www.imedi.ge /  18 იანვარი 2021, 17:30 / სანდო წყარო

ვახტანგ მეგრელიშვილი ვაშაძის განცხადებაზე: არ მესმის, რა შეიძლება იყოს მიზეზი, რომელიც ასე უცბად შეცვლიდა ვითარებას

ვახტანგ მეგრელიშვილი

ვახტანგ მეგრელიშვილი

ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია, თუ რამ შეცვალა გიორგი ვაშაძის პოზიცია. „გირჩის“ წევრის თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გარდა, პარტიას კომუნიკაცია სხვა ბარიერგადალახულ პოლიტიკურ სუბიექტებთანაც ჰქონდა.

„ჩვენ არა თუ გიორგისთან, არამედ ფაქტობრივად ყველასთან გვქონდა ეს საკითხი ახალ წლებამდე გავლილი. ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რომელმაც გადალახა ზღვარი, მათ შორის „ლელოსთან“, გიორგი ვაშაძესთან და ა.შ. ყველამ იცოდა. მე არ მესმის, რა შეიძლება იყოს მიზეზი, რომელიც ასე უცბად შეცვლიდა ვითარებას და ადამიანებთან, რომლებთან გუშინ ამ ყველაფერზე ჩვეულებრივად შეიძლებოდა საუბარი, დღეს ისინი უბრალოდ უარს ამბობენ. თუ ეს სისულელეა, გამოვიდნენ და ახსნან, რომ ეს სისულელეა“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ „გირჩსა“ და „მოქალაქეებთან“ ინდივიდუალურ შეხვედრაზე უარს ამბობს. როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, ასეთი შეხვედრა არ შედგება, რადგან ერთი მხრივ იგი თვითიზოლაციაშია და მეორე მხრივ ფიქრობს, რომ ყველაფერი განხილული უნდა იყოს საერთო ფორმატში.

„მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ გიორგი ვაშაძეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის მერაბიშვილი და ბოკერია კომპრომატებით ემუქრებოდნენ

ყველა სიახლე

ბიარნი ბენედიქტსონი

16 ოქტომბერი 2024, 11:07

მსოფლიო

ისლანდიის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და რიგგარეშე არჩევნები 30 ნოემბერს დანიშნა

ისლანდიის პრეზიდენტმა ჰალა ტომასდოტირმა ქვეყნის პარლამენტი დაითხოვა და 30 ნოემბერს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. ინფორმაციას ისლანდიური მედია ავრცელებს. პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის თხოვნით ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა ბიარნი ბენედიკტსონმა მიმართა იმ მიზეზით, რომ საკანონმდებლო ორგანოში მმართველი კოალიცია დაიშალა. პარლამენტის დათხოვნასთან ერთად საკუთარი თანამდებობიდან გადადგა პრემიერიც, თუმცა პრეზიდენტის თხოვნით ის ახალი მთავრობის დამტკიცებამდე მოვალეობის შემსრულებლად დარჩება.

ირაკლი კობახიძე

16 ოქტომბერი 2024, 10:58

პოლიტიკა

პრემიერი: სანქციები არის კონტრპროდუქტიული, აქედან გამომდინარე, მგონია, რომ მომავალში უფრო პრაგმატული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული

ხედავთ, რომ სანქციები აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია, აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის სუბიექტი, რომელიც შეიძლება ფიქრობდეს თეორიულად საქნციებზე, პრაგმატულად იმოქმედებს და არ მიიღებს ისეთ ზომებს, რომელიც პირიქით უკან შეუბრუნდება შესაბამის ძალებს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან.

ირაკლი კობახიძე

16 ოქტომბერი 2024, 10:55

არჩევნები 2024

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვატარებთ სამართლიან, თავისუფალ და კონკურენტულ არჩევნებს, რაც მეტი დამკვირვებელი ეყოლება ასეთი ტიპის არჩევნებს, მით უკეთესი ჩვენთვის

არჩევნებზე დაკვირვებისთვის ღია ვართ და იმედი გვაქვს, რომ იქნება მაქსიმალურად წარმოდგენილი ყველა სადამკვირვებლო მისია ჩვენს ქვეყანაში, რადგან ჩვენ ვატარებთ სამართლიან, თავისუფალ და კონკურენტულ არჩევნებს, რაც მეტი დამკვირვებელი ეყოლება ასეთი ტიპის არჩევნებს, მით უკეთესი ჩვენთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

დავით ქართველიშვილი

16 ოქტომბერი 2024, 10:54

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი მიხაილო პოდოლიაკის მიერ ტელეგრამში გავრცელებულ განცხადებაზე: არც „მეორე ფრონტი“ გველანდებოდა, არც მისი გახსნის მოლოდინი და არც მისი გახსნის მოქმედი ძალა - დასავლეთის სახით

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მიხაილო პოდოლიაკის მიერ, ტელერგრამ არხზე გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც უკრაინელი მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რომ დასავლეთის მხრიდან რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნის მოლოდინი ამაოა და ახლა, მხოლოდ სანქციების გამკაცრების იმედი აქვთ.

ირაკლი კობახიძე

16 ოქტომბერი 2024, 10:47

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის ფხიზლად, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო იმისათვის, რომ ვერავინ შეძლოს ამ არჩევნებზე რაიმე ტიპის ნეგატიური გავლენის მოხდენა

მადლობა უნდა გადავუხადოთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმისათვის, რომ მათ საზოგადოებას წარუდგინეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მეტი სიფრთხილისთვის - ganacxada პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც არჩევნების წინ ფალსიფიცირებული აუდიო და ვიდეო ჩანაწერების გავრცელების თაობაზე სუს-ის განცხადებას შეეხებოდა.

დავით ქართველიშვილი

16 ოქტომბერი 2024, 10:44

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი 2008 წლის ომამდე განვითარებულ მოვლენებზე: გაუგონარი დანაშაულის და ღალატის ორგანიზატორები, მონაწილენი, თვითმხილველები და დაზარალებულები - დღეს საქართველოში არიან და დასაკითხ მოწმეთა ბაზას წარმოადგენენ

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ნაცმოძრაობის რეჟიმის დროს საქართველოში განვითარებულო მოვლენებს იხსენებს, რამაც 2008 წლის ომი გამოიწვია.

16 ოქტომბერი 2024, 10:41

არჩევნები 2024

ირაკლი კობახიძე: ყველამ იცის, რომ მთლიანად ოპოზიცია და ყველა ოპოზიციური ტელევიზია მუშაობს შავი ფულით, ისინი ხელს უშლიან დემოკრატიული სისტემის ჯანსაღი ფორმით ფუნქციონირებას

ყველამ იცის, რომ მთლიანად ოპოზიცია და ყველა ოპოზიციური ტელევიზია მუშაობს შავი ფულით, ფინანსდება შავი ფულით, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

16 ოქტომბერი 2024, 10:38

ტაბლოიდი

პრაღაში პაბებში ღამის ექსკურსიები აიკრძალა🍻

ჩეხეთის დედაქალაქს დიდი ხანია აქვს გასართობი ადგილის რეპუტაცია და ის პაბებისა და ალკოჰოლის მოყვარულებში სარგებლობს პოპულარობით, განსაკუთრებით ბრიტანელებში. თუმცა, ნასვამი ტურისტები და მათი ხმაური ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს.

16 ოქტომბერი 2024, 10:36

მსოფლიო

ერიკ დონესე: უკრაინაში კორუფციის პრობლემა გაუარესებულია. იარაღს ვპოულობთ შავ ბაზარზე, ვპოულობთ აფრიკის გარკვეულ კონფლიქტებშიც კი

უკრაინაში კორუფციის პრობლემა გაუარესებულია. იარაღს ვპოულობთ შავ ბაზარზე, ვპოულობთ აფრიკის გარკვეულ კონფლიქტებშიც კი, - განაცხადა ფრანგული კვლევითი ცენტრის დირექტორმა, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ერიკ დონესემ რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას.

16 ოქტომბერი 2024, 10:23

მსოფლიო

პენტაგონი: აშშ უკრაინას რაკეტების ჩამოგდებაში არ დაეხმარება, როგორც ამას ისრაელის შემთხვევაში აკეთებს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ საბრინა სინგჰმა განაცხა, რომ ამერიკა არ განალაგებს უკრაინასთან ახლოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა THAAD-ს და არ ჩამოაგდებს რუსეთიდან გაშვებულ რაკეტებს. სპიკერს კითხვა დაუსვეს, თუ რატომ იცავს ამერიკა ისრაელს ირანული ბალისტიკური რაკეტებისგან და იმავეს არ აკეთებს უკრაინის შემთხვევაში, რაზეც პენტაგონის წარმომადგენელმა თქვა, რომ ომები უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში ერთმანეთისგან განსხვავდება. „ეს სხვადასხვა ომებია, სხვადასხვა რეგიონებია და ვალდებულებები ისრაელისა და უკრაინის წინაშე განსხვავებულია“, - თქვა სინგჰმა.

16 ოქტომბერი 2024, 10:21

რეგიონი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ფაროსანას საწინააღმდეგოდ წერტილოვანი წამლობა მიმდინარეობს

ამინდის გაუარესებასთან ერთად, აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებლად საცხოვრებელი სახლებისკენ ინაცვლებს. ამიტომ სახლის პირობებში მავნებლის განადგურებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიყენოს მექანიკური მეთოდები, რომლებიც უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

16 ოქტომბერი 2024, 10:10

მსოფლიო

ებრაელი მგზავრების დისკრიმინაციის გამო Lufthansa-ს რეკორდული ჯარიმა დაეკისრა

ხომალდის კაპიტნის განცხადებით, ფრანკფურტამდე ფრენისას რამდენიმე მგზავრი ნიღბის გაკეთებისა და ადგილებზე დარჩენასთან დაკავშირებულ „ეკიპაჟის ინსტრუქციებს არ ითვალისწინებდა“, რის გამოც ავიაკომპანიამ ბორტზე მყოფი ყველა ებრაელი ერთი ჯგუფის წევრად მიიჩნია და მეორე ფრენაზე ჩასხდომაზე 128 მგზავრს უთხრა უარი.

16 ოქტომბერი 2024, 10:05

საზოგადოება

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ National Geographic Traveller-ის, ITV-ის, Red magazine-ისა და სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტებს უმასპინძლა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გურჯაანის „ღვინის ფესტივალს“ ღვინის თემატიკაზე მომუშავე ბრიტანული და ლიეტუვური მედიის წარმომადგენლები ეწვივნენ, - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მეთიუ მილერი

16 ოქტომბერი 2024, 09:54

მსოფლიო

აშშ ჩრდილოეთ კორეას დაძაბულობის შემცირებისკენ მოუწოდებს

აშშ ჩრდილოეთ კორეას დაძაბულობის შემცირებისა და დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს, განაცხადა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა. „ჩვენ ვაგრძელებთ მოწოდებას ჩრდილოეთ კორეისადმი შეამციროს დაძაბულობა და შეწყვიტოს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც კონფლიქტის რისკს ზრდის. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეას დაუბრუნდეს დიალოგსა და დიპლომატიას“, - თქვა მან. კონფლიქტი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის 11 ოქტომბერს გამწვავდა. მაშინ ფხენიანმა სეული უპილოტო საფრენი აპარატების გაშვებაში დაადანაშაულა. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეასთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზების ნაწილი ააფეთქა.

ემანუელ მაკრონი/ბენიამინ ნეთანიაჰუ

16 ოქტომბერი 2024, 09:41

მსოფლიო

მედია: მაკრონსა და ნეთანიაჰუს შორის მკაცრი საუბარი გაიმართა

წყაროებზე დაყრდნობით, მედიაში გავრცელებული ცნობის მიხედვით, საუბრის დასრულების შემდეგ მაკრონმა ბენიამინ ნეთანიაჰუ გააკრიტიკა და აღნიშნა რომ ისრაელის პრემიერს უნდა ახსოვდეს, რომ მისი ქვეყანა გაეროს გადაწყვეტილებით შეიქმნა, ამიტომაც მას გაეროს გადაწყვეტილებების გათვალისწინება მართებს.

არჩილ გორდულაძე

16 ოქტომბერი 2024, 09:32

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე „ქართული ოცნების“ ბანერის დაზიანებაზე: კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრებმა თავიანთი თავი გამოავლინეს

„ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში ომს ითხოვდნენ და ითხოვენ, ახლა ამ ყველაფერს საღებავით ებრძვიან. როგორც არ უნდა სცადონ საღებავით თავიანთი დანაშაულებრივი ქმედებებისა და მოწოდებების გადაფარვა, რა თქმა უნდა, არ გამოუვათ. წარმოიდგინოს ქართველმა ხალხმა, რას დამართებენ ჩვენს ქვეყანას, რას დამართებენ ქართველ ხალხს, ხელისუფლებაში დაბრუნების იოტისოდენა შანსი მაინც თუ გაუჩნდათ“, - აცხადებს გორდულაძე.

ლევან მაჭავარიანი

16 ოქტომბერი 2024, 09:28

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ქალბატონი დეკანოიძე და ბატონი უგულავა დაკავებულები არიან სამღებრო სამუშაოებით და ძალიან ნიშანდობლივია, რომ წაშალეს წარწერა „არა ომს“

„ქალბატონი დეკანოიძე და ბატონი უგულავა დაკავებულები არიან სამღებრო სამუშაოებით და ძალიან ნიშანდობლივია, რომ კიდევ ერთხელ მოახდინეს თავიანთი პოზიციის ლუსტრირება, როდესაც წაშალეს წარწერა „არა ომს“, იქიდან გამომდინარე, რომ ვხედავთ 2,5 წლის განმავლობაში მათგან, მათი თანაგუნდელებისგან და მთლიანად რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებისგან, რომ მათ საქართველოს ომში ჩათრევა უნდათ. ბატონი უგულავასგან [შესაბამისი განცხადებები] პირდაპირ ეთერში მოვისმინეთ, ძალიან ემოციურად გამოდიოდა ამ თემასთან დაკავშირებით“, - აცხადებს მაჭავარიანი.

16 ოქტომბერი 2024, 09:21

არჩევნები 2024

ბათუმელთა დარბაზის ქალთა საზოგადოებამ „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერა გამოუცხადა

შეხვედრაზე 26 ოქტომბრის არჩევნების გადამწყვეტ როლზე ისაუბრეს, რომელიც საქართველოს ღირსეულ მომავალს განაპირობებს. დარბაზის წევრებმა მმართველი გუნდის პოლიტიკაზეც ისაუბრეს და მხარდაჭერა ქვეყნის მშვიდობიან მომავალს გამოუცხადეს.

კონსტანტინე ზარნაძე და ვლადიმერ ბოჟაძე

16 ოქტომბერი 2024, 09:17

არჩევნები 2024

ვლადიმერ ბოჟაძე და კონსტანტინე ზარნაძე მუხიანის მოსახლეობას შეხვდნენ

მოქალაქეებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძეც. ადგილობრივებთან შეხვედრისას ისაუბრეს მიმდინარე პროექტების მნიშვნელობასა და პარტიის სამომავლო გეგმებზეც

16 ოქტომბერი 2024, 09:01

მსოფლიო

ისრაელმა ბეირუთში „ჰეზბოლას“ იარაღის სტრატეგიული საცავი გაანადგურა

ისრაელის თავდაცვის არმიამ („ცაჰალმა“) ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე მიტანილი ავიაიერიშის შედეგად დაჯგუფება „ჰეზბოლას“ იარაღის სტრატეგიული საცავი დაბომბა. ინფორმაცია „ცაჰალის“ ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული. ებრაული მხარის მტკიცებით, იარაღის საცავი ბეირუთის დაჰიას რაიონში მდებარეობდა. ის მიწისქვეშ იყო განთავსებული. ისრაელის თავდაცვის არმიამ საჰაერო იერიშამდე იქ მცხოვრები მოსახლეობა გააფრთხილა, რათა დაბომბვის დროს არცერთი მშვიდობიანი მოქალაქე ოპერაციის დროს არ დაშავებულიყო, აღნიშნეს არმიაში.