imedi /  23 იანვარი 2021, 11:53 / სანდო წყარო

New Europe: საქართველო დიდი ხანია წარმოადგენს პროგრესის შუქურას რეგიონში და ამ პროგრესის დაჩქარებამ ბოლო წლებში ივანიშვილის ხელმძღვანელობით ყველა მოლოდინს გადააჭარბა

ბიძინა ივანიშვილი

საქართველო დიდი ხანია წარმოადგენს პროგრესის შუქურას რეგიონში და ამ პროგრესის დაჩქარებამ ბოლო წლებში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ყველა მოლოდინს გადააჭარბა, - ამის შესახებ გამოცემა New Europe-ში გამოქვეყნებულ სტატიაში „ორი ჯორჯიის ამბავი“ პოლონელი ევროპარლამენტარი, რიჩარდ ჩარნეცკი წერს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი და შეძლებული ადამიანის მიერ საკუთარი ნებით ძალაუფლების დათმობა მიუთითებს სამოქალაქო და დემოკრატიულ სიმწიფეზე, რომელიც იძლევა კარგი პროგნოზების გაკეთების საშუალებას ევროკავშირის წევრობაზე 2024 წელს ქართული ოცნების მიერ დაგეგმილი განაცხადის შეტანის კუთხით.

„ტრამპის პრეზიდენტობის დასრულების შემდეგ გასარკვევია, გაწყვეტს თუ არა მასთან კავშირს რესპუბლიკური პარტიის ელიტა. მსოფლიოს ბევრი კონსერვატიული პარტია (თუმცა ყველა არა) იმედოვნებს, რომ ძველი ყაიდის რესპუბლიკური პარტია: საბაზრო ურთიერთობების და თავისუფლების მომხრე და დასავლური დემოკრატიული ინსტიტუტების უპირობოდ ერთგული კიდევ წამოდგება ფეხზე.

ევროპაში ბევრი კონსერვატორის ცნობიერებაში პრეზიდენტი ტრამპი წარმოადგენდა როგორც მომგებიან, ისე წამგებიან ფაქტორებს. მძიმე რიტორიკის მიუხედავად, მან მოქმედებაში მოიყვანა ზოგიერთი მნიშვნელოვანი კონსერვატიული პრინციპი. ჩინეთიდან მომავალი საფრთხის მიმართ უფრო მკაცრი მიდგომა მისასალმებელი და დიდი ხნის განმავლობაში სასურველი გახლდათ ისევე, როგორც ევროპის სახელმწიფოების მიმართ თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ გაჟღერებული მოწოდება. მის მიერ გადასახადების შემცირებამ უდიდესი ბიძგი მისცა აშშ-ის ეკონომიკას.

ბოლო დღეებში ხშირად დასმული კითხვა ასეთია: შეიძლება მსგავსი რამ აქაც მოხდეს? სულ რამდენიმე ევროპული დემოკრატია თუ გაუტოლდება ამერიკულს ზრდასრულობით თუ ხანგრძლივი ისტორიით, ხოლო კონკრეტულად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები კი დღესაც დაუცველნი არიან შიდა თუ გარე შოკებისგან, რომელთაც შეუძლია ბოლო ათწლეულებში მიღწეული პროგრესის დესტაბილიზაცია. ამ კონტექსტში იმედისმომცემი იყო ამ კვირაში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება საზოგადოებრივი ცხოვრებიდან წასვლის და ყველა პოლიტიკური თანამდებობის დატოვების შესახებ. ბატონი ტრამპის მსგავსად, ივანიშვილიც გახლავთ პოლიტიკაში მოსული მილიარდერი ბიზნესმენი, რომელმაც 2012 წელს ყველა პროგნოზის საწინააღმდეგოდ გაიმარჯვა არჩევნებში. საბედნიეროდ, მსგავსებები მათ შორის ამით ამოიწურება.

2012 წლიდან მოყოლებული ივანიშვილი იყო ქართული პოლიტიკის მამოძრავებელი ძალა, რომელიც თავდაპირველად პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ხოლო ბოლო პერიოდში - ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტს. მისმა პარტიამ მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა გასული წლის ნოემბერში გამართულ არჩევნებში. მიუხედავად მისი ოპონენტების „ტრამპის სტილის“ პრეტენზიებისა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღიარეს, რომ საქართველოს არჩევნები პასუხობდა საერთაშორისო სტანდარტებს და შედეგები ზუსტი იყო.

ამ კონტექსტში ივანიშვილის წასვლა წინსვლის მაგალითია ახალგაზრდა ევროპული დემოკრატიებისთვის. დიდი ხნის განმავლობაში ამერიკა - „სინათლის ქალაქი გორაკზე“ წარმოადგენდა აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიული შთაგონების წყაროს. დღეს კი ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორებისთვის უმჯობესია, არ მიაქციონ ყურადღება აშშ-ის მილიარდერ პრეზიდენტს, რომელიც უარს ამბობს თეთრის ახლიდან გამოსვლაზე არჩევნებში დამარცხების შემდეგ - და, ამის ნაცვლად, ეძებონ შთაგონების წყარო საკუთარ სამეზობლოში, კერძოდ ქართველი მილიარდერის სახით, რომელმაც საკუთარი ნებით დათმო ძალაუფლება არჩევნებში გამარჯვების მოპოვების შემდეგ.

ცივი ომის დასრულების შემდეგ ევროკავშირი და აშშ მხარს უჭერენ ევროპაში წარმოქმნილ დემოკრატიებს, იქნება ეს ფინანსური, საგანმანათლებლო თუ უსაფრთხოების სფეროს მხარდაჭერა, რომელიც უნდა გაგრძელდეს და უეჭველად გაგრძელდება კიდეც. მაგრამ კიდევ უფრო აუცილებელია თავად ამ ქვეყნებში ლიდერობის ჩამოყალიბება. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი და შეძლებული ადამიანის მიერ საკუთარი ნებით ძალაუფლების დათმობა მიუთითებს სამოქალაქო და დემოკრატიულ სიმწიფეზე, რომელიც იძლევა კარგი პროგნოზების გაკეთების საშუალებას ევროკავშირის წევრობაზე 2024 წელს ქართული ოცნების მიერ დაგეგმილი განაცხადის შეტანის კუთხით.

ეს განაცხადი იმსახურებს მხარდაჭერას. საქართველო დიდი ხანია წარმოადგენს პროგრესის შუქურას რეგიონში და ამ პროგრესის დაჩქარებამ ბოლო წლებში ივანიშვილის ხელმძღვანელობით ყველა მოლოდინს გადააჭარბა. მსოფლიო ბანკის „ბიზნესის წარმართვის გლობალურ ინდექსში“ საქართველო მე-7 ადგილზეა და უსწრებს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან 26-ს. „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ თანახმად, საქართველო მე-12 ადგილზეა მსოფლიოში და უსწრებს ევროკავშირის წევრთა უმრავლესობას. Fraser Institute-ის „თავისუფლების ინდექსში“ საქართველო მე-8 ადგილზეა და იმყოფება აშშ-ის შემდეგ. ეს გახლავთ შესანიშნავი შედეგი ქვეყნისთვის, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ დიქტატურის და რეპრესიების პირობებში ცხოვრობდა, და ეს შედეგი იმსახურებს აღიარებას ევროკავშირის ლიდერების მხრიდან - როგორც სიტყვით, ისე საქმით.

