IMEDI /  15 იანვარი 2021, 23:05 / სანდო წყარო

თენგიზ ცერცვაძე: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე ბიძინა ივანიშვილმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო

თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე

დღემდე არ ვიცი ეს იყო ბედნიერი დამთხვევა თუ კიდევ ერთი გამოვლენა, მისი სერიოზული ნიჭისა და უნარის მოვლენების წინასწარ განჭვრეტის, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ POSTV-ს ეთერში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ბიძინა ივანიშვილის როლზე საუბრისას განაცხადა.

„ასეთი ვითარება იყო 2013 წელს, მაშინ არ არსებობდა პრეპარატი, რომელიც C ჰეპატიტს განკურნავდა. მაშინ იყო ინტერფერონი და განკურნების არანაირი გარანტია არ იყო. მას ჰქონდა გვერდითი მოვლენები. განკურნება ხდებოდა მხოლოდ მესამედ შემთხვევაში. ფაქტობრივად, მაშინ საუბარიც არ იყო, რომ იგონებდნენ პრეპარატს, რომელიც C ჰეპატიტს პროცესში განკურნავს. არჩილ თალაკვაძე მაშინ იყო მინისტრის მოადგილე და კურირებდა პენიტენციურ სისტემას. არჩილ თალაკვაძე გამოირჩეოდა ინოვაციური სურვილით.სულ უნდოდა, რაღაც ახალი მოეძებნა და დაენერგა. ის კარგად გავიდა ამ კვალზე, რადგან ამაზე კარგი სიახლე მაშინ არ იქნებოდა. საპატიმროებში მძვინვარებდა C ჰეპატიტი,ძალიან მაღალი იყო სიკვდილობა. ძალიან ბევრი მომართვა იყო სტრასბურგის სასამართლოში. ვინც მიაღწევდა სტრასბურგის სასამართლომდე, ამისთვის სულხან მოლაშვილის მაგალითი გამოდგება, სასამართლოს გამოჰქონდა განაჩენი, რომ ამ ადამიანებს სახელმწიფომ უნდა უმკურნალოს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, C ჰეპატიტის ელმინაციის პროგრამის განხორციელებაში ასევე დიდი როლი შეასრულა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ. „არჩილ თალაკვაძეს საერთაშორისო კონტაქტები ჰქონდა და მან მოიპოვა გრანტი, რომლითაც შეეძლო დაეფინანსებინა ყველა პატიმრის უფასოდ მკურნალობა, არსებული მედიკამენტებით. მაშინ ესეც დიდი საქმე იყო. გარეთ C ჰეპატიტზე საქართველოში მკურნალობდა მხოლოდ 300-350 ადამიანი, მაშინ როცა 150 ათასი ადამიანი იყო ინფიცირებული. ეს პროექტი რომ დამტკიცებულიყო უნდა გასულიყო მთავრობის სხდომაზე. სოზარ სუბარმა და არჩილ თალაკვაძემ გაიტანეს ეს პროექტი მთავრობის სხდომაზე, სადაც მინისტრების ნაწილი წინაღმდეგი წავიდა. ერთადერთი მიზეზით, რომ ეს შექმნის ძალიან დიდ უხერხულობას და არათანაბარ ხელმისაწვდომობას“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

მისი თქმით, უხერხულობას ქმნიდა ის ვითარება, რომ სახელმწიფო C ჰეპატიტის მკურნალობას სხვა მოქალაქეებს ვერ სთავაზობდა. „მაშინ ბატონმა ბიძინამ თავი შეიკავა, თუმცა პროექტის დამტკიცება სურდა, მაგრამ არ ჰქონდა არგუმენტები მთავრობის წევრების წინააღმდეგ. უთქვამს ასეთი რამ, თენგიზ ცერცვაძემ თუ იცის ამ პროექტის შესახებო, რაზეც სოზარმა და არჩილმა უთხრეს, რომ ალგორითმი ჩვენი კლინიკის გაწერილი იყო. მაშინ ეს საკითხი გადავდოთ და შემდეგ მთავრობის სხდომაზე მოიყვანეთ, რომ მან დამარწმუნოსო“.- გაიხსენა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძე იხსენებს, რომ მეორე მთავრობის სხდომაზეც მინისტრების განწყობა იყო ნეგატიური. „ჩემი არგუმენტი იყო ის, რომ თუკი რაღაც სეგმენტში გაჩნდა რაღაცის გაკეთების საშუალება ეს შანსი არ უნდა დაიკარგოს. თუნდაც ეს არ იყოს გამართლებული ზოგადი ვითარების გათვალისწინებით. ეს იქნებოდა პირველი თესლი და ნერგები, რომელიც შეიძლება გავრცელდეს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, მეორე მთავრობის სხდომაზე, ბიძინა ივანიშვილმა C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამის შესახებ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო. „ბატონმა ბიძინამ, თქვა რომ არგუმენტი ჩემთვის მისაღებია, პროგრესს ვერ შევაჩერებთ, რადგან გამოჩნდა საშუალება ის უნდა გამოვიყენოთ... მან ეს იმდენად მტკიცე ტონით თქვა, რომ მთავრობის წევრებიდან ზოგი დარწმუნდა ზოგი შეიძლება არა მაგრამ წინააღმდეგობა არ ყოფილა. შემდეგ მან იქვე გააკეთა ისტორიული განმარტება და გასცა დავალება, მოგვმართა მე და დავით სერგეენკოს, მაშინდელ ჯანდაცვის მინისტრს, რომ ამ პროექტს ვთანხმდები ერთადერთი პირობით, ზუსტად ერთი წლის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე თქვენ უნდა მოიტანოთ პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ყველა მოქალაქის მკურნალობასა და ხელმისაწვდომობას“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ცერცვაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს ალღომ უკარნახა, რომ ეს შესაძლებლობა გამოჩნდებოდა. „დაახლოებით 6 თვეში გამოჩნდა მედიკამენტი და დაახლოებით ერთი წელი დასჭირდა იმას, რომ დაგვეთანხმებინა ამერიკული კომპანია „გილიარდი“ მედიკამენტის მოწოდებაზე“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ყველა სიახლე

დმიტრი პესკოვი

26 ივლისი 2026, 11:08

მსოფლიო

დმიტრი პესკოვი: კიევის პოზიციის გათვალისწინებით, კონფლიქტის გაყინვა შეუძლებელია

„ჩვენთვის არსებობს მთავარი პირობა - ჩვენს მიზნებს უნდა მივაღწიოთ“, - განაცხადა პესკოვმა.

შიო მესამე

26 ივლისი 2026, 11:08

საზოგადოება

სამების საკათედრო ტაძარში, კათოლიკოს-პატრიარქი საკვირაო წირვას აღავლენს

სამების საკათედრო ტაძარში, კათოლიკოს-პატრიარქი საკვირაო წირვას აღავლენს. ლიტურგიის შემდეგ, შიო მესამე მრევლს დალოცავს და ქადაგებით მიმართავს.

26 ივლისი 2026, 10:54

სამართალი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 131 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მის მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 131 შეკვრად დაფასოებული და 164 გრამინარკოტიკული საშუალება „მეთადონი“.

26 ივლისი 2026, 10:50

სამართალი

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

26 ივლისი 2026, 10:49

მსოფლიო

გერმანიის პოლიციამ ბერლინის პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის ვინაობა დაასახელა

მედიის ცნობით, აბდულ ბ. ცნობილია სამართალდამცავი ორგანოებისთვის და შესაძლოა დაკავშირებული იყოს ისლამისტურ წრეებთან. სააგენტო dpa-სა და გამოცემა Die Welt-ის მონაცემებით, მანამდე ის სასჯელს არასრულწლოვანთა დაწესებულებაში იხდიდა და 2026 წლის მაისში გათავისუფლდა.

26 ივლისი 2026, 10:47

სამართალი

პროკურატურამ ბინათმშენებლობის მონაწილეთა კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების, მოქალაქეთა თანხების მოტყუებით დაუფლების და დაყადაღებული ქონების გაფლანგვის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბინათმშენებლობის მონაწილეთა კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების, მოქალაქეთა თანხების მოტყუებით დაუფლების და დაყადაღებული ქონების გაფლანგვის ფაქტებზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

26 ივლისი 2026, 10:29

მსოფლიო

Axios: ტრამპმა ირანზე დარტყმები შეაჩერა, რათა დიპლომატიას მისცეს შანსი

ამერიკული სარდლობის შეფასებით, ირანზე სერიოზული ზემოქმედების გაგრძელება მხოლოდ სრულმასშტაბიანი ოპერაციით იქნებოდა შესაძლებელი, სამხედროები მზად არიან ასეთი მოქმედებებისთვის, თუ ამის საჭიროება დადგება, - ნათქვამია პუბლიკაციაში. ამავდროულად, ჟურნალისტების მონაცემებით, ტრამპს ირანის წინააღმდეგ ოპერაციის შესაძლო გაფართოებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი განკარგულება არ გაუცია.

26 ივლისი 2026, 10:16

მსოფლიო

საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრების გამო ასობით ათასი ადამიანია ევაკუირებული

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა აღიარა, რომ წინ „რთული დროა“. ამავდროულად, ვალენსიის ხელისუფლებამ ხანძრის შედეგად მამაკაცის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა. ადგილობრივი მედიის ცნობით, 70 წლამდე ასაკის კაცი მეხანძრეებმა საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს, როდესაც მანიზესში, სალტ-დე-ლ’აიგუას ხეობაში ხანძარს აქრობდნენ.

ალბი კორძაია

26 ივლისი 2026, 10:13

პოლიტიკა

ალბი კორძაია: სააკაშვილი ჩემთვის განულდა მაშინ, როდესაც ლუკა ჭოხონელიძის დასაცავად, რომელიც მის პარტიაში პორტირდება, იკადრა ჩვენზე სიბინძურეების წერა - ტუტუცი, აწი გაირჭოს თავის სოლიდარობა

მეც არ მესიამოვნებოდა მიხეილ სააკაშვილისგან თუნდაც დადებითი პოსტი ჩემზე, - წერს ოპოზიციონერი აქტივისტი, ალბი კორძაია, სოციალურ ქსელში.

26 ივლისი 2026, 09:50

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს ახალი განყოფილების თანამშრომლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დედოფლისწყაროში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალი განყოფილების ოფისის თანამშრომლებს შეხვდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

26 ივლისი 2026, 09:43

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან კიდევ 30 000 ჯარისკაცის მიღებას და მობილიზაციის გაფართოებას გეგმავს, მათ გეგმებში მშვიდობა არ არის

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან კიდევ 30 000 ჯარისკაცის მიღებას გეგმავს. ამის თაობაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

26 ივლისი 2026, 09:20

მსოფლიო

ბერლინში ყოველწლიური პრაიდის ღონისძიება მას შემდეგ გაუქმდა, რაც ავტომობილი ხალხში შევარდა

ბერლინში ყოველწლიური პრაიდის ღონისძიება მას შემდეგ გაუქმდა, რაც ავტომობილი ხალხის ჯგუფში შევარდა. ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

26 ივლისი 2026, 09:01

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

26 ივლისს ქუთაისში დღე უნალექოდ ჩაივლის დღისით +30 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.

26 ივლისი 2026, 08:15

მსოფლიო

„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“: ბრიტანეთი ლეგიტიმური სამიზნე გახდება, თუ ის ირანთან ომში აშშ-ს დაუჭერს მხარს

ბრიტანეთი „აუცილებელი და ლეგიტიმური სამიზნე“ გახდება, თუ ის ირანთან ომში შეერთებულ შტატებს დაუჭერს მხარს, - განაცხადა „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ წარმომადგენელმა.

პაატა ბურჭულაძე

25 ივლისი 2026, 23:42

პოლიტიკა

პაატა ბურჭულაძე: ჩემი გათავისუფლების საკითხს ვერ განვიხილავ, ვიდრე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ბოლო პატრიოტი არ დატოვებს საპატიმროს - ჩემი დიდი თხოვნაა, ყველამ მიიღოთ პროკურატურის მიერ შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმება და გათავისუფლდეთ პატიმრობიდან

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძე, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიმართვას ავრცელებს და ამავე საქმეზე დაკავებულ პირებს მოუწოდებს, ყველა მათგანი დათანხმდეს პროკურატურის მიერ შეთავაზებულ საპროცესო შეთანხმებას, რათა გათავისუფლდნენ პატიმრობიდან.

25 ივლისი 2026, 23:36

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გოდერძის უღელტეხილზე, ალპურ ბოტანიკურ ბაღში და კურორტ „ბეშუმში“ მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გოდერძის უღელტეხილზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო, ასევე, გაესაუბრა ბეშუმში მყოფ დამსვენებლებს და მათგან კურორტზე არსებული მდგომარეობის და პრიორიტეტული საკითხების შესახებ მოისმინა ინფორმაცია.

25 ივლისი 2026, 23:27

მსოფლიო

Euronews: გერმანია ევროკავშირში ერთსულოვნების პრინციპის გაუქმებას ითხოვს, რათა გადაწყვეტილებების მიღების „ჩიხი" დასრულდეს

Euronews-ის ინფორმაციით, ბერლინში, კონრად ადენაუერის ფონდის ღონისძიებაზე გამართული პროგრამული გამოსვლისას, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ ევროკავშირში მოქმედი ერთსულოვნების პრინციპი უნდა გაუქმდეს. მისი თქმით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად საკმარისი უნდა იყოს კვალიფიციური უმრავლესობა.

25 ივლისი 2026, 23:14

რეგიონი

დავით სონღულაშვილმა ფესტივალის „ალოობა 2026“ ფარგლებში ფერმერთა საგამოფენო სივრცე დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ქართული ხორბლის, პურის კულტურისა და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისადმი მიძღვნილ ფესტივალში „ალოობა 2026“ მიიღო მონაწილეობა.

25 ივლისი 2026, 22:15

რეგიონი

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

„შარშან იყო პირველი აღნიშვნა ალოობისა. წელს უკვე ახალი მასშტაბით აღინიშნება ეს ზეიმი, რომელიც ნამდვილად უნდა დამკვიდრდეს საქართველოში რთველთან ერთად, ვინაიდან საქართველო ყურძნისა და ხორბლის სამშობლოა. სულ ახლახან ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნებული უახლესი კვლევებით საბოლოოდ დადასტურდა, რომ საქართველო, 8 000-წლიანი ღვინის კულტურისა და ყურძნის მოყვანის კულტურასთან ერთად, ხორბლის კულტივაციის კერაცაა.

25 ივლისი 2026, 20:56

რეგიონი

დედოფლისწყაროში ხორბლის მოსავლის აღებისადმი მიძღვნილი დღესასწაული „ალოობა“ აღინიშნა

ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დაესწრნენ. შალვა პაპუაშვილი და დავით სონღულაშვილი, შირაქის ველზე ხორბლის მოსავლის აღების პროცესს გაეცნენ.