imedi /  11 იანვარი 2021, 18:34 / სანდო წყარო

საქართველო მსოფლიო რეიტინგებში - „ქართული ოცნების“ მმართველობის 8 წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესის ძირითადი პარამეტრები ბიძინა ივანიშვილის წერილში

„ქართული ოცნების“ მმართველობის 8 წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესის ძირითად პარამეტრებზეა საუბარი დოკუმენტში, რომელიც თან ერთვის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წერილს.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, „მსოფლიო ბანკის მიერ, 2012 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების კვლევაში, „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით, საქართველო, მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებს შორის 62-ე ადგილზე იყო, ხოლო „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ იმავე წლის დეკემბრამდე გამოქვეყნებული „კორუფციის აღქმის“ 2011 წლის ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში 64-ე პოზიცია გვეკავა;

2012 წელს, მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ანგარიშის თანახმად, „კორუფციისგან თავისუფლების“ მიხედვით, (რომელიც მოგვიანებით „მთავრობის კეთილსინდისიერების“ ინდექსად გარდაიქმნა), ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში 69-ე ადგილს იკავებდა.

2012 წლის ოქტომბრის შემდეგ, სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა, და დღეს, საქართველო ამავე რეიტინგებში, „მთავრობის კეთილსინდისიერებით“ მსოფლიოში 31-ე პოზიციაზეა, „კორუფციის კონტროლით“, მსოფლიო ბანკის წევრთა შორის, 41-ე ადგილზეა, თანაც, ამ ორივე ინდიკატორით, ევროპის საუკეთესო ოცეულშია და უსწრებს კიდეც ევროკავშირის 13 სახელმწიფოს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ 2020 წელს გამოქვეყნებული „კორუფციის აღქმის“ ინდექსის მიხედვით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველ ადგილზეა. იმავდროულად, 2020 წლის „ეკონომიკის თავისუფლების ინდექსის“ მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მე-12 პოზიციაზეა” - ნათქვამია დოკუმენტში.

აქვე აღნიშნულია, რომ „2020 წელს მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული „გლობალური მმართველობის ინდიკატორების“ მიხედვით, საქართველომ „მმართველობის ეფექტიანობით“ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და ევროკავშირის წევრ 8 ქვეყანას გადაასწრო.

“ქართული ოცნების” ხელისუფლების მიზანი ყოველთვის იყო საქართველოს ეკონომიკის მდგრადი კონკურენტუნარიანი განვითარება და ამ ფასეულობაზე დაფუძნებული კეთილდღეობის შექმნა.

გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის (GSC index 2020) მიხედვით, 2020 წელს საქართველო 40 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა, მსოფლიოში 37-ე ადგილზე გავიდა, ქულათა ისტორიული მაქსიმუმი აიღო, რეიტინგის 7 წლიანი გაუმჯობესების მიხედვით კი, მსოფლიოში პირველ ადგილზეა. საქართველო რეიტინგში უსწრებს, ისეთ მოწინავე ეკონომიკებს, როგორიცაა ჩინეთი, სინგაპური, ავსტრალია, ისრაელი, საბერძნეთი, მალტა, ჩილე, კვიპროსი და ა.შ.

რეიტინგში საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება.

ცნობისათვის GSC index 2013-ის მიხედვით, (რომელიც 2013 წლამდე პერიოდს ასახავს) საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ჩამორჩენილ, 95-ე ადგილზე იყო პაპუა ახალ გვინეასა (94-ე) და ნეპალს (96-ე) შორის, დღეისთვის კი სარეიტინგო პოზიცია 58 ადგილით აქვს გაუმჯობესებული” - ნათქვამია დოკუმენტში.

საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი 2020 წლის „კეთილდღეობის ინდექსშიც“ დააფიქსირა, შეფასების 100%-ანი სკალიდან 61.8%-ი მიიღო. „კეთილდღეობის ინდექსს“ ცნობილი ბრიტანული თინქ თენქი, ლეგატუმის ინსტიტუტი აწარმოებს 2007 წლიდან.

„2020 წელს საქართველო კეთილდღეობის მსოფლიო რეიტინგში ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება.

