სოზარ სუბარი: თვითმმართველობისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამართული მუშაობა რეგიონული განვითარებისთვის მთავარი მამოძრავებელი ღერძია
სოზარ სუბარი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
რთულ პერიოდში მოუწია მინისტრთა კაბინეტს მუშაობა და არანაკლებ რთული გამოწვევები წინ გველოდება. ეს ის გამოწვევებია, რომელიც თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ჩვენს ქვეყანას და მთელ მსოფლიოს უზარმაზარი რისკების წინ გვაყენებს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყოველი გადაწყვეტილება, ყოველი ნაბიჯი იყოს აწონ-დაწონილი იმიტომ, რომ ერთ გადაწყვეტილებზე უზარმაზარი შედეგებია დამოკიდებული, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა პლენარულ სხდომაზე, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას.
მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ იმ დროს, როცა მთელო მსოფლიო გაერთიანდა პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის წინააღმდეგ საბრძოლველად, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც პოლიტიკური ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი დადგა ვირუსისა და კრიზისის მხარეს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პრობლემები კიდევ უფრო გამწვავდეს.
„ქვეყანა ძლიერი მაშინ არის, როცა ძლიერი რეგიონებია, ყველა რეგიონი თანაბრად ვითარდება. ბანალურ ჭეშმარიტებას ვიმეორებ, მაგრამ ეს ასეა და ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ გამართული მუშაობა თვითმართველობისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსი, რომელიც რეგიონული განვითარებისთვის მთავარი მამოძრავებელი ღერძია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შემდეგ წლებში, ამ პირობებში კრიზისი არ შეეხოს ჩვენს რეგიონებს. რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ძალიან შთამბეჭდავი ანგარიში, დახუნძლული ციფრებით. შემდეგი 4 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაიხარჯება 20 მილიარდი ლარი, ეს არის უზარმაზარი ციფრი და გარანტი იმისა, რომ არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პრობლემები მოგვარდება, არამედ ეკონომიკური ზრდა იქნება, რომელიც ასე შეფერხდა. ეს ერთგვარად სტიმულს მისცემს კერძო ეკონომიკურ საქმიანობასაც. ინფრასტრუქტურაა სწორედ ის ღერძი, რომელზეც საბოლოოდ ეკონომიკა უნდა და დაეშენოს და განვითარდეს. 200 კმ ჩქაროსნული მაგისტრალი აშენდა ბოლო 8 წლის განმავლობაში და კიდევ 200 ჩქაროსნული მაგისტრალი უნდა აშენდეს შემდეგი 4 წლის განმავლობაში. რომ წარმოვიდგინოთ ეს რამხელა მასშტაბია, ვიტყვი, რომ 70-68 კილომეტრი მსგავსი გზა აშენდა 2004-2012 წლებში, ანუ ზუსტად იმდენივე, რამდენიც აშენდა მხოლოდ მიმდინარე წელს. პრემიერმინისტრობის კანდიდატის პასუხი ჩემს კითხვაზე იყო ძალიან ზუსტი და დამაიმედებელი, რომ წყალი ხდება ნომერ პირველი პრობლემა უამრავ პრობლემას შორის. მართლაც საოცარია, მაგრამ ძალიან ბევრი ქალაქი, სოფელი, მუნიციპალიტეტი არის სასმელი წყლის გარეშე, არათუ 24 საათიანი მომარაგება არ არის, არამედ ბევრ ადგილზე საერთოდ არ არის ეს წყლის სისტემები. ძალიან კარგია, რომ ქუთაისში, ჭიათურაში, ბათუმსა და ზუგდიდში მოწესრიგდა ეს საკითხი, თუმცა დარჩენილი არის ძალიან ბევრი ქალაქი“, -განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისი ინფორმაციით, 350 მილიონი ლარი იქნება ის თანხა, რომელიც მომავალ წელს მხოლოდ წყლის პროექტებისთვის დაიხარჯება. მისივე თქმით, მომავალ წელს ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაიხარჯება 2 მილიარდ 422 მილიონი ლარი, რაც არის 550 მილიონით მეტი, ვიდრე მიმდინარე წელს.
