ნიკოლოზ სამხარაძე: რეზოლუცია ეყრდნობა ქართველი ხალხის არჩევანს, რომელიც ავალებს ხელისუფლების ყველა შტოს, იმუშაონ საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებისთვის
ნიკოლოზ სამხარაძე
ფოტო: Facebook
უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პირველი პროექტი, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტში დაინიცირდა, ეს იყო „საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი. ქართული საზოგადოებისთვის ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი არის ისტორიული არჩევანი, რომელიც გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციით, შესაბამისად, ეს რეზოლუცია ეყრდნობა სწორედ, ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ არჩევანს და კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც ავალებს ხელისუფლების ყველა შტოს, რომ იმუშაონ საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებისთვის, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტს წარადგენდა.
„ეს არის ამ რეზოლუციის მთავარი სულისკვეთება, თუმცა, ჩვენი საგარეო პოლიტიკის ნომერი პირველი ამოცანა არის ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა. სწორედ, ეს არის რეზოლუციის პირველი პუნქტი - რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული რეგიონების გათავისუფლება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, - განაცხადა სამხარაძემ.
მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა „საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“ რეზოლუციის პროექტში ასახულ მიმართულებებზე.
მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა დაპირებას, რომ 2024 წლისთვის ქვეყანა მოემზადებოდა, გარდაიქმნებოდა ევროპულ სახელმწიფოდ და ექნებოდა ღირსეული უფლება იმისა, რომ გაეკეთებინა განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე. „ეს რეზოლუცია ცალსახად დაავალებს ხელისუფლების ყველა შტოს, რათა იმუშაონ, რომ 2024 წელს ეს პროგრამული დაპირება ახდეს და იქცეს რეალობად“, - განაცხადა მომხსენებელმა.
მისი განცხადებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელზეც რეზოლუცია საუბრობს, არის საქართველოს ნატოში გაწევრიანება.
„ჩვენ გვაქვს უამრავი ხელშესახები პარტნიორობის ფორმატი ნატო-სთან და ყველა ამ ფორმატის გამოყენება არის აუცილებელი, იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ მივაღწიოთ სანუკვარ მიზანს - ევროატლანტიკურ ოჯახში გაერთიანებას. აქედან გამომდინარე, რეზოლუციის მესამე პუნქტი ცალსახად ამბობს, რომ საქართველოსთვის ნატო უალტერნატივო სივრცეს წარმოადგენს და ხელისუფლებას ავალებს, რომ ქვეყანა ნატოს წევრობისთვის მოამზადოს. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ქვეყანა იყოს მზად ნატოში წევრობისთვის“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობაზე.
„საქართველოსთვის ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი არის ამერიკის შეერთებული შტატები, რომელთანაც გაფორმებული გვაქვს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია. სწორედ ამ ქარტიის სრულად ამოქმედებას და გაღრმავებას ავალებს ეს რეზოლუცია ხელისუფლებას მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების კიდევ უფრო მეტ ჩართულობას შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში. ამერიკის შეერთებული შტატებთან ურთიერთობაში ასევე, გამოყოფილია პრიორიტეტული მიმართულებები - თავდაცვა და უსაფრთხოება, თავისუფალი ვაჭრობა, საგანმანათლებლო და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავება და ამ ყველაფრის ფონზე, კიდევ ერთი რაც აუცილებელია, ეს არის ამერიკული ინვესტიციების ზრდა საქართველოში“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. მისი თქმით, გარდა ამერიკის შეერთებული შტატებისა, საქართველოს ჰყავს სტრატეგიული პარტნიორები ევროპაში და ზოგადად, ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო არის საქართველოს მეგობარი სახელმწიფო. „თუმცა, ევროპის კონტინენტზე არიან სახელმწიფოები, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები მათ შორის, დიდი ბრიტანეთი, რომელსაც საქართველოსთან აქვს სტრატეგიული პარტნიორობა და ასევე, ჩვენი ტრადიციული მეგობარი ქვეყნები გერმანია, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს სუვერენიტეტის და ზოგადად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობაში. ასევე საფრანგეთი, რომელიც მუდმივად უჭერს მხარს საქართველოს, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნები და ასევე, ბალტიის სახელმწიფოები, რომლებიც მუდმივად მხარს უჭერენ საქართველოს ნებისმიერ ფორმატში. რეზოლუცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ ქვეყნებთან პარტნიორობის გაღრმავება არის პრიორიტეტული მიმართულება“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. მან გამოსვლისას, სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის პრიორიტეტულობასაც გაუსვა ხაზი. ასევე აღნიშნა თურქეთთან და აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობა, სომხეთთან კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები. „მომდევნო 4 წლის განმავლობაში ამ ურთიერთობების გაღრმავება, განვითარება და ახალ დონეზე აყვანა იქნება პრიორიტეტი. საქართველო წარმოადგენს შავი ზღვის ქვეყანას, ამიტომ ჩვენ ამ მიმართულებით აქტიური ნაბიჯები გვექნება გადასადგმელი. კერძოდ, შავი ზღვის ქვეყნებთან - უკრაინასთან, რუმინეთთან და ბულგარეთთან იმ სტრატეგიული პოტენციალის სრულად ათვისება რომელიც ამ ქვეყნებთან ურთიერთობაში არსებობს“, - განაცხადა მომხსენებელმა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მთავარ გამოწვევად რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა დაასახელა. მისი თქმით, საქართველო გააგრძელებს რუსეთის ფედერაციასთან პრაგმატული და პრინციპული პოლიტიკის წარმოებას, რომლის ნომერ პირველი ამოცანა არის საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაცია და რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოების და სტაბილურობის განმტკიცება. მისივე თქმით, ასევე ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება მოხდეს რუსეთიდან მომდინარე კონვენციური და ჰიბრიდული საფრთხეების მინიმუმამდე შემცირება, ამ საფრთხეებთან გამკლავება და მათი თავიდან აცილება.
როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, საკომიტეტო განხილვების შემდეგ, რეზოლუციაში გაჩნდა ახალი პუნქტი რომელიც ეხება იმ საერთაშორისო დავებს, რომელსაც საქართველო აწარმოებს. მისი თქმით, საქართველო გააგრძელებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წარმოებულის საერთაშორისო დავებზე აქტიურ მუშაობას მანამ, სანამ საბოლოო წარმატება არ იქნება მიღწეული. „ამ დავების აღსრულება არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომელთა უფლებებიც დაირღვა რუსეთის ფედერაციის მიერ ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმეები გაამყარებს და კიდევ უფრო მეტ სამართლებრივ ნიადაგს შეუქმნის საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებას“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისი თქმით, საქართველოსთვის, რომელიც მიისწრაფვის ჰარმონიული და მშვიდობიანი თანაცხოვრებისკენ და ასევე, ეკონომიკური განვითარებისკენ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროპისა და სამეზობლო ქვეყნებთან ურთიერთობა არამედ ასევე მნიშვნელოვანია აღმოსავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობა.
„შესაბამისად, ამ რეზოლუციაში ხაზია გასმული რომ ჩინეთთან, ინდოეთთან, იაპონიასთან და კორეასთან, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, რომელთანაც ჩვენ ტრადიციულად გვაკავშირებს ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობები, ამ მიმართულებითაც ურთიერთობების გაღრმავება იქნება პრიორიტეტული და ასევე, იმ გამოწვევების ფონზე რომელიც არსებობს მსოფლიოში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კავშირები გავაძლიეროთ სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან, აფრიკის ქვეყნებთან და ოკეანეთის ქვეყნებთან“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მომხსენებლის თქმით, საქართველო კვლავ გააგრძელებს აქტიურად მონაწილეობს მრავალმხრივ ფორმატებში ასევე, იმისთვის, რომ საქართველოსთვის ხელშესახები შედეგები იქნას მიღებული საერთაშორისო ორგანიზაციებში - სხვადასხვა მიმართულებით მხარდაჭერის მობილიზებაზე - იქნება ეს ლტოლვილთა დაბრუნების რეზოლუციები თუ მდგრადი განვითარების გეგმებზე მხარდაჭერის მიღება.
ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, როდესაც საქმე ეხება მშვიდობას და უსაფრთხოებას, საქართველო არის პასუხისმგებლობით აღსავსე პარტნიორი მთელი მსოფლიოსთვის და ის კვლავ გააგრძელებს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას პარტნიორების მხარდამხარ.
„ასევე, საქართველო აქტიურად ჩაერთვება იმ გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც დღეს მსოფლიოს აწუხებს იქნება ეს კლიმატის ცვლილება თუ პანდემიასთან ბრძოლა“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მომხსენებელმა რეზოლუციის პროექტის წარდგენისას, განაცხადა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებსა და ქართველებზე ზრუნვა ასევე იქნება ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი. „აქტიური საგარეო პოლიტიკით, ჩვენ ხელს შევუწყობთ, როგორც მათი ინტერესების დაცვას მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, ასევე მათი კულტურული და საგანმანათლებლო კერების ხელშეწყობას“, - განაცხადა მომხსენებელმა.
მან ასევე აღნიშნა გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, რის გამოც რეზოლუციაში ასახულია, რომ საგარეო პოლიტიკის წარმოებაში აუცილებელია თითოეული მოქალაქის აზრის გათვალისწინება და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობა.
„საქართველოს პარლამენტი, როგორც ის ორგანო, რომელიც განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებს, კონსტიტუციის და რეგლამენტის ფარგლებში განახორციელებს, როგორც საპარლამენტო დიპლომატიას ასევე, მაქსიმალურად გამოიყენებს რეგლამენტით მინიჭებულ ახალ ბერკეტებს და გაუწევს ეფექტიან ზედამხედველობას საქართველოს მთავრობას, იმისთვის რომ ის გეგმები და მიმართულებები, რომელიც დასახულია საგარეო პოლიტიკის რეზოლუციაში , შესრულებული იქნას მომავალი 4 წლის განმავლობაში“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ყველა სიახლე
31 აგვისტო 2026, 12:06
რეგიონი
რუსთავის საკრებულომ თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსის ახალი მარშრუტი დაამტკიცა
რუსთავის საკრებულომ თბილისის მიმართულებით, მუნიციპალური ავტობუსის ახალი მარშრუტი დაამტკიცა, რომელიც 1 სექტემბრიდან ამოქმედდება. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 12:02
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე: ეს არის კრახი ბრიუსელის დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობისა, რომ ქვეყანა, რომელიც არის ინტეგრაციის ძალიან მაღალ დონეზე ევროკავშირთან, არის ნატოს წევრი, ამ ქვეყნის მოსახლეობას არ უნდა წევრობა კი არა, მოლაპარაკების განახლებაც კი, აქაც კი რისკს ხედავენ. ეს არის ის შედეგი, რომელსაც ჩვენ ვწინასწარმეტყველებდით
ეს არის კრახი ბრიუსელის დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობისა, რომ ქვეყანა, რომელიც არის ინტეგრაციის ძალიან მაღალ დონეზე ევროკავშირთან, არის ნატოს წევრი, ამ ქვეყნის მოსახლეობას არ უნდა წევრობა კი არა, მოლაპარაკების განახლებაც კი, აქაც კი რისკს ხედავენ. ეს არის ის შედეგი, რომელსაც ჩვენ ვწინასწარმეტყველებდით, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს.
31 აგვისტო 2026, 12:02
მსოფლიო
დანია უკრაინელ მამაკაცებს ქვეყანაში ბინადრობის უფლებას აღარ მისცემს
დანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის თანახმადაც 23-დან 60 წლამდე უკრაინელ მამაკაცებს ქვეყანაში ბინადრობის უფლება აღარ ექნებათ. ინფორმაციას დანიური მედია ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 12:02
რეგიონი
ზუგდიდში გაზგასამართ პუნქტთან არსებულ ვითარებას ზუგდიდის მერი გაეცნო
ზუგდიდში გაზგასამართ პუნქტთან არსებულ ვითარებას ზუგდიდის მერი გაეცნო
31 აგვისტო 2026, 11:58
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიგა ავალიანის საქმეზე, გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიგა ავალიანის საქმეზე, გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მალანია დანაშაულს არ აღიარებს. დღეს სხდომაზე მოწმეებს დაკითხავენ, მათ შორის ნია იმნაძის ჯგუფელებს.
31 აგვისტო 2026, 11:44
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენთვის და პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ სრულად პატივს ვცემ ამას. ადამიანებს აქვთ უფლება, საკუთარი პოლიტიკური თუ სხვა სახის გზა თავად განსაზღვრონ
ჩვენთვის და პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ მე სრულად პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიას.
31 აგვისტო 2026, 11:43
ეკონომიკა
საქსტატი: 2026 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ-ის ზრდამ 8.0% შეადგინა, ხოლო პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.9%-ით განისაზღვრა
წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.9 პროცენტით განისაზღვრა, - ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 11:41
საზოგადოება
სემეკის გადაწყვეტილებებით, 8 თვეში, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებზე 456 ათას ლარზე მეტი კომპენსაცია გაიცა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში დადგენილი მომსახურების სტანდარტების დარღვევის გამო, 8 თვეში კომუნალური მომსახურების კომპანიებმა მომხმარებელზე 456 890 ლარის ოდენობის კომპენსაცია გასცეს.
31 აგვისტო 2026, 11:33
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვან საგანმანათლებლო რეფორმას ვახორციელებთ, ამ მასშტაბურ და საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რეფორმას სჭირდება ყოველდღიური დაკვირვება, შესაბამისი ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება. სწორედ ეს იყო, რაც გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, როდესაც გამონაკლისის სახით დაიშვა მეორადი ჩარიცხვები
„ვინაიდან, ზოგადად, ვერაფერში იმარჯვებენ, ამიტომ ერთადერთი რაც რჩებათ, სხვის გადაწყვეტილებებზე პარაზიტირებაა და ამის საკუთარ გამარჯვებად გამოცხადება. არ ვიცი, ან რა შეჯიბრში იყვნენ, ან რა დაპირისპირებაში იყვნენ და რაში გაიმარჯვეს საერთოდ“, - ასე უპასუხა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რადიკალების განცხადებებს, რომ მეორადი ჩარიცხვების დაშვება მათი დამსახურებაა.
31 აგვისტო 2026, 11:32
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი დაურ ბუავას საქმეზე ოპოზიციის სპეკულაციაზე: ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ უკვე წლებია, მათი მეთოდი არის მცდელობა, რომ სხვადასხვა ტრაგედიაზე პოლიტიკური პარაზიტების როლში გამოვიდნენ და შეეცადონ, პოლიტიკურად აქციონ ყველაფერი
ვხედავთ, რომ ჩვენს საზოგადოებაში არის რამდენიმე ასეული ადამიანი, რომელიც მზად არის, რომ ქვეყანა დაანგრიოს, რომ აქ სისხლის ღვრა, სახელმწიფოს დამხობა იყოს და ისინი ამ ყველაფერზე წამსვლელი არიან, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დაურ ბუავას საქმეზე ოპოზიციის სპეკულაციაზე საუბრისას.
31 აგვისტო 2026, 11:30
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ერთადერთ დაპირისპირებას, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, ეს არის ე.წ. ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება
არ ვიცი, რა დაპირისპირებას გულისხმობთ. ერთადერთ დაპირისპირებას ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ ე.წ. ოპოზიციაში, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას - რა შეგიძლია გვითხრათ „ქართულ ოცნებაში“ შიდა დაპირისპირების საკითხზე?
31 აგვისტო 2026, 11:30
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მილიონ 120 ათასი ქართველისგან გვაქვს მანდატი, რომ არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ჩვენს შიდა საქმეებსა და არჩევნებში. ამ მანდატს ვასრულებთ და ვხედავთ, რომ ვიღაცებს სწყინთ, ვინ როგორ გაუმკლავდება ამ წყენას, ეს მათი გადასაწყვეტია, ჩვენ ამაზე კომპრომისს არ ვაპირებთ
მილიონ 120 ათასი ქართველისგან გვაქვს მანდატი, რომ არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ჩვენს შიდა საქმეებსა და არჩევნებში. ამ მანდატს ვასრულებთ და ვხედავთ, რომ ვიღაცებს სწყინთ. ვინ როგორ გაუმკლავდება ამ წყენას, ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენ ამაზე კომპრომისს არ ვაპირებთ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
31 აგვისტო 2026, 11:29
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სავარაუდოდ, მოხდება რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანება
სავარაუდოდ, მოხდება რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანება, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიას.
31 აგვისტო 2026, 11:28
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: „გამჭვირვალობის კანონი“ იყო და არის დღემდე მტკივნეული მათთვის, ვისაც მავნე მიზნები აქვს გარედან საქართველოს მიმართ - კარგი ტესტი არის, ვისაც განსაკუთრებული რეაქცია აქვს „გამჭვირვალობის კანონზე“, ის ხელისუფლებებია, რომლებსაც საქართველოს მიმართ მავნე მიზნები აქვთ და ამით საკუთარ თავს ამხელენ
„გამჭვირვალობის კანონი“ იყო და არის დღემდე მტკივნეული მათთვის ვისაც მავნე მიზნები აქვს გარედან საქართველოს მიმართ. ამ კანონმა გამოაჩინა სინამდვილეში ვინ დგას ყველა მავნებლობის უკან. კარგი ტესტი არის, ვისაც განსაკუთრებული რეაქცია აქვს „გამჭვირვალობის კანონზე“ ეს ის ხელისუფლებებია, რომელსაც საქართველოს მიმართ აქვთ მავნე მიზნები და ამით საკუთარ თავს ამხელენ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის პოსტს.
31 აგვისტო 2026, 11:21
მსოფლიო
ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისლანდიელმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები აღარ გაგრძელდება
ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი თორგერდურ კატრინ გუნარსდოთირი სოციალურ ქსელ X-ში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ქვეყანაში ჩატარებულ რეფერენდუმს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისლანდიელმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები აღარ გაგრძელდება.
31 აგვისტო 2026, 11:01
სამართალი
საპატრულო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 11:00
სამართალი
სამართალდამცველებმა თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენის მცდელობისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით თბილისში, სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს.
31 აგვისტო 2026, 11:00
სამართალი
სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს
სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს
31 აგვისტო 2026, 10:59
პოლიტიკა
სომხეთი საქართველოდან ელექტროენერგიის შესაძლო იმპორტის საკითხს განიხილავს
სომხეთი რამდენიმე ქვეყნიდან, მათ შორის აზერბაიჯანიდან, ელექტროენერგიის იმპორტის შესაძლებლობას განიხილავს. სომხური მედიის ცნობით. აღნიშნული განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე გააკეთა.
31 აგვისტო 2026, 10:43
მსოფლიო
BBC: ნეპალში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 903-ს მიაღწია
ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 903-მდე გაიზარდა, ხოლო დაკარგულად ითვლება 4 200-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას BBC-ი ნეპალის ეროვნული კატასტროფების მართვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.


