გიორგი ვოლსკი: მთავრობა იქნება წარმატებული და რეალურად, ის კონცეფცია და ის სტრატეგიული ამოცანები, რომელიც ამ დოკუმენტში არის წარმოდგენილი რეალიზებული იქნება
გიორგი ვოლსკი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
„ყველა საკითხი, რომელიც აღწერილია იმ კონცეფციაში, ყველა სტრატეგიული მიმართულება, ყველა გეგმა და დარგობრივი პროექტი, განხორციელდება განსაკუთრებულ პირობებში, როდესაც ოპონირება მოხდება არა პროფესიონალურ თემებზე, არამედ იმ რაკურსით, რასაც ჰქვია სკანდალურობა. ამ სკანდალურობას დააყენებენ პრიორიტეტად და არა მარტო მთავრობას არამედ, მთელ პარლამენტს მოგვიწევს მნიშვნელოვანწილად ვებრძოლოთ პროპაგანდას, ებრძოლოთ ფეიკ-ნიუსებს, ვებრძოლოთ ცრუ ინფორმაციას, და რეალურად, მცდელობა იმისა, რომ ამ რთულ პირობებში გაკეთებული საქმე იქნას მეორე პლანზე გადატანილი - იქნება ის ყოველდღიურობა რასაც ჩვენ 2021 წელს ველოდებით“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, გარდა იმ საკითხებისა რაც შიდა პოლიტიკურ ველზე ვითარდება, დასრულდა უმნიშვნელოვანესი პროექტი.
„სულ ახლახან ხელი მოეწერა პროექტს, რომელიც კიდევ უფრო მძლავრი რესურსებით აერთებს ენერგორესურსებით მდიდარ კასპიის რეგიონს დასავლეთის ენერგო ბაზრებთან. ეს უშველებელი პროექტი ვერანაირად ვერ იქნება რეალიზებული, თუ არა ის საკვანძო, გეოპოლიტიკური მდებარეობის მქონე ქვეყანა, როგორიც არის საქართველო. ასე, რომ არა მხოლოდ შიდა ვითარება, რომელმაც არაჯანსაღი ფორმები მიიღო არამედ, საგანგებოდ მნიშვნელოვანია ის სიტუაცია, რაც რეგიონში და მსოფლიოშია შექმნილი. დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ ვის სჭირდება ამ ქვეყნის სტაბილურობა და ვის სჭირდება ამ ქვეყნის დესტაბილიზაცია. ვის სჭირდება იმ პრობლემების გამოყენება, რომელიც არა მხოლოდ მსოფლიოს არამედ, საქართველოსაც ამ ურთულეს ვითარებაში ემუქრება. აქედან გამომდინარე, ძალიან ადვილია დავასკვნათ თუ ვინ რომელ მხარეს დგას“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. მისი შეფასებით, კოვიდის მხარეს დგომა არ არის მხატვრულ-ლიტერატურული შეფასება, არამედ ასე ხდება როდესაც მოელი კოვიდისგან სერიოზულ ზარალს როგორც ჯანდაცვის სფეროში ისე, ეკონომიკის სფეროში. „ამ რესურსით ცდილობ ქვეყანა ჩააყენო ისეთ მდგომარეობაში, როდესაც დესტაბილიზაცია გარკვეულწილად უკავშირდება პოლიტიკურ მიზნებს. ამ ბრძოლაში ვფიქრობ, წარმატებული ვიქნებით.