„თუმცა, აქვე ვიტყვი იმ ძალიან სერიოზულ პრობლემაზე, რომელიც აწუხებს ყველა მუნიციპალიტეტს, ეს არის მინიციპალური განვითარების ფონდის შედარებით შემცირებული ბიუჯეტი, დაახლოებით, 100 მილიონით. ძალიან მიჭირს ამ კრიზისის ფონზე ვთხოვო ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, რომ რაღაც თანხა გამოვნახოთ, მაგრამ მეორე მხრივ, ეს არის აუცილებელი, იმიტომ, რომ ესაა თანხა, რომელსაც ელოდება ჩვენი მოსახლეობა, ყველა მუნიციპალიტეტი“-განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, ყველაზე მასშტაბური პროექტი არის აღმოსავლეთ-დასავლეთის შემაერთებელი მაგისტრალი, თუმცა არის უაღრესად მნიშვნელოვანი სხვა პროექტებიც, რომელსაც წლებია ელოდება ქართული საზოგადოება.
„ეს პროექტი გვიქმნის საშუალებას, რომ უმნიშვნელოვანესი ტურისტული რეგიონები, ( სამცხე-ჯავახეთი თავისი უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული ძეგლებით, ბათუმის სანაპირო და, ზოგადად, დასავლეთ საქართველოს საზღვაო სანაპირო) დაუკავშირდეს ერთმანეთთან და მთის აჭარა, რომელიც ნაკლებად არის ცნობილი, მაგრამ უნიკალური ბუნებაა . ეს უზარმაზარი რეგიონები დამატებით ეკონომიკურ პოტენციალს შექმნის. მეორე უმნიშვნელოვანესი პროექტი არის ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი გზა, 9-კილომეტრიანი გვირაბი ურთულესი საინჟინრო გადაწყვეტილებით, რომელიც გაზრდის არა მხოლოდ ამ კონკრეტული რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალს, არამედ გააძლიერებს მთელი ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალს“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა. მან ასევე თვითმმართველობის საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.
„2012 წლიდან დაიწყო რეალური თვითმმართველობის ჩამოყალიბება არჩევითი მერები, 50%-იანი ბარიერი, რეალური ბიუჯეტი, თუმცა ეს ბიუჯეტი მაინც არ არის საკმარისი. თუმცა არის მუნიციპალიტეტები, რომლებშიც მკვეთრად გაიზარდა თვითდაფინანსება, ადგილობრივი შემოსავლები. რამდენიმეს ჩამოვთვლი მხოლოდ: გარდაბანი - 22 მილიონიდან 48 მილიონამდე, ყაზბეგი 5 მილიონიდან 20 მილიონამდე, მესტია 600 ათასიდან 11 მილიონამდე და ეს არის ის ბიუჯეტები, რომლებსაც აქვთ საშუალება, რომ მოსახლეობის ძალიან ბევრი პრობლემა გადაწყვიტონ. ბევრ მუნიციპალიტეტს, სამწუხაროდ, არ აქვს ასეთი შემოსავლები და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ მუნიციპალიტეტებს გაუჩნდეთ თავისი შემოსავლები“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ასევე, მან ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობაზე ისაუბრა.
„გასულ წელს დამთავრდა მუცოს რეაბილიტაცია, მუცო, რომელმაც მოიპოვა ევროპა ნოსტრას მთავარი პრიზი და ეს ულამაზესი ადგილი არა მხოლოდ გადარჩა, არამედ გახდა ერთ-ერთი უმთავრესი ტურისტული ობიექტი. გვაქვს არაერთი ძეგლი, რომელთაც ასევე ძალიან სჭირდებათ შველა. ჩამოვთვლი იმ პროექტებს, რომლებიც დაწყებულია: აბასთუმანი, ასურეთი, შვაბების ქუჩა, უშგული, წყალტუბო, რომელიც თავისი უნიკალური ინფრასტრუქტურით და წყლის რესურსებით შეიძლება გახდეს მთელი დასავლეთის საქართველოს ტურისტული პოტენციალის ჰაბი. მთათუშეთში მომავალ წელს იწყება მასშტაბური პროექტი, პირველად იწყება სოფელ ძველ დიკლოთში და ასევე რამდენიმე პროექტი, რომელზეც მინდა გავამახვილო ყურადღება: მომავალ წელს უნდა დაიწყოს რესტავრაცია არხოტში (ხევსურეთი).ორი პროექტი, რომელიც ეკონომიკური კრიზისის გამო ეჭვის ქვეშ დგას დაიწყება თუ არა, არის სოფ. გოგოლათი, რომლის პროექტირება ჯდება 2 მილიონი და რომელიც კარგი იქნება თუ დაიწყება გაისად და სოფელი ლაღანი, რომელზეც დაპროექტება გაკეთებულია, თუმცა ეკონომიკური პრობლემების გამო ეჭვის ქვეშ დგას, თუ რამდენად შევძლებთ. თუნდაც რომ დავიწყოთ ამ პროექტების განხორციელება, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და იმედი მაქვს, რომ ამასობაში ტურისტული სეზონიც მოგვისწრებს. არის ის ძეგლები, რომლებიც არა მხოლოდ როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია მნიშვნელოვანი, არამედ თითოეული აქ დახარჯული ლარი ათმაგად მობრუნდება ქვეყნის ეკონომიკაში და მოსახლეობის შემოსავლებში“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ყველა სიახლე
25 აგვისტო 2026, 04:23
მსოფლიო
გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი: რა სამარცხვინოა, რომ დღემდე გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ შეძლო ეფექტური ზომების მიღება რუსეთის პასუხისგებაში მისაცემად და უკრაინელი ხალხის იმ ყოველდღიური გენოციდის აღსაკვეთად, რომელიც მთელი მსოფლიოს თვალწინ ხდება
გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, ანდრეი მელნიკმა განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს უუნარობა, დაუპირისპირდეს რუსეთის გენოციდურ ქმედებებს, სამარცხვინოა. მან პარტნიორებს მოუწოდა, კიევს Patriot-ის ტიპის ყველა ხელმისაწვდომი რაკეტა გადასცენ.
