IMEDI /  26 დეკემბერი 2020, 20:36 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე: უახლოეს დღეებში მოხდება გარდატეხა და ოპოზიცია დაიწყებს მონაწილეობას საპარლამენტო პროცესში

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

უახლოეს თვეებში პარლამენტი იქნება ზუსტად ისეთ ფორმაში როგორც ის საზოგადოებამ აირჩია, მაგრამ უახლოეს დღეებში უკვე მოხდება გარდატეხა და ოპოზიცია დაიწყებს მონაწილეობას საპარლამენტო პროცესში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ვიცი, ეს ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს ძალიან ეწყინება, მაგრამ საბედნიეროდ ოპოზიციას ჰყავს ისეთი ადამიანები, რომლებიც პატივს სცემენ საკუთარი ამომრჩევლის არჩევანსა და სახელმწიფო ინტერესებს და ჩვენი მოლაპარაკებების მიზანი სწორედ ეს არის, რომ ამის გარშემო გავერთიანდეთ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიცია ამბობს, რომ პარლამენტში არ შევა, თუმცა არის მოლოდინი, რომ საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე პარტია შევა. „უახლოეს დღეებში ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს მოლაპარაკებებით და პოლიტიკური დიალოგის საშუალებით, მათ შორის არ გამოვრიცხავ რომ გაგრძელდეს ინდივიდუალური კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებთან, რომ უკვე ახალი წლიდან ჩვენ შევძლოთ ახალი წლიდან პარლამენტში ოპოზიციის მონაწილეობის უზრუნველყოფა“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

მისი თქმით, ეს არაა მხოლოდ იმედები და მოლოდინები. „მე მაქვს კონკრეტული საფუძვლები, რომ ეს არგუმენტები გაგიზიაროთ. ოპოზიცია აცხადებდა, რომ არ შევა პარლამენტში, რადგან არჩევნები გაყალბდა და აქ არის პარალელური დათვლის შედეგები, სადამკვირვებლო ანგარიშები, რაც იგივეს ადასტურებს. დღეს ისინი ამას ვეღარ ამბობენ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს პარტიაში არიან ადამიანები ვინც იცნობენ საარჩევნო კანონმდებლობას, კარგად იციან მათემატიკა და აქვთ სამართლიანობის შეგრძნება. ჩვენ შევძელით, რომ უსამართლობა რომელიც დავინახეთ გამოვიკვლიეთ ბოლომდე, ეს მივიტანეთ პარტნიორებთან და ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციის მთავარი არგუმენტი გაბათილდა“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

ყველა სიახლე

კარვები

27 თებერვალი 2021, 14:25

პოლიტიკა

ამ დროისთვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 11 კარავია გაშლილი

პარლამენტთან ოპოზიციის პროტესტი გრძელდება. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე 11 კარავია გაშლილი.

27 თებერვალი 2021, 14:10

საზოგადოება

სემეკის ორგანიზებით გამართული კონფერენცია ევროპის ქვეყნების მარეგულირებელი კომისიებისა და ენერგეტიკული ბირჟის წარმომადგენლების მიერ დადებითად შეფასდა

ენერგეტიკული გაერთიანებისა და ევროპის ქვეყნების მარეგულირებელი კომისიების, კონკურენციის სააგენტოებისა და ენერგეტიკული ბირჟის წარმომადგენლების მიერ 25-26 თებერვალს, სემეკის ორგანიზებით გამართული ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგი პრაქტიკაში“ დადებითად შეფასდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

27 თებერვალი 2021, 14:02

სპორტი

ბაკურიანში თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა

ბაკურიანმა თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომაში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა. ჩემპიონატში მონაწილეობა ადგილობრივმა სპორტსმენებმა 2 ასაკობრივ კატეგორიაში მიიღეს. 16 სპორტსმენი ერთმანეთს 55 და 30-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში შეეჯიბრნენ.

27 თებერვალი 2021, 13:58

COVID19

ოკლენდში კორონავირუსის ახალი შემთხვევის გამო ლოკდაუნი გამოცხადდება

ოკლენდში კორონავირუსის ახალი შემთხვევის გამო, რომლის წარმომავლობაც ცნობილი არ არის, ხვალიდან ლოკდაუნი გამოცხადდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის, ჯასინდა არდერნის განცხადებით, ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქში 7-დღიანი ლოკდაუნი ამოქმედდება.

27 თებერვალი 2021, 13:56

COVID19

როგორია კოვიდსტატისტიკა სკოლებში. განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ინტენსიური მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მიმდინარე კვირის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, Covid-19 მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 0.1%-ს და მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 0.03%-ს დაუდასტურა, - ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

27 თებერვალი 2021, 13:44

კულტურა

პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის დასაფინანსებლად კონკურსი გამოცხადდა

კონკურსის პირობების თანახმად, ფილმის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 75 წუთზე ნაკლები. ეროვნულ კინოცენტრში პროექტის განაცხადი პროდიუსერმა უნდა წარადგინოს, რომელიც არის ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი. პროექტის რეჟისორი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც რეჟისორია ისეთი ფილმის, რომელსაც მოგებული აქვს ეროვნული კინოცენტრის სხვა კონკურსი და დასრულებული არ არის.

27 თებერვალი 2021, 13:37

საზოგადოება

ხვალ საქართველოში ტემპერატურა მცირედით დაიკლებს

28 თებერვალს, საქართველოში, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან გავრცელდება შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მთაში და მაღალმთაში მოთოვს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღისით 2-3 გრადუსით დაიკლებს, ღამის საათებში ყინვა შესუსტდება, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ანალოგიური ამინდი მოსალოდნელია 1-ელ მარტსაც.

27 თებერვალი 2021, 13:36

ტაბლოიდი

ლედი გაგას დაუბრუნეს გატაცებული ძაღლები, რომელთა მპოვნელსაც ის 500 000 დოლარს ჰპირდებოდა

ამერიკელ მომღერალ და მსახიობ ლედი გაგას დაუბრუნეს დაკარგული ძაღლები - ფრანგული ბულდოგები კოჯი და გუსტავი, რომლებიც რამდენიმე დღის წინ გაიტაცეს. ინფორმაციას ამის შესახებ ლოს-ანჯელესის პოლიცია ავრცელებს.

ნათია თურნავა

27 თებერვალი 2021, 13:11

ეკონომიკა

ნათია თურნავა: გლობალური პანდემიის მიუხედავად, სარეიტინგო სააგენტოები ენდობიან საქართველოში გატარებულ რეფორმებს

Standard & Poor's-ის ანგარიშში აღნიშნულია სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები, ეფექტური ანტიპანდემიური ღონისძიებები, რეფორმების კურსისადმი ერთგულება - ეს არის საფუძველი, რომელიც მათ ძველი რეიტინგის შენარჩუნების საშუალებას აძლევს. ეს აამაღლებს საერთაშორისო ნდობას ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა სარეიტინგო სააგენტო S&P Global-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის „BB“ დონეზე შენარჩუნებას.

27 თებერვალი 2021, 13:07

მსოფლიო

ერაყში, ანტისამთავრობო აქციაზე 5 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ-აღმოსავლეთ ერაყში, ქალაქ ნასირიაში, ანტისამთავრობო აქციაზე ხუთი ადამიანი დაიღუპა, 175-ზე მეტი კი დაშავდა. დაღუპულთა უმეტესობას ცეცხსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა. დაჭრილია 120 ადამიანი. დაშავებულთა შორის უსაფრთხოების ძალების 57 წარმომადგენელია.

კახა კალაძე

27 თებერვალი 2021, 12:58

სპორტი

„მილანმა“ კახა კალაძეს დაბადების დღე მიულოცა. ვიდეო

საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს, კახა კალაძეს 43 წელი შეუსრულდა და მილანურმა კლუბმა მას დაბადების დღე სპეციალური ვიდეოთი მიულოცა.

27 თებერვალი 2021, 12:57

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 11,534 შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11,534 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 439 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 4,234,720 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 85,743 ადამიანი გარდაიცვალა.

27 თებერვალი 2021, 12:48

თემა

რა არ უნდა გააკეთოთ, თუ გინდათ, რომ თქვენმა ნოუთბუქმა დიდხანს იმუშაოს

ლეპტოპის შეძენა ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. ყველას უნდა, რომ მან დიდხანს იფუნქციონიროს და ამ ხნის განმავლობაში პრობლემა არ შეექმნას. თუმცა ხშირად მომხმარებლები გაჯეტისადმი მინიმალურ მზრუნველობასაც კი არ იჩენენ, რის შედეგადაც ის გამოუსადეგარი ხდება. საინტერესოა, რა არ უნდა გააკეთოთ, რათა თქვენმა კომპიუტერმა უფრო დიდხანს იცოცხლოს?

27 თებერვალი 2021, 12:44

COVID19

ჩეხეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები მკაცრდება

გამონაკლისი მხოლოდ აუცილებელი მგზავრობა იქნება. მნიშვნელოვნად შემცირდა იმ მაღაზიების სიაც, რომელიც კვლავ ღია იქნება: დაიხურა საკანცელარიო და ბავშვთა ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მაღაზიები. ამასთან, გასული წლის ოქტომბრის შემდეგ, დახურულია რესტორნები, სპორტული დარბაზი და გასართობი დაწესებულებები.

27 თებერვალი 2021, 12:36

მსოფლიო

ესპანეთის ზოოპარკში, სპილომ პარკის თანამშრომელი მოკლა

ესპანეთის ზოოპარკში, სპილომ ხორთუმით პარკის თანამშრომელი მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. 44 წლის ზოოპარკის თანამშრომელს, 4,000-კილოგრამიანი სპილო თავს ხუთშაბათს დაესხა, ხოლო კაცი ხუთშაბათს მიღებული დაზიანების გამო გარდაიცვალა.

თაკო ჩარკვიანი

27 თებერვალი 2021, 12:32

პოლიტიკა

თაკო ჩარკვიანი: ნუ აყენებთ ხალხს შეურაცხყოფას, ეს მებრძოლი ხალხი „ბოკერია-ბურჯანაძის“ პოლიტიკური გვამების გასაცოცხლებლად არ მოდის, არა

ნუ აყენებთ ხალხს შეურაცხყოფას, ეს მებრძოლი ხალხი , „ბოკერია- ბურჯანაძის“ პოლიტიკური გვამების გასაცოცხლებლად არ მოდის არა, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი Facebook-ზე წერს.

ხუან კარლოსი

27 თებერვალი 2021, 12:23

მსოფლიო

El Pais: ესპანეთის ყოფილმა მეფემ €4,4-მილიონიანი დავალიანების დასაფარად ფული ისესხა

ესპანეთის ყოფილმა მეფემ ხუან კარლოსმა, რომელის ტახტიდან 2014 წელს გადადგა, €4,4-მილიონიანი დავალიანების დასაფარად თავისი მეგობრებისგან ფული ისესხა. ამის შესახებ გამოცემა El Pais-ი წერს.

27 თებერვალი 2021, 12:08

პოლიტიკა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, პარლამენტის დელეგაციამ კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში გამართულ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული საკითხების გენერალურ კომიტეტის მუშაობაში, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო კოვიდპანდემიის გავლენა დემოკრატიაზე და არჩევნებზე.

27 თებერვალი 2021, 12:05

რეგიონი

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ კასპში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა დაათვალიერა

იუსტიციის სამინისტრო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აგრძელებს. იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სოსო გიორგაძემ ამჯერად კასპის მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულა და სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული კოვიდპანდემიის მიუხედავად, იუსტიციის სამინისტრო აგრძელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობას.

27 თებერვალი 2021, 12:01

პოლიტიკა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ერგნეთში გასვლითი სხდომა გამართა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა, საზედამხედველო საქმიანობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში გასვლითი სხდომა გამართა საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.