imedi /  16 იანვარი 2021, 14:40 / სანდო წყარო

ბექა დავითულიანი: „ქართულ ოცნებას“ დიდი ხანია გაცხადებული აქვს მზაობა, ვისაუბროთ პოზიციების დაახლოებაზე და ოპოზიცია პარლამენტში შემოვიყვანოთ

ბექა დავითულიანი

ბექა დავითულიანი

გუნდის პოზიცია ყრილობაზე გამოვხატეთ. არჩეულია ახალი პოლიტსაბჭო, ახალი თავმჯდომარე და თითოეულ მათგანს წარმატებას ვუსურვებ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა ჯერი ოპოზიციაზეა.

„ „ქართულ ოცნებას“ დიდი ხანია გაცხადებული აქვს მზაობა, რომ ვისაუბროთ პოზიციების დაახლოებაზე და პარლამენტში შემოვიყვანოთ ოპოზიცია, რომელიც ხალხის ნებას არ აღასრულებს და პარლამენტში არ შემოდის, ახლა ჯერი არის ოპოზიციაზე, რომ დათანხმდეს არსებულ წინადადებებს და ამომრჩევლის ნებას, პარლამენტში შემოვიდეს“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდა. პარტიის ყრილობაზე კობახიძე თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის მოლოდინის პარალელურად, არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან კონსულტაციებს მართავენ. ასეთი შეხვედრა „მოქალაქეებსა“ და „გირჩს“ შორის უკვე შედგა.

ყველა სიახლე

03 მარტი 2021, 10:59

თავდაცვა

დაღუპული ჯარისკაცების დედებს 3 მარტი შვილის თანამებრძოლებმა მიულოცეს

დედებმა ჯარისკაცებთან ერთად კიდევ ერთხელ გაიხსენეს დაღუპული შვილების გმირობა და სამხედროებს სამშობლოს სადარაჯოზე ღირსეული სამსახური უსურვეს.

03 მარტი 2021, 10:55

სამართალი

პოლიციამ გორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დაზიანების ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, გორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დაზიანების ფაქტზე კიდევ ერთი პირი -1996 წელს დაბადებული თ.ა. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მას ბრალი სხვისი ნივთის დაზიანებაში ედება.

03 მარტი 2021, 10:55

COVID19

ჯო ბაიდენი: მაისის ბოლოსთვის აშშ-ში ყველა სრულწლოვანი იქნება ვაქცინირებული

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მაისის ბოლოსთვის, დაგეგმილზე ორი თვით ადრე ქვეყანაში ყველა სრულწლოვანი იქნება ვაქცინირებული. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.

03 მარტი 2021, 10:55

COVID19

როგორია კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი საქართველოში

2 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1,42 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 1.7%, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 1.3%.

კორონავირუსით ინფიცირებულთა პალატა

03 მარტი 2021, 10:51

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებულებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 95 იმყოფება

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 247 პირი, მათ შორის, თბილისში - 96, აჭარაში - 30, იმერეთში - 70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 95 პირი, მათგან თბილისში - 63, აჭარაში- 4, იმერეთში - 11. 151 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 105 - თბილისში, 34 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 739 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

03 მარტი 2021, 10:49

კულტურა

Queen-მა 50 წლის იუბილეზე სმარტფონებისთვის ახალი თამაში გამოუშვა

ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა Queen-მა, რომელიც დაარსების 50 წლის იუბილეს აღნიშნავს, თაყვანისმცემლებს სიურპრიზი მოუწყო. Universal Music Group-სა და Gameloft-თან თანამშრომლობით ჯგუფმა სმარტფონებისთვის თამაში Queen: Rock Tour გამოუშვა.

03 მარტი 2021, 10:48

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 194 თბილისში, 50 კი იმერეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 194 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

კორონავირუსი

03 მარტი 2021, 10:47

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 360 ადამიანს დაუდასტურდა, 119 კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

კორონავირუსი

03 მარტი 2021, 10:45

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 9 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში პირი 3,451 ემსხვერპლა. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 271,739-ს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 265,805-ს.

03 მარტი 2021, 10:31

თემა

ნავთობის ფასმა ახალი კორონავირუსის პანდემიამდე არსებულ ნიშნულს უკვე მიაღწია. მართალია თუ არა, რომ ერთი ბარელი ნავთობის ფასი შეიძლება 100 დოლარამდე გაიზარდოს?

2021 წლის თებერვლის მონაცემებით, Brent-ის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 65 დოლარს გადააჭარბა. სწორედ ამ ნიშნულიდან დაიწყო კატასტროფული კლება 2020 წლის გაზაფხულზე, როდესაც ახალი კორონავირუსი მთელ მსოფლიოში ვრცელდებოდა. ახლა კი ეკონომისტები და საინვესტიციო ბანკირები ამბობენ, რომ შესაძლოა, მალე ნავთობისა და სხვა ნედლეულის მაღალი ფასების ახალი სუპერციკლი დაიწყოს. საინვესტიციო ბანკირების პროგნოზით, ერთი ბარელი ნავთობის ფასი შეიძლება 100 დოლარამდე გაიზარდოს. თუმცა ეკონომისტების განმარტებით, სუპერციკლი, თუ ის საერთოდ დაიწყება, იქნება ხანმოკლე და ამავდროულად, უკანასკნელიც.

კორონავირუსი

03 მარტი 2021, 10:17

COVID19

იტალიაში კორონავირუსის ნიგერიული შტამი გამოავლინეს

„პირველად იტალიაში, აღმოჩენილია ახალი მუტაცია, ე.წ. ნიგერიული შტამი, რითაც შეშფოთებული ვართ, გამომდინარე იქიდან, რომ არსებული კოვიდვაქცინები ვირუსის ამ სახეობის წინააღმდეგ შესაძლოა ეფექტური არ იყოს“, - აცხადებს იტალიის ვირუსოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი არნალდო კარუზო. ე.წ. „ნიგერიული შტამი“ პირველად ნიგერიაში დეკემბრის ბოლოს გამოვლინდა.

ვინ მიინი

03 მარტი 2021, 10:16

მსოფლიო

მიანმარის პრეზიდენტს კიდევ ორი ბრალი წარედგინა

სამხედრო გადატრიალების დროს დაკავებულ მიანმარის პრეზიდენტს, ვინ მიინს კიდევ ორი ბრალი წარედგინა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს ვინ მიინის ადვოკატმა განუცხადა.

03 მარტი 2021, 10:12

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 9,019 შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 9,019 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 418 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 2,460,030 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 70,881 ადამიანი გარდაიცვალა.

03 მარტი 2021, 10:06

რეგიონი

რუსლან აბაშიძემ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან დედას დედის დღე მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრ ლევან თევზაიასთან ერთად აფხაზეთიდან დევნილ, სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან დედას დედის დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ღონისძიება დედის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ინიციატივით და კომპანია „კარფურის“ მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ „კარფურის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო რამიშვილი და კარფურ ისთ ფოინთის გენერალური მენეჯერი ჯოზეფ კოჩანდრლე.

03 მარტი 2021, 10:02

პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს ჰუბერტ ქნირშს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე პროექტებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. მხარეებმა დაცული ტერიტორიების, ასევე, სურსათის უვნებლობისა და ლაბორატორიების გადაიარაღება/გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ჰანს კლუგე

03 მარტი 2021, 09:50

COVID19

ჰანს კლუგე: ევროპაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი ჰანს კლუგე აცხადებს, რომ ევროპაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდა. ამის შესახებ განცხადება მან twitter-ზე გამოაქვეყნა.

03 მარტი 2021, 09:34

COVID19

ტეხასის შტატში პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება

აშშ-ში, ტეხასის შტატში 10 მარტიდან პირბადის ტარების ვალდებულება გაუქმდება. ამის შესახებ განცხადება შტატის გუბერნატორმა გრეგ ებოტმა გაავრცელა. „ახლა დროა, ტეხასი 100 პროცენტით გავხსნათ“, – განაცხადა ებოტმა.

03 მარტი 2021, 09:19

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 3 მარტს ქუთაისში წვიმას პროგნოზირებენ. დღისით +7 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. ასევე წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში, სადაც დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 2 გრადუსი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +6 გრადუსს და წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ, ღამით კი + 3 გრადუსი დაფიქსირდება.

ილონ მასკი

03 მარტი 2021, 08:58

ტექნოლოგიები

ილონ მასკი ტეხასში ქალაქის აშენებას გეგმავს

ამერიკელი მეწარმე, კომპანია Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელი აცხადებს, რომ ტეხასის შტატში ახალ ქალაქს ააშენებს. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.

გორის ეთნოგრაფიული მუზეუმი

03 მარტი 2021, 08:42

კულტურა

გორის მუნიციპალიტეტში მუზეუმებმა მუშაობა განაახლა

გორის მუნიციპალიტეტში მუზეუმებმა მუშაობა განაახლა​. დამთვარიელებლებს ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დადგენილი წესებისა და სტანდარტების დაცვით მასპინძლობენ.