11 იანვარი 2021, 10:15 / სანდო წყარო

ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ მოგვიწია ბოროტებასთან შეჯახება, რომელსაც რამდენიმე ადამიანი ცხრა წლის განმავლობაში მეთოდურად აშენებდა და ამყარებდა

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი

  • დღეს ეს ბოროტება მნიშვნელოვნად შესუსტებულია, თუმცა მისი მავნე ზემოქმედება, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ იგრძნობა და მის მთავარ შემაკავებელ ძალად კვლავ „ქართული ოცნება“ რჩება
  • სახელმწიფოს სწორი მართვითა და პროპაგანდაზე უარის თქმით ჩვენ შევძელით ადამიანებისთვის თავისუფალი და პლურალისტური გარემოს შექმნა

„ჩვენ მოგვიწია ბოროტებასთან შეჯახება, რომელსაც რამდენიმე ადამიანი ცხრა წლის განმავლობაში მეთოდურად აშენდებდა და ამყარებდა. დღეს ეს ბოროტება მნიშვნელოვნად შესუსტებულია, თუმცა მისი მავნე ზემოქმედება, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ იგრძნობა და მის მთავარ შემაკავებელ ძალად კვლავ „ქართული ოცნება“ რჩება“ - „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს გავრცელებულ წერილში იმ მიზეზებზე საუბრობს, თუ რატომ აირჩია ხალხმა „ქართული ოცნება“ 2020 წელსაც. მისი თქმით, ეს ის რეალობაა, რომლის გაუთვალისწინებლად შეუძლებელია სრულფასოვანი პოლიტიკური შეფასება.

„როდესაც ჩნდება კითხვა, თუ რატომ აირჩია ხალხმა „ქართული ოცნება“ 2020 წელსაც, პასუხი მარტივია. შევხედოთ, რა იყო ქვეყნისთვის წინამორბედი ხელისუფლების ცხრაწლიანი მმართველობის შედეგი და რას მიაღწია „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნის რვა წლის განმავლობაში. სწორედ ახლა გვაქვს საშუალება ამოვიდეთ ყოველდღიური, ფრაგმენტირებული საინფორმაციო ამბებიდან და განვლილი ხანგრძლივი პერიოდის მთლიან სურათს დავაკვირდეთ.
არ დავმალავ და გულახდილად გეტყვით - ნამდვილად არ მინდოდა, ეს წერილი მძიმე შეფასებებით დამეტვირთა, რადგან ქართული წესით, წამსვლელი კაცი მხოლოდ მადლობას იხდის და დამრჩენს სიკეთეს უსურვებს. ეს წესი, ღვინის სამშობლოში, ქართული სუფრის განუმეორებელმა ტრადიციამ დაამკვიდრა, რომელიც, როგორც არაერთხელ ვთქვი, ყველაზე ნათლად გადმოსცემს ქართველი კაცის ყოფითი ცხოვრების არსს და ფილოსოფიას. არც მე მინდოდა ამ ეტიკეტის დარღვევა, მაგრამ ქართული სუფრისგან განსხვავებით, ქართულ პოლიტიკაში თითოეული ჩვენი მოქალაქის აწმყო და მისი მომავალი წყდება. ამიტომაც მიმაჩნია, რომ არა მაქვს უფლება, თვალი დავხუჭო და გვერდი ავუარო ჩვენი საერთო წარსულის ობიექტურ შეფასებას. შესაძლოა, ზოგიერთმა ჩათვალოს, რომ დღევანდელი ჩემი წერილი მეტისმეტად კრიტიკულია, მაგრამ ჩემი მხრიდან უადგილო და ყალბი იქნებოდა ჩვენი უახლოესი წარსულის შეფასებისთვის თავის არიდება. დიახ, ჩვენ მოგვიწია ბოროტებასთან შეჯახება, რომელსაც რამდენიმე ადამიანი ცხრა წლის განმავლობაში მეთოდურად აშენდებდა და ამყარებდა. დღეს ეს ბოროტება მნიშვნელოვნად შესუსტებულია, თუმცა მისი მავნე ზემოქმედება, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ იგრძნობა და მის მთავარ შემაკავებელ ძალად კვლავ „ქართული ოცნება“ რჩება. ეს ის რეალობაა, რომლის გაუთვალისწინებლად შეუძლებელია სრულფასოვანი პოლიტიკური შეფასება“ - ნათქვამია წერილში.

ბიძინა ივანიშვილი წერილში „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგებზე საუბრობს.

„რა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი ,,მოღვაწეობის“ შედეგი, - ეს იყო ავტორიტარიზმი, საკუთარი თავის გაფეტიშება, შიშსა და წამებაზე დაფუძნებული დიქტატურა, მიტაცებული საჯარო სივრცე და ცრუ პროპაგანდა, პირადი ძალაუფლების გამყარების და უვადოდ გახანგრძლივების მცდელობა. მხოლოდ ეს იყო მიზანი, რის გამოც შეიცვალა კონსტიტუცია და ქვეყანა ფსევდოსაპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა. აღარაფერს ვამბობ ომის ტრაგედიასა და დევნილებზე, დაკარგულ ტერიტორიებსა და რუსულ ოკუპაციაზე, რაც კიდევ უფრო დამძიმებულ მემკვიდრეობად დაგვრჩა.
რა არის „ქართული ოცნების“ მმართველობის რვა წლის შედეგი, - ეს გახლავთ მშვიდობა, ღია და პლურალისტული დემოკრატია გახსნილი საჯარო და საინფორმაციო სივრცით, საკონსტიტუციო რეფორმით განმტკიცებული საპარლამენტო მმართველობა, ხელისუფალის გაფეტიშების მიუღებლობა, ინსტიტუციურად დაბალანსებული ხელისუფლება, პოლიტიკისაგან გამიჯნული მართლმსაჯულება და საჯარო ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა და მის წინაშე თანასწორობა, სამართლიანი არჩევნების პრაქტიკის დამყარება, დაბოლოს, პოლიტიკიდან დროული წასვლა იმ მიზეზთა გამო, რასაც ეს წერილი ეძღვნება. კარგად ვიცი, რა კუდებს გამოაბამს ოპოზიცია ჩემს ყოველ სიტყვას და, ამის მიუხედავად, მაინც ვიტყვი სათქმელს ყველა ნორმალური და მოაზროვნე მკითხველისთვის. დანარჩენებისთვის, - ცხოვრება გამოაჩენს“, - ნათქვამია წერილში.

ბიძინა ივანიშვილის წერილი სრულად იხილეთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

სინინატ ვონგვაჯირაპაკდი

26 იანვარი 2021, 22:04

მსოფლიო

ტაილანდის მეფემ თავისი ფავორიტი მეორე დედოფლად გამოაცხადა

ტაილანდის მეფემ, მაჰა ვაჩირალონგკორნმა თავისი ფავორიტი სინინატ ვონგვაჯირაპაკდი მეორე დედოფლად გამოაცხადა. ამის შესახებ გამოცემა Bild-ი წერს.

26 იანვარი 2021, 22:01

COVID19

უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 22 ათასს გადააჭარბა

უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 779 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 133 ინფიცირებული გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 1 197 107 შემთხვევა გამოვლინდა, 965 835 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 22 057 ადამიანი გარდაიცვალა.

თამარ ტალიაშვილი

26 იანვარი 2021, 21:59

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი: საქართველოს თავმჯდომარეობის დროს ინიცირებული საკითხების პრიორიტეტად შენარჩუნება ხაზს უსვამს, რომ ჩვენი ქვეყნის ინიციატივები მხარდაჭერილია ევროსაბჭოს მიერ

ძალიან მნიშვნელოვანია ის განცხადებები, რომელიც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს გააკეთა - მან ხაზი გაუსვა, რომ გერმანიის პრიორიტეტებს შორის რჩება ის საკითხები, რომელიც ინიცირებული იყო საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა განაცხადა.

ევროპის უნივერსიტეტი

26 იანვარი 2021, 21:55

საზოგადოება

ევროპის უნივერსიტეტში ინდოეთის რესპუბლიკის 72-ე წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა

„პანდემიიდან გამომდინარე სამწუხაროდ, ვერ აღინიშნა მასშტაბურად დღევანდელი დღე, 26 იანვარი, რომელიც დიდი მნიშვნელობის დღეა ინდოეთის ისტორიაში, ვინაიდან 1950 წლის 26 იანვარს მიიღეს კონსტიტუცია, თუმცა ჩვენ საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების სრული დაცვით მცირე მასშტაბით მაინც აღვნიშნეთ, დანარჩენ სტუდენტებს კი შესაძლებლობა მიეცათ ონლაინ ედევნებინათ თვალი ღონისძიებისთვის", - განაცხადა ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა ნინო ტალიაშვილმა.

ენტონი ბლინკენი

26 იანვარი 2021, 21:48

მსოფლიო

სენატმა ენტონი ბლინკენი სახელმწიფო მდივნის პოსტზე დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა ენტონი ბლინკენი სახელმწიფო მდივნის პოსტზე დაამტკიცა. ენტონი ბლინკენის კანდიდატურას მხარი 78-მა სენატორმა დაუჭირა, ხოლო 22 სენატორი წინააღმდეგ წავიდა.

26 იანვარი 2021, 21:36

მსოფლიო

IMF: პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო, 2020-2025 წლებში მსოფლიო ეკონომიკა 22 ტრილიონი დოლარით შემცირდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მთავარი ეკონომისტის, გიტა გოპინატის განცხადებით, პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო, 2020-2025 წლებში მსოფლიო ეკონომიკა 22 ტრილიონი დოლარით შემცირდება.

26 იანვარი 2021, 21:09

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსს 1 631 ადამიანი ემსხვერპლა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 20 089 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 631 ადამიანი გარდაიცვალა.

26 იანვარი 2021, 21:08

რეგიონი

40 წლის შემდეგ პირველად, ბორჯომის სამუსიკო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ბორჯომის სამუსიკო სკოლის შენობის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. ამ ეტაპზე, შიდა სივრცეში ინვენტარის განთავსება მიმდინარეობს, - ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს. პროექტის შედეგად, კეთილმოეწყო ყველა ოთახი, სრულად შეიცვალა საკონცერტო დარბაზის შიდა ინტერიერი, პირველადი იერსახე დაუბრუნდა ფასადს და სრულად განახლდა შიდა საკომუნიკაციო ქსელი.

კორონავირუსი

26 იანვარი 2021, 21:04

COVID19

ბელგიაში 10 წლამდე ბავშვებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 84%-ით იმატა

ექსპერტები ხელისუფლებას სკოლების დახურვისკენ მოუწოდებენ. მათი აზრით, მესამე ტალღის თავიდან ასაცილებლად სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლაა აუცილებელი. ბოლო 10 დღის განმავლობაში ბელგიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიურმა მაჩვენებელმა იმატა. ამ დროისათვის, კლინიკებში 1 958 პაციენტი მკურნალობს, მათგან 324-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

26 იანვარი 2021, 20:47

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 7 103 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 7 103 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 134 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

26 იანვარი 2021, 20:46

საზოგადოება

უკრაინული ავიაკომპანია SkyUp-ი კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებით ფრენებს 4 თებერვლიდან განაახლებს

4 თებერვლიდან SkyUp Airlines-ი განაახლებს რეგულარულ ფრენებს კიევი - თბილისი - კიევის საჰაერო გზაზე და ფრენებს ყოველ ხუთშაბათს და კვირას შეასრულებს. აღნიშნული რეისებით ასევე შესაძლებელია ტრანზიტული ბილეთების შეძენაც იმ მიმართულებით, სადაც SkyUp Airlines-ი ასრულებს ფრენებს.

ლევან ბეჟაშვილი

26 იანვარი 2021, 20:34

პოლიტიკა

ლევან ბეჟაშვილი მელია-ხვიჩიას დაპირისპირებაზე: მგონია, რომ ამ თემის სერიოზულად განვრცობა არ ღირს

მგონია, რომ ამ თემის სერიოზულად განვრცობა არ ღირს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ლევან ბეჟაშვილმა თავის თანაპარტიელ ნიკა მელიასა და „გირჩის“ ლიდერ იაგო ხვიჩიას შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

26 იანვარი 2021, 20:31

COVID19

ინდონეზიაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა მილიონს გადააჭარბა

ინდონეზიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა მილიონს გადააჭარბა.

ვახტანგ მეგრელიშვილი

26 იანვარი 2021, 20:27

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: მე ბოკერიასთან არა შერიგება, არამედ საუბარი მჭირდება, რათა ჩემს სასურველ მიზანს მივაღწიო

მე ბოკერიასთან არა შერიგება, არამედ საუბარი მჭირდება, რათა ჩემს სასურველ მიზანს მივაღწიო, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

დავით ზალკალიანი

26 იანვარი 2021, 20:19

COVID19

დავით ზალკალიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

„მიმდინარე წლის 23 იანვარს, ინფიცირებულთან კონტაქტის შემდგომ, თვითიზოლაციაში გადავედი. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, გავიკეთე PCR ტესტი. შედეგად, COVID-19 ინფექცია მეც დამიდასტურდა. ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ. ყველანაირი პროტოკოლის დაცვით, სახლში ვმკურნალობ. იმედს ვიტოვებ, ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს მალე დავუბრუნდები. ყველას დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და რისკების თავიდან აცილების მიზნით, მაქსიმალურად დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები“, - წერს ზალკალიანი.

26 იანვარი 2021, 20:17

COVID19

ირანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ დაამტკიცა

ირანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ დაამტკიცა. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამედ ჯავად ზარიფმა მოსკოვში ვიზიტისას განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანი

26 იანვარი 2021, 20:14

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტად ირაკლი კობახიძის არჩევა არის შესაძლებლობა, კიდევ უფრო წინ წავწიოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები

„საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის საბჭოს ყოველდღიურ საქმიანობაში. ანალოგიურად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, რისი ნათელი დადასტურებაც არის ირაკლი კობახიძის მეორედ არჩევა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტად“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წარმომადგენელმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

26 იანვარი 2021, 20:03

საზოგადოება

GWP: თბილისის სტაბილურ წყალმომარაგებას საფრთხე არ შეექმნება

„მიუხედავად პანდემიით გამოწვეული რთული ვითარებისა და მკვეთრად შემცირებული შემოსავლებისა, გამოიჩინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და კომპანიაში დასაქმებულ ყველა თანამშრომელს შეუნარჩუნა სამუშაო ადგილი და ანაზღაურება, მაშინ როდესაც კომპანიების დიდი ნაწილი გაჩერებულია და ადამიანები სამუშაოს გარეშე დარჩნენ“.

რომან გოცირიძე

26 იანვარი 2021, 20:02

პოლიტიკა

რომან გოცირიძე: გია ბარამიძეს რომ ვუთხრა: „თქვენ ბრძანდებით „ბურიდანის ვირი“ ან „ტროას ცხენი“, პირდაპირი მნიშვნელობით კი არ უნდა გაიგოს, რომ ცხენი ვუწოდე

„წარმოიდგინეთ, მე გია ბარამიძეს რომ ვუწოდო, ცხენი ან ვირი. ასე რომ ვუთხრა: „ბატონო გია, თქვენ ბრძანდებით ბურიდანის ვირი!“- ცნობილი ამბავია, რომ ბურიდანის ვირი ნიშნავს ადამიანს, რომელსაც გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია, ახლა პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გაიგოს გია ბარამიძემ? ტროას ცხენი ხარ მეთქი პარტიაში, რომ ვუწოდო?! ანუ შუღლს აგდებ მეთქი - პირდაპირი მნიშვნელობით კი არ უნდა გაიგოს, რომ ცხენი ვუწოდე!“ - განაცხადა გოცირიძემ.

26 იანვარი 2021, 19:59

ეკონომიკა

ნოემბერთან შედარებით, დეკემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 1.1%-ით გაიზარდა

2020 წლის დეკემბერში, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 1.1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 11.7 პროცენტიანი ზრდა, - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.