25 აგვისტო 2026, 04:14
მსოფლიო
ფაშინიანი: სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მოსამზადებლად მალე დაიწყებს მუშაობას
სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მოსამზადებლად მალე დაიწყებს მუშაობას. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ორშაბათს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
25 აგვისტო 2026, 03:57
მსოფლიო
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე: უკრაინაში ომი საშიშ სპირალში შედის
უკრაინაში ომი „საშიშ სპირალში“ შედის - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, როზმარი დიკარლომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
25 აგვისტო 2026, 03:40
მსოფლიო
The Times: აშშ-მა ირანის რეჟიმის „ეკონომიკური გაგუდვის“ პირობა დადო - სანქციების ეს ესკალაცია თეირანის ყველა სავაჭრო პარტნიორზე გავრცელდება, რაც ჩინეთთან ახალი დაპირისპირების პერსპექტივას ზრდის
აშშ-მა ირანის რეჟიმის „ეკონომიკური გაგუდვის“ პირობა დადო - სანქციების ეს ესკალაცია თეირანის ყველა სავაჭრო პარტნიორზე გავრცელდება, რაც ჩინეთთან ახალი დაპირისპირების პერსპექტივას ზრდის, - წერს ბრიტანული გამოცემა The Times-ი.
25 აგვისტო 2026, 03:24
მსოფლიო
აშშ-მა სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოიღო
ორშაბათს შეერთებულმა შტატებმა სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოიღო, რაც დამასკოს განცხადებით, ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების ბოლო მთავარი დაბრკოლება იყო. ამ ნაბიჯით ვაშინგტონი სირიის ახალ მთავრობასთან ურთიერთობებს აღრმავებს.
25 აგვისტო 2026, 03:16
მსოფლიო
ირანის პარლამენტის სპიკერი: აშშ იმ პოზიციაში არ არის, რომ ეკონომიკური ურთიერთობები შეზღუდოს
ირანის პარლამენტის სპიკერი და ქვეყნის მთავარი მოლაპარაკებელი, მუჰამედ ბაღერ ყალიბაფი აშშ-ის ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის მუქარას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სხვა ქვეყნებისთვის შეზღუდვების დაწესების ეკონომიკური შესაძლებლობა არ გააჩნია.
25 აგვისტო 2026, 03:04
მსოფლიო
NBC News: აშშ ისტორიაში ვიზების ყველაზე მასშტაბურ გაუქმებას გეგმავს, რაც 200 ათასამდე ადამიანს შეეხება
ტრამპის ადმინისტრაცია 200 000-მდე იმ უცხოელისთვის ბიზნეს და ტურისტული ვიზების გაუქმებას გეგმავს, რომლებმაც შეერთებულ შტატებში თავშესაფარი მოითხოვეს ან ამჟამად ითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News-ი ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 02:51
მსოფლიო
ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერების პირობას დებენ
დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მნიშვნელოვნად გაზრდის პირობა დადეს. მოკავშირეთა შეხვედრაზე, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს დაემთხვა, მხარეებმა განაცხადეს, რომ კიევს საიდუმლო ტექნოლოგიებსა და საჰაერო თავდაცვის რაკეტებს დაჩქარებული წესით მიაწვდიან.