წარმატებული იქნება მთავრობა, და რეალურად, ის კონცეფცია და ის სტრატეგიული ამოცანები, რომელიც ამ დოკუმენტში არის წარმოდგენილი რეალიზებული იქნება. ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენი თანამშრომლობის გარკვეულ პირობებს, რომელიც შექმნილი იყო იმ პერიოდში, როდესაც ოპოზიცია სწორედაც, რომ ითხოვდა მთავრობის მეტ ჩართულობას, მეტ პასუხისმგებლობას, მეტ ანგარიშვალდებულებას. ყველაფერი ეს გაკეთდა, რომელიც რეგლამენტშია ჩაწერილი, მაგრამ შექმნილ ვითარებაში ალბათ გაცილებით მეტად გვმართებს საქმიანი კონტაქტების განვითარება, იმ პირობებში, როდესაც ოპოზიცია ფაქტიურად გადასულია დესტრუქციული მუშაობის რეჟიმში. ეს არის ის სამწუხარო რეალობა, ის მოცემულობა, რომელიც დღევანდელ დღეს ახასიათებს“, - განაცხადა პირველმა ვიცე-სპიკერმა.
მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობის წარმოდგენილ გუნდს მხარს უჭერს არა მხოლოდ იმისთვის, რომ ერთ გუნდს წარმოადგენენ არამედ, ისინი სიღრმისეულად აანალიზებენ თუ რა გაკეთდა თითოეული დარგისა და სამინისტროს მიხედვით. გიორგი ვოლსკიმ გამოსვლისას ისაუბრა თითოეული სამინისტროს მიერ მიღწეულ წარმატებებზე და განხორციელებულ რეფორმებზე.
„არ არის პოპულარული და მიღებული ქებითი ფორმით გამოსვლა ტრიბუნიდან, მაგრამ ეს სისტემა ბიძინა ივანიშვილმა შექმნა და თუკი მის გამარჯვებაზე და ქვეყნის განვითარების საქმეში მის პოზიტიურ წვლილზე ვსაუბრობთ, არა მარტო ის დიდი რესურსია, რომელიც მან მოახმარა თავის სამშობლოს არამედ, ის სისტემა, რომელიც შეიქმნა, სისტემა რომელსაც ახასიათებს ტოლერანტობა, რომელსაც ახასიათებს მაღალი ინტელექტი, რომელსაც ახასიათებს პატრიოტიზმის განსაკუთრებული დონე და პროფესიონალიზმი.
პროფესიონალიზმი, სადაც კამათობენ, სადაც ჭეშმარიტება კამათში იბადება და სადაც ყველა თანასწორია, როდესაც საკითხი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პრობლემის განხილვას ეხება. ამ სისტემის შექმნა ასეთი ადვილი არ არის იმ მემკვიდრეობის პირობებში, როდესაც სადიზმი იყო მმართველობის ერთადერთი ფორმა და როდესაც ეკონომიკა მნიშვნელოვნად ჩამორჩება დემოკრატიის იმ დონეს, რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს. ამ სისტემის შექმნას საკმაოდ დიდი რესურსი მოახმარა თითოეულმა ჩვენგანმა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.
მისი შეფასებით, ის შემადგენლობა, რომელიც დღეს პარლამენტში არის წარმოდგენილი დასამტკიცებლად მხარდასაჭერია იმიტომ, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი მოელის რა პრობლემებს, მოელის რა ეკონომიკურ სირთულეებს, მოელის რა ჯანდაცვით სირთულეებს - ძალიან დიდი იმედებს ამყარებს სწორედ ამ გუნდზე.
ყველა სიახლე
25 აგვისტო 2026, 04:23
მსოფლიო
გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი: რა სამარცხვინოა, რომ დღემდე გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ შეძლო ეფექტური ზომების მიღება რუსეთის პასუხისგებაში მისაცემად და უკრაინელი ხალხის იმ ყოველდღიური გენოციდის აღსაკვეთად, რომელიც მთელი მსოფლიოს თვალწინ ხდება
გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, ანდრეი მელნიკმა განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს უუნარობა, დაუპირისპირდეს რუსეთის გენოციდურ ქმედებებს, სამარცხვინოა. მან პარტნიორებს მოუწოდა, კიევს Patriot-ის ტიპის ყველა ხელმისაწვდომი რაკეტა გადასცენ.
