imedi /  20 იანვარი 2021, 22:55 / სანდო წყარო

იაგო ხვიჩია: რისი აქციების ჩამტარებელია „ევროპული საქართველო"

იაგო ხვიჩია

იაგო ხვიჩია

რისი აქციების ჩამტარებელია „ევროპული საქართველო", - ასე გამოეხმაურა „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია „პალიტრანიუსის“ ეთერში „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას, რომლმაც მშვიდობიანი საპროტესტო აქციებისთვის აქტიური მზადების დაწყება დაანონსა.

მისი თქმით, როგორ უნდა აღვიქვას „ევროპული საქართველოს“ ეს ნათქვამი, აქციების ჩატარებაზე სერიოზულად.

„რისი აქციების ჩამტარებელია „ევროპული საქართველო“, თორემ რამდენი ხანია ამას ვითხოვთ, მოლაპარაკების პროცესისთვის თუ რამე შეგვიძლია, ქენით, მე არ შემიძლია, „გირჩი“ პატარა ვარ. ეს ამ ქვეყანაში თუ ვინმეს შეეძლო აქამდე, შეეძლო „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ ახლა „ნაცმოძრაობასაც“ ეფექტურად არ გამოუვიდა ბევრი სხვადახვა მიზეზის გამო, კორონა, ჩაკეტილი რაღაცები და ა.შ. ნებისმიერი მშვიდობიანი მასშტაბური აქციის საბოლოო ჯამში, მიზანი ის არის, რომ თუ გაჩნდა შანსი და ბევრი ხალხი მოვიდა, იქნებ წავიდეთ ხელისუფლების მშვიდობიანად, მაგრამ არა არჩევნების გზით შეცვლაზე. მე ამის წინააღმდეგი არ ვარ, თუ გპარავენ არჩვენებს, რა უნდა გააკეთო, მაგრამ ეს ხომ უნდა შეგეძლოს? ახლა როგორ აღვიქვა „ევროპული საქართველოს“ ეს ნათქვამი სერიოზულად, რანაირად?“, - განაცხადა ხვიჩიამ.

კითხვაზე, რჩება თუ არა ძალაში ნათქვამი, რომ თუკი, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევა, „გირჩიც“ შევა, ხვიაჩია აღნიშნულს ადასტურებს.

„ძალიან სასაცილო იქნება , „ნაციონლური მოძრაობა“ თუ შევა, „გირჩი“ რომ არ შევიდეს, ეს როგორ ავხსნა. ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ველაპარაკებით და ზოგადად, კარგი ურთიერთობები გვაქვს „ნაცმოძრაობის“ პასუხისმგებლიან ლიდერებთან, თორემ უპასუხისმგებლო ხალხი ყველა პარტიას ჰყავს. „გირჩისთვის“ მთავარი პოლიტიკაში ადამიანურობაა. ჩვენ ადამიანურობა რომ გავიტანეთ ამ პოლიტიკიდან, პოლიტიკოსები რაღაც პლასტმასის თოჯინები გახდნენ, ამიტომ დაგვემართა, ის რაც დაგვემართა აქამდე, ჩვენ გვინდა ადამიანურობის შემოტანა პოლიტიკაში“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

02 მარტი 2021, 11:29

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი, ფუნდამენტურად დახვეწს საარჩევნო სისტემასა და პროცედურებს

4 თებერვალს პარტია „მოქალაქეებმა“ და „ქართულმა ოცნებამ“ ჩავატარეთ ბრიფინგი და მოგახსენეთ, რომ იქმნებოდა საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი, რაც იყო ჩვენს პარტიებს შორის გაფორმებული მემორანდუმის პირველი ნაბიჯი. ამ მემორანდუმს შემოუერთდნენ „ევროპული სოციალისტები“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.

