მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა
მამუკა მდინარაძე
ფოტო: არქივი
პანდემიისგან მიყენებული ზიანი საქართველოს ეკონომიკაზე ძალიან ცუდად აისახება და პოლიტიკური შოუების და კინკლაობის დრო არ არის, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მდინარაძემ NDI-ის კვლევის შედეგებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მონაწილეობა მიიღონ პარლამენტის მუშაობაში, სადაც მმართველი გუნდი დებატებშიც შევა და კრიტიკასაც მიიღებს.
„პანდემიისგან მიყენებული ზიანი ძალიან ცუდად აისახება არა მხოლოდ საქართველოში ეკონომიკურ მდგომარეობაზე, არამედ ჩვენზე გაცილებით ძლიერ ქვეყნებზე. პოლიტიკური შოუების და პოლიტიკური კინკლაობის დრო არ არის. ჩვენ ძირითადად გვიწევს ამ პოლიტიკურ თემებზე საუბარი და ნაკლებად გვაქვს კომუნიკაცია საზოგადოებასთან იმ რეფორმებთან დაკავშირებით, რაც ნეგატიური შედეგების აღმოფხვრისთვის ხორციელდება. ნამდვილად ჯობს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მონაწილეობა მიიღონ პარლამენტის მუშაობაში და უკვე ვილაპარაკოთ კონკრეტულ თემებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის. აქ მივიღებთ კრიტიკასაც, ვიქნებით დებატებშიც და გაკეთებულ საქმეებზე საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მივაწოდებთ. სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიციის მნიშვნელოვან ნაწილს ვხედავთ, რომლებიც დღესაც ვირუსის მხარეს დგანან და ცდილობენ, ვირუსისგან მიყენებული ზიანი თავის ბენეფიტად ჩაითვალონ. გვპირდებიან „ცხელ“ გაზაფხულს, რევოლუციური სცენარის განვითარებას, რაც, ერთი მხრივ, სახელმწიფოსთვისაა დამაზიანებელი და მეორე მხრივ პერსპექტივა არ აქვს”, - განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან, მდინარაძისთვის NDI-ის გამოკითხვის შედეგები გასაკვირია.
„დღეს ცოტა გასაკვირიც კი იყო NDI-ის გამოკითხვის შედეგები იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, წლების განმავლობაში მიზეზები სერიოზული ცდომილების, რომელიც გამოწვეული იყო იმ ადგილობრივი ორგანიზაციების მუშაობის შედეგით, რომელსაც ეყრდნობოდა NDI და რომელთა დიდი ნაწილი აფილირებული იყო კონკრეტულ ორგანიზაციებთან. თუმცა, როგორც ჩანს, ამ ფარგლებშიც ვერ ჩაჯდა ისეთი შედეგები, რომელიც „ნაცმოძრაობას” აწყობდა. ისტორიულ მინიმუმზეა „ნაცმოძრაობის” რეიტინგი, რაც „ქართული ოცნების” რეიტინგთან შედარებით 6-ჯერ ნაკლებია და გამოკითხულ იმ რესპოდენტთა 68%, ვინც სართოდ აფიქსირებს კონკრეტული პარტიის მხარდაჭერას, მხარს „ქართულ ოცნებას” უჭერს. ასევე ფაქტია, ეს არ არის ჩვენი მოსაზრება, NDI-ც ამბობს თავისი შედეგებით, რომ საქართველოს მოსახლეობის 2/3 მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს, რომ პარლამენტში შემოვიდნენ”,- განაცხადა მდინარაძემ.
NDI-ს ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა მმართველი პარტიის შეხედულებებს იზიარებს. კითხვაზე „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს“ პასუხები ასე გადანაწილდა:
„ქართული ოცნება“ - 31%;
არცერთი პარტია - 25%;
უარი პასუხზე - 24%;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 5%;
არ ვიცი - 5%;
სხვა პარტიები - 9%.
კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით, 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარია ±1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.
ყველა სიახლე
30 აპრილი 2026, 22:07
მსოფლიო
ფიფას პრეზიდენტი: ირანი, რა თქმა უნდა, მიიღებს მონაწილეობას 2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატზე
ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ ვანკუვერში გამართულ ფეხბურთის მმართველი ორგანოს კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას დაადასტურა, რომ ირანი წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.
30 აპრილი 2026, 21:50
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ კარგად ვიცით, რომ ბაზარი არეგულირებს ფასებს მაგრამ, თუ ბაზარზე დომინირებს რამდენიმე კომპანია, გამოდის, ბაზარი კი არა, რეალურად ეს კომპანიები ქმნიან ამინდს
ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის დეფიციტი დაასახელა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა პროდუქციაზე მაღალი ფასების არსებობის ერთ-ერთ მიზეზად. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, როცა ბაზარზე რამდენიმე კომპანია დომინირებს, გამოდის, რომ ფასებს არა ბაზარი, არამედ სწორედ ეს კომპანიები განსაზღვრავენ.