25 აგვისტო 2026, 04:14
მსოფლიო
ფაშინიანი: სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მოსამზადებლად მალე დაიწყებს მუშაობას
სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მოსამზადებლად მალე დაიწყებს მუშაობას. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ორშაბათს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
25 აგვისტო 2026, 03:57
მსოფლიო
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე: უკრაინაში ომი საშიშ სპირალში შედის
უკრაინაში ომი „საშიშ სპირალში“ შედის - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, როზმარი დიკარლომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
25 აგვისტო 2026, 03:40
მსოფლიო
The Times: აშშ-მა ირანის რეჟიმის „ეკონომიკური გაგუდვის“ პირობა დადო - სანქციების ეს ესკალაცია თეირანის ყველა სავაჭრო პარტნიორზე გავრცელდება, რაც ჩინეთთან ახალი დაპირისპირების პერსპექტივას ზრდის
აშშ-მა ირანის რეჟიმის „ეკონომიკური გაგუდვის“ პირობა დადო - სანქციების ეს ესკალაცია თეირანის ყველა სავაჭრო პარტნიორზე გავრცელდება, რაც ჩინეთთან ახალი დაპირისპირების პერსპექტივას ზრდის, - წერს ბრიტანული გამოცემა The Times-ი.
25 აგვისტო 2026, 03:24
მსოფლიო
აშშ-მა სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოიღო
ორშაბათს შეერთებულმა შტატებმა სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოიღო, რაც დამასკოს განცხადებით, ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების ბოლო მთავარი დაბრკოლება იყო. ამ ნაბიჯით ვაშინგტონი სირიის ახალ მთავრობასთან ურთიერთობებს აღრმავებს.
25 აგვისტო 2026, 03:16
მსოფლიო
ირანის პარლამენტის სპიკერი: აშშ იმ პოზიციაში არ არის, რომ ეკონომიკური ურთიერთობები შეზღუდოს
ირანის პარლამენტის სპიკერი და ქვეყნის მთავარი მოლაპარაკებელი, მუჰამედ ბაღერ ყალიბაფი აშშ-ის ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის მუქარას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სხვა ქვეყნებისთვის შეზღუდვების დაწესების ეკონომიკური შესაძლებლობა არ გააჩნია.
25 აგვისტო 2026, 03:04
მსოფლიო
NBC News: აშშ ისტორიაში ვიზების ყველაზე მასშტაბურ გაუქმებას გეგმავს, რაც 200 ათასამდე ადამიანს შეეხება
ტრამპის ადმინისტრაცია 200 000-მდე იმ უცხოელისთვის ბიზნეს და ტურისტული ვიზების გაუქმებას გეგმავს, რომლებმაც შეერთებულ შტატებში თავშესაფარი მოითხოვეს ან ამჟამად ითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News-ი ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 02:51
მსოფლიო
ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერების პირობას დებენ
დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მნიშვნელოვნად გაზრდის პირობა დადეს. მოკავშირეთა შეხვედრაზე, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს დაემთხვა, მხარეებმა განაცხადეს, რომ კიევს საიდუმლო ტექნოლოგიებსა და საჰაერო თავდაცვის რაკეტებს დაჩქარებული წესით მიაწვდიან.
25 აგვისტო 2026, 02:40
მსოფლიო
ფაშინიანი: მომდევნო 5 წლის განმავლობაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში დაბრუნების არანაირი გეგმა არ გვაქვს - ძალიან კმაყოფილი ვიქნები, თუ ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას სომხეთის გარიცხვის შესახებ
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ერევანი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში თავის საქმიანობას არ გაააქტიურებს და ორგანიზაციის მიმართ ინტერესი ამოწურულია.
25 აგვისტო 2026, 02:33
მსოფლიო
გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტონ დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას
გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დენ ნეგრეამ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტონ დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას.