ნინო წილოსანი

02 მარტი 2021, 11:27

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: რამდენიმე საათიც არ გასულა და ოპოზიცია უკვე არღვევს იმ ძირითად პრინციპს, რაზეც შეთანხმება იყო

„ვხედავთ, რომ პარლამენტის წინ ხდება პიკეტირება და რიგი ვიწრო, ძალიან რადიკალურად განწყობილი ოპოზიციური წარმომადგენლები ხელს უშლიან საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში. თუმცა ეს ვერ იქნება ჩვენი საქმიანობის ხელის შემშლელი ფაქტორი და უკვე გარკვეულწილად შევეგუეთ ამ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

02 მარტი 2021, 11:24

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, სხვა რეჟიმში გადაიყვანა ეს ურთიერთობა, როდესაც თქვა, რომ არ შეიძლება არსებობდეს რადიკალური მოთხოვნები

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, აბსოლუტურად სხვა რეჟიმში გადაიყვანა ეს ურთიერთობა, როდესაც თქვა, რომ არ შეიძლება არსებობდეს გარკვეული რადიკალური მოთხოვნები შეიძლება არსებობდეს მხოლოდ და მხოლოდ დიალოგის ფორმატით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

02 მარტი 2021, 11:22

პოლიტიკა

შარლ მიშელმა საქართველო დატოვა

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან, ოპოზიციის წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, შარლ მიშელისა და ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით, გაიმართა ოპოზიციასთან შეხვედრა.

შალვა პაპუაშვილი

02 მარტი 2021, 11:20

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მოლაპარაკებებისთვის სიტყვით მუდამ მზაობის შემდეგ, ოპოზიციამ გადაწყვიტა პარლამენტთან დიალოგზე მოსვლა საყვირებით, რუსეთების ძახილით

მოლაპარაკებებისთვის სიტყვით მუდამ მზაობის შემდეგ, ოპოზიციამ გადაწყვიტა პარლამენტთან დიალოგზე მოსვლა საყვირებით, რუსეთების ძახილით, – წერს „ქართული ოცნების“ დეპუტატი შალვა პაპუაშვილი Facebook-ზე.

ირაკლი ქადაგიშვილი

02 მარტი 2021, 11:17

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: სასტვენით და საფეხბურთო ატრიბუტებით დიალოგი არ დგება

როგორც წესი, სასტვენით და საფეხბურთო ატრიბუტებით დიალოგი არ დგება, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა დღეს მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციები შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას არ ემსახურება.

ანზო ბიწაძე

02 მარტი 2021, 11:15

პოლიტიკა

ანზორ ბიწაძე: ადრე თუ გვიან შეთანხმება მოხდება და ბოლოს მაინც მოგვიწევს ვადამდელი არჩევნების ჩატარება

მისი თქმით, ხელისუფლებამ ვადამდელი არჩევნები უნდა დანიშნოს. „თუკი ხელისუფლება თვლის, რომ ქვეყანაში კრიზისი არ არის, მაშინ ჩაატაროს ვადამდელი არჩევნები, მიუშვას ხალხი ყუთებთან და იქ ყველაფერი გამოჩნდება“, - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

მამუკა მდინარაძე

02 მარტი 2021, 11:12

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: გუშინ, შარლ მიშელი ყველას არწმუნებდა, რომ მოლაპარაკებები უნდა გადასულიყო კონსტრუქციულ რეჟიმში და დღეს ამის საპირისპიროდ, ოპოზიციის უკიდურესად დესტრუქციული მოქმედება ვნახეთ

გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ყველა მხარეს შარლ მიშელი არწმუნებდა, რომ მოლაპარაკებები უნდა გადასულიყო კონსტრუქციულ რეჟიმში და დღეს ამის საპირისპიროდ, ოპოზიციის უკიდურესად დესტრუქციული მოქმედება ვნახეთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

02 მარტი 2021, 11:09

საზოგადოება

სოფიო გორგოძემ განმარტა, რას უნდა მიაქციონ ყურადღება აბიტურიენტებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია არის სამ ეტაპიანი. პირველი ეტაპი დაწყებულია და გაგრძელდება 31 მარტის 18:00 საათამდე. პირველი ეტაპი მოიცავს პირველ ეტაპზე პირადი მონაცემები შეყავთ აბიტურიენტებს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ირჩევენ ქალაქს, სადაც სურთ ერთიანი ეროვნული გამოცდები გაიარონ. ქალაქს შემდეგ ვეღარ შეცვლიან, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ განაცხადა.

სოფო გორგოძე

02 მარტი 2021, 10:57

საზოგადოება

სოფიო გორგოძე: კოვიდინფიცირებული აბიტურიენტის გამოცდა, კლინიკის ნაცვლად შესაძლოა სხვა სივრცეში მოხდეს

გაწერილია პროცედურები და რეგულაციები, თუ როგორ უნდა მივიღოთ ყველა აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე COVID19-ის პანდემიის დროს, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ განაცხადა.

02 მარტი 2021, 10:57

ეკონომიკა

ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი: ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს სოფლის მეურნეობამ

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი, ვერნერ ჰოიერი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტთან, ლევან დავითაშვილთან და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტების კოორდინატორთან, ხავიერ სანს ალვარესთან ერთად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზას ესტუმრა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მაიკ რაიანი

02 მარტი 2021, 10:52

COVID19

ჯანმო: ნაადრევია იმაზე ფიქრი, რომ პანდემია მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა, რომ ნაადრევია იმაზე ფიქრი, რომ პანდემია მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

02 მარტი 2021, 10:49

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი თბილისში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 461 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 250 შემთხვევა, აჭარა - 7, იმერეთი - 57, ქვემო ქართლი - 12, შიდა ქართლი - 35, გურია - 30, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 30, კახეთი - 29, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

02 მარტი 2021, 10:47

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 461 ადამიანს დაუდასტურდა, 163 კი გამოჯანმრთელდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 461 ადამიანს დაუდასტურდა, 163 კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 271 379 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 265 686, გარდაიცვალა 3 532 პაციენტი.

02 მარტი 2021, 10:47

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 12 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში პირი 3 532 ემსხვერპლა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 271 379-ს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 265 686-ს.

ზაალ ანჯაფარიძე

02 მარტი 2021, 10:42

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: მეორე დღესვე დაარღვიეს შარლ მიშელთან დადებული პირობა და გააგრძელეს დესტრუქცია, რაც ნამდვილად არ უწყობს ხელს დიალოგს

მეორე დღესვე დაარღვიეს შარლ მიშელთან დადებული პირობა და გააგრძელეს დესტრუქცია, რაც ნამდვილად არ უწყობს ხელს დიალოგს, რის აუცილებლობაშიც მიშელი ოპოზიციას გუშინ მთელი დღე არწმუნებდა, - ამის შესახებ ექსპერტმა ზაალ ანჯაფარიძემ Facebook-ზე დაწერა. მისი თქმით, კონსტრუქციულობა უბრალოდ ოპოზიციის ბუნებას ეწინააღმდეგება.

02 მარტი 2021, 10:35

სამართალი

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 3 ადამიანი დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათი მმართველობის ქვეშ მყოფი კომპანიების მეშვეობით, 2019-2020 წლებში განახორციელეს ფიქტიური ოპერაციები, რა გზითაც შეიქმნეს ჯამში 426 352 ლარის ოდენობის ყალბი აქტივი, რომელსაც შემდგომში მოტყუებით დაეუფლნენ.

02 მარტი 2021, 10:32

სამართალი

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 7 ადამიანი დააკავეს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, 7 ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავება განხორციელდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

გიგი უგულავა

02 მარტი 2021, 10:32

პოლიტიკა

გიგი უგულავა: მოლაპარაკებები არსებითად სხვა დონეზე გადავიდა, მაგრამ შედეგამდე ჯერ შორია

ეს მათ უნდა იცოდნენ და გაიგონ, ეს შეხსენებები მუდმივად იქნება. ეს წნეხი გაგრძელდება. ჩვენ ვნახეთ, რომ არსებითად სხვა დონეზე გადავიდა მოლაპარაკებები, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ჯერ ბოლომდე შორია“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ზაალ უდუმაშვილი

02 მარტი 2021, 10:18

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: მიუხედავად იმისა, თუ როგორ წარიმართება მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან, აქციები გაგრძელდება

მიუხედავად იმისა, თუ როგორ წარიმართება მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან, აქციები გაგრძელდება და ჩატარდება ყველა იმ უწყებასთან, რომელიც ჩვენ გეგმაში გვაქვს ჩამოწერილი და მათ შორის ჩატარდება 13 მარტს დიდი აქცია თბილისში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, თავიდანვე განაცხადეს, რომ არ აპირებდნენ შენობების ბლოკირებას და ეს იქნებოდა მშვიდობიანი აქცია.