ირაკლი კობახიძე: ძალიან დაგვაკლდა მელიას „ვაჟკაცური“ პროვოკაციები, ხოშტარიას მიერ აჟღერებული რუსეთის ჰიმნი, „პატრიოტთა ალიანსის“ პრორუსული პროპაგანდა, ნათელაშვილის პატიოსნება
ირაკლი კობახიძე
ფოტო:საქართველოს პარლამენტი
„ქვეყანას სჭირდება ნამდვილი ოპოზიცია, მწვავე და კრიტიკული, მაგრამ არა ნგრევისკენ, არამედ შენებისკენ მოწოდებული, არა კრიმინალური, არამედ სუფთა წარსულით გამორჩეული. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ასეთი ოპოზიცია ძალიან მალე ჩამოყალიბდება. ამ თვალსაზრისით ჩვენი პოლიტიკური სისტემა სწორი მიმართულებით მიდის“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის 2021-2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ განხილვა და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავდნენ.
„ძალიან მოკლედ მინდა შევეხო პარლამენტში არსებულ სურათს. დღევანდელ სურათს დააკლდა ოპოზიცია. ძალიან დაგვაკლდა გიგა ბოკერიას და მისი სამ პროცენტიანი პარტიის ფასდაუდებელი რჩევები საპენსიო რეფორმის გაუქმებასთან და კატასტროფული საბიუჯეტო დეფიციტის წარმოქმნასთან დაკავშირებით.
ძალიან დაგვაკლდა სალომე სამადაშვილი, რომელსაც ღრმად სწამს, რომ სწორედ „ქართული ოცნებაა“ ჭეშმარიტად პროდასავლური პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ კი მიხეილ სააკაშვილის და გუბაზ სანიკიძის ჭაობშია ჩარჩენილი. თუმცა ამ დარბაზში ის მაინც ჩვეული დამაჯერებლობით დაიწყებდა იმის მტკიცებას, რომ ხელისუფლება ქვეყანას ჩრდილოეთისკენ მიაქანებს. ძალიან დაგვაკლდა რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტის, ელენე ხოშტარიას მიერ სხდომათა დარბაზში აჟღერებული რუსეთის ჰიმნი.
პარლამენტში ძალიან დაგვაკლდა რუსულად ნამღერი „თბილისო“. ძალიან დაგვაკლდა „პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური შემადგენლის პრორუსული პროპაგანდა. ძალიან დაგვაკლდა გიორგი ვაშაძე-აღმაშენებლის მიერ პლენარულ სხდომათა დარბაზში ჩატარებული სწრაფი კოვიდ-ტესტი.
ძალიან დაგვაკლდა პროსტიტუციისა და ნარკომანიის პროპაგანდა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შესრულებით. ძალიან დაგვაკლდა ნიკანორ მელიას „ვაჟკაცური“ პროვოკაციები. ძალიან დაგვაკლდა სხდომათა დარბაზში მოსხმული ტოქსიკური სითხე, ძალიან დაგვაკლდა ნატო ჩხეიძე და ნიკა მაჭუტაძე, უბრალოდ, დაგვაკლდა. ძალიან დაგვაკლდა შალვა ნათელაშვილის კომპეტენცია და პატიოსნება. ძალიან დაგვაკლდნენ სულხან სიბაშვილი, გიორგი გოდაბრელიძე და დავით ხაჯიშვილი, ესენი რას გაგვიკეთებდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ მაინც დაგვაკლდნენ. ეს ნახევრად სერიოზულად. სერიოზულად კი უნდა ითქვას, რომ ოპოზიცია პარლამენტს ყველა შემთხვევაში აკლია. ისეთიც კი, როგორიც ის არის. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ ხოლმე მათ პარლამენტში შემოსვლისკენ და ეს მოწოდება ამ ტრიბუნიდანაც კიდევ ერთხელ უნდა გავაჟღეროთ. ოპოზიცია უსათუოდ ჭირდება პარლამენტს, უფრო მეტად კი ოპოზიცია აკლია ქართულ პოლიტიკას. ქვეყანას ჭირდება ნამდვილი ოპოზიცია, მწვავე და კრიტიკული, მაგრამ არა ნგრევისკენ, არამედ შენებისკენ მოწოდებული, არა კრიმინალური, არამედ სუფთა წარსულით გამორჩეული. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ასეთი ოპოზიცია ძალიან მალე ჩამოყალიბდება. ამ თვალსაზრისით ჩვენი პოლიტიკური სისტემა სწორი მიმართულებით მიდის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მეათე მოწვევის პარლამენტმა გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილ მთავრობას ნდობა გამოუცხადა. მთავრობის ახალ შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ მხარი 85 დეპუტატმა დაუჭირა.
ყველა სიახლე
18 აგვისტო 2026, 20:45
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძის პრესსამსახური: სრული აბსურდია, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა, გუშინ გავრცელებული წერილის შინაარსიდანვე გამოირიცხა
ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, მამუკა მდინარაძის პრესსამსახურში „ქრონიკას“ განუცხადეს, რომ სრული აბსურდია რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა, „გუშინ გავრცელებული წერილის შინაარსიდანვე გამოირიცხა“, - განაცხადეს პრესსამსახურში.
18 აგვისტო 2026, 20:33
პოლიტიკა
ოპოზიციური ალიანსის ფინალი - დაპირისპირებათა ექვსთვიანი სერია დაშლით დასრულდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციურმა ალიანსმა თავი ოფიციალურად ამოწურა. დაშლას ნაწილი უარყოფს, უმეტესობა კითხვაზე პასუხს თავს არიდებს.
18 აგვისტო 2026, 20:29
პოლიტიკა
შერიგების და ნდობის აღდგენის დამაზიანებელი კამპანია - ბარამიძიდან სამადაშვილამდე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საკუთარი მოქალაქეებისთვის ომის დანაშაულის დაბრალება, ოკუპირებული ტერიტორიების ტრავმულ მეხსიერებად წარმოჩენა - ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ სწორედ ამ კამპანიის ნაწილია ის გზავნილები, რომელიც გია ბარამიძემ დაიწყო და გვარამია-სამადაშვილით გაგრძელდა.
18 აგვისტო 2026, 19:41
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი წერილს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და ციხეში იმიტომ წავიდა, რომ „სახელმწიფოს და გუნდის ინტერესი არ დაეზიანებინა“
„საზოგადოებას მინდა ვუთხრა სიმართლე, თუ რატომ ვზივარ ციხეში. შარშან დაწყებული ე.წ “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის” კამპანიის მთავარი მიზანი იყო ჩემი ციხეში ჩასმა და პოლიტიკურად განადგურება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ თავიდან ამერიდებინა გუნდთან და ჩემთვის ძვირფას ადამიანთან დაპირისპირებაში შესვლა. სწორედ ამ მიზნით, მე უარი ვთქვი სამართლებრივ ბრძოლაზე და ბოლომდე გავყევი ჩემთვის გამანადგურებელ პროცესს, რათა არ დამეზიანებინა სახელმწიფოსა და გუნდის ინტერესები“.
18 აგვისტო 2026, 19:09
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: დღეს საქართველო არის იმ ტიპის ქვეყანა, იმ ტიპის სახელმწიფო, რომელსაც უნდა სწორედ ქრისტიანული, ევროპული, ცივილიზაციის ნაწილი და ამ გზაზე მავალი იყოს
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ ერეკლე მეფის მიერ გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებას შეტანილი აქვს ლომის წვლილი იმაში, რომ დღეს საქართველო არის ევროპული ცივილიზაციის ყაიდის ქვეყანა.
18 აგვისტო 2026, 18:59
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: არავითარი რუსული, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების ან ჩინეთის ინტერესის გათვალისწინება, თუკი ეს შენს კონკრეტულ ამოცანას არ უკავშირდება
„არავითარი რუსული ინტერესის გათვალისწინება, არავითარი ევროკავშირის ინტერესის, ან ამერიკის შეერთებული შტატების, ან ჩინეთის ინტერესის გათვალისწინება, თუკი ეს შენს კონკრეტულ ამოცანას არ უკავშირდება. ჩვენ იმიტომ მივისწრაფით ევროკავშირისკენ, რომ ამ გაერთიანებას აქვს გარკვეული სტანდარტები, რომლებიც ჩვენთვის მისაღებია, ეს არის დასავლური ცივილიზაციის გზა, რომელიც საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა არის. ამიტომ მოხდა ეს ფორმულირება კონსტიტუციაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იუკნევიჩიენეს ავადმყოფურ და ბოროტ აზრებს და გეგმებს უნდა დავემორჩილოთ“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
18 აგვისტო 2026, 18:36
საზოგადოება
გივი მიქანაძემ საფრანგეთის სამაგისტრო პროგრამების სტიპენდიატებს უმასპინძლა
პროგრამა „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში France Excellence“ 2016 წლიდან ყოველწლიურად ხორციელდება. 2026 წლიდან პროგრამას საქართველოს მხრიდან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ხოლო საფრანგეთის მხრიდან – საფრანგეთის საელჩო ახორციელებს.
18 აგვისტო 2026, 18:03
სამართალი
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა
ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ წარუდგინა. პაატა სალიამ გიორგი საჯაიას „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსის პოზიციაზე წარმატებები უსურვა, სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს ნიკა ცხვარაშვილს კი, გაწეული საქმიანობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
18 აგვისტო 2026, 17:55
რეგიონი
ქვემო მაჩხაანის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში პროექტირება ორ ეტაპად განხორციელდება, რის შემდეგაც, მომზადებული და შეთანხმებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბამისი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. ასევე აღსანიშნავია, რომ საპროექტო დავალების შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტებზე სამუშაოები შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით განხორციელდება.
18 აგვისტო 2026, 17:31
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის განცხადებებზე: თურმე, საქართველომ შეიძლება, უარი თქვას თავის ისტორიულ ტერიტორიებზე იმის გამო, რომ რაღაც პროექტის წევრი გახდეს - ეს პროექტები სამყაროში ძალიან ცვალებადია და არ შეიძლება შენი ეროვნული ინტერესები სხვადასხვა პროექტის შესაწირ პაიკად გამოიყენო
ის, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები გამოდიან ისეთი განცხადებებითა და ისეთი მსჯელობებით, რომლებიც პირდაპირ ხალხთაშორის ურთიერთობის შესაძლო რაიმე ნორმალიზაციაც კი ძირშივე ტორპედირებას უკეთებს, იქითკენ არის მიმართული, რომ არ აღდგეს გარკვეული ურთიერთობის ან ხიდები ან ნდობის ჩამოყალიბების პროცესი, - ასე შეაფასა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა აფხაზეთთან დაკავშირებით ნიკა გვარამიასა და სალომე სამადაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები.
18 აგვისტო 2026, 17:25
მსოფლიო
ჩეხეთის პარლამენტის სპიკერი ევროკავშირს ევროკომისიის მიერ მომზადებულ, არასამთავრობო სექტორისა და მედიის სუბსიდირების ახალ პაკეტს აკრიტიკებს
ჩეხეთის დეპუტატთა პალატის სპიკერი ტომიო ოკამურა ევროკომისიის მიერ მომზადებულ არასამთავრობო სექტორისა და მედიის სუბსიდირების ახალ მრავალმილიონიან პაკეტს ეწინააღმდეგება.
18 აგვისტო 2026, 17:13
მსოფლიო
გამოკითხვა: „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის პოლიტიკურ პარტიებს შორის ლიდერობს
გამოცემა წერს, რომ ერთი თვის განმავლობაში მემარჯვენე პარტიამ პოზიცია გაიუმჯობესა. მას უპირატესობას გამოკითხულთა 28% ანიჭებს, ქრისტიან-დემოკრატების რეიტინგი კი დაეცა და კანცლერ მერცის პარტიას მხოლოდ 20%-ტიანი მხარდაჭერა აქვს.
18 აგვისტო 2026, 17:08
სამართალი
„წითელი ხიდის“ მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,წითელი ხიდის“ საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.
18 აგვისტო 2026, 17:04
მსოფლიო
ღალიბაფის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე დაკეტილი დარჩება, სანამ აშშ ვალდებულებებს არ შეასრულებს
ირანის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე დაკეტილია და ნაოსნობა იქამდე არ გაიხსნება, სანამ შეერთებული შტატები ურთიერთგაგების მემორანდუმით აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.
18 აგვისტო 2026, 16:56
მსოფლიო
უკრაინისთვის დაწესებულმა შეღავათიანმა ტრანზიტმა მოლდოველი ფერმერები აღაშფოთა
მოლდოველი ფერმერები უკრაინისთვის ტვირთების გადაზიდვაზე შეღავათების დაწესებას აპროტესტებენ. მოლდოვის ფერმერთა ასოციაცია მასშტაბური საპროტესტო აქციებით იმუქრება, თუკი მთავრობა 21 აგვისტომდე სარკინიგზო გადაზიდვებზე უკრაინისთვის დაწესებულ შეღავათიან ტარიფებს არ გადახედავს.
18 აგვისტო 2026, 16:24
ეკონომიკა
საერთაშორისო პლატფორმა Designboom „Starring Georgia”-ს ახალი პროექტის „ჰეკატეს ბაღის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს
ახალი ქართული პროექტით საერთაშორისო პლატფორმის დაინტერესება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს ქმნის შესაძლებლობას, ქართული შემოქმედებითი სფეროს მიღწევებმა გლობალურ პროფესიულ სივრცეში საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს. სტატიაში დეტალურად არის აღწერილი ახალი სივრცის „ჰეკატეს ბაღის“ კონცეფცია. Designboom ჰეკატეს ბაღს წარმოგვიდგენს, როგორც ახალი ტიპის კულინარიულ და სივრცით გამოცდილებას, რომელიც საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, შეკვეთილში შეიქმნა.
18 აგვისტო 2026, 16:05
სამართალი
პროკურატურამ დაზარალებულზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტზე ადვოკატი დააკავა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანის მიმართ სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე ბრალდებულის ადვოკატმა, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ნაკლები სასჯელის მიღების მიზნით, დაზარალებულის მეგობარს და დედას შესთავაზა, რომ დაზარალებულს გამოკითხვისას მოწოდებული ინფორმაცია შეეცვალა და გამოძიებისთვის არასწორი ფაქტები მიეწოდებინა, სანაცვლოდ კი თანხას და სხვა ქონებრივ სარგებელს დაჰპირდა.
18 აგვისტო 2026, 15:53
მსოფლიო
თეთრი სახლი აქვეყნებს ტრამპის პოსტს, სადაც ჰორმუზის სრუტე აშშ-ის ახალ ტერიტორიადაა მოხსენიებული
თეთრმა სახლმა Facebook-ზე აქვეყნებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოსტს, რომელზეც ჰორმუზის სრუტე აშშ-ის ახალ ტერიტორიადაა მოხსენიებული. აღნიშნული პოსტი თეთრი სახლის ლიდერმა თავის Truth Social-ის ანგარიშზე გამოაქვეყნა.
18 აგვისტო 2026, 15:22
სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
18 აგვისტო 2026, 15:08
რეგიონი
იმერეთში პესტიციდების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა პესტიციდების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს.


