imedi /  12 იანვარი 2021, 00:12 / სანდო წყარო

კახა კალაძე: „ქართული ოცნების“ გუნდში არიან ადამიანები, ვისაც ნაბრძოლი აქვთ, გამოვლილი აქვთ მძიმე წლები და ამიტომ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში არეულობა მოაწყოს

კახა კალაძე

კახა კალაძე

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დიქტატორად იყო ჩამოყალიბებული, მისი მცდელობა დღესაც არის, რომ ქვეყანაში შემოიტანოს დესტრუქცია, არეულობა, მაგრამ დღეს „ქართულ ოცნების“ გუნდში არიან ადამიანები, ვისაც ნაბრძოლი აქვთ, გამოვლილი აქვთ მძიმე წლები და ამიტომ არავის მივცემთ იმის საშუალებას, შესაძლებლობას რომ ქვეყანაში არეულობა მოაწყოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

„არსებობს არჩევნები და არჩევნების გზით, რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ მიიღოს მონაწილეობა, აწარმოოს საარჩევნო კამპანია და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ გადაწყვიტოს, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, რა ფორმით უნდა იყოს წარმოდგენილი. ამას განსაზღვრავს საქართველოს მოსახლეობა და არა რომელიმე სუბიექტი, კრიმინალი უცხო ქვეყნიდან დაპირისპირებებით და გადატრიალების მცდელობით. ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის ნაწილი ეცდება, რაც მათ აწყობს, იმაზე ისაუბროს, თუმცა საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს და ყველაფერი გამოჩნდება სამომავლოდ.

ყველა სიახლე

ბიძინა გიორგობიანი

07 დეკემბერი 2024, 23:49

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაზე: იმედია, სამართალდამცავები დღესვე გაერკვევიან და საჩქაროდ დაადგენენ ამ ვანდალური აქტის ჩამდენ პირებს

იმედია, რომ სამართალდამცავები დღესვე გაერკვევიან და საჩქაროდ დაადგენენ ამ ვანდალური აქტის ჩამდენ პირებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბიძინა გიორგობიანმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმასთან დაკავშირებით.

გია აბაშიძე

07 დეკემბერი 2024, 23:45

პოლიტიკა

გია აბაშიძე: „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას პროვოკაციული ელფერი აქვს, დარწმუნებული ვარ, ეს არაა სამართალდამცველი სისტემიდან გაცემული ბრძანება - ღირსების საკითხია, რომ ეს ამორალური დანაშაული მყისიერად იყოს გამოძიებული

კონსერვატორიასთან „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას პროვოკაციული ელფერი აქვს, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არაა სამართალდამცველი სისტემიდან გაცემული ბრძანება, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

07 დეკემბერი 2024, 23:41

სამართალი

კობა ხაბაზზე თავდასმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრ კობა ხაბაზზე თავდახმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

თამთა მეგრელიშვილი

07 დეკემბერი 2024, 23:33

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაზე: ის ვინც, ასე იქცევა მოქმედებს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რადგან მას სურს ქვეყანაში არეულობა და დაძაბულობა

ვგმობ ასეთ ქმედებას, ჩადენილს თუნდაც კანონიერების დაცვის მიზნით, ვფიქრობ ის ვინც ასე იქცევა მოქმედებს სახელმწიფოს წინააღმდეგ რადგან მას სურს ქვეყანაში არეულობა და დაძაბულობა, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ბესიკის ქუჩაზე „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე დაუდგენელი პირების მიერ თავდასხმის ფაქტზე.

დიმიტრი ხუნდაძე

07 დეკემბერი 2024, 23:32

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმაზე: დიდი ალბათობით მას ჰქონდა მიზანი, რომ მომხდარიყო ზოგადი ვითარების დამძიმება, ესკალაცია და სასპეკულაციოდ დამატებითი ნეგატიური მუხტის შემოტანა

„ვგმობ ნებისმიერ ძალადობას და განსაკუთრებით ისეთს, რაც დღეს ყველამ ერთად ვიხილეთ ჟურნალისტზე ვანდალური თავდასხმის სახით. ამის გამკეთებელი არ არის მხოლოდ კრიმინალი. დიდი ალბათობით მას ჰქონდა მიზანი, რომ მომხდარიყო ზოგადი ვითარების დამძიმება, ესკალაცია და სასპეკულაციოდ დამატებითი ნეგატიური მუხტის შემოტანა. დღეს, რუსთაველის პროსპექტზე ხელოვნურად შექმნილი დაძაბულობა ნოყიერ ნიადაგს ქმნის აგრესიისთვის და კრიმინალისთვის. ეს არ შედის არც ქვეყნის და არც მმართველი გუნდის ინტერესებში. ამ დანაშაულში პირდაპირი თუ ირიბი მონაწილენი არიან ქუჩის აურზაურის ორგანიზატორებიც და მისი წამქეზებლებიც“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ნანა კაკაბაძე

07 დეკემბერი 2024, 23:15

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაზე: ეს სწორედ ქუჩაში მიმდინარე პროცესებს წაადგება და არა იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელსაც ხელისუფლება ატარებს

„თავდასხმა [„ტვ პირველის“] ჟურნალისტზე იმაზე მეტყველებს, რომ არის მხარე, რომლის ინტერესებშიც არის სიტუაციის კიდევ უფრო მეტად დაძაბვა, ესკალაციის კულმინაცია. როდესაც დანაშაული ხდება, ყოველთვის დამნაშავის კვალზე გადიან იმის მიხედვით, თუ ვის შეიძლება აწყობდეს ესა, თუ ის დანაშაული. ამ შემთხვევაში, თავდასხმა ჟურნალისტზე. ხელისუფლებას არ შეიძლება რომ ასეთი რამ აწყობდეს, კიდევ უფრო გაამწვავოს და დაძაბოს საკუთარ მოქალაქეებში ის განწყობები, რომელიც ქუჩაში ხელოვნურად არის შექმნილი. ეს [თავდასხმა] სწორედ ქუჩაში მიმდინარე პროცესებს წაადგება და არა იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელსაც ხელისუფლება ატარებს. ცალსახად ეს არ არის ხელისუფლების ინტერესებში“, - აღნიშნა კაკაბაძემ.

ვლადიმერ ბოჟაძე

07 დეკემბერი 2024, 23:14

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაზე: ეს არის პროვოკაცია, ჩაიდინა მან ვისაც უნდა კიდევ უფრო მეტი რადიკალიზაცია, მეტი დაპირისპირება - სახელმწიფო იმოქმედებს კანონის შესაბამისად

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს პროვოკაციაა.

გიორგი ფუტკარაძე

07 დეკემბერი 2024, 23:11

პოლიტიკა

გიორგი ფუტკარაძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაზე: „იმედი“, როგორც ყოველთვის, ახლაც გმობს ამ ძალადობას. მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, რომ რაც შეიძლება მალე ჩატარდეს გამოძიება, რათა დადგენილი იყვნენ დამნაშავეები

„იმედი“, როგორც ყოველთვის, ახლაც გმობს ამ ძალადობას. მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, რომ რაც შეიძლება მალე ჩატარდეს გამოძიება, რათა დადგენილი იყვნენ დამნაშავეები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ამავე გადაცემის წამყვანმა გიორგი ფუტკარაძემ.

ლევან იოსელიანი

07 დეკემბერი 2024, 23:08

პოლიტიკა

სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცველებს, „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე განხორციელებულ თავდასხმაზე დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება

სახალხო დამცველი აქციაზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

07 დეკემბერი 2024, 23:03

სამართალი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.

07 დეკემბერი 2024, 22:57

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაზე: ჟურნალისტზე თავდასხმა და მითუმეტეს ამ ფორმით, არის ამორალური და ამაზრზენი

„ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით, არ გამიჭირდება იმის თქმა, რომ ჟურნალისტზე თავდასხმა და ამ ფორმით მითუმეტეს, არის ამორალური. არა მხოლოდ დასაგმობი და ცუდია, არამედ ამორალური და ამაზრზენია. მაკა ჩიხლაძეზე ჩემი წარმოდგენები მაქვს, მაგრამ არაფერ შუაშია ამ ფაქტის შეფასებასთან. როდესაც ვნახე ეს კადრები, ყველას ველაპარაკე ვისთანაც შეიძლება ლაპარაკი. ეს [თავდამსხმელი] არ არის პოლიციელი, არც სპეცრაზმელი და მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ესენი არ არიან ჩვენი აქტივის წარმომადგენლები. მინიმუმ ეჭვის დონეზე ვინ რჩება, ვისაც აწყობს არეულობა. ვის აწყობს ახლა სიმშვიდე და ვის აწყობს არეულობა?! მინდა გამოძიებას ვთხოვო, რაც შეიძლება სწრაფ ვადებში დაადგინონ ეს ყველაფერი, მაგრამ ვისაც არეულობა და ე.წ. კარწინკები სჭირდება, იმის გაკეთებულია სავარაუდოდ, მაგრამ ამას გამოძიება სჭირდება“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ირაკლი ქადაგიშვილი

07 დეკემბერი 2024, 22:56

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: თუ გავეცნობით რეკომენდაციებს თავიდან ბოლომდე, ვნახავთ, რომ რეალურად ყველა ფუნდამენტური რეკომენდაცია საქართველოს მხრიდან არის სრულად შესრულებული

თუ გავეცნობით რეკომენდაციებს თავიდან ბოლომდე, ვნახავთ, რომ რეალურად ყველა ფუნდამენტური რეკომენდაცია საქართველოს მხრიდან არის სრულად შესრულებული და თვითონ ისინიც აღიარებენ ამას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით.

კობა ხაბაზი

07 დეკემბერი 2024, 22:54

პოლიტიკა

კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრ კობა ხაბაზს თავს დაესხნენ

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ოფისში უცნობი, ნიღბიანი პირები შეიჭრნენ. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას. ნაცემია ორი ადამიანი, მათ შორის „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი წევრი, კობა ხაბაზი.

07 დეკემბერი 2024, 22:33

საზოგადოება

„ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს პირდაპირ ეთერში მუშაობისას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

„ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეზე თავდასხმა განხორციელდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, საპროტესტო აქციის გაშუქებისას მოხდა, როდესაც ის პირდაპირ ეთერში ერთვებოდა.

ნინო წილოსანი

07 დეკემბერი 2024, 22:31

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: აქციის მონაწილეები დიდ წილად არ არიან ჩვენი ამომრჩევლები, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ისინი არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და ჩემი დიდი პატივისცემა მათ მანამ, სანამ ეს აქცია გადაიზრდება ძალადობრივ ფორმებში

რა თქმა უნდა, პატივს ვცემ თითოეული ჩვენი მოქალაქის გამოხატვის უფლებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.

ნინო წილოსანი

07 დეკემბერი 2024, 22:27

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ამ ქვეყანაში მაიდანი არ მოხდება. „ნაცმაიდანი“ ჩავარდა და ჩავარდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველი ხალხი არის ძალიან ბრძენი. ხალხმა დაინახა, რომ უკრაინაში მაიდანმა არაფერი კარგი მოიტანა უკრაინისთვის

„ამ ქვეყანაში მაიდანი არ მოხდება. „ნაცმაიდანი“ ჩავარდა და ჩავარდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველი ხალხი არის ძალიან ბრძენი. ხალხმა დაინახა, რომ უკრაინაში მაიდანმა არაფერი კარგი მოიტანა უკრაინისთვის. უკრაინა არც ნატო-ს წევრი გახდა, არც ევროკავშირის წევრია, გადაიტანა უმძიმესი ომი 2014 წელს, დაკარგა ტერიტორიები. 2022 წლიდანაც სასტიკ ომშია, სადაც ათიათასობით ადამიანია დაღუპული, 15 მილიონზე მეტი ადამიანია გადაადგილებული ზოგი ქვეყნის შიგნით, ზოგიც გარეთ და ეს არის უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელსაც ტოვებს მისი ხელისუფლება, რომელმაც არჩევნებიც გააუქმა და ფაქტობრივად უვადოდ არის დარჩენილი ამ ქვეყანაში“, - აღნიშნა წილოსანმა.

დონალდ ტრამპი

07 დეკემბერი 2024, 22:14

მსოფლიო

ტრამპი სირიაში განვითარებულ მოვლენებზე: ეს არ არის ჩვენი ბრძოლა, არ უნდა ჩავერიოთ

„აშშ-ს არაფერი უნდა ჰქონდეს საერთო ამასთან [სირიაში განვითარებულ მოვლენებთან]. ეს არ არის ჩვენი ბრძოლა. არ უნდა ჩავერიოთ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა. დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთს, რომელიც ჩართულია უკრაინაში, სადაც 600 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა, როგორც ჩანს, არ შეუძლია შეაჩეროს სირიაში ოპოზიციური ძალების წინსვლა. „სირიაში რუსეთს დიდი სარგებელი არც არასდროს ჰქონია. ნებისმიერ შემთხვევაში, ის, რაც სირიაში ხდება, დიდი არეულობაა, მაგრამ [სირია] არ არის ჩვენი მეგობარი და აშშ-ს არაფერი საერთო უნდა ჰქონდეს ამ სიტუაციასთან“, - დასძინა მან.

დავით კაჭარავა

07 დეკემბერი 2024, 22:08

პოლიტიკა

დავით კაჭარავა ევროკომისიის ანგარიშზე: ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული ჩვენი ყოველი წინგადადგმული ნაბიჯი მათი მხრიდან გამოყენებულია იარაღად და შანტაჟის მექანიზმად

პარლამენტის წევრი, დეპუტატი დავით კაჭარავა ევროკომისიის ანგარიშს აფასებს. მისი თქმით გულდასაწყვეტია, რომ ევროკომისიის ანგარიში ქვეყნისა და ხელისუფლების შანტაჟისთვის გამოიყენება.

გიორგი გამსახურდია

07 დეკემბერი 2024, 22:01

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია სალომე ზურაბიშვილზე: ჩავიდა ახლა ეს მავნებელი ქალი საფრანგეთში, იქნებ აშშ არჩეული პრეზიდენტი, რაიმე სახის დეზინფორმაციით შეცდომაში შევიყვანოო-გამორიცხული თემაა

გიორგი გამსახურდია პარიზში, ხუთი წლის წინ გაჩენილი ხანძრის შემდეგ რესტავრირებული ნოტრ-დამის გახსნის ცერემონიაზე სალომე ზურაბიშვილის ჩასვლას ეხმიანება.

07 დეკემბერი 2024, 21:11

ეკონომიკა

ეკონომიკური ზრდა და Fitch-ის აღიარება - საკრედიტო სააგენტომ ქვეყნის სუვერენული რეიტინგი უცვლელი დატოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

Fitch-მა ქვეყნის სუვერენული რეიტინგი უცვლელად BB დონეზე დატოვა. საკრედიტო სააგენტო Fitch-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში დაბალი ინფლაცია ნარჩუნდება.