დემოკრატია არ არის მმართველობის უზადო სისტემა - არც საქართველოში, არც ევროკავშირში და არც თავად ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი. ჩვენ, ვინც „რკინის ფარდის“ მეორე მხარეს გავიზარდეთ, კარგად გვესმის ამ თავისუფლებების მყიფე ბუნება. რონალდ რეიგანს თუ დავესესხებით, „თავისუფლება მყიფე რამ არის და მის გასაქრობად მხოლოდ ერთი თაობაა საკმარისი... აუცილებელია, რომ ყველა თაობამ მუდმივად იბრძოლოს მის დასაცავად“. სწორედ ჯორჯიის შტატმა დაუსვა წერტილი ტრამპის პრეზიდენტობას, როცა შტატის ამომრჩევლებმა უარით გაისტუმრეს პრეზიდენტის მცდელობა, საფუძველი შეერყია აშშ-ის არჩევნების დემოკრატიული პროცესისთვის. 10 000 კილომეტრის დაშორებით კი ქვეყანაში სახელად ჯორჯია (საქართველო) ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს ნაკლებად რეკლამირებული, მაგრამ ბევრად უფრო შთამბეჭდავი დემოკრატიული გადასვლა ახალ საფეხურზე“, - ნათქვამია სტატიაში.

ყველა სიახლე

28 ივლისი 2026, 20:37

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია - ინფრასტრუქტურული პროექტის პირველი, მიწისქვეშა სამუშაოების ეტაპი უკვე დაიწყო. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ქვეყნის მთავარი გამზირი ფუნდამენტური განახლებისთვის ემზადება. რუსთაველზე ინფრასტრუქტურული პროექტის პირველი, მიწისქვეშა სამუშაოების ეტაპი უკვე დაიწყო.

28 ივლისი 2026, 20:37

პოლიტიკა

კონსენსუსის პრინციპისა და ვეტოს უფლების შესაძლო შეზღუდვა - განხილვას ევროკავშირში „ნეიტრალური საქართველო“ ეხმიანება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროკავშირი თამაშის წესების ფუნდამენტური ცვლილების ზღვარზეა. კონსენსუსის პრინციპისა და ვეტოს უფლების შესაძლო შეზღუდვის შესახებ განხილვას თბილისში მკვეთრი პოლიტიკური რეაქცია მოჰყვა.

28 ივლისი 2026, 20:32

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის საკრებულოსთან დაკავებულთა საქმეებზე იმსჯელა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის საკრებულოსთან დაკავებულთა საქმეებზე იმსჯელა. მოსამართლემ ერთს ხუთდღიანი პატიმრობა, ერთს კი ხუთი ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა.

28 ივლისი 2026, 20:31

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში სამჯერ ნასამართლევმა პირმა სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულის დაუფლება განიზრახა და პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი 2 ბრალდებულის ოჯახების წევრები დაარწმუნა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის შვილის - ცოტნე ივანიშვილისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის - გეკა გელაძის ჩართულობითა და დახმარებით უზრუნველყოფდა მათ გათავისუფლებას, შემდგომში კი არასაპატიმრო სასჯელზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას. ბრალდებული საჭირო პირობების თითქოსდა მოსამზადებლად და დაცვის მხარისთვის მისაღები ალტერნატიული ექსპერტიზების დასკვნების ვითომდა მოპოვების სანაცვლოდ, პერიოდულად სთხოვდა დაზარალებულს ფულს და იღებდა სხვადასხვა ოდენობის თანხას.

28 ივლისი 2026, 20:28

პოლიტიკა

ეროვნული ღირებულებების დასაცავად - სახალხო მოძრაობა „ეროვნული თაობა“ ოფიციალურად დარეგისტრირდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეროვნული ღირებულებების და ტრადიციული ფასეულობების დაცვა - ახალი სახალხო მოძრაობა „ეროვნული თაობა“ ოფიციალურად დარეგისტრირდა.

28 ივლისი 2026, 20:21

სამართალი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო სავარაუდო სამართალდარღვევების გამოვლენას და მათზე რეაგირებას განაგრძობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მკაფიო ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფას შორის - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო სავარაუდო სამართალდარღვევების გამოვლენისა და მათზე რეაგირების პროცესს განაგრძობს. სამმართველომ ამ დრომდე უკვე ორასამდე სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა.

28 ივლისი 2026, 20:17

მსოფლიო

Deutsche Welle: ვაშინგტონში, ტრამპსა და ზელენსკის შორის შეხვედრა დასრულდა - მოლაპარაკებები მედიის წარმომადგენლების გარეშე ჩატარდა და მისი დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია არ გამართულა

ვაშინგტონში, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა დასრულდა. მოლაპარაკებები მედიის წარმომადგენლების გარეშე ჩატარდა და მისი დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია არ გამართულა, - წერს გერმანული გამოცემა Deutsche Welle.

28 ივლისი 2026, 20:17

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

28 ივლისი 2026, 20:11

სამართალი

ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პროკურატურის ცნობით, ბრალდებულები ეგრეთ წოდებული „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობდნენ, სისტემატურად მართავდნენ უკანონო „ქურდულ გარჩევებს“ და დაშინებისა თუ კრიმინალური გავლენის გამოყენებით სარგებლის მიღებას ცდილობდნენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

28 ივლისი 2026, 19:53

სამართალი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნაცნობ მამაკაცს დაჰპირდა, რომ გარკვეული ოდენობის თანხის გადაცემის სანაცვლოდ, საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად, შემდგომი რეალიზაციის მიზნით მობილურ ტელეფონებს შეიძენდა, ხოლო ტექნიკის გაყიდვის შედეგად მიღებულ შემოსავალს თანაბრად გაუნაწილებდა, თუმცა დანაპირები არ შეასრულა და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 45 360 ლარს.

ფრიდრიხ მერცი

28 ივლისი 2026, 19:39

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ევროკომისიის მიერ წარდგენილი ევროკავშირის თითქმის 2-ტრილიონიანი ბიუჯეტის პროექტი ასობით მილიარდი ევროთი უნდა შეიკვეცოს, ხოლო ევროინსტიტუტებში 2 500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა კი „მიუღებელია“

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ევროკომისიის მიერ წარდგენილი ევროკავშირის თითქმის 2-ტრილიონიანი ბიუჯეტის პროექტი ასობით მილიარდი ევროთი უნდა შეიკვეცოს, ხოლო ევროინსტიტუტებში 2 500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა კი „მიუღებელია“. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

28 ივლისი 2026, 19:31

მსოფლიო

ზელენსკი: კარგი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან ოვალურ კაბინეტში

კარგი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან ოვალურ კაბინეტში - მადლობა ყველაფრისთვის, რასაც ერთად ვაკეთებთ უკრაინელების სიცოცხლის დასაცავად და მშვიდობის დასაახლოებლად, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ლევან ჟორჟოლიანი

28 ივლისი 2026, 18:49

ეკონომიკა

ლევან ჟორჟოლიანი: კომპრომისები ხარისხის ხარჯზე გამორიცხულია, ასევე არ ვაპირებთ, გადავიხადოთ ან ძალიან ბევრი, ან ძალიან ცოტა, ჩვენი მიზანია, გადავიხადოთ სამართლიანი, ადეკვატური ღირებულება, ბიზნესმა თავისი მიიღოს, სახელმწიფომ და მოქალაქეებმა მივიღოთ ხარისხიანი ინფრასტრუქტურა, რომელსაც არ უნდა სჭირდებოდეს რეაბილიტაცია 2-3 წლის შემდეგ, მან უნდა გაუძლოს ათწლეულებს

ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი პრინციპი, რომელიც ვუთხარით ბიზნესს - ჩვენ არ გავაკეთებთ კომპრომისებს ხარისხის ხარჯზე, ეს გამორიცხულია და ამას ამტკიცებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ყოველ ნაბიჯზე, ასევე ჩვენ არ ვაპირებთ, გადავიხადოთ ან ძალიან ბევრი, ან ძალიან ნაკლები, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის კომპანიებთან გამართული შეხვედრის შესახებ.

28 ივლისი 2026, 18:45

მსოფლიო

თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დაიწყო

თეთრ სახლში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა დაიწყო. მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინაში რუსეთის ომი იქნება.

28 ივლისი 2026, 18:38

მსოფლიო

აშშ-ის სენატორთა ორპარტიული ჯგუფი ირანისა და რუსული ენერგომატარებლების მყიდველების წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტზე შეთანხმდა

აშშ-ის სენატორთა ორპარტიულმა ჯგუფმა განაცხადა, რომ მიაღწია შეთანხმებას კანონპროექტზე, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს საშუალებას მისცემს, დამატებითი შეზღუდვები დააწესოს რუსული ენერგომატარებლების მსხვილი მყიდველებისა და ირანის წინააღმდეგ.

ისრაელ კაცი

28 ივლისი 2026, 18:33

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ჩვენ ძალიან გვინდა ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმა, თუმცა აშშ ამ ეტაპზე ამის თანხმობას არ იძლევა

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ აშშ ხელს უშლის ისრაელს ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების განხორციელებაში. მისი თქმით, ვაშინგტონის ეს პოზიცია ეკონომიკური და ენერგეტიკული შეშფოთებებით არის განპირობებული.

თინათინ რუხაძე

28 ივლისი 2026, 18:28

კულტურა

კულტურის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობიდან გადაგა. განცხადება საქართველოს კულტურის სამინისტრომ გაავრცელა.

ლევან ჟორჟოლიანი

28 ივლისი 2026, 18:12

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პირველი სექტემბრიდან გამოცხადდება სტაჟირების მასშტაბური სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოიცავს, როგორც ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებს, ასევე მუნიციპალიტეტებს, იქნება 3 000-მდე ვაკანსია

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პირველი სექტემბრიდან გამოცხადდება სტაჟირების მასშტაბური სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოიცავს, როგორც ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებს, ასევე მუნიციპალიტეტებს, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“.

ვატო ქიზიყურაშვილი

28 ივლისი 2026, 18:02

პოლიტიკა

ვატო ქიზიყურაშვილი: ნეიტრალიტეტი განაპირობებს იმას, რომ საქართველოს ექნება ღირსეული, თანაბარუფლებიანი პარტნიორობა აბსოლუტურად ყველა ქვეყანასთან, მათ შორის ევროკავშირთან

ევროკავშირს, საქართველოს თანაბარ პარტნიორად აღქმაზე უარი დიდი ხანია ნათქვამი აქვს. ყველაზე კარგი მაგალითია ის, ბოლო 5 წლის განმავლობაში რა პროცესებს ვადევნებდით ქვეყნის შიგნით თავს. იყო მათ მიერ მხარდაჭერილი სხვადასხვა რევოლუციური მცდელობა და ეს კიდევ ერთხელ არის დამაფიქრებელი იმაზე, თუ რა სურთ მათ ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ საერთაშორისო მდივანმა ვატო ქიზიყურაშვილმა.

ლევან ჟორჟოლიანი

28 ივლისი 2026, 18:02

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: სტაჟირების პროგრამა მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურისთვის, ახალი თაობის შესვლა საჯარო სამსახურში არის უმნიშვნელოვანესი, რადგან ახალგაზრდებს აქვთ განსაკუთრებული მოტივაცია, მონდომება, მიიღონ ცოდნა, გამოცდილება და დაამტკიცონ, ის, რომ მათ შეუძლიათ ემსახურონ საკუთარ ქვეყანას

სტაჟირების პროგრამა მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურისთვის, ახალი თაობის შესვლა საჯარო სამსახურში არის უმნიშვნელოვანესი, რადგან ახალგაზრდებს აქვთ განსაკუთრებული მოტივაცია, მონდომება, მიიღონ ცოდნა, გამოცდილება და დაამტკიცონ, ის, რომ მათ შეუძლიათ ემსახურონ საკუთარ ქვეყანას, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.