ირაკლი შოთაძე: გარკვეული მიმართულებებით შესაძლებელია და დისტანციური პროცესები უნდა შენარჩუნდეს

ირაკლი შოთაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ჩვენ დავინახეთ, რომ გარკვეული მიმართულებით დისტანციურად პროცესების გამართვა შესაძლებელი ყოფილა, - ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
შოთაძის თქმით, ძალიან მიშვნელოვანია საკითხი სამომავლოდ საკანონმდებლო კუთხით ისე დარეგულირდეს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელებასთან მიმართებით კითხვის ნიშნები არ დარჩეს.
„ჩვენ დავინახეთ, რომ გარკვეული მიმართულებით დისტანციურად პროცესების გამართვა შესაძლებელი ყოფილა. ვფიქრობ, რომ როდესაც პანდემია დასრულდება და იმედია, ეს ყველაფერი 2021 წელს მოხდება, გარკვეული მიმართულებებით შესაძლებელია და უნდა შენარჩუნდეს დისტანციური პროცესები, ვინაიდან, ეს შესაძლებლობას მოგვცეს, დავზოგოთ, როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსი, შესაბამისად, უნდა ვუზრუნველვყოთ სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულება. ვფიქრობ, დისტანციური პროცესების გამართვასთან დაკავშირებით ყველა მხარის პოზიცია უნდა იყოს გათვალისწინებული, უპირველეს ყოვლისა, ბრალდებულების. ძალიან მიშვნელოვანია ეს ყველაფერი საკანონმდებლო კუთხით ისე დარეგულირდეს მომავალში, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელებასთან მიმართებით კითხვის ნიშნები არ დარჩეს. პირადად, მომავალში ვხედავ პოტენციალს რიგი მიმართულებებით, რათა ეს პროცესები გაიმართოს, ეს იქნება, თუნდაც საპროცესო შეთანხმების დამტკიცება, ან რიგი პროცესები, სადაც ყველა მხარე შევთანხმდებით, რომ შესაძლებელია დისტანციური პროცესები გაიმართოს. ვფიქრობ, ამით როგორც სასამართლო, ისე პროკურატურა, დაცვის მხარე და მთლიანად სისტემა, ძალიან დიდ რესურს დაზოგავს. ამ მიმართულებით ჩვენ მუშაობის გაგრძელებას მომავალშიც ვაპირებთ“, - განაცხადა შოთაძემ.
ყველა სიახლე

23 იანვარი 2021, 21:13
საზოგადოება
ნინო ლომჯარია: ადამიანისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში არ ჯდება
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ბათუმში, აქციაზე მომხდარ ინციდენტს Facebook-ზე გამოეხმაურა. „გამოხატვის თავისუფლებით დაცული არ არის პროტესტის გამოხატვის ისეთი ფორმა, რაც არღვევს პირის ფიზიკურ ხელშეუხებლობას და უსაფრთხოებას. პირისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში! არ შეიძლება ძალადობის წახალისება ან გამართლება!“ – წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.

23 იანვარი 2021, 21:13
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: რადიკალური სცენარი არ გამოუვათ
„მოლაპარაკებების მეხუღე რაუნდი მათზეა დამოკიდებული, ჩვენ მზად ვართ, ოღონდ ვილაპარაკოთ საქმეზე და არა იმაზე, რა უნდა მიხეილ სააკაშვილს. მის ჭკუაზე აღარ ივლის ეს ქვეყანა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

23 იანვარი 2021, 20:50
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე ალეკო ელისაშვილის მხრიდან პოლიტპატიმრების საკითხის წამოჭრას რადიკალური ოპოზიციის გავლენას უკავშირებს
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე „მოქალაქეების“ ლიდერის მხრიდან პოლიტპატიმრების თემის წამოჭრას რადიკალური ოპოზიციის გავლენას უკავშირებს და ამაში მისი დაბულინგების ნიშნებს ხედავს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

23 იანვარი 2021, 20:44
სამართალი
პროკურატურამ თელავში მომხდარი განზრახ მკვლელობისა და მცდელობის ფაქტზე ბრალდება ერთ ადამიანს წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განზრახ მკვლელობისთვის ჯ.ა.-ს ბრალდება წარუდგინა.

23 იანვარი 2021, 20:34
პოლიტიკა
ევროპარლამენტი ახალ რეზოლუციებში საქართველოს მიმართ ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს
2021 წლის 20 იანვარს ევროპარლამენტმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა და უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ რეზოლუციები მიიღო. რეზოლუციებში ევროპარლამენტი ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით, რითიც არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს.

