყველა სიახლე

ურსულა ფონ დერ ლაიენი

13 აპრილი 2026, 16:29

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, წიაღისეული საწვავის იმპორტზე ევროკავშირის ხარჯები €22 მილიარდზე მეტით გაიზარდა

მისი განცხადებით, ომის დაწყებიდან 44 დღის განმავლობაში, წიაღისეული საწვავის იმპორტზე ევროკავშირის ხარჯები 22 მილიარდ ევროზე მეტით გაიზარდა, მაშინ როდესაც ევროკავშირს „ერთი მოლეკულით“ მეტი ენერგორესურსიც კი არ მიუღია.

ნიკოლ ფაშინიანი

13 აპრილი 2026, 15:24

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: გულითადად ვულოცავ პეტერ მადიარსა და უნგრეთის მოსახლეობას არჩევნებში გამარჯვებას. დემოკრატიული არჩევნები ასახავს უნგრელი ხალხის ნებას და ქვეყნის მომავლის ხედვას

გულითადად ვულოცავ პეტერ მადიარსა და უნგრეთის მოსახლეობას არჩევნებში გამარჯვებას, - წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში.

მაიკლ ო’ფლაერტი

13 აპრილი 2026, 15:10

პოლიტიკა

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი: მივემგზავრები საქართველოში, რათა მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან განვიხილო ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი, საქართველოში ჩამოდის. ამის შესახებ ო’ფლაერტმა X-ზე დაწერა.

ლაშა ხუციშვილი

13 აპრილი 2026, 14:49

ეკონომიკა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობს, - ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ნათია თურნავა

13 აპრილი 2026, 14:48

ეკონომიკა

ნათია თურნავა, დელეგაციასთან ერთად, აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტებთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

დავით მათიკაშვილი

13 აპრილი 2026, 14:39

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: მთავარია, რომ უნგრელმა ხალხმა ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, ვისაც ენდობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უნგრელ და ქართველ ხალხსა და ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა გაღრმავდეს

წყნარ, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა არჩევნებმა. ძალიან მაღალი აქტივობა იყო მოქალაქეების. რიგები იდგა საარჩევნო უბნებზე,- განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა უნგრეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც ის ვიზიტით იმყოფება.

13 აპრილი 2026, 14:35

რეგიონი

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ჯონდო მდივნიშვილი

13 აპრილი 2026, 14:33

რეგიონი

ჯონდო მდივნიშვილი კახეთში სტიქიაზე: სანიაღვრე არხები ვერ ატარებს უხვად მოსულ ნალექს. ნიადაგიც წყლის მასით არის გაჯერებული. მუშაობს როგორც მუნიციპალური ტექნიკა, ასევე - სამაშველო ეკიპაჟები

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში უხვად მოსული ნალექის შედეგად გაჩენილ პრობლემებსა და მოგვარების გზებზე ისაუბრა.

13 აპრილი 2026, 14:32

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ვაკვირდებოდით არჩევნებს უნგრეთში, რომელმაც საკმაოდ მშვიდ გარემოში ჩაიარა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა უნგრეთში საარჩევნო სიტუაციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

13 აპრილი 2026, 14:22

მსოფლიო

ჩინეთის საგარეო უწყება: ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთ-უნგრეთის ურთიერთობების განვითარებას და მზად არის, ითანამშრომლოს უნგრეთის ახალ მთავრობასთან ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და ორმხრივი სარგებლის საფუძველზე

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პეტერ მადიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, ახალ მთავრობასთან თანამშრომლობისთვის მზად არიან.

თამაზ მელია

13 აპრილი 2026, 14:21

საზოგადოება

აგვისტოს ომში დაღუპული სერგო მელიას მამა: თავი შესწირა, ხუთი კაცი გამოიყვანა და თვითონ მკვდარი იქ დამიტოვეს. იქ იწვოდა ჩემი შვილი, ცეცხლი ეკიდა და აქ სააკაშვილმა და მისმა მთავრობამ ტაშ-ფანდური გამართეს, მოვიგეთ ომიო

მამა მომიკვდა 4 აგვისტოს და 8აგვისტოს შვილი სერგო მომიკლეს, ვერც ერთი ვერ ვიტირე, - განაცხადა აგვისტოს ომში დაღუპული სერგო მელიას მამამ, თამაზ მელიამ.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 14:19

მსოფლიო

Politico: მადიარის გამარჯვება უკრაინისთვის ძალიან მომგებიანი შესაძლოა სულაც არ იყოს

თუმცა, სტატიაში ხაზგასმულია, რომ უნგრეთის ახლად არჩეული ლიდერი უკრაინისთვის უნგრული იარაღისა თუ ნაღდი ფულის გაგზავნას ეწინააღმდეგება. მადიარი არც უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღებას ემხრობა.

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი

13 აპრილი 2026, 14:17

საზოგადოება

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: აღდგომის მეორე დღეს ადამიანები საფლავზე გადიან. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დღეებში გლოვა, ტირილი არ შეიძლება, ეს არის აღდგომის სიხარული და ჩვენი სარწმუნოება გვეუბნება, რომ თითოეული ადამიანი ისევ აღდგება

ყველა მართლმადიდებელს ვულოცავ ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს, - განაცხადა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა.

13 აპრილი 2026, 14:15

რეგიონი

სტიქია კახეთში - ძლიერი წვიმის შედეგად მდინარეები ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. დატბორილია ნაკვეთები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა

კახეთში, ინტენსიური წვიმის შედეგად, რამდენიმე მუნიციპალიტეტში მდინარეები ადიდდა, რის გამოც დაზიანდა ინფრასტრუქტურა და დაიტბორა ნაკვეთები.

დიმიტრი პესკოვი

13 აპრილი 2026, 14:07

მსოფლიო

პესკოვის განცხადებით, რუსეთი იმედოვნებს, რომ უნგრეთის ხელმძღვანელობასთან საკმაოდ პრაგმატულ კონტაქტებს გააგრძელებს

კრემლში მოისმინეს ბუდაპეშტიდან გაჟღერებული განცხადებები დიალოგის გაგრძელების მზადყოფნის შესახებ, რაც ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება. რუსეთი იმედოვნებს, რომ უნგრეთის ხელმძღვანელობასთან საკმაოდ პრაგმატულ კონტაქტებს გააგრძელებს, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

ლეო XIV

13 აპრილი 2026, 14:02

მსოფლიო

ლეო XIV: ტრამპის ადმინისტრაციის არ მეშინია

„ჩემი გზავნილის იმავე სივრცეში მოქცევა, რასაც პრეზიდენტი ცდილობს, ვფიქრობ, იმას ნიშნავს, რომ მას სახარების არსი არ ესმის. ვწუხვარ ამის მოსმენის გამო, მაგრამ მე კვლავაც გავაგრძელებ იმას, რაც დღევანდელ მსოფლიოში ეკლესიის მისიად მიმაჩნია“, - განუცხადა პონტიფექსმა ჟურნალისტებს თვითმფრინავში, ალჟირისკენ მიმავალ გზაზე.

მაიკლ ო’ფლაერტი

13 აპრილი 2026, 13:41

მსოფლიო

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი: სომხეთმა უნდა მიიღოს ანტიდისკრიმინაციული საკანონმდებლო ჩარჩო, ეს მოიცავს სამართლებრივ სიცხადეს ლგბტ პირების უფლებების დაცვის კუთხით

„სომხეთმა უნდა მიიღოს ყოვლისმომცველი ანტიდისკრიმინაციული ჩარჩო. ეს მოიცავს: ეფექტიან მანდატსა და რესურსებს ადამიანის უფლებათა დამცველისთვის, როგორც თანასწორობის ორგანოსთვის; სამართლებრივ სიცხადეს ლგბტ პირების უფლებების დაცვის კუთხით; სიძულვილის ენის წინააღმდეგ მოქმედებას“, - წერს კომისარი X-ზე.

13 აპრილი 2026, 13:36

მსოფლიო

კირ სტარმერი: დიდი ბრიტანეთი ირანის პორტების ბლოკადას მხარს არ უჭერს

კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ის პირადად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პასუხისმგებლად ბრიტანეთის ენერგეტიკულ გადასახადებზე მოქმედების გამო, სტარმერმა BBC-ს პირდაპირი პასუხი არ გასცა. მან აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მას შეუძლია გააკეთოს, არის ქვეყნების გაერთიანება დეესკალაციისა და სრუტის გახსნის მოთხოვნით.

13 აპრილი 2026, 13:09

რეგიონი

აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი ქარის და ნამქერების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ფრიდრიხ მერცი

13 აპრილი 2026, 13:00

მსოფლიო

Euronews: კვლევის თანახმად, ფრიდრიხ მერცი მსოფლიოში ყველაზე არაპოპულარული ლიდერია

გამოკითხვების თანახმად, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი 24 დემოკრატიულ ქვეყანას შორის ყველაზე არაპოპულარული ლიდერია. რეიტინგში ის მნიშვნელოვნად ჩამორჩება ნარენდრა მოდის, ლი ჯე-მიონსა და ანდრეი ბაბიშს.