25 აგვისტო 2026, 02:40
მსოფლიო
ფაშინიანი: მომდევნო 5 წლის განმავლობაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში დაბრუნების არანაირი გეგმა არ გვაქვს - ძალიან კმაყოფილი ვიქნები, თუ ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას სომხეთის გარიცხვის შესახებ
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ერევანი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში თავის საქმიანობას არ გაააქტიურებს და ორგანიზაციის მიმართ ინტერესი ამოწურულია.
25 აგვისტო 2026, 02:33
მსოფლიო
გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტონ დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას
გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დენ ნეგრეამ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტონ დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას.
25 აგვისტო 2026, 02:22
მსოფლიო
ბრიტანული გამოცემა The Telegraph: „იწყება თუ არა ზელენსკის დასასრულის დასაწყისი?“
ძვ. წ. 458 წელს, რომის გადარჩენის შემდეგ, ცინცინატუსი კვლავ მიწათმოქმედებას დაუბრუნდა, 1945 წელს ომით გადაღლილმა ბრიტანულმა საზოგადოებამ უინსტონ ჩერჩილი თანამდებობას ჩამოაცილა - 2026 წელს დგება თუ არა დრო, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმაც ანალოგიურად ჩამოკიდოს ლურსმანზე თავისი მწვანე მაისური? - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი სტატიაში სათაურით „იწყება თუ არა ზელენსკის დასასრულის დასაწყისი?“
25 აგვისტო 2026, 02:04
მსოფლიო
ირანის ფინანსთა მინისტრი: თეირანი სანქციებისთვის სრულად მზადაა
თეირანი „სრულად მზადაა“, დაუპირისპირდეს ამერიკულ სანქციებს, რომლებიც იმ ქვეყნების წინააღმდეგაა მიმართული, ვინც ირანთან ურთიერთობას ინარჩუნებს. ამის შესახებ ირანის ფინანსთა მინისტრმა, ალი მადანიზადემ ორშაბათს სახელმწიფო ტელეკომპანია IRINN-ს განუცხადა.
25 აგვისტო 2026, 01:55
მსოფლიო
Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა: ირანთან ომის მიმართ ამერიკის მოსახლეობის მხარდაჭერა კონფლიქტის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა
Reuters/Ipsos-ის საზოგადოებრივი აზრის ახალი გამოკითხვის თანახმად, ირანთან ომის მიმართ ამერიკის მოსახლეობის მხარდაჭერა კონფლიქტის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.
25 აგვისტო 2026, 01:47
მსოფლიო
ნეთანიაჰუ მიესალმება აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ მიესალმება ირანის წინააღმდეგ მეორად სანქციებს, რომლებიც აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა გამოაცხადა.
25 აგვისტო 2026, 01:44
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს
აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონმა თეირანის წინააღმდეგ მასშტაბური ეკონომიკური სანქციების რეჟიმი გამოაცხადა.
25 აგვისტო 2026, 01:28
მსოფლიო
ზელენსკი: რუსეთის ფინანსური შესაძლებლობები ომის წარმოებისთვის უკრაინისას დაახლოებით ორჯერ აღემატება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ომზე დაახლოებით 340 მილიარდ ევროს ხარჯავს, მაშინ როდესაც უკრაინის დანახარჯები 140 მილიარდ ევროს შეადგენს.
25 აგვისტო 2026, 00:43
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის მდივანი უარს ამბობს ვადების დასახელებაზე, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ირანთან ეკონომიკური კავშირები
აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა თავი აარიდა კონკრეტული ვადების დასახელებას იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ეკონომიკური კავშირები ირანთან, ვიდრე მათ აშშ-ის მხრიდან ფინანსური სანქციები დაეკისრებათ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 00:35
მსოფლიო
„რუსეთმა უნდა გადაიხადოს“ - ლატვია უკრაინის მხარდასაჭერად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებისკენ მოუწოდებს
ევროპის ქვეყნებს რუსული აგრესიის შედეგების ხარჯების დაფარვა საკუთარი ჯიბიდან არ უნდა უწევდეთ, ამის სანაცვლოდ, ამ მიზნისთვის რუსეთის გაყინული აქტივები უნდა იყოს გამოყენებული, - განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრის კულბერგსმა „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
25 აგვისტო 2026, 00:28
მსოფლიო
„მეტი ფული გვჭირდება“ - ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად
უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 აგვისტოს, კიევში გამართულ „მსურველთა კოალიციის“ სამიტის პრესკონფერენციაზე.
24 აგვისტო 2026, 23:55
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას ცდილობდა
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანის ხელისუფლება მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას გეგმავდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია Channel 14-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.