23 იანვარი 2021, 20:34
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: თუ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაიფიქრა და აღარ არის რადიკალურად განწყობილი, მზად ვართ, მათაც ველაპარაკოთ ნებისმიერ ლეგიტიმურ თემაზე
„თუ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რაღაც ვერ გაიგო; გადაიფიქრა; აღარ არის რადიკალურად განწყობილი და რევოლუცია არ არის მისი ერთადერთი გზა და მიზანი, მათაც დაველაპარაკებით, რადგან მათაც ჰყავთ საკმაო რაოდენობის ამომრჩეველი. მზად ვართ, მათაც ველაპარაკოთ ნებისმიერ ლეგიტიმურ თემაზე“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

23 იანვარი 2021, 20:28
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს მართავს
მაკა ბოჭორიშვილმა, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა ევროპარლამენტის საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარესთან მარინა კალიურანდთან, ევრონესტის დელეგაციის ხელმძღვანელთან ანდრიუს კუბილიუსთან, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან ზელიანა ზოვკოსთან, საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელთან სვენ მიკსერთან და ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან.

23 იანვარი 2021, 20:20
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: როდესაც ჰალსტუხს გააქანებ პირისკენ, შემდეგ კიევში დაჯდები და ჭკუას გვასწავლი ცოტა არ იყოს უხერხულია
ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე ქვეყნისთვის იყო სამარცხვინოდ ნაწარმოები. ჩვენი მიზანი იყო ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ჯარის სიმართლის მტკიცება სტრასბურგში პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა POSTV-ის ეთერში მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წლის 10 აგვისტოს გამოცემულ ბრძანებაზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რომ 10-ში დილით ჩვენი ჯარისკაცები იქ უკვე აღარ იყვნენ.

23 იანვარი 2021, 20:07
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: ცანცარები, როგორც ტელეფონით მართავდნენ ომს, ასე ჰქონდათ მტკიცებულებები, ომის არქივი შექმნილი, ანუ რეალურად არ ჰქონდათ
„სააკაშვილი მუდმივად შეშინებული კაცის პოზიციიდან ლაპარაკობს. რატომ და რისი ეშინია, ეს მან უნდა აგვიხსნას, იმიტომ რომ ფიქრობს, თუკი თავს დაგვესხმება, ამით საკუთარ სიმართლეს უკეთესად დაამტკიცებს“, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა POSTV-ის ეთერში განაცხადა.

23 იანვარი 2021, 20:03
რეგიონი
„საზოგადოება ბათომი“ და „დაიცავი ბათუმის ბულვარის“ წევრები: კატეგორიულად ვემიჯნებით ძალადობას
„საზოგადოება ბათომი“ და „დაიცავი ბათუმის ბულვარის“ წევრები, კატეგორიულად ვემიჯნებით ძალადობას. აქვე ავღნიშნავთ, რომ ფაქტს არ აქვს კავშირი მის ორგანიზატორებთან“, - ამის შესახებ ორგანიზაციის განცხადება Facebook-ზე გამოქვეყნდა.

23 იანვარი 2021, 19:46
მსოფლიო
მოსკოვში აქციაზე დაკავებული იულია ნავალნაია გაათავისუფლეს
მოსკოვში საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსეი ნავალნის მეუღლე ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. ამის შესახებ რადიო „ეხო მოსკვი“ იტყობინება. იულია ნავალნაია დღეს სამართალდამცველებმა პუშკინის მოედანზე მისვლისთანავე დააპატიმრეს. პოლიციის განყოფილებაში მან რამდენიმე საათი დაჰყო.

23 იანვარი 2021, 19:32
მსოფლიო
ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში დონალდ ტრამპის უშაქრო კოკა-კოლის წითელი ღილაკი გააუქმა
თეთრი სახლის ოვალური ოფისის მთავარი ე.წ. რეზოლუტის მაგიდიდან გაქრა წითელი ღილაკი, რომლის მეშვეობითაც დონალდ ტრამპისთვის დიეტური კოკა-კოლა მოჰქონდათ, - ამის შესახებ The Hill წერს. ღილაკი მაგიდაზე დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ გაჩნდა. ღილაკზე დაჭერის შემდეგ თეთრი სახლის მომსახურე პერსონალს ტრამპისთვის დიეტური კოკა-კოლა მიჰქონდა.

23 იანვარი 2021, 19:25
რეგიონი
ირაკლი ჩავლეიშვილი მასზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობას „ნაციონალურ მოძრაობას“ აკისრებს
უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი დეპუტატი ირაკლი ჩავლეიშვილი ბათუმის ბულვარში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას „ნაციონალურ მოძრაობას“ აკისრებს. „ბულვარის მიტაცება ახლა არ დაწყებულა. ეს დაიწყო წინა ხელისუფლების დროს და გრძელდება. მე მაშინაც ვაპროტესტებდი და ახლაც ვაპროტესტებ. ლევან ვარშალომიძე, ლევან ანთაძე, გიორგი კირთაძე ხელისუფლებაში იყვნენ და დღეს რა პირით მოდიან და აპროტესტებენ.

23 იანვარი 2021, 18:59
კულტურა
დღეს ეროვნული კინოცენტრი „სიმინდის კუნძულის“ ონლაინჩვენებას გამართავს
23 იანვარს, 22:00 საათზე ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბი გიორგი ოვაშვილის ფილმს, „სიმინდის კუნძული" ონლაინ აჩვენებს. ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც მან მოიპოვა ფესტივალის მთავარი ჯილდო „ბროლის გლობუსი" და ეკუმენური ჟიურის პრიზი.

23 იანვარი 2021, 18:49
COVID19
დღე-ღამეში მსოფლიოში 9 317 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 2 092 062 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 96 658 420 ადამიანი დაინფიცირდა. მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 390 951 შემთხვევა გამოვლინდა, 9 317 ადამიანი კი COVID-19-ს ემსხვერპლა.

23 იანვარი 2021, 18:41
პოლიტიკა
თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: ეს ის კაცია, მეჯვრისხევის ქუჩაზე გორში რომ ხოხავდა
მიხეილ სააკაშვილი არის ჩვენი ყოფილი მთავარსარდალი, როგორიც დიდი იმედი მაქვს არასოდეს აღარ ეყოლება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ჯარისკაცებს მომავალში. ეს ისევ ის კაცია, რომელმაც ადამიანები, რომლებიც ბრძოლის ველზე დაეცნენ, ტერიტორიული მთლიანობისთვის და აგრესორთან ბრძოლაში, მიატოვა დაჭრილები, გარდაცვლილები და თავად გამოიქცა. ის საზღვარზე იდგა რიგში, რომ ქვეყანა დაეტოვებინა და რომ არა ჩვენი ხანდაზმული პატრიარქი, ალბათ ჩვენ მიწასაც ვერ მივაბარებდით იმ ადამიანებს, ვინც გმირულად დაეცა,- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და ამჟამად პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

23 იანვარი 2021, 18:22
COVID19
აზერბაიჯანში კორონავირუსის 162 შემთხვევა გამოვლინდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 162 ადამიანს გამოუვლინდა, 705 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 8 კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

23 იანვარი 2021, 17:59
ტაბლოიდი
ბერნი სანდერსმა თავისი ცნობილი ფოტო ტანსაცმელზე დაიტანა და ქველმოქმედებისთვის ყიდის
ბერნი სანდერსმა, ფოტო, რომელიც ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე გადაუღეს და რომელმაც, ბოლო დღეებია, სოციალური ქსელის მომხმარებლები გაახალისა, ტანსაცმელზე დაიტანა და ქველმოქმედებისთვის ყიდის. სვიტერი, რომელზეც სანდერსია გამოსახული, სენატორმა ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. სამოსის ღირებულება 45 დოლარია და მისი გაყიდვიდან მიღებული თანხის 100% ვერმონტში მცხოვრებ მოხუც და გაჭირვებულ ხალხს მოხმარდება.

23 იანვარი 2021, 17:45
COVID19
4 თებერვლიდან ბულგარეთი კორონავირუსთან დაკავშირებულ შეზღუდვებს ნაწილობრივ შეამსუბუქებს
ბულგარეთი კორონავირუსთან დაკავშირებულ შეზღუდვებს 4 თებერვლიდან შეამსუბუქებს, თუმცა რესტორნები ინფექციის ახალი ვარიანტის გამო დახურული დარჩება. შეზღუდვები, რომლებმაც კოვიდინფექციის გავრცელება შეამცირდა, ნოემბრიდან არის ძალაში.

23 იანვარი 2021, 17:36
საზოგადოება
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში, წალკასთან მიწისძვრა მოხდა. ბიძგები 17:27 საათზე დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.0 მაგნიტუდა შეადგინა.