„აღსანიშნავია, რომ წელს ამ სარეიტინგო გამოკვლევაში საქართველომ ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული აღიარება მოიპოვა. ანგარიშში საქართველოს სპეციალური თავი მიეძღვნა. კერძოდ, ჩვენი ქვეყანა ღია აღმშენებლობის, მდგრადი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკების მიღწევებს შორის პროგრესის ყველაზე დამაჯერებელ უახლეს მაგალითად დასახელდა. კვლევაში გაანალიზებულია საქართველოს მიღწევები სიღარიბის შემცირების, თავისუფალი ვაჭრობის, საგადასახადო და ეკონომიკური ლიბერალიზაციის, ინვესტორთა დაცულობის მიმართულებით.

„ასეთი წარმატება ხაზს უსვამს, თუ როგორ შეუძლიათ ერებს შექმნან გზები სიღარიბიდან კეთილდღეობისაკენ, შექმნან ეკონომიკა, რომელიც კარგად იმართება და მდგრადია შოკების მიმართ, სადაც ხალხი გრძნობს საკუთარ ინტერესებს და კონკურენტუნარიანია საერთაშორისო დონეზე“- აღნიშნულია დასკვნის სახით ანგარიშში.

მიუხედავად ასეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებისა, საქართველო ჯერ კიდევ რჩება საშუალო შემოსავლიანი სტატუსის ქვეყნად, თუმცა ამ მიმართულებითაც განიცადა პროგრესი. ბოლო 8 წელიწადში საქართველომ მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით, დაბალი საშუალო შემოსავლის ჯგუფიდან მაღალი საშუალო შემოსავლის ჯგუფში გადაინაცვლა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, 2012 წელთან შედარებით 60%-ით გაიზარდა და მიმდინარე ფასებში 15 000 საერთაშორისო დოლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ ამ მაჩვენებლით ევროპასა და აზიაში საშუალო შემოსავლის ჯგუფის ქვეყნებს შორის საუკეთესო ოცეულში მე-14 პოზიციაზე ვართ. გაუმჯობესდა ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი და ამ ინდიკატორითაც მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში ვართ საშუალოშემოსავლიანი ჯგუფის ქვეყნებს შორის. საქართველოს ერთი საფეხური აშორებს უმაღლესი საკრედიტო რეიტინგის მისაღებად და მხოლოდ ორი საფეხური - საინვესტიციო რეიტინგის მოსაპოვებლად, რისი მიღწევაც უახლოეს წლებში სავსებით რეალისტურია” - ნათქვამია დოკუმენტში.

პრესის თავისუფლების ინდექსში ბოლო რვა წლის განმავლობაში, 104-დან მე-60-ზე გადავინაცვლეთ, რადგან წარსულს ჩაბარდა დრაკონული რეგულაციები, რითაც ხელისუფლება ტელევიზიებს აკონტროლებდა და არც ახლის გახსნის უფლებას იძლეოდა. მედია გახდა პლურალისტური, მრავალფეროვანი, ხელმისაწვდომი.

ზედიზედ მესამე წელია, მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ორგანიზაციისა და ვაშინგტონის წამყვანი ანალიტიკური ცენტრის - „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ კვლევის თანახმად, საქართველოს სასამართლო სისტემა, ეფექტიანობით, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-18 პოზიციაზეა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში, პირველ ადგილს იკავებს. იმავდროულად, სასამართლოს დამოუკიდებლობის, სასამართლო პროცესების ხარისხის და სასამართლოს მიუკერძოებლობის პარამეტრებით, საქართველოს სასამართლო სისტემა უსწრებს ესპანეთს, იტალიას, პოლონეთს, ხორვატიას, ჩეხეთს, უნგრეთს, მალტას, ლატვიას, საბერძნეთს, კვიპროსს, რუმინეთს, ბულგარეთს, სლოვაკეთს და სლოვენიას.

„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგის“ მიხედვით, საქართველო, საზოგადოების დაცულობის მაჩვენებლით, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-16 ადგილზეა, ხოლო ორგანიზებული დანაშაულისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში 25-ე ადგილზე, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი, მე-14 პოზიციას იკავებს, მაშინ როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, 2012 წელს, ამ პარამეტრში 75-ე ადგილით, მსოფლიოს ყველაზე მაფიოზური ქვეყნების ჯგუფს მივეკუთვნებოდით” - ნათქვამია დოკუმენტში.

აქვე აღნიშნულია, რომ ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტს მიერ მსოფლიოს 163 ქვეყნისთვის დათვლილი გლობალური მშვიდობის ინდექსით ნაცმოძრაობის დროს საქართველო თითქმის ყოველთვის ბოლო ოცეულში იყო.

„ქართულმა ოცნებამ“ ეს მაჩვენებელი 44 ადგილით გააუმჯობესა და ქვეყანამ 95-ე ადგილზე გადაინაცვლა. 2020 წლის „მსოფლიო მშვიდობის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო მშვიდობიანობის გრძელვადიანი გაუმჯობესებით, მსოფლიოში მეორე ადგილზეა, ხოლო 2020 წლის „სახელმწიფოებრივი სიმყიფის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო სახელმწიფოებრივი მდგრადობის გრძელვადიანი გაუმჯობესებით, მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მოხვდა და ევრაზიის კონტინენტზე პირველ ადგილზე გავიდა“ - ვკითხულობთ დოკუმენტში.

სრულიად შეიცვალა მართლმსაჯულება, რომელიც თანდათანობით დამოუკიდებელ ინსტიტუციად ყალიბდება. მისი პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების პრაქტიკა დასრულდა. წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ მხოლოდ ქონებრივ დავებზე ათასობით საჩივარი დაიწერა, რომელთა ნაწილის დასაკმაყოფილებლადაც ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი დაიხარჯა“

2012 წლიდან დღემდე, მართლმსაჯულების სისტემაში:

- ექვსჯერ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, და დავიწყებას მიეცა 99%-იანი გამამტყუნებელი განაჩენების ყოვლად სამარცხვინო პრაქტიკა;

- თითქმის განახევრდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი;

- 160%-ით გაიზარდა არასაპატიმრო სასჯელის - ჯარიმის გამოყენების მაჩვენებელი;

- 70 %-ით შემცირდა არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რიცხვი;

- 35-ჯერ გაიზარდა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის სასჯელის ზომად გამოყენების მაჩვენებელი;

- 25 ათასით შემცირდა იმ პირთა რაოდენობა, რომელთაც საერთო სასამართლოების მიერ დაეკისრათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა;

- სამჯერ შემცირდა ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი;

- 200-ჯერ გაიზარდა პოლიციის წინააღმდეგ საჩივრების დაკმაყოფილების მაჩვენებელი;

- 11-ჯერ შემცირდა საქართველოდან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა“ - ვკითხულობთ დოკუმენტში.

რაც შეეხება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასა და საგარეო ურთიერთობებს, „დასავლური ინტეგრაციის პროცესის არნახული ზრდის პარალელურად „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფა

„მომზადდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP), შევუერთდით ნატოს რეაგირების ძალებს (NRF), გაიხსნა ნატოს საწვრთნელი ცენტრი, მოხდა ფრანგული ანტისაჰაერო სისტემის პირველი პაკეტის შესყიდვა და გაფორმდა კონტრაქტი შემდგომ შესყიდვაზე, მოგვყიდეს ჯაველინები, რაც მხოლოდ ამერიკის სტრატეგიული პარტნიორების პრივილეგიას წარმოადგენს, საქართველოში იმართება ყოველწლიური ფართომასშტაბიანი წვრთნები (NATO-ს და მოკავშირე ქვეყნებთან ერთად).

დღეს ცნობილი გახდა, რომ პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან წერილი გამოაქვეყნა.

ყველა სიახლე

ზურაბ ქადაგიძე

18 სექტემბერი 2026, 19:22

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: გახარიას პარტიის აკრძალვის საფუძველი არსებობს, რადგან მისი ლიდერი სხვა ქვეყანაშია და შესაძლოა, უცხო ძალებმა ის საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ

„ნაციონალური მოძრაობა“, ერთიანად თუ ინდივიდუალური სახით, არის ისტორიის ის ბნელი ფურცელი, რომელიც უნდა გადაიშალოს და დავიწყებას მიეცეს. ამავდროულად, იყოს მაგალითი იმისა, თუ როგორი არ შეიძლება იყოს ხელისუფალი და როგორი ხელისუფლება არ უნდა აირჩიოს ხალხმა“, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ მედიასთან საუბრისას.

ემანუელ მაკრონი

18 სექტემბერი 2026, 19:14

მსოფლიო

მაკრონი: რუსეთის მიზანი ჩვენი დაშინება და უკრაინელების მხარდაჭერის პროცესის ჩაშლაა, თუმცა შედეგი საპირისპირო იქნება - ჩვენ ვერ დაგვაშინებენ, რადგან ვიცით, რომ უკრაინაში წყდება ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოების ბედი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ელისეს სასახლეში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროპაში რუსეთის მხრიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე შექმნილი ვითარება „სერიოზულია“ და მოითხოვს განსაკუთრებულ „სიფხიზლეს“.

ზურაბ პატარაძე

18 სექტემბერი 2026, 19:09

რეგიონი

ზურაბ პატარაძე: დღეს აჭარის მომავლის ახალი ისტორია იწერება - ბათუმში ახალი 21-ე საჯარო სკოლა გაიხსნა

მათივე განცხადებით, ახალი №21 საჯარო სკოლა გახსნა სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა მიულოცეს.

ირაკლი კობახიძე

18 სექტემბერი 2026, 19:00

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ ეს შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე, სახელწოდებით „მდგრადი განვითარების მიზნების მომენტი 2026“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

18 სექტემბერი 2026, 18:56

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მდგრადი განვითარება ნიშნავს ისეთი ქვეყნის მშენებლობას, რომელიც ყველა მოქალაქეს სთავაზობს ჯანსაღ, უსაფრთხო და ღირსეულ ცხოვრებას, რომელიც ეკონომიკურ ზრდას ყველასთვის შესაძლებლობად გარდაქმნის, იცავს ბუნებრივ რესურსებს და სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები ეფექტიანად და გამჭვირვალედ ფუნქციონირებენ

ჩვენთვის მდგრადი განვითარება ნიშნავს ისეთი ქვეყნის მშენებლობას, რომელიც ყველა მოქალაქეს სთავაზობს ჯანსაღ, უსაფრთხო და ღირსეულ ცხოვრებას, რომელიც ეკონომიკურ ზრდას ყველასთვის შესაძლებლობად გარდაქმნის, იცავს ბუნებრივ რესურსებს და სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები ეფექტიანად და გამჭვირვალედ ფუნქციონირებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე, სახელწოდებით - „მდგრადი განვითარების მიზნების მომენტი 2026“ განაცხადა.

ემანუელ მაკრონი

18 სექტემბერი 2026, 18:50

მსოფლიო

რუსული საფრთხის გაძლიერების ფონზე მაკრონმა მთავრობას კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის გეგმის შემუშავება დაავალა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარასკევს გამოაცხადა, რომ მთავრობას „კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის გეგმის“ შემუშავება დაავალა.

ეკა სეფაშვილი

18 სექტემბერი 2026, 18:48

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი ბახმაროს სემინარზე: ნიკა გვარამია და გირჩი ჯაფარიძე, რომლებიც იმყოფებოდნენ საიდუმლო შეხვედრაზე, სულ მალე გააჟღერებენ ახალ დავალებას, გზავნილს საქართველოს საზოგადოებისთვის - ჩვენ ვიხილავთ რადიკალიზმის, პოლარიზაციის ახალ ტალღას

ნიკა გვარამია და გირჩი ჯაფარიძე, რომლებიც იმყოფებოდნენ ამ საიდუმლო შეხვედრაზე, სულ მალე გააჟღერებენ ახალ დავალებას, გზავნილს საქართველოს საზოგადოებისთვის, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა ბახმაროში გამართული სემინარის შეფასებისას.

ზურაბ ქადაგიძე

18 სექტემბერი 2026, 18:36

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონის ამოქმედებამ გარკვეულ ძალებს შეუზღუდა „შავი ფულით“ სარგებლობა და, შესაბამისად, ქვეყნის ძირგამომთხრელ კამპანიას ვეღარ აწარმოებენ

ქართული FARA ბევრად მსუბუქი და დემოკრატიულია. ის მხოლოდ ადამიანის ინფორმირებულობას ემსახურება და თუ მოექცევი კანონის ფარგლებში, არანაირი დევნა არ გემუქრება, - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ. მან მედიასთან საუბრისას ახსნა, თუ რატომ დუმს რადიკალური ოპოზიცია და არ ხმაურობს იმის გამო, რომ აშშ FARA-ს გამკაცრებას აპირებს.

