imedi /  28 იანვარი 2021, 13:28 / სანდო წყარო

ანდრია გვიდიანი: „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევა ადასტურებს, რომ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველო სწორ პოლიტიკას ატარებს

ანდრია გვიდიანი

ანდრია გვიდიანი

დღეს გამოქვეყნებული „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2020 წლის კვლევაში ნათქვამია, რომ 2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო რეგიონში კვლავ პირველია. ანგარიშის თანახმად, საქართველო კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და წელსაც პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში; მსოფლიო მასშტაბით კი, საქართველო 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილს იკავებს და ბოლო ხუთი წელია, ინარჩუნებს პოზიციას საუკეთესო ქვეყნების 25 პროცენტში.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ეკონომისტი ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ კორუფციასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევა რეალურად ასახავს იმ მიღწევებს, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში გატარებული პოლიტიკის შედეგად მიაღწია.

„კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს პოზიტიურად აფასებს. მათ შორის "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ბოლო კვლევით დასტურდება, რომ საქართველო სრულად თავისუფალია კორუფციული გარიგებებისგან. თავის მხრივ, რა თქმა უნდა, აღნიშნული მაჩვენებელი მნიშვნელოვანი სიგნალია უცხოელი ინვესტორებისთვის და, ზოგადად, ქვეყნის იმიჯისთვის.

ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ საქართველო კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და წელსაც პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში. ამასთან, 2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით საქართველო მაჩვენებლებით უსწრებს ევროკავშირის 9 ქვეყანას. რა თქმა უნდა, ეს უდიდესი მიღწევაა და, ვფიქრობ, ჩვენი რეიტინგის გაუმჯობესება ადასტურებს, რომ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით სწორ პოლიტიკას ვატარებთ“, - განაცხადა გვიდიანმა.

​ექსპერტის თქმით, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით მოქმედი ხელისუფლების პირობებში გატარებული პოლიტიკის შედეგად, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეინიშნება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევაში საყურადღებოა ის გარემოება, რომ კორუფციისგან თავისუფლების თვალსაზრისით, ბოლო რვა წლის განმავლობაში არსებითი გაუმჯობესება შეინიშნება. კერძოდ, 2012 წელთან შედარებით საქართველოს სარეიტინგო ქულა ოთხი ქულითაა გაუმჯობესებული [52-დან 56]. ამ მონაცემით ქვეყანა 51-ე ადგილიდან 45-ზე გადავიდა.

ეს სურათი, რა თქმა უნდა, ლოგიკურია იმდენად, რამდენადაც დღევანდელი ხელისუფლების პირობებში პრაქტიკულად არ არსებობს სხვადასხვა პრივილეგირებული ჯგუფები და ე.წ. ელიტური კორუფცია. ბოლო წლებში სრულად აღიკვეთა დაუსჯელობის სინდრომი და ყველა ჩინოვნიკი აცნობიერებს, რომ კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობაზე შესაბამის სამსახურებს მკაცრი რეაგირება ექნებათ. ამას ადასტურებს ის გარემოება, რომ ანტიკორუფციული ღონისძიებების შედეგად, არაერთი ჩინოვნიკი მიეცა პასუხისგებაში, რაც ყველა საჯარო მოსამსახურისთვის წარმოადგენს მაგალითს, რომ არავის არაფერი ეპატიება“, - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით, საქართველო რეგიონში კვლავ პირველია.

ყველა სიახლე

პედრო სანჩესი

30 ივლისი 2026, 19:45

მსოფლიო

ესპანეთის მთავრობა სრულ მზადყოფნაშია - ათასობით მიგრანტი მაროკოდან სეუტაში შეღწევას ცდილობს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მისი მთავრობა ყველა არსებული რესურსის მობილიზებას ახდენს მას შემდეგ, რაც ათასობით ახალგაზრდა მაროკოელი ესპანურ ენკლავ სეუტაში გადასვლას შეეცადა.

30 ივლისი 2026, 19:35

მსოფლიო

Deutsche Welle: მოლდოვის მთავრობამ ენერგეტიკულ და ჰიდროლოგიურ სექტორებში 30 დღის ვადით მზადყოფნის მაღალი რეჟიმი დააწესა - პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებსა და ბიზნესსექტორს ენერგორესურსების მაქსიმალური ეკონომიისკენ მოუწოდა

მოლდოვის მთავრობამ ენერგეტიკულ და ჰიდროლოგიურ სექტორებში 30 დღის ვადით მზადყოფნის მაღალი რეჟიმი დააწესა - მიზეზი დიზელის საწვავის მიწოდების შეფერხება და მდინარე დნესტრში წყლის დონის ისტორიულ მინიმუმამდე შემცირება გახდა, - წერს გერმანული გამოცემა Deutsche Welle.

არჩილ ბერიძე

30 ივლისი 2026, 19:31

პოლიტიკა

არჩილ ბერიძე: რეგიონების განვითარების მნიშვნელობიდან გამომდინარე, თუ ვინმეს შეიძლებოდა ეს პასუხისმგებლობა აეღო, სწორედ მამუკა მდინარაძეა, გამორჩეული უნარებით, დიდი პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილებით. რეგიონული განვითარება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია

რეგიონების განვითარების მნიშვნელობიდან გამომდინარე, თუ ვინმეს შეიძლებოდა ეს პასუხისმგებლობა აეღო, სწორედ მამუკა მდინარაძეა, გამორჩეული უნარებით, დიდი პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილებით, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ ბერიძე.

30 ივლისი 2026, 19:13

პოლიტიკა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურორი კამრან ალიევი და საქართველოს დელეგაციის წევრები.

გივი მიქანაძე

30 ივლისი 2026, 19:10

საზოგადოება

გივი მიქანაძე: რეფორმის ფარგლებში განსაკუთრებულ აქცენტს უნივერსიტეტების დაფინანსების გაუმჯობესებაზე ვაკეთებთ - მთავარი ამოცანაა, რომ დაფინანსების ახალი მოდელი მაქსიმალურად მორგებული იყოს სახელმწიფო უნივერსიტეტების საჭიროებებზე

მინისტრმა უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვის პროცესში უნივერსიტეტების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ყველა გადაწყვეტილება სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებთან კონსულტაციის საფუძველზე იქნება მიღებული.

30 ივლისი 2026, 19:07

პოლიტიკა

ნაურუს მთავრობის განცხადება: ნაურუს რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს, რომ უკან იხმობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას - შესაბამისად, ნაურუს რესპუბლიკამ დაუყოვნებლივ შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან

ნაურუს რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს, რომ უკან იხმობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას.

ჯაბა ხუბუა

30 ივლისი 2026, 19:00

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: კარგი იქნება, ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე სააკაშვილის ხელოვნური ინტელექტის ავატარი აირჩიონ, ნანუკა ჟორჟოლიანის თავმჯდომარეობას იმით მაინც აჯობებს, რომ ნაცმოძრაობა და სიტყვა ,,ინტელექტი“ (თუნდაც ხელოვნური) ერთ წინადადებაში იქნება ნახსენები

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, ,,ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე ცვლილებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ პარტია მიხეილ სააკაშვილის ხელოვნური ინტელექტის ავატარს აირჩევს თავმჯდომარედ.

30 ივლისი 2026, 18:48

მსოფლიო

POLITICO: ტრამპის ჩრდილი ბრიტანეთის ეკონომიკას კვლავ ემუქრება - ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ ირანში განახლებულმა კონფლიქტმა შესაძლოა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ჩრდილი ბრიტანეთის ეკონომიკას კვლავ ემუქრება - ინგლისის ბანკმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ირანში განახლებულმა კონფლიქტმა შესაძლოა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს, - წერს გამოცემა POLITICO.

30 ივლისი 2026, 18:24

სამართალი

პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების მცდელობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების მცდელობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

გურამ ნიკოლაშვილი

30 ივლისი 2026, 18:22

პოლიტიკა

გურამ ნიკოლაშვილი ტრადიციების შეურაცხყოფაზე: მიზანია მოირყეს კრიტერიუმები, მოხდეს ყველაფრის დესაკრალიზაცია და შემდეგ თუ ყველაფერი მოსულა, ბუნებრივია ასეთ პირობებში და წესებში იმარჯვებს ის, ვისაც შეუძლია მეტის კადრება

მიზანია მოირყეს კრიტერიუმები, მოხდეს ყველაფრის დესაკრალიზაცია და შემდეგ თუ ყველაფერი მოსულა, ბუნებრივია ასეთ პირობებში და წესებში იმარჯვებს ის, ვისაც შეუძლია მეტის კადრება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის საკრებულოს წევრმა გურამ ნიკოლაშვილმა კონკრეტული ჯგუფების მხრიდან ტრადიციებისა და რელიგიის შეურაცხყოფაზე საუბრისას.

30 ივლისი 2026, 18:22

ეკონომიკა

როლანდ პრაისი: მსოფლიო ბანკს კვლავაც აქვს პატივი, საქართველოს გვერდით იდგეს განვითარების მნიშვნელოვან პროცესში

ამ პროექტით გავაგრძელებთ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერას იმისათვის, რომ ძლიერი რეზოლუციის სისტემა იქონიოს, - ასე გამოეხმაურა მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისი რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსა და საქართველოს შორის 35 მილიონი დოლარის ფინანსური შეთანხმების გაფორმებას.

გურამ ნიკოლაშვილი

30 ივლისი 2026, 18:22

პოლიტიკა

გურამ ნიკოლაშვილი სიძულვილის ენაზე: შეუძლებელია ყველაფერზე მიიღო კანონი, თუმცა უნდა ჩანდეს რასთან გვაქვს საქმე და უნდა იყოს ახსნილი, რომ ეს არის მიზანმიმართული, ხელშეწყობილი და ის, რომ იმ პოდკასტს თავისი მფლობელი და დამფინანსებელი ჰყავს, რომელსაც ძალიან კარგად ესმის რას აკეთებს

შეუძლებელია ყველაფერზე მიიღო კანონი, თუმცა უნდა ჩანდეს რასთან გვაქვს საქმე და უნდა იყოს ახსნილი, რომ ეს არის მიზანმიმართული, ხელშეწყობილი და ის, რომ იმ პოდკასტს თავისი მფლობელი და დამფინანსებელი ჰყავს, რომელსაც ძალიან კარგად ესმის რას აკეთებს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის საკრებულოს წევრმა, გურამ ნიკოლაშვილმა სიძულვილის ენაზე საუბრისას.

30 ივლისი 2026, 18:17

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: თუ ეკლესიის, სიწმინდეებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის შესახებ ინიციატივა პარლამენტში შემოვა, „ხალხის ძალა“ მასზე იმსჯელებს

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა ახალი საინიციატივო ჯგუფის დაფუძნებას, რომელიც ეკლესიის, სიწმინდეებისა და ეროვნული ფასეულობების შეურაცხყოფის წინააღმდეგ საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას ითხოვს.

30 ივლისი 2026, 18:16

საზოგადოება

თბილისის საკრებულოში პროფესიული კოლეჯის „სპექტრში“ დამზადებული კერამიკული ნაკეთობების გამოფენა გაიმართა

თბილისის საკრებულოში პროფესიული კოლეჯის „სპექტრის“ კერამიკულ ლაბორატორიაში შექმნილი ნაკეთობების გამოფენა გაიმართა. ღონისძიება თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით ჩატარდა. გამოფენილი ნამუშევრები მომზადდა თბილისის მერიის მომზადება/გადამზადების პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში. კერამიკული ნაკეთობების დამზადების მომზადება/გადამზადების პროგრამა წელს 80-მდე პირმა გაიარა, მათ შორის პროგრამა განხორციელდა N5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში.

გურამ ნიკოლაშვილი

30 ივლისი 2026, 18:13

პოლიტიკა

გურამ ნიკოლაშვილი: პირველი პრობლემა, რაც ჩვენს ოპოზიციას აქვს, არის გაკოტრება. მეორე - პერსონალური გაკოტრება

„პირველი პრობლემა, რაც ჩვენს ოპოზიციას აქვს, არის გაკოტრება. მეორე - პერსონალური გაკოტრება, იმიტომ რომ ადამიანები ხედავენ 30-წლიანი დაძველების ფიგურებს ან თუ ვინმე ახალგამოჩენილი ფიგურაა, მისგან ვერ ისმენენ ვერაფერს ახალს და განსხვავებულს“, - მიიჩნევს ნიკოლაშვილი.

30 ივლისი 2026, 18:09

საზოგადოება

გიორგი შანიძე: რამდენიმე დღის წინ ვნახეთ, ვიღაც ფეხით ანგრევდა ტაძრის კარს, შეურაცხყოფდა მონასტრის კედლებს და ა.შ. როდესაც ეცოდინებათ, რომ საქართველოში არსებობს კანონი, რომელიც პასუხს მოგთხოვს ამ ცნებების შეურაცხყოფისათვის, ყველაფერი მარტივად, ცივილურად დალაგდება

როდესაც ეცოდინებათ, რომ საქართველოში არსებობს კანონი, რომელიც კრძალავს და აუცილებლად პასუხს მოგთხოვს ამ ცნებების შეურაცხყოფისათვის, ყველაფერი მარტივად, ცივილურად დალაგდება, - განაცხადა მსახიობმა გიორგი შანიძემ „დღის ქრონიკაში“, რომელმაც საინიციატივო ჯგუფთან ერთად ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა დააანონსა, რაც ქვეყანაში არსებული ვითარების დე-ესკალაციისა და ნორმალიზაციისკენ იქნება მიმართული.

30 ივლისი 2026, 18:05

რეგიონი

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს ხონის სათემო განათლების ცენტრის ახალგაზრდული კლუბის წევრები ესტუმრნენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს ხონის სათემო განათლების ცენტრის ახალგაზრდული კლუბის წევრები ეწვივნენ. ტურის ფარგლებში სტუმრებმა ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი, TUMO კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი და ჰაბის თანამედროვე ტექნოლოგიური ლაბორატორიები დაათვალიერეს, რომლებიც მოიცავს რობოტიკისა და ავტომატიზაციის, დრონების, ელექტრონიკისა და IoT-ის, ხელოვნური ინტელექტის მოწყობილობების, FabLab-ის, STEAM-ის, 3D პროტოტიპირებისა და ვირტუალური რეალობის მიმართულებებს. ინფორმაციას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

30 ივლისი 2026, 18:03

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დიდი ოდენობის ღირებულების საქონლის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობის ღირებულების წვრილფეხა საქონლის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

არჩილ ბერიძე

30 ივლისი 2026, 18:01

პოლიტიკა

არჩილ ბერიძე: ოპოზიციის ირონიული რეაქცია მამუკა მდინარაძის რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ დამოკიდებულებას რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისა და მათი საჭიროებების მიმართ. მათთვის რეგიონები დაცინვის თემაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ ბერიძე რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის დანიშვნასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს ეხმაურება.

გიორგი კახიანი

30 ივლისი 2026, 17:54

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: სიძულვილის ენა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის არ არის გამოწვევა. ეს გამოწვევა ბევრ ქვეყანას შეეხო, იმიტომ რომ სიძულვილის გამოხატვა იწვევს დაპირისპირებას საზოგადოებაში, დაძაბულობას, რადიკალიზაციას და ეს ყველაფერი საზოგადოებაზე ძალიან უარყოფითად აისახება

„არის გამოწვევები, რომლებიც უნდა დავძლიოთ. შეიძლება თავიდან, რაღაც ეტაპზე საზოგადოებისთვის ეს სიახლე იყოს. მაგალითად, როდესაც შეიქმნა სამმართველო, რომელიც თვალს ადევნებს ასეთ სამართალდარღვევებს და შესაბამისად რეაგირებს. ამას უნდა მივეჩვიოთ. ეს ნორმალური ამბავია. არ შეიძლება ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენო, მის მიმართ სიძულვილის გამომხატველი ლექსიკა გქონდეს. ეს ნებისმიერ დემოკრატიულ, ცივილურ სახელმწიფოშიც დარღვევაა. ევროკავშირის სახელმწიფოებში ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, - აღნიშნა კახიანმა.