Imedi /  30 დეკემბერი 2020, 00:06 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სავარაუდოდ, თებერვალ-მარტში პარლამენტში სამზე მეტი პარტია იქნება

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ჩვენი ვარაუდია, რომ უკვე თებერვალ-მარტში პარლამენტი არ იქნება არც ერთპარტიული, არც ორპარტიული, არც სამპარტიული. იქნება სამზე მეტი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა.

რამდენ პოლიტიკურ სუბიექტს ელოდებით 2021-ში პარლამენტში? - ამ კითხვით წამყვანმა მიმართა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციური პარტიების უმრავლესობასთან სხვადასხვა ტიპის კომუნიკაცია შედგა. კერძოდ, კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან მინიმუმ 5 პარტიასთან შედგა საუბარი და ის არაპირდაპირ თუ პირდაპირ თავადაც იყო საუბრებში ჩართული.

„ჩვენი ვარაუდია, რომ უკვე თებერვალ-მარტში პარლამენტი არ იქნება არც ერთპარტიული, არც ორპარტიული, არც სამპარტიული. იქნება სამზე მეტი. ჯერ დაკონკრეტება მართლა რთულია, მაგრამ პროცესი აუცილებლად დაიწყება და ეს მოხდება წლის დასაწყისიდან. თებერვალში იწყება სესია და დასაწყისშივე ვფიქრობთ, გამოიკვეთება სიახლეები. შეიძლება ყველა წამოვიდეს.

შემიძლია გითხრათ, რომ პარტიების უმრავლესობასთან სხვადასხვა ტიპის კომუნიკაცია შედგა. საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებაც ეს იყო, რომ მათ გარეშეც გვქონოდა კომუნიკაცია და ეს კომუნიკაცია შედგა ამ პარტიების უმრავლესობასთან, უმრავლესობა არის მინიმუმ ხუთი რვიდან. მე დეტალებში არ შევალ, მაგრამ ჩვენი გუნდის სხვადასხვა წევრი, 3-4-ზე მეტი წევრი იყო ჩართული ასეთი ტიპის კომუნიკაციაში მინიმუმ 5 პარტიასთან. ბუნებრივია, მეც პირდაპირ თუ არაპირდაპირ ჩართული ვიყავი მთლიანად ამ პროცესში, მათ შორის კომუნიკაციის ამ ნაწილში. ეს შემიძლია დაგიდასტუროთ და ეს არ ეხებოდა 2 და 3 პარტიას, მეტთან მქონდა პირდაპირი თუ არაპირდაპირი ჩართულობა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, რამდენიმე სუბიექტისთვის მოლაპარაკების ჩაშლა თვითმიზანია.

„მათ შორის ეს გამოიკვეთა მეოთხე რაუნდის შემდეგ. თქვენ იცით, რომ პირველი სხდომის წინა დღეს იგეგმებოდა მეხუთე რაუნდი, მაგრამ მაშინ კონკრეტულმა, ერთმა-ორმა ოპოზიციურმა ძალამ ყველაფერი გააკეთა, რათა ეს მეხუთე რაუნდი სხდომის წინა დღეს არ შემდგარიყო. ჩვენი სურვილი იყო, სხდომამდე გაკეთებულიყო ეს ყველაფერი, რათა პირველი სხდომა ჩატარებულიყო უკვე არა ერთპარტიულ რეჟიმში, მაგრამ ყველაფერი გააკეთეს, რომ იმ დღეს მეხუთე რაუნდი არ შემდგარიყო. აქ პირდაპირ შეგვიძლია დავასახელოთ ორი სუბიექტი, ეს არის „ევროპული საქართველო“, როგორც პარტია, რომელსაც შესვლის არავითარი ინტერესი არ აქვს. როგორ უნდა ელაპარაკო ვიღაცას რაღაცაზე, ვინც ვერც კი შედის. თეორიულად რომ დავუშვათ, ჩვენ და „ევროპული საქართველო“ რაღაცაზე შევთანხმდით, ამის პირობა ხომ არის, რომ უნდა შევიდნენ, ვერ შედიან, რაზე უნდა შეუთანხმდე, იგივეა, რომ ვიღაცა ბარიერვერგადალახულ პარტიას ელაპარაკებოდე შესვლაზე. იგივეა „ევროპული საქართველოს“ შემთხვევაში, ვერ შედის პარლამენტში და რაზე უნდა მოელაპარაკო“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ჰქონდათ ვარაუდი, რომ ელენე ხოშტარია „ევროპულ საქართველოს“ დატოვებდა.

„წინასწარ ვამბობდით, რომ ხოშტარია გავიდოდა და გავიდა, გაჰყვება სავარაუდოდ შავგულიძე. ნაკაიძე და ახვლედიანი არ არიან მათი წევრები და რჩება ერთადერთი ბაქრაძე, და ბაქრაძეც არ არის მათი ლიდერი, ყველამ ვიცით, რომ ბოკერია წყვეტს ყველაფერს. ხოშტარია და შავგულიძე იყვნენ ყოველთვის ერთად და ერთად აპირებდნენ „ევროპული საქართველოს“ დატოვებას“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველა სიახლე

მარიამ ქვრივიშვილი

14 აპრილი 2026, 16:06

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი უმნიშვნელოვანესი ქართული ინიციატივაა, რომელიც გააძლიერებს ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებას და მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკულ სექტორს

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი უმნიშვნელოვანესი ქართული ინიციატივაა, რომელიც გააძლიერებს ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებას და მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკულ სექტორს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს მიერ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსის მინიჭების შეფასებისას. მისი თქმით, პროექტისთვის PMI სტატუსის მინიჭება მის სტრატეგიულ მნიშვნელობას ადასტურებს.

14 აპრილი 2026, 15:54

მსოფლიო

ავიაკომპანიების ჯგუფი ევროკომისიას ზაფხულის ბოლომდე EES-ის სრული ან ნაწილობრივი შეჩერებისკენ მოუწოდებს

Euronews-ი წერს, რომ ევროკავშირის შესვლისა და გასვლის ახალმა სისტემამ (EES) გასულ უქმეებზე აეროპორტების სასაზღვრო კონტროლზე „ქაოსი“ გამოიწვია - დაფიქსირდა სამსაათიანი რიგები და გავრცელდა ინფორმაცია მგზავრების შესახებ, რომლებმაც რეისებზე დააგვიანეს.

დავით ქართველიშვილი

14 აპრილი 2026, 15:46

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ბრიუსელის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება ნიშნავს იმას, რომ კვერცხის მდებელი ქათამი დაკლა ჩიხირთმის გულისთვის

„ბრიუსელი იმდენადაა მძევლობაში თავისი რიტორიკის და ლოზუნგების, რომ შესაძლოა საქართველოსთან მიმართებაში ყეფა გაგრძელდეს, მაგრამ კბენამდე საქმე არ მივიდეს,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რამდენადაა შესაძლებელი ბრიუსელის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში განხორციელდეს პოზიციების დათბობა უნგრეთში პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცვლილების შემდეგ.

ირაკლი კირცხალია

14 აპრილი 2026, 15:25

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია საია-ს სარჩელზე: თითოეული კანონი, რომელიც ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში გამოჩნდა და ამ დარბაზში ეყარა კენჭი, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს

თითოეული კანონი, რომელიც ჩვენ საკანონმდებლო სივრცეში გამოჩნდა და ამ დარბაზში ეყარა კენჭი, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ.

14 აპრილი 2026, 15:17

მსოფლიო

სლოვენიაში ნატოდან გასვლის შესახებ, შესაძლოა, რეფერენდუმი ჩატარდეს

სლოვენია, შესაძლოა, ნატოდან გავიდეს. აღნიშნულ საკითხზე ქვეყანაში რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით, სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარე, ზორან სტევანოვიჩი გამოვიდა.

ევა ზაიაჩკოვსკა-ჰენრიკი

14 აპრილი 2026, 15:07

მსოფლიო

ფონ დერ ლაიენის ინიციატივას, რომ წევრ სახელმწიფოებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის საკითხებში ვეტოს უფლება აღარ ჰქონდეთ, პოლონელი ევროდეპუტატი აკრიტიკებს

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ინიციატივას, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის საკითხებში, წევრ სახელმწიფოებს ვეტოს უფლება აღარ ჰქონდეთ, პოლონელი ევროდეპუტატი, ევა ზაიაჩკოვსკა-ჰენრიკი აკრიტიკებს.

14 აპრილი 2026, 15:05

საზოგადოება

შშმ ბავშვების მშობლები გვარამიას განცხადებაზე: ჯერ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ჰყავდათ ამოჩემებული და მათ მდგომარეობას იყენებდნენ, ახლა გადავიდნენ აუტისტ ადამიანებზე - სადღაც ზღვარი ხომ უნდა იყოს?!

როგორც უფლებადამცველმა მარი კორკოტაძემ აღნიშნა, ჯერ იყო და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ჰყავდათ ამოჩემებული და მათ მდგომარეობას იყენებდნენ, ახლა კი აუტისტ ადამიანებზე გადავიდნენ. მისი თქმით, ასეთი განცხადებები ყველანაირ ზღვარს სცილდება.

ირაკლი კირცხალია

14 აპრილი 2026, 15:03

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია „მიგრაციის კანონზე“: უკანონო მიგრაცია ცოცხალი ორგანიზმივით არის, მუდმივი გამოწვევაა, ჩვენც მსოფლიოს ნაწილი ვართ. ასე რომ შენ ყოველთვის უნდა მოარგო კანონმდებლობა იმ გამოწვევებს, რაც დგას

უკანონო მიგრაციაა გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის და ამ მხრივ გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყანაა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ „მიგრაციის კანონში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.

14 აპრილი 2026, 14:57

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს გადაწყვეტილება, რომ მიენიჭა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს PMI სტატუსი, კიდევ ერთხელ ადასტურებს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის სტრატეგიულ მნიშვნელობას

ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს გადაწყვეტილება, რომ მიენიჭა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს PMI სტატუსი, კიდევ ერთხელ ადასტურებს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის სტრატეგიულ მნიშვნელობას არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და სამხრეთ კავკასიისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ირაკლი კირცხალია

14 აპრილი 2026, 14:53

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: „კამიტის“ თემაზე ნებისმიერი სერიოზული თანამდებობის პირი აქ თუ დისკუსიების გამართვას აპირებს, ეს მინიმუმ ღიმილისმომგრელია

ზოგადად კამიტის თემა ღიმილის მომგვრელია ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანისთვის. კამიტით მოწამვლაზე წლების შემდეგ ლაპარაკობენ კამიტით „მოწამლულები“. ეს უკვე ტრაგიკომედიაა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად. კერძოდ, ჟურნალისტმა თქვა, რომ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი შეხვედრებს მართავს და შესაძლოა საუბარი შეეხოს ე.წ. კამიტის საქმესაც.

ირაკლი კირცხალია

14 აპრილი 2026, 14:51

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია გვარამიაზე: მისი მხრიდან ასეთი უტიფარი, გაუაზრებელი ან შეგნებული და გააზრებული განცხადებები, ბინძური ლექსიკა არახალია ჩვენთვის

„მისი მხრიდან ასეთი უტიფარი, გაუაზრებელი ან შეგნებული და გააზრებული განცხადებები, ბინძური ლექსიკა არახალია ჩვენთვის. შეგახსენებთ, როდესაც ის პოლიტიკაში მობრუნებამდე იყო ერთ-ერთი ტელევიზიის დამფუძნებელი, წამყვანი და ამინდის შემქმნელი, ყველას კარგად გვახსოვს, თუნდაც მისი და მისი კოლეგებისა და პარტნიორების პერფორმანსები, ბილწსიტყვაობა, გინება პირდაპირ ეთერში. როდესაც დისკრიმინაციულ და ამორალურ გამონათქვამებს ვისმენთ მისგან, ნამდვილად არახალია ეს ჩვენი საზოგადოებისთვის. თავი დავანებოთ მის პოლიტიკურ აქტივობასა და ე.წ. სტატუსს დღევანდელს. ყველამ კარგად ვიცით მისი წარსული. ალბათ სწორედ მისი წარსულის გამოძახილია მისი მხრიდან თითოეული ბინძური, არასწორი, არაეთიკური, შეურაცხმყოფელი განცხადება“, - მიიჩნევს კირცხალია.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

14 აპრილი 2026, 14:49

მსოფლიო

POLITICO: ფონ დერ ლაიენი ორბანის მარცხს წევრი ქვეყნების საგარეო პოლიტიკაში ვეტოს უფლების ჩამორთმევისთვის იყენებს

POLITICO-ს ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ვიქტორ ორბანის მარცხს იყენებს იმისთვის, რომ წევრ ქვეყნებს საგარეო პოლიტიკაში ვეტოს უფლება ჩამოართვას.

ირაკლი კირცხალია

14 აპრილი 2026, 14:48

პოლიტიკა

კირცხალია „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე: ამ ორგანიზაციის მიერ დაკვეთილი კვლევის შედეგები მიუთითებს იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელსაც ახორციელებს ჩვენი ხელისუფლება, ქვეყანა და გუნდი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია

„ეს არ არის პირველი და ბოლო კვლევა „ატლანტიკური საბჭოსი“, ჩვენ გვახსოვს სხვა, მნიშვნელოვანი მიმართულებები, მათ შორის დემოკრატიული მდგომარეობა, სასამართლოს ინსტიტუციის შეფასება, ადამიანის უფლებების შეფასება მათი მხრიდან და ახლა ეს, რასაც დღეს ვხედავთ. ამ ორგანიზაციის მიერ დაკვეთილი კვლევის შედეგები მიუთითებს იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელსაც ახორციელებს ჩვენი ხელისუფლება, ქვეყანა და გუნდი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია, გუნდი, რომელსაც აქვს საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია

14 აპრილი 2026, 14:46

პოლიტიკა

კირცხალია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის სტატუსზე: ეს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს ამ ისტორიული პროექტის მნიშვნელობას. ყველა ვაცნობიერებთ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს პროექტი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ევროპისთვის

მოსალოდნელიც იყო, რომ მას მიენიჭებოდა პრიორიტეტული პროექტის სტატუსი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი ჩაივლის ისე ღირსეულად, როგორც ეკადრება ამ პროექტს თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტთან დაკავშირებით.

ჯორჯია მელონი

14 აპრილი 2026, 14:39

მსოფლიო

იტალიამ ისრაელთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობა შეაჩერა

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, რომმა ისრაელთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების ავტომატური გაგრძელება შეაჩერა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

14 აპრილი 2026, 14:36

საზოგადოება

თამარ იარაჯული ნიკა გვარამიას: აუტიზმით პოლიტიკურად ვინმეს დაკნინება სწორი გგონიათ?! წლები ჩავალიეთ ამ მხრივ ცნობიერების ამაღლებას. ანუ არ გვისმენდით. ხშირად თქვენი ტელევიზიით შუქდებოდა აუტიზმზე სიუჟეტები

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი თამარ იარაჯული სოციალურ ქსელში ეხმაურება „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ აუტიზმის შეურაცხმყოფელ კონტექსტში გამოყენებას.

ლევან მაჭავარიანი

14 აპრილი 2026, 14:31

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი. ეს ევროკავშირმა აღიარა როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი

„ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი. ეს ევროკავშირმა აღიარა როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი“, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

ლევან იოსელიანი

14 აპრილი 2026, 14:31

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან შეხვედრისას რამდენიმე საკითხს გაესვა ხაზი, მათ შორის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოქალაქეების მდგომარეობას

ლევან იოსელიანის თქმით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან შეხვედრისას რამდენიმე საკითხს გაესვა ხაზი, მათ შორის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოქალაქეებისა და პროტესტის შედეგად დაკავებული ადამიანების მდგომარეობას. სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ბოლო პერიოდში საქართველოში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და მათ სამომავლო შედეგებზე ისაუბრეს.

14 აპრილი 2026, 14:29

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მთავარ საინვესტიციო ოფიცერს შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მთავარ საინვესტიციო ოფიცერს რეგიონული სახელმწიფო პროექტებისა და გლობალური კორპორატიული დაფინანსების მიმართულებით, კონსტანტინ ლიმიტოვსკისა და ბანკის საჯარო სექტორის კლიენტთა დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, სიაოჰონგ იანგს შეხვდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

14 აპრილი 2026, 14:19

სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციაში ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.