imedi /  11 იანვარი 2021, 15:48 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე: შემდეგი რიგითი საპარლამენტო არჩევნები იქნება 2024 წელს

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

საქართველოში უკვე ჩატარდა კონკურენტული, თავისუფალი არჩევნები, ფუნდამენტური უფლებების დაცვით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შემდეგი რიგითი საპარლამენტო არჩევნები იქნება 2024 წელს.

„საქართველოში უკვე ჩატარდა კონკურენტული, თავისუფალი არჩევნები, ფუნდამენტური უფლებების დაცვით. ეს აღიარა საერთაშორისო საზოგადოებამ, სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, მათ შორის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის განცხადებები იყო ამასთან დაკავშირებით. შესაბამისად, შემდეგი რიგითი საპარლამენტო არჩევნები იქნება 2024 წელს. ამ მოცემულობით 10 თვეში არის ადგილობრივი არჩევნები და რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება კიდევ ერთხელ შესაძლებლობა, რომ უკვე თვითმმართველობის არჩევნებში საზოგადოებას საკუთარი ლიდერები და პროგრამები წარუდგინოს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ყველა სიახლე

25 იანვარი 2021, 11:31

რეგიონი

ფოთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ფოთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 100 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შენდება. გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყობა ეზოც. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

25 იანვარი 2021, 11:27

კულტურა

ბოტიჩელის ნახატს „ახალგაზრდა მამაკაცი მედალიონით ხელში“ აუქციონზე გაყიდიან

სანდრო ბოტიჩელის ნახატს „ახალგაზრდა მამაკაცი მედალიონით ხელში“ აუქციონზე გაყიდიან. აღორძინების ხანის ფლორენციელი ოსტატის ტილო ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან პორტრეტებს შორის, რომლებიც დღემდე შემორჩა. ვაჭრობა ნიუ-იორკში, სოტბის აუქციონზე მომავალ კვირასაა დაგეგმილი. ვარაუდობენ, რომ მე-15-ტე საუკუნეში შექმნილი ნახატი ას მილიონ დოლარზე მეტად შეფასდება.

გივი მიქანაძე

25 იანვარი 2021, 11:22

პოლიტიკა

გივი მიქანაძე ტინი კოქსის ანგარიშზე: აღნიშნული არის მწუხარება იმის თაობაზე, რომ ოპოზიცია მისთვის გამოცხადებულ ნდობასა და მანდატებს ჯერჯერობით არ იზიარებს

„ასამბლეის პირველ დღეს ასამბლეის წევრებს სპეციალურ ანგარიშს წარუდგენენ, რომელიც საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებას ასახავს. ასევე აღნიშნული არის მწუხარება იმის თაობაზე, რომ ოპოზიცია მისთვის გამოცხადებულ ნდობასა და მანდატებს ჯერჯერობით არ იზიარებს და არ იკავებს კუთვნილ ადგილებს. ხაზგასმული არის საკითხები, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანი უფლებათა დაცვას ეხება“, - განაცხადა ქართული დელეგაციის წევრმა გივი მიქანაძემ.

საქართველოს პარლამენტი

25 იანვარი 2021, 11:21

პოლიტიკა

51 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკითხს პარლამენტი საკომიტეტო განხილვაზე 27 იანვარს დაიწყებს

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა 18:00 საათზეა ჩანიშნული. რეგლამენტის გათვალისწინებით პირველ რიგში შალვა ნათელაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ. დანარჩენი დეპუტატების საკითხი კი კომიტეტზე 28 იანვარს გავა. პლენარულ სხდომაზე განხილვა კი საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება, რომელიც რეგლამენტის გათვალისწინებით თებერვლის პირველ სამშაბათს გაიხსნება.

ტოივო კლაარი

25 იანვარი 2021, 11:14

პოლიტიკა

სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი თბილისს ეწვია

სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი თბილისს ეწვია და დღეიდან შეხვედრებს გამართავს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. კლაარი აღნიშნავს, რომ მოუთმენლად ელოდება ქართულ მხარესთან ერთად სამხრეთ კავკასიაში არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას. ევროპელი დიპლომატი საქართველოში ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.

25 იანვარი 2021, 11:11

სამართალი

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 729 ფაქტი გამოავლინა

პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 88 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

25 იანვარი 2021, 11:10

საზოგადოება

26 იანვარს, ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელი სამუშაოები იწყება

26 იანვარს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური“ ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს იწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური“ ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, წყალგამტარი გვირაბი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია, რომლის საშუალებითაც 40 000-ზე მეტ აბონენტს მაღალი ხარისხის სასმელი წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.

25 იანვარი 2021, 11:10

COVID19

ბოლო 24 საათში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კოვიდინფიცირების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კორონავირუსი არცერთ ადამიანს არ დადასტურებია,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

25 იანვარი 2021, 11:06

რეგიონი

მალხაზ თორია: მალე ზუგდიდს ექნება თეატრი, რომელიც მთელს საქართველოში საუკეთესო იქნება

ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ზუგდიდში ახალი თეატრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტს მალე ევროპული სტანდარტების თეატრი ექნება. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კორონავირუსი

25 იანვარი 2021, 11:02

COVID19

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კორონავირუსით ინფიცირებული 195 პაციენტი იმყოფება

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 7 323, საიდანაც 3 223 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 623, აჭარაში - 226, იმერეთში - 611. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 706 პირი, მათ შორის, თბილისში - 317, აჭარაში - 55, იმერეთში - 171. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 195 პირი, მათგან თბილისში - 145, აჭარაში- 1, იმერეთში - 25. 402 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 203 - თბილისში, 131 - აჭარაში, 20 - იმერეთში. 3 698 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

25 იანვარი 2021, 10:58

მსოფლიო

ჩინეთისა და ინდოეთის საზღვარზე საბრძოლო მოქმედებები განახლდა

ჩინეთისა და ინდოეთის საზღვარზე, რომელიც მრავალი წელია, ორ ქვეყანას შორის, დავის საგანია, სამხედრო შეტაკებები კვლავ განახლდა. დაპირისპირება სიკიმის შტატში, ნაკულას ტერიტორიაზე დაიწყო. ინდოეთისა და ჩინეთის სასაზღვრო ხაზი ყველაზე გრძელი სადავო ტერიტორიაა მსოფლიოში. ორივე მხარე ამ ტერიტორიას საკუთრად მიიჩნევს და მეორე სახელმწიფოსგან მის დათმობას მოითხოვს.

25 იანვარი 2021, 10:55

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 107 თბილისში, 44 იმერეთში, 18 კი აჭარაში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი თბილისში გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კაია კალასი

25 იანვარი 2021, 10:53

მსოფლიო

ესტონეთის მინისტრთა კაბინეტს ისტორიაში პირველად ქალი უხელმძღვანელებს

ოპოზიციური „რეფორმების პარტია“ და მმართველი „ცენტრის პარტიის“ საბჭოები შეთანხმდნენ, რომ მინისტრთა კაბინეტს „რეფორმის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კაია კალასი უხელმძღვანელებს. კალასი ბლატიისპირეთის ქვეყნებში პირველი ქალი პრემიერი გახდება.

ავიაკატასტროფა

25 იანვარი 2021, 10:51

მსოფლიო

ბრაზილიაში ავიაკატასტროფას „პალმასის“ ფეხბურთელები ემსხვერპლნენ

ბრაზილიაში ავიაკატასტროფას საფეხბურთო კლუბ „პალმასის“ პრეზიდენტი და 4 ფეხბურთელი ემსხვერპლა. თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში პორტუ-ნასიუნალის აეროპორტთან ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ პელემ და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

25 იანვარი 2021, 10:42

COVID19

ისრაელში 16-დან 18 წლამდე მოსწავლეებისა და აბიტურიენტების ვაქცინაცია დაიწყო

ისრაელში დაიწყეს იმ მოზარდების ვაქცინაცია, რომელთაც სკოლაში დასაბრუნებლად ან უნივერსიტეტში ჩასარიცხად, გამოცდების ჩაბარება უწევთ. გამოცდების შედეგები, რომელსაც ისრაელში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები აბარებენ, მნიშვნელოვან როლს ასრულებს უნივერსისტეტში სწავლის გაგრძელების კუთხით. შედეგებმა, შეიძლება, გავლენა იქონიოს მათ მომავალ სამხედრო კარიერაზეც.

კორონავირუსი

25 იანვარი 2021, 10:41

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 298 ადამიანს დაუდასტურდა, 1 311 კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

25 იანვარი 2021, 10:38

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 16 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში 16 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ალექსანდრე გოგინავა

25 იანვარი 2021, 10:17

COVID19

ალექსანდრე გოგინავა: ყველა რეგულაციის ერთბაშად მოხსნა გამართლებული არაა - შეიძლება, ამან ეპიდსიტუაცია გააუარესოს

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ქვეყანაში არსებულ სტაბილურ ეპიდსიტუაციას, გარკვეულწილად, შეზღუდვების ამოქმედებას უკავშირებს. მისი თქმით, ყველა შეზღუდვა ერთბაშად ვერ შემსუბუქდება, რადგან ეს შემთხვევათა მატებას გამოიწვევს.

25 იანვარი 2021, 10:13

COVID19

ავსტრიაში პირბადეების ნაცვლად რესპირატორებით ივლიან

მანამდე ახალი რეგულაციის შესახებ ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა. რუდოლფ ანშობერის თქმით, მაღალი ხარისხის რესპირატორები პირბადეებზე გაცილებით ძვირია, თუმცა ხელისუფლება უზრუნველყოფს, რომ მოსახლეობამ ისინი დაბალ ფასად მიიღოს. რესპირატორი ავსტრიაში სავარაუდოდ 1 ევრო ეღირება.

25 იანვარი 2021, 10:05

COVID19

ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით 6 729 ადამიანი დაინფიცირდა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 729 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 217 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 2 141 665 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 52 087ადამიანი გარდაიცვალა.