IMEDI /  28 იანვარი 2021, 12:48 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: თუ ასე ნერვიულობენ მანდატების გაუქმებაზე, გაბრაზებული პათოსით საუბარს თავი დაანებონ, ჯობს გაიტანონ განცხადებები და შეცვალონ პოზიცია

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

კიდევ ერთი სხდომა იქნება, თუმცა ჯერჯერობით ასეთი გადაწყვეტილებაა. განსხვავებული აზრები, რა თქმა უდნა, არსებობს, მაგრამ უმრავლესობის განწყობაა, რომ შეუწყდეთ მანდატები. მყარი არგუმენტი გვაქვს, მათ ეს სურთ. ცოტა რთულია მათი ნების საწინააღმდეგოდ იმოქმედო, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მამუკა მდინარაძის თქმით, პარლამენტში არშემოსული დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმების გადაწყვეტილება უმრავლესობაში უკვე ჩამოყალიბებულია.

„ჯერ სხვაგვარი გადაწყვეტილება უმრავლესობაში არ არის ჩამოყალიბებული. კიდევ ერთხელ შევიკრიბებით, ვერავის მივცემ იმის გარანტიას, რომ მათ არ შეუწყდებათ უფლებამოსილება. როგორც ჩანს, ამაზე ძალიან ნერვიულობენ, ძალიან განიცდიან, სინამდვილეშიც ასეა. არა მხოლოდ ვარაუდის, არამედ ინფორმაციის დონეზეც შეგვიძლია ეს გითხრათ. თუ ასე ნერვიულობენ, გაბრაზებული პათოსით საუბარს თავი დაანებონ. ჯობს გაიტანონ განცხადებები, შეცვალონ პოზიცია და ეს იქნება გარანტია, რომ არ შეუწყდებათ მანდატები. გუნდური, ერთობლივი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ერთი სხდომა დარჩა ამ კენჭისყრამდე და რაიმეს შეცვლის გარანტიას ვერავის მივცემ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველა სიახლე

ნათია თურნავა

04 მარტი 2021, 13:59

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ჩვენი ამოცანაა, გავზარდოთ ქვეყანაში არსებული სიმძლავრეები, რომ მომავალში არ ვიყოთ დამოკიდებული სამეზობლოსა და მათ კეთილგანწყობაზე ელექტროენერგიის იმპორტთან მიმართებაში

როგორც ნათია თურნავამ განმარტა, პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, მოსახლეობასთან დაგეგმილი აქტიური კომუნიკაციისა და საუბრის საგანი, ყველა შეხვედრაზე, იქნება ორი რამ - რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ენერგოდამოუკიდებლობა და ასევე ამოცანა, რომ ჩვენი მოსახლეობის, კერძო სექტორის მიერ ელექტროენერგიის საფასურის სახით გადახდილი თითოეული ლარი არ გადიოდეს გარეთ, მაქსიმალურად რჩებოდეს ქვეყანაში, მოხმარდეს საკუთარ ჰიდროსადგურებს, იქ მომუშავე ადამიანებს და არა ქვეყნის გარეთ არსებულ სადგურებს და იქ დასაქმებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.

04 მარტი 2021, 13:56

საზოგადოება

ხვალიდან საქართველოში გამოიდარებს

5-6 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 6 მარტს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +18, +20, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +15, +17 გრადუსამდე დათბება.

04 მარტი 2021, 13:46

სამართალი

დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით ორგანიზებული ჯგუფის 5 წევრი, მათ შორის შსს-ს 1 თანამშრომელი დააკავეს

სამართალდამცველებმა მოსამართლოს განჩინების საფუძველზე, დოკუმენტის გაყალბების, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის და თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ორგანიზებული ჯგუფის 5 წევრი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაკავებულთა შორის ერთ-ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია.

დავით სონღულაშვილი

04 მარტი 2021, 13:38

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, პრემიერისგან ინიცირება, როგორ უნდა განვითარდეს ეკონომიკა პოსტპანდემიურ ქვეყანაში

ძალიან მნიშვნელოვანია, პრემიერისგან ინიცირება, რათა არსებობდეს საკითხის გრძელვადიანი გეგმა და ხედვა - როგორ უნდა განვითარდეს ეკონომიკა პოსტპანდემიურ ქვეყანაში, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა პრემიერის ინიციატივაზე განაცხადა. დავით სონღულაშვილის თქმით, პარლამენტის მხრიდან ჩართულობა იქნება მაქსიმალური, რათა ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად აღდგეს.

შიში

04 მარტი 2021, 13:35

საზოგადოება

არ შეაშინოთ ბავშვი ნემსის გაკეთებით - რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ თქვენს პატარას ექიმის შიში არ ჰქონდეს. ფსიქოლოგის რჩევები

როგორ უნდა გაუმკლავდეს ბავშვი ექიმის შიშს და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, - ამის შესახებ ფსიქოთერაპევტმა, ნინო კერესელიძემ „იმედის დღეში“ ისაუბრა. მისი თქმით, პირველი შეცდომა, როდესაც ბავშვს შიში უყალიბდება, ეს არის მისი არაინფორმირებულობა და არმიწოდება იმ ინფორმაციის, რაც ექიმთან ვიზიტის დროს ხდება.

04 მარტი 2021, 13:32

მსოფლიო

Walt Disney მაღაზიების 20 პროცენტს ხურავს

Walt Disney 2021 წელს ჩრდილოეთ ამერიკაში 60-მდე მაღაზიას, ე.წ. Disney Store-ს დახურავს. ამის შესახებ განცხადებას CNBC-ი ავრცელებს. კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ელექტრონულ კომერციაზე იქნება ორიენტირებული, რაც ტრადიციული ოფლაინ-მაღაზიების რაოდენობის შემცირებას გამოიწვევს.

საბერძნეთი საქართველო დროშა

04 მარტი 2021, 13:29

პოლიტიკა

საქართველოს საგარეო უწყება საბერძნეთში მომხდარ მიწისძვრას ეხმაურება

„საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს საბერძნეთს ამ რთულ დროს. მიწისძვრით დაზარელებულებზე ვფიქრობთ. ბერძენ ხალხს ამ განსაცდელის დროს სიმამაცესა და სიძლიერეს ვუსურვებთ“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში, რომელიც Twitter-ზე გამოქვეყნდა.

04 მარტი 2021, 13:28

სპორტი

შვედეთის დედაქალქ სტოკჰოლმში ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება

2021 წლის 22 მარტიდან 28 მარტის ჩათვლით, შვედეთის დედაქალქ სტოკჰოლმში გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში, რომელშიც 4 ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. სწორედ ამ ჩემპიონატზე განაწილდება 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები. დასრულდა ეროვნული ფედერაციების მიერ გუნდების ფორმირება, მამაკაცთა კატეგორიაში სულ 27 ქვეყნის 34 სპორტსმენი გამოვა შეჯიბრზე, ქალთა სეგმენტში კი 35 ქვეყნის 42 მოციგურავე, სპორტული წყვილებდან 18 ქვეყნის 26 და სპორტულ ცეკვებში 25 ქვეყნის 33 წყვილი.

04 მარტი 2021, 13:27

ეკონომიკა

პეტრიაშვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

„ჩვენთვის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა, რომელიც მთაწმინდის რაიონში აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულ ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა ამორტიზებული იყო. პროექტის დასრულების შემდეგ კი, ადგილობრივი მოსახლეობა უფრო კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

04 მარტი 2021, 13:17

საზოგადოება

პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები განსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს. რეგისტრაციის ვადებისა და ეტაპების შესახებ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

04 მარტი 2021, 13:13

სამართალი

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას საქმის არსებითი განხილვა გაიმართა

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკზე“ შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ბადრი ესებუას უფლებადამცველმა იოსებ ჯანაშიამ განაცხადა, სხდომაზე მხარეებმა მხოლოდ შესავალი სიტყვა თქვეს. მისივე თქმით, სხდომაზე არ იყო წარმოდგენილი ბრალდების მხარის მხრიდან მტკიცებულებები, რის გამოც საქმის განხილვა გაურკვეველი ვადით გადაიდო.

04 მარტი 2021, 13:13

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის 11 385 ახალი შემთხვევა დადასტურდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11 385 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 475 პაციენტი გარდაიცვალა.

არჩილ თალაკვაძე

04 მარტი 2021, 13:13

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: რეფორმებთან დაკავშირებით ჩვენს პირობას ვასრულებთ, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პაკეტი ინიცირდება

საარჩევნო რეფორმის ახალი პაკეტი არის ეუთოს რეკომენდაციების მიხედვით შემუშავებული, სადაც მთელი რიგი მნიშვნელოვანი ცვლილებები არის გათვალისწინებული - რეფორმებთან დაკავშირებით, ჩვენს პირობას ვასრულებთ და ეს პაკეტი ინიცირდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას სამუშაო პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოპონენტებს განხილვებში მონაწილეობის მიღება სურთ, პროცესი სამი განხილვის ფარგლებში, ამისათვის ღია იქნება.

არჩილ თალაკვაძე

04 მარტი 2021, 13:10

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მოლაპარაკებების დღის წესრიგში, ოპოზიციის მიერ დაყენებული საკითხებიდან მინიმუმ 2, მოითხოვს მათ ჩართვას საპარლამენტო საქმიანობაში

მოლაპარაკებების დღის წესრიგში, ოპოზიციის მიერ დაყენებული საკითხებიდან მინიმუმ 2, მოითხოვს მათ ჩართვას საპარლამენტო საქმიანობაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

04 მარტი 2021, 13:05

COVID19

გერმანიის მთავრობამ ლოკდაუნის რეჟიმი 28 მარტამდე გაახანგრძლივა

გერმანიის მთავრობამ ქვეყანაში მოქმედი ლოკდაუნის რეჟიმი 28 მარტამდე გაახანგრძლივა. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ ფედერალური ხელისუფლება რეგიონების ხელმძღვანელებს უფლებას აძლევს, შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღონ.

თორნიკე რიჟვაძე

04 მარტი 2021, 13:04

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძემ სამინისტროებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სამინისტროებში სამუშაო შეხვედრები გამართა. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში შეხვედრისას, საუბარი შეეხო ისეთ მთავარ საკითხებს, როგორიცაა ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და საპრივატიზაციო პოლიტიკის გააქტიურება. თორნიკე რიჟვაძის თქმით, საჭიროა უფრო გაბედული და ეფექტიანი ნაბიჯები ეკონომიკის აღდგენისთვის.

ნათია თურნავა

04 მარტი 2021, 13:00

COVID19

ნათია თურნავა: გამოჩნდა პირველი ვაქცინირებული ტურისტების ნაკადები

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოში პირველი ვაქცინირებული ტურისტების ნაკადები გამოჩნდა. როგორც ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ისრაელის ავიაკომპანია „არკია“ მარტის ბოლოს 3 ტურისტულ ჩარტერულ რეისს შეასრულებს.

არჩილ თალაკვაძე

04 მარტი 2021, 13:00

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ვფიქრობ, ემოციები და ულტიმატუმები გვერდით უნდა გადავდოთ და სამართლიან საფუძვლებზე შევთანხმდეთ, როგორ ვაგრძელებთ თანამშრომლობას

„ოპოზიცია ამბობს, რომ მათ სურთ საგამოძიებო კომისიაში თანაბარი პასუხისმგებლობების აღება. დიახ, სწორედ ეს გახლდათ ჩვენი შეთავაზებაც, რომ ორი თანათავმჯდომარის პირობებში მომხდარიყო ამ საგამოძიებო კომისიის ოპერირება, სადაც ოპოზიცია და უმრავლესობა თანაბრად გაუძღვებოდნენ პროცესს. ამიტომ ვფიქრობ, დიალოგისთვის არსებობს სივრცე, მაგრამ დიალოგი ასევე მოითხოვს სამართლიან პირობებზე შეთანხმებას. ვფიქრობ, ემოციები და ულტიმატუმები გვერდით უნდა გადავდოთ და სამართლიან საფუძვლებზე შევთანხმდეთ, თუ როგორ ვაგრძელებთ მომავალ პოლიტიკურ თანამშრომლობას. ეს არის დღეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

04 მარტი 2021, 12:50

ეკონომიკა

ზაფხულში ყოველკვირეული ფრენების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 7-ჯერ გაიზრდება

ზაფხულში ყოველკვირეული ფრენების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 7-ჯერ გაიზრდება, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ზაფხულში 1 კვირის განმავლობაში სხვადასხვა ავიაკომპანიის მიერ 200-მდე ფრენა განხორციელდება.

გიორგი ხელაშვილი

04 მარტი 2021, 12:43

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: როგორც ამბობენ, ტანგოსთვის ორი ადამიანია საჭირო, შესაბამისი პროგრესისთვის კი საჭიროა არა მარტო მთავრობის, არამედ ოპოზიციის კონსტრუქციულობა

„პარტიის შიგნით საუბარი სხვადასხვა ფორმატით მუდმივად მიმდინარეობს. ჩვენ ერთიანი პოზიცია გვაქვს. ამ მხრივ ძალიან უხერხული იყო, რაც ოპოზიციამ გააკეთა, როდესაც შეხვედრების დამთავრებისთანავე არასწორი ინტერპრეტაცია მოაწოდა მოსახლეობას და საერთაშორისო თანამეგობრობას, იმის შესახებ თუ საუბარი რაზე იყო“.