ალუდა ღუდუშაური

18 სექტემბერი 2026, 18:36

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არიან ძალები, რომლებიც საკუთარ ქვეყანას განიხილავენ, როგორც თავიანთი ვიწროპარტიული მერკანტილური ინტერესების განხორციელების წყაროს

ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად, არ უნდა დაგვავიწყდეს, ქვეყანაში ჯერ კიდევ არიან ძალები, რომლებიც საკუთარ ქვეყანას განიხილავენ, როგორც თავიანთი ვიწროპარტიული მერკანტილური ინტერესების განხორციელების წყაროს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა.

18 სექტემბერი 2026, 18:22

მსოფლიო

Euronews: ევროპის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს (CFR) ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ევროპელების უმეტესობას კვლავ სურს უფრო ძლიერი და ერთიანი ევროპა, თუმცა ამის მიღწევადობაში ეჭვი ეპარება - გამოკითხულთა დაახლოებით 68% განახლების ნაცვლად რეგრესის ნიშნებს ხედავს

ევროპის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს (CFR) ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ევროპელების უმეტესობას კვლავ სურს უფრო ძლიერი და ერთიანი ევროპა, თუმცა ამის მიღწევადობაში ეჭვი ეპარება - გამოკითხულთა დაახლოებით 68% განახლების ნაცვლად რეგრესის ნიშნებს ხედავს, - წერს Euronews-ი.

ალუდა ღუდუშაური

18 სექტემბერი 2026, 18:10

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური „გამჭვირვალობის კანონზე“: ყველა ცდილობს, რომ თავისი გავლენის სფეროები შექმნას, გააძლიეროს, გააფართოოს და ა.შ. ეს არის მსოფლიო პოლიტიკის ნაწილი. მაგრამ არის მეორე საკითხი, როგორი იქცევი შენ - პასუხისმგებლობიანი სახელმწიფო და როგორ ახერხებ ამის დაცვას, პრევენციას და სხვადასხვა ღონისძიებების გატარებას ამის საპასუხოდ

მისი თქმით, გარე ჩარევების მაქსიმალური შეზღუდვისთვის, როგორც აშშ, ასევე, ევროპის წამყვანი ქვეყნები ამ მიმართულებით კანონებს ამკაცრებენ.

შალვა პერანიძე

18 სექტემბერი 2026, 18:09

საზოგადოება

შალვა პერანიძე: სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, როდესაც ყველა დერეფანი შეერთდება, დედაქალაქის მოსახლეობა კომფორტულად და დროულად გადაადგილებას შეძლებს

მე საკრებულოში დიდი დიღმის მაჟორიტარი დეპუტატი ვარ და დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ბასლაინს აღმაშენებლის ხეივანზე და მარშალ გელოვანის გამზირზე, - აღნიშნულის შესახებ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დღევანდელ სხდომაზე, თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა პერანიძემ განაცხადა.

ალუდა ღუდუშაური

18 სექტემბერი 2026, 18:06

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური ახვლედიანის ორგანიზებულ საგანმანათლებლო სემინარზე: თუ გრანტის გადაცემა არ ხდებოდა, განმარტონ რასთან გვქონდა საქმე. ვხედავთ, რომ არ იყო შეთანხმებული სახელმწიფოსთან და აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრანტების შესახებ კანონი არის დარღვეული. თუ ეს არ იყო გრანტი, მაშინ რა იყო?!

თუ გრანტის გადაცემა არ ხდებოდა, განმარტონ რასთან გვქონდა საქმე. ვხედავთ, რომ არ იყო შეთანხმებული და აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრანტების შესახებ კანონი არის დარღვეული, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა „დღის ქრონიკაში“.

დავით სონღულაშვილი

18 სექტემბერი 2026, 18:05

ეკონომიკა

დავით სონღულაშვილი: არაკონდიციური ყურძენი ჯერ არ ჩაბარებულა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა რთველის მიმდინარე პროცესზე, ხარისხზე ორიენტირებული ახალი მიდგომის მნიშვნელობაზე, მევენახეების მიერ შესაბამისი სიმწიფისა და ხარისხის მიღწევის მოლოდინსა და რთველის შედარებით გვიან დაწყების მიზეზებზე ისაუბრა.

18 სექტემბერი 2026, 18:00

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: გარე ძალებისთვის საქართველო ისევ აქტუალურია, არაფერი შეცვლილა გლობალური ინტერესის თვალსაზრისით, მათ საქართველოში არეულობა ისევ და ისევ აწყობთ

„ევროპის ინტერესში შედის, რომ საქართველოზე იყოს შუა დერეფანი, თუმცა ევროპის შიგნით ჩვენ ვხედავთ ასევე გარკვეულ დაჯგუფებას, რომელთაც ეს შუა დერეფანი ნაკლებად აღელვებს. ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირის მხრიდან ორმაგი მიდგომა უკვე ვნახეთ. ერთი მხრივ აკეთებენ რაღაც შეხვედრებს, სადაც საქართველოს არ ეპატიჟებიან, რომელიც დაკავშირუბლობას ეხება, მეორე მხრივ იმ პროექტს, რომელიც საქართველოს ინიციატივით ხორციელდება {შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი} განსაკუთრებულ სტატუს ანიჭებენ, საუბრობენ საქართველოში გადატრიალების აუცილებლობაზე, ღიად თუ ფარულად აფინანსებენ საქართველოში გადატრიალებას. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ევროპის შიგნითაც ერთიანი პოზიცია არ არსებობს.

მარიამ ქვრივიშვილი

18 სექტემბერი 2026, 17:56

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან მივაღწიეთ შეთანხმებას და საქართველო 2027 წელს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის შენობაში უმასპინძლებს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ჩასატარებელ ინოვაციების ფორუმს

მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტის ფარგლებში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან მივაღწიეთ შეთანხმებას და საქართველო 2027 წელს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის შენობაში უმასპინძლებს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ჩასატარებელ ინოვაციების ფორუმს, - ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისში გააკეთა, სადაც ის გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს მასპინძლობს.

დავით სონღულაშვილი

18 სექტემბერი 2026, 17:52

ეკონომიკა

დავით სონღულაშვილი: ღვინის ხარისხის გაუმჯობესება პირდაპირ უკავშირდება როგორც სექტორის განვითარებას, ისე ჩვენი მევენახეების ინტერესებს

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის განცხადებით, კახეთში რთველი აქტიურად მიმდინარეობს და ამ ეტაპზე პიკი ჯერ არ დამდგარა. ამ დროისთვის დაკრეფილი და გადამუშავებულია დაახლოებით 15 000 ტონა ყურძენი. მიმდინარე წელს, საქართველოში მოსალოდნელია ყურძნის რეკორდული მოსავალი და საპროგნოზო მაჩვენებელი დაახლოებით 320 000 ტონას შეადგენს.

მეთიუ უიტაკერი

18 სექტემბერი 2026, 17:45

მსოფლიო

აშშ-ის ელჩი ნატოში ჩეხეთს თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდებს

ჩეხეთმა თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდოს, რათა ნატოს მიერ განსაზღვრულ მიზნებს მიაღწიოს, - განაცხადა ნატოში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტაკერმა.

18 სექტემბერი 2026, 17:43

საზოგადოება

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი: ჩემი ვიზიტი ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ძალიან დროული იყო ინოვაციების სამიტის სამზადისის პროცესში, რომელიც ასევე ქუთაისში გაიმართება გაეროს ტურიზმის ორგანიზაციისა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში, კერძოდ, თუმოში (TUMO). დიდი სიამოვნებით შევხვდი სტარტაპებს, რამაც მოგვცა გარკვეული იდეები და მოსაზრებები ინოვაციების სამიტისთვის, რომელიც ასევე ქუთაისში გაიმართება გაეროს ტურიზმის ორგანიზაციისა (UN Tourism) და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ეგიდით“ - განაცხადა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა შაიხა ნასერ ალ ნუვაისმა.

ნიკოლას სტინბერგენი

18 სექტემბერი 2026, 17:42

ეკონომიკა

J.P. Morgan-ის წარმომადგენელი: მოხარულნი ვართ, რომ რეგიონული მმართველების პირველი მრგვალი მაგიდა თბილისში იმართება სებ-თან თანამშრომლობით

მოხარულნი ვართ, რომ ვიმყოფებით თბილისში, რეგიონული მმართველების პირველ მრგვალ მაგიდაზე. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მთელ რეგიონს ერთად ვკრებთ. თბილისი საოცარი მასპინძელი ქალაქია ამ ღონისძიების დასაწყებად, - განაცხადა J.P. Morgan-ის საჯარო სექტორთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ევროპაში ნიკოლას სტინბერგენმა ეროვნული ბანკისა და J.P. Morgan-ის თანაორგანიზებით გამართულ რეგიონის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე.