11 იანვარი 2021, 23:23 / სანდო წყარო

ბიძინა ივანიშვილი: მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, უკლებლივ ყველა მატერიალური აქტივი, რომლებიც საკრედიტო და სხვა სახის ვალდებულებებით არ არის დატვირთული, დაუყოვნებლივ გადაგვეცა საქველმოქმედო ფონდისთვის

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი

  • თითქმის 30 წელია, ჩვენი ოჯახი ინდივიდუალურად ეხმარება ახლობელი ადამიანების საკმაოდ მრავალრიცხოვან წრეს
  • ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გახარჯული კაპიტალის მოცულობა, ზოგ შემთხვევაში ორჯერ და მეტჯერაც აღემატება ამ კაპიტალით შექმნილი აქტივების დღევანდელ საბაზრო ღირებულებას

„მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, უკლებლივ ყველა მატერიალური აქტივი, რომლებიც საკრედიტო და სხვა სახის ვალდებულებებით არ არის დატვირთული და რომელთა მართვა ფონდს გაუჭირდებოდა, დაუყოვნებლივ გადაგვეცა საქველმოქმედი ფონდისთვის, ერთადერთი პირობით - არც მართვის და არც გასხვისების შემთხვევაში, აქტივებს არ უნდა შეეცვალოთ პროფილი, რადგან მათი დიდი ნაწილი ორდინარული ბიზნეს პროექტები როდია, ისინი დარგის (ზოგიც რეგიონის) განვითარებაზე ორიენტირებული პროექტებია, რომელსაც თანამდევი დადებითი პროცესები უნდა მოყვეს ეკონომიკის სხვადასხვა სეგმენტში, მათ შორის, ტურიზმის დარგში“, - ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ entrepreneur-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, საქველმოქმედო ფონდ „ქართუსთვის“ აქტივების გადაცემის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა.

ჟურნალისტი დაინტერესდა, როგორ შეაფასებდა ბიძინა ივანიშვილი რამდენიმე საერთაშორისო ბიზნეს მედიის, მათ შორის ფორბსის და ბლუმბერგის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომლის თანახმად, მისი ქონება 5,5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ეს არის საკმაოდ მოძველებული, 10-15 წლის წინანდელი მონაცემები და მისთვის არ არის ცნობილი, ბოლო წლებში როგორ ითვლიან.

„ეს, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ მოძველებული, 10-15 წლის წინანდელი მონაცემებია. ფორბსთან, მაგალითად, ათ წელზე მეტია, არ მითანამშრომლია. თავიდან, ჩემი თანხმობით, ისინი სწავლობდნენ კაპიტალის წარმოშობას და მეც არ მქონია პრეტენზია მათ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე, მაგრამ ბოლო წლებში არც კი ვიცი, როგორ და რას ითვლიან, რადგან ინფორმაციას აღარ ვაწვდი. რაც შეეხება Bloomberg–ს, მათთან საერთოდ არ მითანამშრომლია, თუმცა მონაცემებს ეს მედიაც აქვეყნებს” - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


მისივე თქმით, აქტიური ბიზნეს საქმიანობა, პოლიტიკაში შემოსვლამდე დიდი ხნით ადრე დაასრულა, დაახლოებით იმ პერიოდში, როცა პირველი და უკანასკნელი ინტერვიუ მისცა „ვედომოსტს“.

„საქმიანი პრესის წარმომადგენელს კარგად მოგეხსენებათ, რომ არცერთ, არც მცირე და არც დიდ ბიზნესში, მოგების ნახვა, თუ სრულფასოვნად არ ხარ ჩართული მის ადმინისტრირებაში, უბრალოდ შეუძლებელია. ბევრი ფიქრობს, რომ დიდ ბიზნესს სხვა მიდგომები სჭირდება, ხოლო მცირეს - სხვა. არადა, მიდგომებში განსხვავება თითქმის არ არსებობს. თუ ყოველდღიურად არ ხარ ჩართული რისკების შეფასებაში, საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში, არ აკვირდები ბაზრის სპეციფიკას, ტრენდებს, არ იღებ სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს, ასე, ფაკულტატურად ნაკეთები ბიზნესიდან, მხოლოდ წაგება შეიძლება ნახო. ეს აქსიომაა და ნებისმიერი ბიზნესმენი დამეთანხმება ამაში. სხვაზე მიბარებულ ფულს კი, ხშირ შემთხვევაში, რა ემართება, ამაზე, ჩემი და უმსხვილესი შვეიცარული, თითქმის უმწიკვლო საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ბანკის სკანდალური ისტორიაც კარგად მეტყველებს. მაგრად უნდა გაგიმართლოს, დანაკარგებს თუ აცდი. შესაბამისად, ჩემი კაპიტალი ამ წლების განმავლობაში თეორიულადაც ვერ გაიზრდებოდა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

როგორც ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, გახარჯული კაპიტალის მოცულობა, ზოგ შემთხვევაში ორჯერ და მეტჯერაც აღემატება ამ კაპიტალით შექმნილი აქტივების დღევანდელ საბაზრო ღირებულებას. ამის მაგალითად მას სასტუმრო „პარაგრაფი“ მოჰყავს, რომლის შექმნასა და განვითარებაზე 127 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა, მაგრამ მისი საბაზრო ღირებულება დღეს 50-60 მილიონს შორის მერყეობს.

„3 მილიარდი დოლარი, როგორც თავად აღნიშნეთ, საჯაროდ დადასტურებული ინფორმაციით, ფონდმა „ქართუმ“ დახარჯა სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტებში. თუმცა, ჩვენ ოჯახს წილად ხვდა კიდევ ერთი საპატიო მისია, რომლის თაობაზე საჯაროდ არასოდეს გვისაუბრია და თქვენი ეს კითხვა რომ არა, შესაძლოა, არც არასდროს გვესაუბრა. თითქმის 30 წელია, ჩვენი ოჯახი ინდივიდუალურად ეხმარება ახლობელი ადამიანების საკმაოდ მრავალრიცხოვან წრეს. მოგეხსენებათ, უმუშევრობის, გამართული სოციალური და სამედიცინო ინფრასტრუქტურის არარსებობის პირობებში, მითუმეტეს, უფრო ადრეულ წლებში, რა ტიპის გადაულახავ პრობლემებს აწყდებოდა ეს ხალხი, ჯანმრთელობის პრობლემებიდან დაწყებული, საცხოვრისის თუ ელემენტარული საარსებო პირობებით დამთავრებული. ჩვენ, რასაკვირველია შეგვეძლო, ეს ხარჯი საქველმოქმედო ფონდის გავლით გაგვეღო, კანონმდებლობა ამას არ კრძალავდა, მაგრამ ჩემი პრინციპული პოზიცია იყო, რომ ფონდს ეს ხარჯი არ შეხებოდა. არ მსურდა, საზოგადო მიზნებისთვის აკუმულირებული თანხების ხარჯვის პროცესში სუბიექტური ფაქტორი გაჩენილიყო, თუნდაც ფონდის დამფუძნებლის და ერთადერთი შემომწირველის მხრიდან. ფონდს აქვს მკაცრად დადგენილი საწესდებო კრიტერიუმები, რომლებსაც სკურპულოზურად იცავს. ფონდს აქვს რეპუტაცია, რომელიც არცერთ შემთხვევაში არ უნდა შებღალულიყო და გამონაკლისები არ უნდა დაეშვა. ეს დამატებითი თამასა ჩვენ თვითონ დავუწესეთ საკუთარ თავს, ხარჯი ფონდს არ შევახეთ და მას ცალკე ხაზით ვახორციელებდით მთელი ამ წლების განმავლობაში. ამ საკმაოდ მოცულობით ხარჯს თუ დავუმატებთ იმ ფინანსურ რესურსს, რაც პოლიტიკაზე დაიხარჯა, აგრეთვე, ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა დარგის გრძელვადიანი განვითარებისთვის განხორციელებულ პროექტებს, რომლებსაც თქვენ „სოციალური მეწარმეობა“ უწოდეთ და რომლებიც ფონდის განკარგულებაში უკვე გადავიდა, ეს ხარჯი, ჯამურად, დაახლოებით, მილიარდ დოლარს შეადგენს. უნდა ჩაითვალოს თუ არა ეს ხარჯი კლასიკურ ქველმოქმედებად, ამის განხილვაში არ შევალ, ალბათ უფრო არა, ვიდრე კი, მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გახარჯული კაპიტალის მოცულობა, ზოგ შემთხვევაში ორჯერ და მეტჯერაც აღემატება ამ კაპიტალით შექმნილი აქტივების დღევანდელ საბაზრო ღირებულებას. თვალსაჩინოებისთვის სასტუმრო „პარაგრაფი“ კარგი მაგალითია. მის შექმნასა და განვითარებაზე 127 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა, მაგრამ მისი საბაზრო ღირებულება დღეს 50-60 მილიონს შორის მერყეობს. ამიტომ საქველმოქმედო ფონდი ამ ობიექტს საკუთარ აქტივად სწორედ საბაზრო და არა საინვესტიციო ღირებულებით მიითვლის, მიუხედავად იმისა, რომ მასში ჩვენს მიერ ჩადებული ინვესტიცია მინიმუმ ორჯერ აღემატება ამჟამინდელ სარეალიზაციო ფასს. დაახლოებით ამავე მასშტაბის დისპროპორცია იკვეთება „პანორამას“ პროექტში, აქაც, ჩადებული ინვესტიცია ორჯერ აღემატება მის დღევანდელ საბაზრო ფასს. შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი კი, რომელიც რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი დაჯდა და რომლის მშენებლობის გამოც ლამის კაცობრიობის მტრად გამომაცხადეს, კომერციულ პროექტად იმთავითვე არ განიხილებოდა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მის განკარგულებაში კაპიტალის სახით მილიარდნახევარი დოლარი რჩება? ბიძინა ივანიშვილი პასუხობს: „უხეში დათვლით, ასე გამოდის. მისი ერთი ნაწილი 30-31 დეკემბერს უკვე მიიმართა საქველმოქმედო ფონდში და ასახულია იმ სიაში, რომელიც თქვენ მოიპოვეთ და რომლის გამოქვეყნებასაც ამ ინტერვიუსთან ერთად გეგმავთ. რაც შეეხება თანაინვესტირების ფონდის მიერ დაფინანსებულ სხვა ბიზნეს-პროექტებს და ამ პროექტებში განთავსებულ, ნარჩენ კაპიტალს, როდესაც ამ აქტივებს, წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით, საკრედიტო თუ სხვა სახის, ბიზნესურთიერთობებისთვის დამახასიათებელი, ტვირთისგან გამოვათავისუფლებთ, ასევე გადავცემთ საქველმოქმედო ფონდს, ან უძრავი ქონების სახით, ან მოვახდენთ მის რეალიზაციას და ფულად რესურსებს მივმართავთ ფონდში. იგივე ბედი ეწევა ფერწერული ტილოების კოლექციას, რომელიც ასევე ამ ნარჩენი კაპიტალის ნაწილია. კოლექციის ერთი ნაწილი უკვე გაიყიდა, ფული კი ფონდში მიიმართა. როდესაც დანარჩენი ნახატების რეალიზაცია მოხდება, სახსრები ასავე საქველმოქმედო ფონდს გადაეცემა. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მათ რეალიზაციას არ დაველოდოთ და ნაწილი ნამუშევრების სახით გადავცეთ ფონდს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ყველა სიახლე

12 ივლისი 2026, 15:48

რეგიონი

რევაზ სოხაძე: ყველანი მობილიზებული ვართ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრას ის შედეგები, რასაც დღეს თელავში ვხედავთ, და ქალაქი უმოკლეს ვადაში დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს - დეტალურად შევისწავლით მომხდარს და გავატარებთ ყველა აუცილებელ პრევენციულ ღონისძიებას

სერიოზულად არის დაზიანებული ქალაქის ცენტრალური ქუჩა. ამ წუთებში სრულად მობილიზებულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ყველა შესაბამისი უწყება. პროცესში ჩართულია ყველა პასუხისმგებელი სამსახური. ყველანი მობილიზებული ვართ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრას ის შედეგები, რასაც დღეს თელავში ვხედავთ, და ქალაქი უმოკლეს ვადაში დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. რაც შეეხება მომავალს, დეტალურად შევისწავლით მომხდარს და გავატარებთ ყველა აუცილებელ პრევენციულ ღონისძიებას, რათა მსგავსი სტიქიის განმეორების შემთხვევაში მისი შედეგები მაქსიმალურად იყოს მინიმიზებული,“- განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ კახეთში, სტიქიის შედეგების დათვალიერების შემდეგ.

12 ივლისი 2026, 15:46

მსოფლიო

ბრიტანელი პოლიტიკოსის მკვლელობის ბრალდებით 28 წლის კაცი დააკავეს

„ეჭვმიტანილი დიდი ბრიტანეთის თეთრკანიანი მოქალაქე, ამჟამად პოლიციის პატიმრობაში იმყოფება“, - ხაზგასმით აღნიშნეს უწყებაში.

შეიხი ჰამად ბინ ხალიფა ალ თანი

12 ივლისი 2026, 14:50

მსოფლიო

კატარის ყოფილი ემირი გარდაიცვალა

ჰამად ბინ ხალიფა ალ თანი ხელისუფლებაში 1995 წელს, უსისხლო გადატრიალების შედეგად მოვიდა, როდესაც მამამისი ტახტიდან ჩამოაგდო. 2013 წელს მან ნებაყოფლობით თქვა უარი ტახტზე თავისი ვაჟის, თამიმ ბინ ჰამად ალ თანის სასარგებლოდ, რომელიც ამჟამად ​კატარს მეთაურობს.

12 ივლისი 2026, 14:46

სპორტი

ნიკოლოზ კურტანიძე მსოფლიოს 17-წლამდე ძალოსანთა ჩემპიონატის გამარჯვებულია

ნიკოლოზ კურტანიძე კოლუმბიაში გამართული მსოფლიოს 17-წლამდე ძალოსანთა ჩემპიონატის გამარჯვებულია. ქართველმა სპორტსმენმა, რომელიც მძიმე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, აკვრაში - 187, ორჭიდის ჯამში კი 338 კილოგრამი დაძლია და ორი ოქროს მედალი მოიპოვა. ამავე წონით კატეგორიაში ხვიჩა კიწმარიძემ ატაცში - ოქროს, აკვრასა და ორჭიდის ჯამში კი ვერცხლის მედლები მოიგო.

12 ივლისი 2026, 14:43

სპორტი

ფოთში პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლები გაიმართა

რინგზე წარმატებით იასპარეზეს ფოთელმა მოკრივეებმა. ბექა ჭუბაბრიამ საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო ირაკლი ალანიძემ მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლაში დამაჯერებელი გამარჯვება.

12 ივლისი 2026, 14:39

მსოფლიო

ტყის ხანძარს ესპანეთში მსხვერპლი მოჰყვა

სტიქია ძლიერი ქარისა და ცხელი ამინდის გამო სწრაფად ვრცელდება, ხანძარმა 12 ადამიანის სიცოცხლე უკვე შეიწირა. განადგურებულია 6 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი.

12 ივლისი 2026, 14:35

მსოფლიო

საფრანგეთში ტყის ხანძრებთან დაკავშირებით ათობით ადამიანი დააკავეს

ოფიციალური მონაცემებით, 2026 წელს საფრანგეთში ტყის ხანძრებმა, სულ მცირე, 25 ათასი ჰექტარი ფართობი გაანადგურა. ამასთან საფრანგეთის მთავრობამ ჰაერის მაღალი ტემპერატურის ფონზე საგანგებო გეგმა გაააქტიურა იმ დეპარტამენტებში, სადაც მეტეოროლოგიის „წითელი“ განგაშია გამოცხადებული. ასეთი 24 დეპარტამენტია, კიდევ 59 დეპარტამენტში კი განგაშის „ნარინჯისფერი“ ნიშნულია გამოცხადებული. ივნისში სიცხემ 2 ათასზე მეტი ადამიანი შეიწირა.

დონალდ ტრამპი

12 ივლისი 2026, 14:31

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: არჩევნები დღეს ხელახლა თუ ჩატარდება, მე კიდევ უფრო მეტით გავიმარჯვებ

„არჩევნებში სრული უპირატესობით გავიმარჯვე მთელი დემოკრატიული პარტიის წინააღმდეგ და თითქმის 100%-ით ნეგატიური ამბების ფონზე, ამერიკის ოლქების 86% მოვიგე. წარუმატებელი New York Times-ი, უმეცარი CNN-ი, სამივე ყალბი ქსელი - ABC, CBS-ი და NBC - მათი მკითხველების, რეიტინგებისა და მაყურებლების რაოდენობა ეცემა, რადგან საზოგადოება ხვდება, რომ ისინი, როგორც თავიდანვე ვთქვი, ყალბი ამბებია მათ არანაირი სანდოობა არ აქვთ, თორემ შეუძლებელი იქნებოდა ჩემთვის მხოლოდ ცუდი ამბების ფონზე გამარჯვება. არჩევნები დღეს ხელახლა თუ ჩატარდება, მე კიდევ უფრო მეტით გავიმარჯვებ - სინამდვილეში, გაცილებით მეტით! დემოკრატებს არ აქვთ ის, რაც საჭიროა. მათი პოლიტიკა არასწორია და ისინი, ზოგადად სულელები არიან. ისინი კომუნისტები არიან, ისინი სასოწარკვეთილად ჩაძირული გემი არიან და ამის გამო ვერაფერს იზამენ. არაზუსტი, ცრუ სტატიების წერის ნაცვლად, უნდა იყოს დრო, რომ თქვან: „ჩვენ ვნებდებით, ჩვენ ვერ დავამარცხებთ მას, როგორც ჩანს ვერაფერს ვიზამთ“. არის დრო, რომ თქვან: „ტრამპი ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენია“, - წერს ტრამპი.

12 ივლისი 2026, 14:19

საზოგადოება

მთაწმინდის პარკში ნაყინის ფესტივალი მიმდინარეობს

მთაწმინდის პარკი ნაყინის ფესტივალს მასპინძლობს. 17 კომპანია სტუმრებს მრავალფეროვან გემოსა და ახალ პროდუქციას სთავაზობს. წარმოდგენილია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბრენდების პროდუქცია.

12 ივლისი 2026, 14:17

რეგიონი

რა ვითარებაა თელავში, სადაც სტიქიის შედეგებს ებრძვიან - „ქრონიკის“ ჩართვა

თელავში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. წყლის დონემ შედარებით დაიწია და ტერიტორიას წმენდენ. გვიან ღამით, ადიდებულმა თელავის ხედმა წაიღო ხიდი და შეცვლილი კალაპოტით ქუჩაზე მიედინებოდა. დაზიანებული ინფრასტრუქტურა და დატბორილი შენობები.

შიო III

12 ივლისი 2026, 14:16

საზოგადოება

პატრიარქი: ღმერთმა წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ლოცვით გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო

„რაც შეეხება პავლე მოციქულს, ალბათ ზედმეტია იმაზე ლაპარაკი თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მის ეპისტოლეებს ჩვენი რწმენისთვის, ჩვენი სულის ცხონებისთვის. ძვირფასო ძმებო და დებო, როგორც პეტრე მოციქულს უნდა მივბაძოთ, ვეცადოთ და წმინდა პავლე მოციქულსაც უნდა მივბაძოთ წმინდა ჯვრის სიყვარულში და ასევე შევიგრძნოთ ჯვარი უფლისა და ვეცადოთ, რომ არცერთი დღე ჩვენს ცხოვრებაში არ გადიოდეს ქრისტეს ჯვრის გახსენებისა, მისი მნიშვნელობის გააზრების და პირჯვრის გადასახვის გარეშე. ღმერთმა წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ლოცვით გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო“, - განაცხადა პატრიარქმა.

12 ივლისი 2026, 14:09

რეგიონი

„ოქსიგენფესტის“ ფარგლებში რუსთავში მედალოსნების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა

„213 წარჩინებულ ახალგაზრდასთან ერთად, რომელთაც ცხოვრებაში პირველი გამარჯვება და წარმატება უკვე მოიპოვეს, სცენაზე უდიდესი სიამაყის გრძნობით ვიდექი. სწორედ მადლიერების ნიშნად გადასცემს მათ ქალაქი, როგორც ფულად ჯილდოს, ასევე მეხუთე წელია, აი ასეთ ლამაზ საღამოს ვუწყობთ. ჩვენი სურვილია, რომ მომავალში მათ კიდევ უფრო მეტი მოტივაცია ჰქონდეთ და აქტიურად გააგრძელონ წარმატებისკენ სვლა“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

დონალდ ტრამპი და ლინდსი გრემი

12 ივლისი 2026, 13:30

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ლინდსი გრემი იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადამიანი და სენატორი, რომელსაც ვიცნობდი

„ის ყოველთვის მუშაობდა და ნამდვილი ამერიკელი პატრიოტი იყო. ლინდსი ძალიან მოგვაკლდება. დაკრძალვის შესახებ დეტალები და ინფორმაცია მოგვიანებით გამოცხადდება“, - დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social.

