IMEDI /  25 იანვარი 2021, 18:44 / სანდო წყარო

ირაკლი ჩიქოვანი: ევროპის საბჭოში აღიარებენ, რომ საქართველოს თანამშრომლობა ევროპულ ინსტიტუტებთან სამაგალითოა

ირაკლი ჩიქოვანი

ირაკლი ჩიქოვანი

ესაა საკმაოდ დატვირთული ვიზიტი, გარდა იმ საკითხებსა, რომელიც განხილული იქნება ევროპის საპარლამენტო ასამბლეის პირობებში, ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ამ შეხვედრებს მართავს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. ჩვენ გვექნება შეხვედრა, როგორც ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ასევე საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელთან. ასევე ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართა და ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან. ესაა უმაღლესი დონის ვიზიტი, სადაც ჩვენ გვაქვს რწმუნება იმისა, რომ ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა პროგრესი გვაქვს მიღწეული და იმ გეგმებზე, რომელსაც ერთად განვახორციელებთ.

ევროპის საბჭოში აღიარებენ, რომ ის თანამშრომლობა, რომელიც საქართველოს გააჩნია ევროპულ ინსტიტუტებთან არის სამაგალითო. რაც აჩვენებს იმას, თუ რისი მიღწევა შეიძლება ერთობლივი მუშაობით“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში იმყოფება, სადაც 25-29 იანვარს ასამბლეის ზამთრის სესიაში იღებს მონაწილეობას.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ტინი კოქსმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც, კენჭისყრა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა, თუმცა იყო გარკვეული ხარვეზები.

ყველა სიახლე

14 იანვარი 2025, 09:02

მსოფლიო

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო ამერიკულმა კინოაკადემიამ „ოსკარის“ ნომინანტების გამოცხადება კიდევ ერთხელ გადადო

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო ამერიკულმა კინოაკადემიამ ოსკარის პრემიის ნომინანტების გამოცხადება კიდევ ერთხელ გადადო. ცერემონია მიმდინარე კვირის ბოლოს უნდა გამართულიყო, თუმცა ჰოლივუდში შექმნილი სტიქიური ვითარების გათვალისწინებით, ის ჯერ 19 იანვრისთვის გადაიტანეს, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ნომინანტებს 23 იანვარს დაასახელებენ.

14 იანვარი 2025, 09:01

მსოფლიო

ხანძრის ფონზე ლოს-ანჯელესში მაროდიორობის ფაქტები გამოვლინდა

გამანადგურებელი ხანძრის ფონზე ლოს-ანჯელესში მაროდიორობის ფაქტები გამოვლინდა. ინფორმაციას Fox News-ი ქალაქის საოლქო პროკურორზე ნათან ჰოჰმანზე დაყრდნობით ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

14 იანვარი 2025, 08:53

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: პიროტექნიკიდან ფურთხებაზე რომ გადადიან კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მისი მხარდამჭერები, ეს ნიშნავს იმას, რომ ბოლო ფაზაში არიან

როცა უკვე პიროტექნიკიდან ფურთხებაზე გადადის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მისი მხარდამჭერები, ეს ნიშნავს იმას, რომ ბოლო ფაზაში არიან, შესაბამისად მალე აღარ ექნებათ პოლიტიკური სარბიელი, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

გივი მიქანაძე

14 იანვარი 2025, 08:45

პოლიტიკა

გივი მიქანაძე საგამოძიებო კომისიაზე: ჩვენ აუცილებლად აღვასრულებთ იმ დაპირებას, რომელიც წინასაარჩევნოდ გავაჟღერეთ - საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირას ერთ-ერთი საკითხი რაც დაინიცირდება, არის სწორედ ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა

2025 წლის საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირას ერთ-ერთი საკითხი რაც დაინიცირდება არის სწორედ ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა, - მისი თქმით, თავის დროზე ამის საშუალება კოჰაბიტაციის რეჟიმმა არ მისცა, თუმცა ამჯერად, საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოთხოვნა აღსრულდება.

14 იანვარი 2025, 08:35

სამართალი

ზუგდიდში, საპროტესტო აქციაზე, „დროას” აქტივისტი, მარიამ სიჭინავა დააკავეს

ზუგდიდში, საპროტესტო აქციაზე, „დროას” აქტივისტი მარიამ სიჭინავა დააკავეს. მან პოლიციის გაფრთხილების მოუხედავად, პიროტექნიკა გამოიყენა. აქციაზე იმყოფებოდა „დროას” ლიდერი ელენე ხოშტარიაც, რომელმაც პოლიციის მოთხოვნის მიუხედავად, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ, სპეციალური სტიკერები გააკრა

14 იანვარი 2025, 08:31

საზოგადოება

ლევან მგალობლიშვილი: ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში მცხოვრები მოქალაქეების დაბინავება, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ

ჩვენთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მოსახლეობის დაბინავება და ქალაქის მერიასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა.

14 იანვარი 2025, 08:20

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე: უბედური შემთხვევა მოხდა, სავარაუდოდ საუბარია გაზის გაჟონვაზე ან ქსელის გაუმართაობაზე. რამდენიმე პირი იმყოფება კლინიკაში, ერთ-ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებოა

უბედური შემთხვევა მოხდა. ზუსტი მიზეზები ალბათ გამოძიების ჩატარების შემდეგ შეგვეძლება, რომ დაზუსტებით ვთქვათ, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, რომელმაც ორთაჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა.

არჩილ გორდულაძე

14 იანვარი 2025, 08:11

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ჩვენ ვაპირებთ, რომ გამოვიძიოთ ყველაფერი, რაც სისხლიანი, მწამებლური რეჟიმის შემქმნელმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა

ჩვენ ვაპირებთ, რომ გამოვიძიოთ თითოეული ის საკითხი, რომელიც სისხლიანი, მწამებლური რეჟიმის შემქმნელმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას.

14 იანვარი 2025, 08:04

სამართალი

დღეს საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა

დღეს საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა. ვიზიტს მონიტორინგის ხასიათი ექნება, რომელიც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში პერიოდულად ხორციელდება.

ჯო ბაიდენი

14 იანვარი 2025, 03:06

მსოფლიო

ბაიდენი: როდესაც პუტინმა უკრაინაში შეჭრა დაიწყო, ფიქრობდა, რომ რამდენიმე დღეში აიღებდა კიევს, მაგრამ ომის დაწყების შემდეგ კიევის ცენტრში მე გამოვჩნდი და არა ის

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის ომი უკრაინისა და მთლიანად დასავლეთის წინააღმდეგ ჩავარდა.

ლევან მგალობლიშვილი
მიხეილ სარჯველაძე

14 იანვარი 2025, 02:52

პოლიტიკა

ორთაჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები მიხეილ სარჯველაძემ და ლევან მგალობლიშვილმა კლინიკაში მოინახულეს

ორთაჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა კლინიკაში მოინახულეს.

14 იანვარი 2025, 02:01

საზოგადოება

ორთაჭალაში, დევნილთა დასახლებაში აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. ინფორმაცია Imedinews-ს საგანგებლო სიტუაციების სამსახურმა დაუდასტურა.

ხვიჩა კვარაცხელია

14 იანვარი 2025, 01:04

სპორტი

ფაბრიციო რომანო: „პარი სენ-ჟერმენი“ ხვიჩა კვარაცხელიასთან გარიგების დადებასთან ახლოს არის

„პარი სენ-ჟერმენი“ ხვიჩა კვარაცხელიასთან გარიგების დადებასთან ახლოს არის, - დაწერა სოციალურ მედიაში გავლენიანმა იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ.

მარკ რუტე

14 იანვარი 2025, 00:38

მსოფლიო

ნატოს გენერალური მდივანი: თუ თავდაცვითი ხარჯები არ გაიზრდება, ევროპელებს რუსული ენის კურსების გავლა მოუწევთ

ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა გადახედოს თავისი ხარჯების პრიორიტეტებს თავდაცვის ბიუჯეტის გასაზრდელად.

ირაკლი კობახიძე

14 იანვარი 2025, 00:31

საზოგადოება

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ირაკლი კობახიძე ეხმიანება

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეხმიანება.

მიხეილ ყაველაშვილი

14 იანვარი 2025, 00:15

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი ქვეყნის ხუთჯვრიანი დროშა არა მარტო სახელმწიფოებრიობის, არამედ ეროვნული ცნობიერების, სიამაყის, პასუხისმგებლობის და ჩვენი თავისუფლებისათვის ბრძოლის თვალსაჩინო განსახიერებაა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მოქალაქეებს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს.

14 იანვარი 2025, 00:12

საზოგადოება

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება

ტრადიციულად, ამ დღეს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში დროშის აღმართვის ცერემონია იმართება.

შალვა პაპუაშვილი

13 იანვარი 2025, 23:58

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი მოსახლეობას კალანდობას ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოსახლეობას კალანდობას ულოცავს.

ჯო ვილსონი

13 იანვარი 2025, 23:50

პოლიტიკა

ჯო ვილსონმა მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა

ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო ვილსონმა მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

ზურაბ ქადაგიძე

13 იანვარი 2025, 23:35

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: რადიკალებმა აბსოლუტურად ყველაფერი პერფორმანსად აქციეს

რაც ლარს ფონ ტრიერის ფილმ „იდიოტებში“ ხდება, იმავეს ვუყურებთ რადიკალებში. რა თქმა უნდა, მათთვის სცენარის შემქმნელს ძალიან ბევრი უკლია ფონ ტრიერამდე, მაგრამ, როგორც ფილმშია, ესენიც საკუთარ თავსა და წრეში სხვადასხვა მასშტაბის იდიოტებს ეძებენ, - განაცხდა მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ.