26 დეკემბერი 2020, 17:27 / სანდო წყარო

ზურაბ ჯაფარიძე საპარლამენტო მანდატის მიღებაზე: თუ ოპოზიცია ამ ნაბიჯზე წავიდა, შეიძლება, პარლამენტში შესვლაზე ვიფიქრო

ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე

ვაპირებთ, გავაგრძელოთ „გირჩის“ კეთება ისევე, როგორც ამას „გირჩი“ აკეთებდა. ვაპირებთ, რომ ისევე ვიყოთ განსხვავებული ყველა სხვა პარტიისგან, ბევრი თვალსაზრისით, მათ შორის - პოლიტიკური ბრძოლის ხერხებით, - განაცხადა პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ.

„ჩვენი ელექტორატი, მეტწილად, იქნება „გირჩის“ მხარდამჭერები, ის ხალხი, ვინც ამ არჩევნებზე მხარი დაგვიჭირა. ჩვენი მიზანია, უფრო მეტად გავიზარდოთ. ჩვენ ბოიკოტის რეჟიმში ვართ, მოლაპარაკების მაგიდაზე უნდა მოხდეს შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. შეთანხმების მიზანი უნდა იყოს ის, რომ ქვეყანაში განიმუხტოს პოლიტიკური კრიზისი. თუ ეს იქნება გასაგები საღი აზრის დონეზე, შეთანხმება მოხდა და პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, ოპოზიცია წავიდა ამ ნაბიჯზე, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება, ვიფიქრო პარლამენტში შესვლაზე. სხვა შემთხვევაში, გამორიცხულია“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძემ ახალი პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“ დააარსა. პარტიის ყრილობაზე განაცხადეს, რომ „გირჩი - მეტი თავისუფლება“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე იქნება. პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრები იქნებიან ცოტნე კობერიძე, ნიკა მოსიაშვილი, მარიტა რატიანი, ნინო საჯაია, ანა ჩიქოვანი, ბორის ყურუა, სანდრო თარხან-მოურავი და მირიან ბეჟიტაშვილი.

ყრილობაზე ასევე განაცხადეს, რომ პარტიის დროშა და ლოგო იგივე რჩება, თუმცა, განმასხვავებელი ნიშანი იქნება წერტილი, რომელიც მათ ბოლოშია გამოსახული.

თანაპარტიელებთან გამიჯვნის გადაწყვეტილების შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში დაწერა. „ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას“, - დაწერა ჯაფარიძემ.

ყველა სიახლე

14 ოქტომბერი 2024, 09:43

ტექნოლოგიები

SpaceX-მა Starship-ის მრავალჯერადი რაკეტა დედამიწაზე პირველად დააბრუნა

პროექტი Starship-ი საზოგადოებას 2019 წელს წარუდგინეს. მისი მიზანია დედამიწის ორბიტაზე, მთვარესა და მარსზე ადამიანებისა და ტვირთის მიტანა. მასკი ვარაუდობს, რომ ხომალდი მარსისკენ 2026 წელს გაემგზავრება.

დონალდ ტრამპი

14 ოქტომბერი 2024, 09:23

არჩევნები აშშ

დონალდ ტრამპის ამომრჩევლებთან შეხვედრის ადგილთან შეიარაღებული კაცი დააკავეს

BBC ადგილობრივ სამართალდამცველებზე დაყრდნობით წერს, რომ დაკავებული 49 წლის ვემ მილერია. პოლიციელებმა ის შესამოწმებლად გააჩერეს და აღმოაჩინეს, რომ კაცს ავტომობილში 2 იარაღი და რამდენიმე ყალბი პასპორტი ჰქონდა.

რატი იონათამიშვილი

14 ოქტომბერი 2024, 09:16

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ცხადია, ოპოზიცია ოცნებობს, რომ პროვოკაციები მოაწყოს და ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები ამ პროვოკაციისთვის

„ცხადია, ოპოზიცია ოცნებობს, რომ რაიმე პროვოკაციები მოაწყონ და ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები ამ პროვოკაციისთვის. ისინი არა მარტო ოცნებობენ, არამედ კონკრეტულად რაღაც მზაკვრულ გეგმებს თხზავენ კიდევაც. ერთი არის, რომ ყველაფერზე არიან წამსვლელები და მეორეა, რომ სახელმწიფო არასოდეს დაუშვებს, რომ მათ ეს მზაკვრული გეგმები ოდნავ მაინც განახორციელონ“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

ვლადიმერ ბოჟაძე

14 ოქტომბერი 2024, 09:12

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: საზოგადოება ხედავს, რომ ოპოზიცია არის ყველაფრისთვის მზად და ხელისუფლებაში როგორმე დასაბრუნებლად ყველაფერზეა წამსვლელი

„ბოლო ორი კვირა იქნება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი - საარჩევნო პერიოდი მაქვს მხედველობაში და სამართალდამცავი ორგანოები უნდა იყვნენ მაქსიმალურად ფრთხილად, იმიტომ რომ საზოგადოება ხედავს, რომ ოპოზიცია არის ყველაფრისთვის მზად და იმისთვის რომ როგორმე დაბრუნდეს ხელისუფლებაში, ყველაფერზე არის წამსვლელი, მათ შორის არეულობაზე, დესტაბილიზაციაზე, სისხლისღვრაზე“, - განაცხადა ბოჟაძემ.

ირაკლი კირცხალია

14 ოქტომბერი 2024, 09:05

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ტექნიკური მთავრობის თემა არის ტრაგიკომედიის ჟანრი და უნიჭო სპექტაკლის გაგრძელება

„რაც შეეხება ტექნიკური მთავრობის თემას, ეს არის ტრაგიკომედიის ჟანრი და უნიჭო სპექტაკლის გაგრძელება და კიდევ ერთი მცდელობა, რომ ოპოზიციურ ველზე მაქსიმალურად შექმნან რაღაც პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც, რა თქმა უნდა, ფუჭია. აი ამ ყველაფერს, ამ სიბეცეს, საზოგადოების შეურაცხყოფას და თვალებში ნაცრის შეყრას პასუხი გაეცემა 26 ოქტომბერს“, - მიიჩნევს კირცხალია.

14 ოქტომბერი 2024, 08:56

სპორტი

ქართველმა მოჭიდავეებმა ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე 3 მედალი მოიპოვეს

საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებმა ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა 3 მედლით დაასრულა. თავისუფალ ჭიდაობაში ოქროს მედალს ლუკა კურტანიძე (130 კგ) დაეუფლა. იგივე წონაში ბრინჯაოს მედალი დავით ტყეშელაშვილმა მოიპოვა. ასევე ბრინჯაოს მფლობელი გახდა თემურ გელიტაშვილი (88 კგ)

14 ოქტომბერი 2024, 08:50

სპორტი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გრეპლინგის მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებულ სპორტსმენებს შეხვდნენ

2 ოქრო და 1 ვერცხლი - ამ შედეგით დაბრუნდნენ ქართველი სპორტსმენები ასტანაში გამართული გრეპლინგის მსოფლიო ჩემპიონატიდან. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები დახვდნენ.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

14 ოქტომბერი 2024, 08:44

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაეროს ლიბანის ტერიტორიიდან სამშვიდობო კონტინგენტის გაყვანისკენ მოუწოდა

„დროა გაიყვანოთ ლიბანში მყოფი გაეროს დამემშვიდობეს „ჰეზბოლას“ დასაყრდენი ზონებიდან და საბრძოლო ტერიტორიებიდან. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ეს არაერთხელ ითხოვეს და ყოველ ჯერზე უარი მიიღეს. ბატონო გენერალურო მდივანო, ეს უნდა გაკეთდეს ახლავე, დაუყოვნებლივ. თქვენი უარი გაეროს სამშვიდობო კონტინგენტის ევაკუაციაზე მათ „ჰეზბოლას“ მძევლებად აქცევს. ეს საფრთხეს უქმნის როგორც მათ, ასევე ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლეს“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

14 ოქტომბერი 2024, 08:36

მსოფლიო

„ჰეზბოლას“ თავდასხმას ისრაელში 4 ჯარისკაცი ემსხვერპლა

BBC-ს ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო. დაჯგუფების განცხადებით, ეს იყო პასუხი ისრაელის მიერ ხუთშაბათს სამხრეთ ლიბანსა და ბეირუთზე მოწყობილ თავდასხმებზე.

14 ოქტომბერი 2024, 08:25

საზოგადოება

მწერალთა სახლში წიგნის „პოლიტიკური ფილოსოფია“ ქართული თარგმანი წარადგინეს

მწერალთა სახლში როჯერ სკრუტონის წიგნის - „პოლიტიკური ფილოსოფია“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის თარგმნა კონსერვატიული პორტალის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ ხელშეწყობით განხორციელდა.

14 ოქტომბერი 2024, 08:17

არჩევნები 2024

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გლდანის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ

ამჯერად მოსახლეობას ლადო ბოჟაძე, კონსტანტინე ზარნაძე და ბესიკ კალაძე გაესაუბრნენ. კითხვა-პასუხის რეჟიმში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს როგორც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, ასევე გლდანულას მოსახლეობის მოთხოვნები და საჭიროებები.

14 ოქტომბერი 2024, 08:12

სპორტი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს ალბანეთს დაუპირისპირდება

ერთა ლიგის B დივიზიონის მეოთხე ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ალბანეთს დაუპირისპირდება. მატჩისწინა ვარჯიში ჩვენმა გუნდმა საგურამოში გამართა. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ჩატარდა ტრადიციული პრესკონფერენცია. ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან ერთად მედიის კითხვებს ფეხბურთელმა, ლაშა დვალმა უპასუხა.

14 ოქტომბერი 2024, 08:00

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში☂️

თბილისში წვიმიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.

თეა წულუკიანი

14 ოქტომბერი 2024, 01:40

არჩევნები 2024

თეა წულუკიანი: 27 ოქტომბრიდან მავნებლების ის პატარა ჯგუფი - პრეზიდენტით სათავეში, რომელიც ღამურად ჩამოვიდა, ღამურად წავა ამ ქვეყნიდან და რომელიც სამწუხაროდ, ამ ქვეყნის პრეზიდენტად ვერ ჩამოყალიბდა, რაღაცას მაინც შეეცდება

27 ოქტომბრინდა მავნებლების ის პატარა ჯგუფი - პრეზიდენტით სათავეში, რომელიც ღამურად ჩამოვიდა, ღამურად წავა ამ ქვეყნიდან და რომელიც სამწუხარო, ამ ქვეყნის პრეზიდენტად ვერ ჩამოყალიბდა, რაღაცას მაინც შეეცდება

თეა წულუკიანი

14 ოქტომბერი 2024, 01:35

კულტურა

თეა წულუკიანი „ევროპალიაზე“: ემისრები ჩამობრძანდნენ ბრიუსელიდან, მათ თქვეს, რომ „ბასიანი“ და სხვა ანსამბლები იმიტომ არ არიან წარმოდგენილი, რომ „ჩვენ არ გვინდა ევროპაში სცენაზე ჩოხიანი ქართველი კაცი“, რაც ჩემთვის იყო აბსოლუტურად სკანდალური

ემისრები ჩამობრძანდნენ ბრიუსელიდან და მითხრეს, დამიდეს წინ ფურცელი, სადაც ეწერა, რისგან უნდა შედგებოდეს ეს ფესტივალი და ამიხსნეს, რა არის საქართველო და ქართული კულტურა, - ამგვარად გაიხსენა კულტურისა და პოსრტის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „ნოესთან“ პროექტ „ევოპალიასთან“ დაკავშირებული სირთულეები.

თეა წულუკიანი

14 ოქტომბერი 2024, 01:18

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ახალი დანიშნული გახლდით კულტურის მინისტრის თანამდებობაზე, დამიბარა ევროკავშირის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ელჩმა, ამოიღო პატარა ფურცელი და მითხრა, „მოლოდინი მაქვს თქვენგან, რომ ვინც ამ სიაშია, თქვენ ამ ხალხს დააფინანსებთ“

ახალი დანიშნული გახლდით მინისტრის თანამდებობაზე, 2021 წლის მარტი-აპრილის თვე იყო. ამ პერიოდში ჯერ არ იყო ის გაუგონარი დარტყმები დაწყებული, რომელსაც დღეს ჩვენი ქვეყანა იღებს გარედან. ამ დროს მე დამიბარა ევროკავშირის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ელჩმა, ეს არ იყოს საფრანგეთის ელჩი, მან მითხრა, რომ მილოცავდა მინისტრობას, თუმცა ჩემთან ჰქონდა პრობლემა, - განაცხადა კულტურისა და სპორტის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „ნოესთან“.

ავთანდილ არაბული

14 ოქტომბერი 2024, 00:50

კულტურა

ავთანდილ არაბული იოანე ზოსიმეს ხელნაწერზე: სიმპტომატურია, რომ ათასწლეულის შემდეგ დაუბრუნდა სამშობლოს. ისეთი ზე აღტაცება განვიცადე, თითქოს, რაღაცას განიშნებს უფალი

ენათმეცნიერი, აკადემიკოსი ავთანდილ არაბული იოანე ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნების ფაქტს ტელეკომპანია „იმედის“ მიერ მომზადებულ ფილმში გამოეხმაურა.

კონსტანტინე გამსახურდია

14 ოქტომბერი 2024, 00:23

კულტურა

კონსტანტინე გამსახურდია იოანე ზოსიმეს ხელნაწერზე: ქართული ენა, ანუ ქართული ეთნოკულტურული ერთობა გადარჩება მეორედ მოსვლამდე - მას აღადგენს მეორედ მოსული უფალი თავისი სიტყვით

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, ეროვნული საპარლამენტო ბიბლიოთეკის დირექტორმა, კონსტანტინე გამსახურდიამ იოანე ზოსიმეს მოღვაწეობის შესახებ, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ მომზადებულ ფილმში ქართველი ერის დანიშნულების შესახებ ისაუბრა.

14 ოქტომბერი 2024, 00:13

საზოგადოება

დღეს სვეტიცხოვლობაა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩატარდება.

ზაზა აბაშიძე

13 ოქტომბერი 2024, 23:45

კულტურა

ზაზა აბაშიძე: ყველაფერი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დამსახურებაა - სწორედ მისი ინიციატივით, ლოცვა-კურთხევით დაიწყო ხელნაწერების შესწავლა სინას მთაზე

ექსპედიცია და იქიდან ჩამოტანილი მასალა, რომელიც ჩვენთვის და ჩვენი მეცნიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დამსახურებაა - სწორედ მისი ინიციატივით, ლოცვა-კურთხევით დაიწყო ხელნაწერების შესწავლა სინას მთაზე, - განაცხადა „ტელეკომპანია“ იმედის მიერ მომზადებულ ფილმში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ზაზა აბაშიძემ.