12 ივლისი 2026, 13:15

რეგიონი

მომსახურების სააგენტო: განვითარებული სტიქიური მოვლენებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო, 13 ივლისს თელავში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა არ ჩატარდება

„მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები მძღოლობის კანდიდატებს ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან და გამოცდის ახალ თარიღს შეუთანხმებენ. პრაქტიკული გამოცდის განახლებისა და სააგენტოს სხვა მომსახურებებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით ვაცნობებთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პრინცი ჰარი

12 ივლისი 2026, 13:04

ტაბლოიდი

ჩარლზ III პრინც ჰარისა და მის ოჯახს შეხვდა

მიუხედავად იმისა, რომ სასახლეში შეხვედრის დეტალებსა და მის ხანგრძლივობაზე კომენტარს არ აკეთებენ, არსებული ინფორმაციით, შეხვედრას დედოფალი კამილაც ესწრებოდა. Vanity Fair-ის წყარო იტყობინება, რომ საზოგადოებისთვის არანაირი ფოტო არ გასაჯაროვდება, პრინცმა ჰარიმ კი მეფე ჩარლზი დაარწმუნა, რომ ოჯახურ შეხვედრაზე საჯაროდ არ ისაუბრებს.

12 ივლისი 2026, 12:33

რეგიონი

ზურაბ პატარაძე ხინოს მამათა მონასტერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ხინოს მონასტრის რეაბილიტაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო რამდენიმე ეტაპად ახორციელებს. პირველ და მეორე ეტაპზე ნაეკლესიარზე განხორციელდა საკონსერვაციო სამუშაოები, რაც არსებული ისტორიული კედლების გამაგრებასა და გაწმენდას ითვალისწინებდა. ამჟამად მიმდინარეობს მესამე ეტაპი, რომლის ფარგლებში ტაძრის აღდგენითი სამუშაოები ხორციელდება. დასრულებულია ფასადის მოპირკეთება, მოწყობილია გუმბათი და შესრულებულია გადახურვის სამუშაოები. დარჩენილია შიდა ინტერიერის მოწყობა. პარალელურად მზადდება ტაძრის სამრეკლოსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის საპროექტო დოკუმენტაცია. სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულად დასრულება 2027 წლისთვის არის დაგეგმილი.

12 ივლისი 2026, 12:13

რეგიონი

ბათუმში, შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალზე, მსმენელის წინაშე სოულის სუპერვარსკვლავი, ამერიკელი არტისტი ერიკ ბენე წარდგა

ფესტივალს დღეს მსოფლიოში ცნობილი და გრემის მრავალგზის ნომინანტი ჯგუფი "გოსთ ნოუთი" დახურავს. ჯაზფესტივალი მსოფლიო დონის არტისტებსა და ჯაზის მოყვარულებს ზღვისპირა ქალაქში ყოველწლიურად აერთიანებს და აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება

12 ივლისი 2026, 12:13

მსოფლიო

ირანმა სპარსეთის ყურეში ამერიკულ ობიექტებს შეუტია

ირანმა სპარსეთის ყურის ქვეყნებში აშშ-სთან დაკავშირებულ სამიზნეებზე დარტყმების შესახებ განაცხადა. ირანული მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებებში ნათქვამია, რომ ბალისტიკური რაკეტები კატარში მდებარე ალ-უდეიდის სამხედრო ბაზის მიმართულებით გაუშვეს, რომელსაც ამერიკელი სამხედროები იყენებენ. კატარის ხელისუფლებამ ირანული რაკეტების გადაჭერისას სამი ადგილობრივი მცხოვრებლის დაშავების შესახებ განაცხადა, რომელთა შორის ერთი ბავშვია.

12 ივლისი 2026, 11:54

სამართალი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 4 კილოგრამი ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და ზურგჩანთის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 4 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

12 ივლისი 2026, 11:51

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ გადასახადისთვის თავის არიდებისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდებისთვის ძებნილი პირი დააკავეს.