imedi /  11 იანვარი 2021, 13:00 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი ერთადერთი ინტერესი პოლიტიკაში ჩვენი ქვეყნის სწორ რელსებზე გადაყვანა იყო

ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილი 2011 წელს ქართულ პოლიტიკაში შემოვიდა როგორც ერთადერთი გროსმაისტერი და ერთ წელიწადში საყმაწვილო შამათით დაამარცხა მეხუთეთანრიგოსანი მოძალადეები, რომლებიც, მაშინდელი ოპოზიციის სრული უსუსურობის გამო, ძალიან ბევრს უძლეველი პოლიტიკოსები ეგონა. ეს კომპლექსი მოძალადეებს დღემდე გამოყვათ და სწორედ ამიტომ იყო ბიძინა ივანიშვილი მათი სიცრუის მანქანის მთავარი სამიზნე მთელი ამ წლების განმავლობაში, - ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, პოლიტიკიდან წასვლით ივანიშვილმა დაადასტურა, რომ მისი მიზანი ძალაუფლება არასოდეს ყოფილა და მისი ინტერესი „ქვეყნის სწორ რელსებზე გადაყვანა იყო“.

„მან საზოგადოებას აჩვენა იმის მაგალითი, რომ სიმართლე აუცილებლად იმარჯვებს სიცრუესა და ბოროტებაზე. პოლიტიკიდან წასვლით, ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისთვის ძალაუფლება არასოდეს იყო მიმზიდველი და მისი ერთადერთი ინტერესი პოლიტიკაში ჩვენი ქვეყნის სწორ რელსებზე გადაყვანა იყო. სწორედ ამ სულისკვეთებით შეიტანა მან დემოკრატიული გარდატეხა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და დაამკვიდრა ახალი კონსტიტუციური წესრიგი“, - წერს კობახიძე Facebook-ზე.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან წერილი ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.

ყველა სიახლე

18 თებერვალი 2025, 22:03

რეგიონი

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

18 თებერვალი 2025, 22:00

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

სერგეი ლავროვი

18 თებერვალი 2025, 21:16

მსოფლიო

ლავროვი: ამერიკულ მხარეს ახლა უკეთ ესმის რუსეთის პოზიცია

საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების შედეგები შეაჯამა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

18 თებერვალი 2025, 20:51

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: ჩემი ძალიან დიდი სიამაყეა, დღეს რა როლსაც ასრულებს „იმედი“ და მიმაჩნია, რომ ძალიან პოზიტიურ როლს ასრულებს საქართველოს სტაბილურობისთვის

გადაცემის თანაწამყვანმა იაგო ხვიჩიამ მას ჰკითხა, როგორ უყურებს მის პოზიციას, ესაუბრება საზოგადოებას როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი მედიამენეჯერი, თუ ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობს სახელმწიფო პროპაგანდას მაშინ, როდესაც კოლეგა ტელევიზიის მფლობელები ზოგი, მაგალითად შალვა რამიშვილი აღიარებს, რომ ხელისუფლების პროპაგანდისტია, ნიკა გვარამია და „ტვ პირველი“ არ ამბობენ, რომ ისინი პროპაგანდისტები არიან და თავს დამოუკიდებელ მედიებად წარმოადგენენ.

ვოლოდიმირ ზელენსკი რეჯეფ თაიფ ერდოღანი

18 თებერვალი 2025, 20:43

მსოფლიო

ერდოღანი: თურქეთი მზად არის, უმასპინძლოს შესაძლო მოლაპარაკებებს უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა მიიღოს შესაძლო მოლაპარაკებები უკრაინას, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის.

ვოლოდიმირ ზელენსკი

18 თებერვალი 2025, 20:03

მსოფლიო

ზელენსკი: არ მიგვიწვიეს საუდის არაბეთში რუსულ-ამერიკულ შეხვედრაზე, ჩვენთვის ეს სიურპრიზი იყო - უკრაინის ზურგს უკან არავინ უნდა გადაწყვიტოს უკრაინის ბედი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ზურგს უკან არავინ უნდა გადაწყვიტოს უკრაინის ბედი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

18 თებერვალი 2025, 19:54

სპორტი

სპორტის მინისტრი თბილისის მერიის მწვრთნელთა მხარდაჭერის პროგრამის მონაწილეებთან შეხვედრას დაესწრო

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე თბილისის მერიის მწვრთნელთა მხარდაჭერის პროგრამის მონაწილე მწვრთნელ-მასწავლებლებთან შეხვედრას დაესწრო. მინისტრმა პროგრამის უხუცესი მწვრთნელების დაჯილდოებაშიც მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე გალინა ზრაჟევსკაია, რევაზ გამხოშვილი და გივი კახაბრიშვილი დაჯილდოვდნენ.

ნათია თურნავა

18 თებერვალი 2025, 19:24

ეკონომიკა

ნათია თურნავამ IMF-ის მაღალი დონის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ნათია თურნავამ IMF-ის მაღალი დონის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

ბექა დოჭვირი

18 თებერვალი 2025, 19:18

ეკონომიკა

სებ-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ბექა დოჭვირი დაინიშნა

სებ-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ბექა დოჭვირი დაინიშნა.

რომან კაკულია

18 თებერვალი 2025, 19:08

პოლიტიკა

რომან კაკულია: USAID-ი იყო ინსტრუმენტი, რომელსაც იდეოლოგიური უპირატესობის სახე უნდა დაემტკიცებინა, თუმცა ახლა მივიღეთ მსოფლიო, როდესაც ამის მტკიცებას აზრი უკვე აღარ აქვს

USAID-ი იყო ინსტრუმენტი, რომელსაც იდეოლოგიური უპირატესობის სახე უნდა დაემტკიცებინა, თუმცა ახლა მივიღეთ მსოფლიო, როდესაც ამის მტკიცებას აზრი უკვე აღარ აქვს.

რომან კაკულია

18 თებერვალი 2025, 18:54

პოლიტიკა

რომან კაკულია საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრაზე: ეს შეხვედრა დიდი პროცესის ნაწილია, რომელიც დიდი ხანია დაიწყო და მთავარი გამოწვევა, ის გახლავთ, რომ ამ პროცესის შეფასებასთან მიმართებაში არსებობს ორი განსხვავებული შეხედულება

ცხადია ეს შეხვედრა დიდი პროცესის ნაწილია, რომელიც დიდი ხანია დაიწყო და ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელიც მსოფლიოს აქვს, სწორედ ის გახლავთ, რომ ამ პროცესის შეფასებასთან მიმართებაში არსებობს ორი აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულება და როგორც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვრწმუნდებით ეს მარტო საქართველოში კი არა, ევროპაშიც და ამერიკაშიც ასეა. ორი რადიკალურად განსხვავებული შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა პროცესია ეს, - განაცხადა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ საუდის არაბეთში, აშშ-სა და რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე საუბრისას. გადაცემა „დღის ქრონიკაში“.

სერგეი ლავროვი

18 თებერვალი 2025, 18:53

მსოფლიო

ლავროვი: რუსეთი ნატოს ქვეყნების კონტინგენტის უკრაინაში განლაგებას მიუღებლად მიიჩნევს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის კატეგორიულად მიუღებელია ნატოს ქვეყნების სამხედრო კონტინგენტის გამოჩენა უკრაინაში.

18 თებერვალი 2025, 18:50

რეგიონი

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული კახა წეველიძე და გიორგი ჩიტაძე თავისუფალნი არიან

2025 წლის 16 თებერვალს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული კახა წეველიძე და გიორგი ჩიტაძე თავისუფალნი არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

18 თებერვალი 2025, 18:26

მსოფლიო

ზელენსკი: პრობლემა ის არის, რომ დღეს აშშ ამბობს იმას, რაც პუტინს ნამდვილად მოსწონს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ ცდილობს, მოაწონოს თავი ვლადიმირ პუტინს, რათა სწრაფად მიაღწიოს მოლაპარაკებებში გარკვეულ შედეგს, თუმცა მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს წარმატებას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

გივი მიქანაძე

18 თებერვალი 2025, 18:20

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ნებისმიერი პირის მხრიდან კომისიის მოთხოვნების დაუმორჩილებლობა, ეს იქნება გამოუცხადებლობა თუ ინფორმაციის გაზიარებაზე უარი, არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი და შესაბამისი სანქციაც საკმაოდ მკაცრია

ნებისმიერი პირის მხრიდან კომისიის მოთხოვნების დაუმორჩილებლობა, ეს იქნება გამოუცხადებლობა თუ გარკვეული ინფორმაციის გაზიარებაზე უარი, ეს არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი და შესაბამისი სანქციაც აღნიშნულთან დაკავშირებით საკმაოდ მკაცრია, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ დროებითი საპარლამენტო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით.

გივი მიქანაძე

18 თებერვალი 2025, 18:20

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მივიღოთ ის კანონი, რომელიც დღეს მოქმედებს აშშ-ში, რადგანაც ის კანონი მათი გადმოსახედიდან შეესაბამება სტანდარტებს

ის კანონპროექტი, რომელიც წარდგენილი იქნება, სრულიად იდენტური იქნება იმ კანონისა, რაც მე-20 საუკუნიდან მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“, „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც ამერიკული „ფარას“ ანალოგის გადმოტანას ითვალისწინებს.

18 თებერვალი 2025, 18:17

ეკონომიკა

გენადი არველაძემ მსხვილი ავსტრიული ენერგეტიკული კომპანია Verbund-ის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

როგორც გენადი არველაძემ აღნიშნა, საქართველო მიესალმება თანამშრომლობას ავსტრიის ენერგეტიკულ კომპანიებთან. მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის ენერგეტიკულ ბაზარზე ავსტრიული კაპიტალი მეტად იქნება წარმოდგენილი.

გივი მიქანაძე

18 თებერვალი 2025, 18:10

პოლიტიკა

გივი მიქანაძე „სამშობლოს ღალატის“ მუხლზე: ბოლო წლებში განვითარებული მოვლენები გვაჩვენებს, რომ კონკრეტული ადამიანები სარგებლობენ იმით, რომ ეს მუხლი არ არსებობს და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ

თითოეულმა ადამიანმა, რომელიც მიდის საკუთარი სამშობლოს ინტერესების წინააღმდეგ უნდა გაითავისოს, რომ ის, არა მხოლოდ კონკრეტული დანაშაულის ავტორი, არამედ შეიძლება სამშობლოს მოღალატეც გახდეს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში „სამშობლოს ღალატის“ მუხლის დამატებას ეხება.

18 თებერვალი 2025, 18:09

მსოფლიო

მარკო რუბიო: რუსეთის წინააღმდეგ არსებული ეკონომიკური სანქციების ნაწილი შეიძლება მოიხსნას სამშვიდობო დარეგულირების ფარგლებში

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

18 თებერვალი 2025, 17:57

მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ და რუსეთი ჩამოაყალიბებენ მექანიზმს არსებული გამაღიზიანებელი ფაქტორების აღსაკვეთად

აშშ-ის და რუსეთის დელეგაციები საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შედეგად შეთანხმდნენ ჩამოაყალიბონ საკონსულტაციო მექანიზმი ორმხრივ ურთიერთობებში არსებული გამაღიზიანებელი ფაქტორების აღსაკვეთად. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.