25 აგვისტო 2026, 02:22
მსოფლიო
ბრიტანული გამოცემა The Telegraph: „იწყება თუ არა ზელენსკის დასასრულის დასაწყისი?“
ძვ. წ. 458 წელს, რომის გადარჩენის შემდეგ, ცინცინატუსი კვლავ მიწათმოქმედებას დაუბრუნდა, 1945 წელს ომით გადაღლილმა ბრიტანულმა საზოგადოებამ უინსტონ ჩერჩილი თანამდებობას ჩამოაცილა - 2026 წელს დგება თუ არა დრო, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმაც ანალოგიურად ჩამოკიდოს ლურსმანზე თავისი მწვანე მაისური? - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი სტატიაში სათაურით „იწყება თუ არა ზელენსკის დასასრულის დასაწყისი?“
25 აგვისტო 2026, 02:04
მსოფლიო
ირანის ფინანსთა მინისტრი: თეირანი სანქციებისთვის სრულად მზადაა
თეირანი „სრულად მზადაა“, დაუპირისპირდეს ამერიკულ სანქციებს, რომლებიც იმ ქვეყნების წინააღმდეგაა მიმართული, ვინც ირანთან ურთიერთობას ინარჩუნებს. ამის შესახებ ირანის ფინანსთა მინისტრმა, ალი მადანიზადემ ორშაბათს სახელმწიფო ტელეკომპანია IRINN-ს განუცხადა.
25 აგვისტო 2026, 01:55
მსოფლიო
Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა: ირანთან ომის მიმართ ამერიკის მოსახლეობის მხარდაჭერა კონფლიქტის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა
Reuters/Ipsos-ის საზოგადოებრივი აზრის ახალი გამოკითხვის თანახმად, ირანთან ომის მიმართ ამერიკის მოსახლეობის მხარდაჭერა კონფლიქტის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.
25 აგვისტო 2026, 01:47
მსოფლიო
ნეთანიაჰუ მიესალმება აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ მიესალმება ირანის წინააღმდეგ მეორად სანქციებს, რომლებიც აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა გამოაცხადა.
25 აგვისტო 2026, 01:44
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს
აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონმა თეირანის წინააღმდეგ მასშტაბური ეკონომიკური სანქციების რეჟიმი გამოაცხადა.
25 აგვისტო 2026, 01:28
მსოფლიო
ზელენსკი: რუსეთის ფინანსური შესაძლებლობები ომის წარმოებისთვის უკრაინისას დაახლოებით ორჯერ აღემატება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ომზე დაახლოებით 340 მილიარდ ევროს ხარჯავს, მაშინ როდესაც უკრაინის დანახარჯები 140 მილიარდ ევროს შეადგენს.
25 აგვისტო 2026, 00:43
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის მდივანი უარს ამბობს ვადების დასახელებაზე, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ირანთან ეკონომიკური კავშირები
აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა თავი აარიდა კონკრეტული ვადების დასახელებას იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ეკონომიკური კავშირები ირანთან, ვიდრე მათ აშშ-ის მხრიდან ფინანსური სანქციები დაეკისრებათ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 00:35
მსოფლიო
„რუსეთმა უნდა გადაიხადოს“ - ლატვია უკრაინის მხარდასაჭერად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებისკენ მოუწოდებს
ევროპის ქვეყნებს რუსული აგრესიის შედეგების ხარჯების დაფარვა საკუთარი ჯიბიდან არ უნდა უწევდეთ, ამის სანაცვლოდ, ამ მიზნისთვის რუსეთის გაყინული აქტივები უნდა იყოს გამოყენებული, - განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრის კულბერგსმა „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
25 აგვისტო 2026, 00:28
მსოფლიო
„მეტი ფული გვჭირდება“ - ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად
უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 აგვისტოს, კიევში გამართულ „მსურველთა კოალიციის“ სამიტის პრესკონფერენციაზე.
24 აგვისტო 2026, 23:55
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას ცდილობდა
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანის ხელისუფლება მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას გეგმავდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია Channel 14-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.