30 აპრილი 2026, 21:38
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი მიხაელა დოცოვას ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიხაელა დოცოვას ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს.
30 აპრილი 2026, 21:13
მსოფლიო
კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა არ უნდა დაიმციროს თავი მოსკოვისთვის მოლაპარაკებების ხვეწნით
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ ბლოკმა არ უნდა „დაიმციროს“ თავი მოსკოვისთვის მოლაპარაკებების ხვეწნით.
30 აპრილი 2026, 21:03
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკა-ისრაელი-ირანის ომში სწორედ ჩინეთია ის ქვეყანა, რომელმაც ითამაშა ძალიან მნიშვნელოვანი შუამავლის როლი
პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ, მედიასთან ისაუბრა ამერიკა-ისრაელი-ირანის ომზე. ანალიტიკოსმა ხაზი გაუსვა, რომ კონფლიქტში სამი ქვეყნის გარდა, სხვა მოთამაშეებიც იკვეთებიან - რუსეთი და ჩინეთი. ჩიბურდანიძემ აღნიშნა, რომ რუსეთი, უკრაინის ომის ფონზე, ანგარიშგასაწევი ძალაა ამერიკისთვის, ხოლო ჩინეთი არ გამორიცხავს ირანის დახმარებას.
30 აპრილი 2026, 21:01
პოლიტიკა
მაჭარაშვილი: ერთი წელი დასჭირდა იმ მოლოდინს, რომ საქართველოსა და შტატებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გადატვირთვის პროცესი დაწყებულიყო, მაგრამ თუნდაც იმ ერთ წელში, როგორც მინიმუმ, ჩვენს მიმართ არ ისმოდა უსამართლო განცხადებები
შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის პერსპექტივებსა და მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანი გურამ მაჭარაშვილმა.
30 აპრილი 2026, 20:58
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციას არ სჭირდება მოაზროვნე საზოგადოება, ისინი რევოლუციურ სცენარზე მუშაობენ და 26 მაისისთვის ემზადებიან, რომ ევრობიუროკრატებს დაანახონ, რომ ისევ არსებობენ
ოპოზიციის სტრატეგიასა და მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ.
30 აპრილი 2026, 20:55
პოლიტიკა
თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ - ოპოზიციურ ალიანსში Facebook სტატუსებით ბრძოლა გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბრძოლა Facebook სტატუსებით. ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირება გრძელდება. სოციალურ ქსელში ამჯერად, ერთმანეთს კვლავ თამარ ჩერგოლეიშვილი და მიხეილ სააკაშვილი დაუპირისპირდნენ.
30 აპრილი 2026, 20:54
საზოგადოება
შეტევა ეკლესიაზე და პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახურის მიზნები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
შეტევა ეკლესიაზე, ამჯერად პოლონეთიდან. მძიმე ბრალდებები წმინდა სინოდის წინააღმდეგ პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე შექმნილ ქართულენოვან საინფორმაციო გადაცემაში გაისმა.
30 აპრილი 2026, 20:49
მსოფლიო
ზელენსკი: უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები ირანის გარშემო არსებული კონფლიქტის გამო გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდა
უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები ირანის გარშემო არსებული კონფლიქტის გამო გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამის შესახებ Bloomberg-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
30 აპრილი 2026, 20:43
პოლიტიკა
საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს. რა განაპირობებს პოზიტიურ დინამიკას? „ქრონიკის“ სიუჟეტი
საგარეო შოკების და გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე - საქართველოს ეკონომიკამ იანვარ-მარტში კვლავ ორნიშნა ზრდა აჩვენა, ეკონომიკის სამინისტრო შედეგებში მნიშვნელოვან წილს ანიჭებს საგარეო ვაჭრობის მიმართულების პოზიტიურ ტენდენციებს.
30 აპრილი 2026, 20:41
პოლიტიკა
სააკაშვილის მორიგი შეტევა ეკლესიაზე: „მიკვირს მედიის, რომელიც აქტიურად აშუქებს პატრიარქის ე.წ. არჩევნების რუსულ სპეცოპერაციას - ივანიშვილმა არ დაუშვა არჩევნებზე ნამდვილი გმირი და წმინდა ადამიანი მეუფე ისაია უდიპლომობის გამო
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მორიგი შეტევა ეკლესიაზე - სააკაშვილი პატრიარქის არჩევნებს „ეგრეთ წოდებულს“ და „რუსულ სპეცოპერაციას“ უწოდებს. ის აცხადებს, რომ სახელმწიფოც და ეკლესიაც რუსეთმა მიიტაცა, ბიძინა ივანიშვილმა კი, მეუფე ისაია არ დაუშვა არჩევნებზე.
30 აპრილი 2026, 20:38
პოლიტიკა
პარტნიორობის გაღრმავება, ეკონომიკურ და საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობა - არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრი საქართველოში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პარტნიორობის გაღრმავება, ეკონომიკური და საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობა - არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრი საქართველოშია.
30 აპრილი 2026, 20:32
პოლიტიკა
საწვავის ბაზრის სტრუქტურა და ფასწარმოქმნის ჯაჭვი - ფასების შემსწავლელმა, პარლამენტის დროებითმა კომისიამ, ბაზრის ლიდერ ნავთობკომპანიებს მოუსმინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბიზნესმა, რომელიც სრულად იმპორტზეა დამოკიდებული, ბოლო პერიოდში საწვავის გაძვირება გლობალურ ბაზარზე არსებული ვითარებით ახსნა. თითქმის ორი თვის განმავლობაში, კომისიის წევრებმა სხვადასხვა პროდუქტის და მედიკამენტების მწარმოებლებსაც მოუსმინეს.
30 აპრილი 2026, 20:31
თავდაცვა
30 აპრილი თავდაცვის ძალების დღეა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სამშობლოს დაცვის გარანტი და ეროვნული ღირებულებების ძლიერი კერა- ასე შეაფასა ქართული ჯარი თავდაცვის მინისტრმა. სამხედროებს მიმართეს პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ. დღესვე პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლებს.
30 აპრილი 2026, 20:28
პოლიტიკა
სადღობელაშვილი: ევროპაში ბოლო ათწლეულში გაუპატიურების შემთხვევები 150%-ით არის გაზრდილი, სექსუალური ძალადობა თითქმის გაორმაგებულია, გვიღირს ამ ერთ დროს მომხიბვლელ ოჯახში ყოფნა?! - ძლიერი ქვეყანა იმაზე დგას, რომ იცავს თავის ფესვებს
დღეს ხშირად გვესმის, რომ ევროპა არის განვითარების, უსაფრთხოების და პროგრესის სიმბოლო. მაგრამ როცა ოფიციალური მონაცემებიც კი - მათ შორის Eurostat - მიუთითებს, რომ ბოლო ათწლეულში გაუპატიურების შემთხვევები 150%-ით არის გაზრდილი, ხოლო სექსუალური ძალადობა თითქმის გაორმაგებულია, ჩნდება ძალიან სერიოზული კითხვა: საით მიექანება დღევანდელი ევროპა”? გვიღირს ამ ერთ დროს მომხიბვლელ ოჯახში ყოფნა?! რის ფასად?! - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.
30 აპრილი 2026, 20:23
პოლიტიკა
სახელმწიფო მინისტრი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში და ვიცე-პრემიერი - მამუკა მდინარაძის ოფიციალურ დანიშვნას პრემიერმა ხელი მოაწერა. დეტალები „ქრონიკაში“
მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა.
30 აპრილი 2026, 20:03
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი ოპოზიციის გასვლით შეხვედრებზე: ოპოზიციაში ეშინიათ მოსახლეობასთან პირისპირ კომუნიკაციის, რაც იმას მოწმობს, რომ ისინი ვიღაცის დასანახად და რაღაც დავალების შესასრულებლად აწყობენ ე.წ. შეხვედრებს
„რადიკალებს სურთ დამკვეთებს აჩვენონ - დავალება შევასრულეთ, ხალხში გავედით,“ - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი ოპოზიციის შეხვედრებსა და სოციალურ ქსელებში ერთმანეთის მიმართ გამოქვეყნებულ ბრალდებებს.
30 აპრილი 2026, 19:54
მსოფლიო
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი: მსოფლიო უდიდესი ენერგეტიკული და ეკონომიკური გამოწვევის წინაშე დგას
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) აღმასრულებელმა დირექტორმა, ფათიჰ ბიროლმა განაცხადა, რომ ნავთობზე ფასების მკვეთრი ზრდის შემდეგ, გლობალური ეკონომიკა „უმწვავეს ენერგეტიკულ და ეკონომიკურ“ კრიზისში აღმოჩნდა.
30 აპრილი 2026, 19:39
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილმა არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო დელეგაციას უმასპინძლა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრის დელეგაციის წევრებს უმასპინძლა.


