მაია ცქიტიშვილი: ყოველთვის ვამბობდით, რომ ბიძინა ივანიშვილს არ აქვს მხოლოდ პოლირიკური ლიდერის ფუნქცია, არამედ აქვს ერთგვარი დამზღვევის ფუნქცია

მაია ცქიტიშვილი
ფოტო: Imedi
დღეისთვის ჩვენი ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია არის დაბალანსებული, არსებობს ყველა ის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ინსტიტუციების გამართულ მუშობას და ყველა ამ ინსტიტუციაშია ჩამოყალიბებულია, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც მართავს ქვეყნას, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ მათ გუნდს ისეთი ძლიერი ლიდერის გარეშე მოუწევთ ქვეყნის მართვა, როგორიც ბიძინა ივანიშვილის.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ბიძინა ივანიშვილს არ აქვს მხოლოდ პოლირიკური ლიდერის ფუნქცია, არამედ მას აქვს ერთგვარი დამზღვევის ფუნქცია. გნებავთ პოლიტიკური თუ საქველმოქმედო საქმიანობით, ის ეხმარებოდა სახელმწიფოს იქ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა. გარკვეული დროის განმავლობაში ეს იყო ფინანსური დახმარება საქველმოქმედო საქმიანობის პროცესში, მაგრამა როდესაც ის 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა, ეს მისი პოლიტიკური ქველმოქმედების აქტი იყო. ის, როგორც ადამიანი, პოლიტიკოსი თავისი რესურსით დაეხმარა ქვეყანას, რომ არსებული ავტორიტარული მმართველობის რეჟიმი, კონსტიტუციაზე დამყარებული იმ დემოკრატიული მმართველობით შეეცვალა, რომელიც დღეს გვაქვს“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან წერილი გამოაქვეყნა.
ყველა სიახლე

13 ივნისი 2025, 10:03
მსოფლიო
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო: ირანში ბუშერის ატომური ელექტროსადგური ისრაელის იერიშების დროს არ დაზიანებულა
ირანის ერთ-ერთი უძველესი ბუშერის ატომური ელექტროსადგური ისრაელის საჰაერო იერიშების დროს არ დაზიანებულა. ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს.

13 ივნისი 2025, 09:54
ჯანდაცვა
პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით, მედიკოსთა საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდები 22 ივლისიდან, საბუთების მიღება კი 17 ივნისიდან დაიწყება
ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს გადაწყვეტილებით, 2025 წლის ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის საბუთების on-line რეგისტრაცია და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის საბუთების მიღება (მისამართი: თბილისი, აკ.წერეთლის 144 ) 17 ივნისიდან დაიწყება, ხოლო გამოცდები 22 ივლისიდან ჩატარდება.

13 ივნისი 2025, 09:49
საზოგადოება
საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, დაკავებულ იქნა ერთი პირი.

13 ივნისი 2025, 09:35
საზოგადოება
ინდოეთში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 317-მდე გაიზარდა
ინდოეთში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 317-მდე გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამოქალაქო საავადმყოფოს პერსონალის საცხოვრებელ ტერიტორიაზე, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდა, 75 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.

13 ივნისი 2025, 09:34
მსოფლიო
„ცაჰალი“: ირანმა ისრაელის მიმართულებით ასზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა
ირანმა ისრაელის მიმართულებით ასზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) წარმომადგენელმა, ბრიგადის გენერალმა ეფი დეფრინმა.

13 ივნისი 2025, 09:32
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მივმართავ ბრიტანეთის საელჩოს, გაასაჯაროოს, ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს
მივმართავ ბრიტანეთის საელჩოს, გაასაჯაროოს, ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

13 ივნისი 2025, 09:22
საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი ინდოეთში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო ინდოელ ხალხს და კოლეგებს სამძიმარს უცხადებენ
ინდოეთის ქალაქ აჰმედაბადში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო ინდოელ ხალხს და კოლეგებს სამძიმარს უცხადებენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.

13 ივნისი 2025, 09:10
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: პოლონეთის პრემიერი და მისი მთავრობის რამდენიმე წევრი გამოირჩევა ანტიქართული განცხადებებით. მათ ვერ მოუნელებიათ, რომ სააკაშვილი არ არის დღეს საქართველოს პირველი პირი, რადგან მათ გარანტირებული ექნებოდათ მეორე ფრონტის გახსნა
პოლონეთის პრემიერი და მისი მთავრობის რამდენიმე წევრი, განსაკუთრებით საგარეო საქმეთა მინისტრი სიკორსკი, გამოირჩევა განსაკუთრებული ანტიქართული განცხადებებით, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. ამ კომენტარით სუბარი გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერის ინიციატივას, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების თაობაზე.

13 ივნისი 2025, 09:07
მსოფლიო
ტრამპის განცხადებით, ირანზე ისრაელის თავდასხმის შესახებ წინასწარ იცოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან წინასწარ იცოდა, რომ ისრაელი ირანს თავს დაესხმებოდა, თუმცა დასძინა, რომ ამერიკა ამ სამხედრო ოპერაციაში არ მონაწილეობს.

13 ივნისი 2025, 09:02
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: არც იმდენი რესურსი გააჩნია დონალდ ტუსკს, რომ თუკი იქნება ვეტო დადებული რომელიმე გადაწყვეტილებაზე, ეს ვეტო დაძლიოს
არც იმდენი რესურსი გააჩნია ტუსკს, რომ თუკი იქნება ვეტო დადებული რომელიმე გადაწყვეტილებაზე, ეს ვეტო დაძლიოს, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. დეპუტატი გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერის ინიციატივას, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების თაობაზე.

13 ივნისი 2025, 08:52
პოლიტიკა
რიმა ბერაძე: ქვეყანაში ხდება ზიზღის ენის დაკანონება, საზოგადოების დაყოფა, პოლარიზება, რაც მიუღებელია თითოეული ჩვენგანისთვის
ხდება ქვეყანაში ზიზღის ენის დაკანონება, საზოგადოების დაყოფა, პოლარიზება, რაც მიუღებელია თითოეული ჩვენგანისთვის, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რიმა ბერაძემ. მისი თქმით, ეს ყველაფერი გარედან არის დაფინანსებული.

13 ივნისი 2025, 08:48
მსოფლიო
BBC: ისრაელის დარტყმებს ირანის გენშტაბის უფროსი ემსხვერპლა
ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ირანის შეიარაღებული ძალების მეთაური, მოჰამედ ბაყერი გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

13 ივნისი 2025, 08:40
პოლიტიკა
იან პრაუდი: დასავლელმა პოლიტიკოსებმა საქართველოში ჩარევა უნდა შეწყვიტონ - უხეში სიმარტივეა იმის თქმა, რომ საქართველო პრორუსულია მხოლოდ იმიტომ, რომ მან უარი თქვა რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნაზე
დასავლელმა პოლიტიკოსებმა საქართველოში ჩარევა უნდა შეწყვიტონ, - წერს ბრიტანელი დიპლომატი იან პრაუდი, რომელიც 4-7 ივნისს თბილისი გამართული ფორუმის შეჯამებას სტატიის სახით აქვეყნებს. როგორც დიპლომატი წერს „უკრაინიზაცია“ არც საქართველოსთვის იქნება კარგი და არც დასავლეთისთვის“.

13 ივნისი 2025, 08:28
საზოგადოება
მეხანძრე-მაშველებმა 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს გარდაცვლილთა მემორიალთან იმყოფებოდნენ. მეხანძრე-მაშველებმა 10 წლის წინ, თბილისში მომხდარი წყალდიდობის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

13 ივნისი 2025, 08:20
საზოგადოება
13 ივნისის სტიქიიდან 10 წელი გავიდა
13 ივნისის ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა. 2015 წლის 13 ივნისს თბილისში მდინარე ვერეს ადიდებას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ორი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ასობით კი დაზარალდა.

13 ივნისი 2025, 08:18
მსოფლიო
მარკო რუბიო: ჩვენ არ ვართ ჩართული ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებში, ჩვენი პრიორიტეტი რეგიონში ამერიკული ძალების დაცვაა
ჩვენ არ ვართ ჩართული ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებში და ჩვენი მთავარი პრიორიტეტი რეგიონში ამერიკული ძალების დაცვაა, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.

13 ივნისი 2025, 08:10
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
13 ივნისს ქუთაისში დღისით +28 და ღამით +18 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ.

13 ივნისი 2025, 08:00
მსოფლიო
ირანის სულიერი ლიდერი: ისრაელი მკაცრ სასჯელს უნდა ელოდოს
„რეჟიმი მკაცრ სასჯელს უნდა ელოდოს. მტრის თავდასხმების დროს არაერთი მეთაური და მეცნიერი დაიღუპა. ამ დანაშაულით სიონისტურმა რეჟიმმა მწარე და მტკივნეული ბედისწერა მოიმზადა საკუთარი თავისთვის და ის აუცილებლად მიიღებს მას“, - აღნიშნა ხამენეიმ.

13 ივნისი 2025, 07:35
მსოფლიო
ირანში ადასტურებენ, რომ ისრაელის იერიშის შედეგად დაღუპულია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური ჰოსეინ სალამი
ისრაელის იერიშის შედეგად, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური ჰოსეინ სალამი დაიღუპა, - ინფორმაცია ირანის რამდენიმე სახელმწიფო მედიამ დაადასტურა. სალამი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო.

13 ივნისი 2025, 06:50
მსოფლიო
ირანული მედიის ინფორმაციით, ისრაელის დარტყმის შედეგად რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსანი დაიღუპა, ვრცელდება ცნობები მშვიდობიანი მოქალაქეების გარდაცვალების შესახებაც
ისრაელის დარტყმის შედეგად, ირანის რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსანი, მათ შორის ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური ჰოსეინ სალამი. დაიღუპა. შესაბამის ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს.