IMEDI /  11 იანვარი 2021, 17:03 / სანდო წყარო

გიგა ბოკერია კობახიძის შეთავაზებაზე: გამოსავალი ამ ვითარებიდან არის ვადამდელი არჩევნები ან პლებისციტი კონკრეტული თარიღით და კითხვით

გიგა ბოკერია

გიგა ბოკერია

გამოსავალი ამ ვითარებიდან არის ვადამდელი ნორმალური არჩევნები, ან პლებისციტი კონკრეტული თარიღით, კითხვით ჩვენი მოქალაქეებისადმი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ყველაფრის პარალელურად, პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და საარჩევნო რეფორმა და წესები ფუნდამენტურად უნდა შეიცვალოს.

მანამდე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თებერვლის პირველივე კვირაში, საპარლამენტო არჩევნების შესახებ საგამოძიებო კომისია შეიქმნება და ოპოზიციურ პარტიებს საპარლამენტო მუშაობასა და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში ჩართვისკენ მოუწოდა.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

08 დეკემბერი 2024, 12:04

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: დაახლოებით 600 000 რუსი ჯარისკაცი დაიჭრა ან დაიღუპა ომში - უკრაინელებმა დაკარგეს 400 000 ჯარისკაცი და კიდევ ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე

დაახლოებით 600 000 რუსი ჯარისკაცი დაიჭრა ან დაიღუპა ომში - უკრაინელებმა დაკარგეს 400 000 ჯარისკაცი და კიდევ ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე, - განაცხადა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

ანდრია ჯაღმაიძე

08 დეკემბერი 2024, 12:01

პოლიტიკა

ანდრია ჯაღმაიძე „ტვ პირველის“ ჯგუფზე თავდასხმაზე: ნიღბიან პირთა მხრიდან სასტიკი ანგარიშსწორება, მით უმეტეს ჟურნალისტებზე, სახიფათო ნიშანია სამოქალაქო ცხოვრებაში. სახელმწიფოს ვალდებულებაა, მოხდეს სწრაფი გამოძიება

ქალაქის ქუჩებში ნიღბიან, ამოუცნობ პირთა ჯგუფის მხრიდან სასტიკი, ფიზიკური ანგარიშსწორება მოქალაქეებზე, მით უმეტეს ჟურნალისტებზე, სახიფათო ნიშანია სამოქალაქო ცხოვრებაში, - ასე ეხმიანება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას სოციალურ ქსელში.

08 დეკემბერი 2024, 11:54

მსოფლიო

ჰააგაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა

ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა. ინციდენტს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც.

დონალდ ტრამპი

08 დეკემბერი 2024, 11:53

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ცეცხლი და დაიწყოს მოლაპარაკებები

„ძალიან ბევრი ადამიანი უაზროდ კვდება, ძალიან ბევრი ოჯახი განადგურებულია და თუ ასე გაგრძელდება, ეს შეიძლება გადაიქცეს უფრო დიდ და უარეს სიტუაციაში. ვლადიმირს კარგად ვიცნობ. დროა იმოქმედოს. ჩინეთს შეუძლია დახმარება. მსოფლიო ელოდება!“ - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

დიმიტრი ხუნდაძე

08 დეკემბერი 2024, 11:52

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც რუსთაველზე იკრიბება და მათაც, ვინც რადიკალიზმს ამა თუ იმ ფორმით ახალისებს, უნდა იცოდნენ, რომ ქმნიან ომის საფრთხეს

დღეს ქვეყანაში სიმშვიდე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ურთიერთდაპირისპირება მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. სიმშვიდე თითოეული მოქალაქის საზრუნავად უნდა იქცეს. წაქეზებულ აურზაურს, რომ სიკეთე არ მოაქვს ყველა ვხედავთ“, - წერს სოციალურ ქსელში უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე.

08 დეკემბერი 2024, 11:22

მსოფლიო

სირიელი ამბოხებულები დედაქალაქში შევიდნენ

სირიელი ამბოხებულები დედაქალაქში შევიდნენ. მათ კონტროლს უკვე დაექვემდებარა დამასკოს საერთაშორისო აეროპორტი. არაბული მედიის ინფორმაციით, არმიის სარდლობამ უკვე აცნობა ოფიცრებსა და ჯარისკაცებს, რომ ასადის რეჟიმი დაეცა.

ირაკლი ქადაგიშვილი

08 დეკემბერი 2024, 11:17

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: იდეოლოგიური ნარატივი, რომ გინდა თუ არა - ლგბტ პროპაგანდა ყველა ქვეყანაში ერთ-ერთი აუცილებელი პირობა უნდა იყოს, არის ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ზეწოლა ზოგადად ადამიანების უფლებებზე და კაცობრიობაზე

ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ყველა მაჩვენებლით ასრულებს ევროკავშირის თითქმის ყველა კრიტერიუმს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

08 დეკემბერი 2024, 11:14

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ხოშტარიას რუსეთიდან დაფინანსებაზე: რუსეთის ფედერაციას აქვს გარკვეული ბერკეტები საქართველოში, რათა გავლენა შეინარჩუნოს, რაც მას სააკაშვილმა მისცა 2012 წლამდე, განსაკუთრებით ომის შემდეგ

„რა სცენარიც უნდათ, რომ დღეს განავითარონ, ეს არის რუსეთის პირდაპირი ინტერესი. თუ ამ ინტერესის რეალიზაციაში ჩართულია კონკრეტული ადამიანი, ვინც მილიონობით რუბლს იღებს, რასაკვირველია, ვერ დავუშვებთ სხვა ვერსიას თუ არა რუსეთის ფედერაციის პირდაპირ მონაწილეობას ამ პროცესში რასაც ჰქვია ურთიერთობების დაძაბვა დასავლეთთან. რუსეთის ფედერაციას აქვს გარკვეული ბერკეტები საქართველოში, რათა პროცესებს არ ჩამორჩეს, გავლენა შეინარჩუნოს, რაც მას სააკაშვილმა მისცა 2012 წლამდე, განსაკუთრებით ომის შემდეგ“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

08 დეკემბერი 2024, 08:50

მსოფლიო

დომინიკის რესპუბლიკაში რეკორდული რაოდენობით ნარკოტიკები ამოიღეს

320 ტომარაში გადანაწილებული ნარკოტიკული საშუალების საერთო ღირებულება 250 მილიონ დოლარს შეადგენს. სამართალდამცველების ცნობით კონტრაბანდული ტვირთის ევროპაში გაგზავნა იგეგმებოდა.

08 დეკემბერი 2024, 08:15

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: ელისეს სასახლეში დონალდ ტრამპთან კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა, უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე და სამართლიან მშვიდობაზე ვისაუბრეთ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონსა და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გამართული სამმხრივი შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში წერს.

08 დეკემბერი 2024, 03:05

პოლიტიკა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია დასრულებულია

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია დასრულებულია. აღდგენილია საავტომობილო მიმოსვლაც.

08 დეკემბერი 2024, 02:20

პოლიტიკა

ბაჩო ახალაია: ქვეყანა ერთხელ ხომ უკვე გათავისუფლდა ამ ბანდიტებისგან, ახლა ისევ ამ კრიმინალების ხელში აღმოჩნდა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია სოციალურ ქსელში სანაპიროზე მყოფ აქციის მონაწილეებთან იარაღიანი პირის დაპირისპირებას ეხმიანება და ამის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.

08 დეკემბერი 2024, 02:05

სამართალი

ბესიკის ქუჩაზე, სადაც „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

ბესიკის ქუჩაზე, სადაც „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები.

08 დეკემბერი 2024, 02:01

პოლიტიკა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი: კლინიკაში გამოვკითხეთ ოპერატორი და ჟურნალისტი. ამჟამად, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს შემთხვევის ადგილზე განთავსებული ვიდეოკამერების იდენტიფიცირება მათი შემდგომი ამოღების მიზნით

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

მამუკა მდინარაძე

08 დეკემბერი 2024, 02:00

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ერთი პროცენტი რომ დავუშვათ, თუ ვიღაცას ჰგონია, თავდასხმით „ოცნების“ მხარდაჭერა გამოხატა, მინდა ვუთხრა, რომ არის მავნებელი, „ნაცების“ და აგენტების წისქვილზე ასხამს წყალს

ჩემი სუბიექტური აზრია, დარწმუნებული ვარ ამას გამოძიება დაადგენს, უნდა ვთხოვო საგამოძიებო ორგანოებს, სწრაფ ვადებში დაადგინონ ეს ყველაფერი, მაგრამ ვისაც არეულობა, ქაოსი და რაღაცა ახალი ე.წ. თავად როგორც უწოდებენ „კარწინკები“ სჭირდება, იმის გაკეთებულია სავარაუდოდ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „ტვ.პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტის შეფასებისას.

08 დეკემბერი 2024, 00:44

საზოგადოება

ექიმის ინფორმაციით, „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ. ორივე პაციენტს თავის ტვინის მსუბუქი შერყევა უფიქსირდება

ექიმის განცხადებით, „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ.

დავით ოქიტაშვილი

08 დეკემბერი 2024, 00:43

პოლიტიკა

დავით ოქიტაშვილი: ვგმობ ამ ინციდენტს „ტვ პირველის“ ჟურნალისტების მიმართ და არა მარტო მათ მიმართ. ის, რაც ამ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე მოხდა, უნდა იყო გარეწარი ადამიანი, რომ გაამართლო

„ვგმობ ამ ინციდენტს „ტვ პირველის“ ჟურნალისტების მიმართ და არა მარტო მათ მიმართ. ის, რაც ამ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე მოხდა, უნდა იყო გარეწარი ადამიანი, რომ გაამართლო. ჩემი მხარდაჭერა მათ. ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას, რომელ მხარესაც არ უნდა იყოს ეს. როდესაც ჟურნალისტები ოპერატორებთან ერთად აკეთებენ თავიანთ საქმეს და შენ ასე ვანდალურად სცემ, წარმოუდგენელია. ვერც ვსაუბრობ ამაზე. არ მეგონა, რომ ასეთ ფაქტებს ექნებოდა ადგილი. ვფიქრობ, სათანადოდ უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც ეს იკადრა“, - აღნიშნა ოქიტაშვილმა.

08 დეკემბერი 2024, 00:36

საზოგადოება

ტელეკომპანია „იმედი“ „ტვ.პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმას კატეგორიულად გმობს

მედიის წარმომადგენლებზე ძალადობა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს დროულად გამოიძიონ მომხდარი დანაშაული და დამნაშავეები კანონის შესაბამისად დაისაჯონ.

ზაალ ანჯაფარიძე

08 დეკემბერი 2024, 00:28

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე: აუცილებლად სჭირდება სასწრაფოდ და დეტალურად გამოძიება. ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა, შესაძლოა გამიზნული პროვოკაციაც იყოს, მინავლებისკენ წასული სამიტინგო მუხტის ასაწევად

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე გაურკვეველი პირების მიერ, „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმის ფაქტს ეხმიანება.

დავით ჩიხელიძე

08 დეკემბერი 2024, 00:26

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, აქციაზე მყოფი აქტივისტები, მოძრაობა „ჯიუტების“ წევრები ქმნიან იმიტაციას თითქოს არიან პოლიციელები, აცვიათ შავი ფორმები - ამ დადგმული ჩანაწერების გასაჯაროებას აპირებენ

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მყოფი აქტივისტები კერძოდ მოძრაობა ჯიუტების წევრები ქმნიან იმიტაციას თითქოს არიან პოლიციელები, აცვიათ შავი ფორმები, მიმსგავსებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ფორმებთან, - ამ ინფორმაციას ექსპერტი დავით ჩიხელიძე ავრცელებს.