imedi /  30 იანვარი 2021, 10:07 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტი, ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალურ მდივანს, ანდრეას კიფერს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს. საუბარი ასევე, შეეხო საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, ასევე, თვითმმართველობისა და რეგიონული პოლიტიკის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას.

მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურეს. შეხვედრაში მონაწილეობას, ასევე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრი და კონგრესის ვიცე პრეზიდენტი, თამარ ტალიაშვილი და დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი იღებდნენ.

ანდრეას კიფერის თქმით, საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ძალიან აქტიური თავმჯდომარე იყო და სხვადასხვა აქტორებთან თანამშრომლობა იყო შესანიშნავი.

„საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ძალიან აქტიური თავმჯდომარე იყო და სხვადასხვა აქტორებთან თანამშრომლობა იყო შესანიშნავი. გასულ წელს კონგრესის პრეზიდენტმა საქართველოში ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი განახორციელა. ჩვენ გავმართეთ მაღალი დონის შეხვედრები, სადაც გაგვაცნეს დეცენტრალიზაციის რეფორმის შედეგები და შემდგომი ნაბიჯები. კონგრესი დაინტერესებულია დიალოგის გაგრძელებით და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან ადამიანები, რომლებმაც იციან, რას ნიშნავს ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატია. კონგრესსა და საქართველოს პარლამენტს შორის დამაკავშირებელი ხიდი იქნება კონგრესის ვიცე პრეზიდენტი, თამარ ტალიაშვილი. ჩვენ მოველით თანამშრომლობას მომავალ წელსაც“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ანდრეას კიფერმა.

თამარ ტალიაშვილის განცხადებით, კონგრესის გენერალური მდივანი მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს.

„ევროპის საბჭოს კონგრესი ევროპის კონტინენტზე ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა, რომელიც იკვლევს და მუშაობს იმ საკითხებზე, რომელიც ეხება თვითმმართველობებში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხებს. აქედან გამომდინარე, ამ ორგანიზაციის მდივნის სრული მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. წელს საქართველოში იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მზაობა ამ ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაციისა, რომ იყოს ამ პროცესების თანამონაწილე, არის ჩვენი ქვეყნის ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯი“,- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის წევრის, გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტი კონგრესთან კიდევ უფრო აქტიურად ითანამშრომლებს.

„მნიშვნელოვანია ისეთი მაღალი თანამდებობის პირის, როგორიც არის ევროპის საბჭოს კონგრესის პრეზიდენტის მხარდაჭერა. გვქონდა ძალიან საქმიანი შეხვედრა, ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის დეცენტრალიზაცია, თვითმმართველობის კიდევ უფრო გაძლიერება, რეგიონული პოლიტიკის გაძლიერება და მხარდაჭერა, ამიტომ ჩვენ აქტიურად ვაპირებთ შემდგომ პერიოდში კონგრესთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას“,- განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი სი ძინპინი

24 იანვარი 2025, 01:26

მსოფლიო

ტრამპი: ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა დამირეკა - ვფიქრობ, ძალიან კარგი ურთიერთობა გვექნება

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა დამირეკა - ვფიქრობ, ძალიან კარგი ურთიერთობა გვექნება, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

ჯონ რეტკლიფი

24 იანვარი 2025, 01:10

მსოფლიო

აშშ-ის სენატმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის პოსტზე ჯონ რეტკლიფი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის პოსტზე ჯონ რეტკლიფი დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

24 იანვარი 2025, 00:23

მსოფლიო

აშშ-ის ფედერალური სასამართლოს მოსამართლემ დროებით დაბლოკა ტრამპის განკარგულება აშშ-ის მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების შეჩერების თაობაზე

აშშ-ის ფედერალური საოლქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯონ კაფენურმა დროებით დაბლოკა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულება აშშ-ის მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების შეჩერების თაობაზე.

ნიკოლოზ გაბელია

24 იანვარი 2025, 00:08

პოლიტიკა

ნიკოლოზ გაბელია: ოპოზიციის ამერიკული ვოიაჟი მხოლოდ და მხოლოდ კომედიური ჟანრის ფილმს მაგონებდა მეტს არაფერს

ხალხი, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ ტრამპს აფინანსებდა ბიძინა ივანიშვილიო, რომ ტრამპი არის პუტინის ერთ-ერთი მარიონეტი და წარმოუდგენელი იყო მათთვის, რომ ის მეორედ მობრუნდებოდა, ახლა ამერიკაში წავიდა და ამბობს, რომ ჩვენ ვესწრებით ტრამპის ინაუგურაციასო, ასე დაარქვეს, - განაცხადა „საზოგადოება ქართულის“ წევრმა, მსახიობმა ნიკოლოზ გაბელიამ გადაცემაში „იმედი LIVE“.

ნიკა გაბელია

24 იანვარი 2025, 00:05

პოლიტიკა

ნიკა გაბელია: ვინც არ უნდა მოსულიყო აშშ-ის ხელისუფლებაში, ქართული ოპოზიციის პერსპექტივა არის ნული. ერთადერთი პოლიტიკური პერსპექტივა აქვთ, რომ პოლიტიკურ ხრამში გადავარდნენ

„ვინც არ უნდა მოსულიყო აშშ-ის ხელისუფლებაში, [ქართული] ოპოზიციის პერსპექტივა არის ნული. ერთადერთი პოლიტიკური პერსპექტივა აქვთ, რომ პოლიტიკურ ხრამში გადავარდნენ. ეკითხებიან, რამდენი სქესი არსებობსო და პასუხი არ აქვთ მაშინ, როდესაც ერთი, ან ორი კვირის წინ თავის აზრს იტყოდნენ. ეს არის მონური ფსიქოლოგია, რომ იმან [ტრამპმა] რომ თქვა, მეც ასე ვიფიქრებო. მოდი, ის როგორც ფიქრობს, მეც ისე ვიფიქრებ. ეს გვღუპავს ჩვენ და ეს ღუპავს ქართულ ოპოზიციას“, - აღნიშნა გაბელიამ.

ნიკა გაბელია

24 იანვარი 2025, 00:04

პოლიტიკა

ნიკა გაბელია: ამის შესახებ ძალიან დიდი ხანი საუბრობდა ტრამპი და ჩვენც ვსაუბრობდით, რომ „დიფ სთეითი“ არსებობს, არის „გლობალური ომის პარტია“ და ეს „ქართულ ოცნებას“ არ გამოუგონებია იმისთვის, რომ პროპაგანდა გამოეყენებინა

ამის შესახებ ძალიან დიდი ხანი საუბრობდა ტრამპი და ჩვენც ვსაუბრობდით, რომ „დიფ სთეითი“ არსებობს, არის „გლობალური ომის პარტია“ და ეს არ არის „ქართული ოცნების“ ექსკლუზივი. ეს „ქართულ ოცნებას“ არ გამოუგონებია იმისთვის, რომ პროპაგანდა გამოეყენებინა და ა.შ.,- განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საზოგადოება „ქართულის“ წევრმა ნიკა გაბელიამ.

ირაკლი ზარქუა

23 იანვარი 2025, 23:44

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა აქციის მონაწილეებზე: დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ამიტომაც არის, რომ თითოეული ჩვენგანი მზად ვართ და მათ შორის პრემიერმა მიმართა, რომ დისკუსიისთვის მზად არის შეხვდეს ახალგაზრდებს

დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ამიტომაც არის, რომ თითოეული ჩვენგანი მზად ვართ და მათ შორის პრემიერმა მიმართა, რომ დისკუსიისთვის მზად არის შეხვდეს ახალგაზრდებს. თქვენ ნახეთ ხომ ამ უსამშობლოების მცდელობა, რომ რამენაირად ჩაშალონ ეს დიალოგი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ გადაცემაში „იმედი LIVE“.

ირაკლი ზარქუა

23 იანვარი 2025, 23:43

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა ჯო უილსონზე: FARA რომაა, ამერიკაში მოქმედი კანონი, ოპოზიციის გადასახედიდან რუსული კანონი, იქ ფიქსირდება, თურმე 1000 დოლარი ჯდება თითოეული განცხადება „ტვიტერზე“ იმ ჯიგრის

„ჯო უილსონი რომაა, ამერიკელი, ის ჯიგარი, შემდეგი თვიდან ჩვენ ვქირაობთ მის „ტვიტერს“. ახლა „ნაცებს“ აქვთ დაქირავებული. ასე რომ, შემდეგი თვიდან თუ შევთანხმდებით ფასზე [დავიქირავებთ]. როგორც აღმოჩნდა, მის „ტვიტერზე“ რა განცხადებაც იდება, თურმე ფინანსდება. FARA რომაა, ამერიკაში მოქმედი კანონი, ამათი [ოპოზიციის] გადასახედიდან რუსული კანონი, იქ ფიქსირდება. თურმე 1000 დოლარი ჯდება თითოეული განცხადება „ტვიტერზე“ იმ ჯიგრის. ჩვენც გვაქვს ის მოლოდინი, რომ შემდეგი თვიდან ჩვენ დავიქირავებთ მის „ტვიტერს“, - აღნიშნა ზარქუამ.

ირაკლი ზარქუა

23 იანვარი 2025, 23:36

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: შანტაჟს რომ არ დაექვემდებაროს და ყოველ ჯერზე რომ არ ანჯღრიონ ეს ქვეყანა, როდესაც მზად იქნება ევროკავშირი, რომ მოლაპარაკებები გახსნას, იმ წუთასვე მოვაწერთ ხელს

წამყვანმა ჰკითხა, რას უპასუხებს საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც დღეს აქციებზე დგას და არ არის პოლიტიკურად აფილირებული, ამბობენ იმას, რომ ისინი იბრძვიან ევროინტეგრაციისთვის და რომ ხელისუფლებამ ეს პროცესი გააჩერა და და საქართველომ ევროპული გზიდან გადაუხვია.

ირაკლი ზარქუა

23 იანვარი 2025, 23:35

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: მადამ მავნებელზე ბევრი საუბარიც არ გვჭირდება უკვე იმიტომ, რომ ის გაიშიფრა ბოლომდე. ქალი, რომელიც ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო ჩავიდა და ევროპელებს და ამერიკელებს ეუბნება, რომ 3,7 მილიონიანი საქართველო როგორ ვერ დაიმორჩილეთო

მადამ მავნებელზე ბევრი საუბარიც არ გვჭირდება უკვე იმიტომ, რომ ის გაიშიფრა ბოლომდე. ქალი, რომელიც ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო ჩავიდა და ევროპელებს და ამერიკელებს ეუბნება, რომ 3,7 მილიონიანი საქართველო როგორ ვერ დაიმორჩილეთო. ამ მენტალობის არის, - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ გადაცემაში „იმედი LIVE“.

ირაკლი ზარქუა

23 იანვარი 2025, 23:28

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: ჩვენ მზად ვართ გადავტვირთოთ ურთიერთობები და სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ, თუ ტრამპის ადმინისტრაცია დაამარცხებს „დიფ სთეითს“

ჩვენ მზად ვართ გადავტვირთოთ ურთიერთობები და სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ თუ ტრამპის ადმინისტრაცია დაამარცხებს „დიფ სთეითს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ გადაცემაში „იმედი LIVE“.

23 იანვარი 2025, 23:13

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა აბუ-დაბის ინციდენტზე: რაც მოხდა საამაყო არ არის, მაგრამ ოჯახის, შვილების, ახლობლების შეურაცხყოფაზე, მიუხედავად თმენის ვალდებულებისა, ყოველთვის ასეთი რეაგირება გვექნება

„ხმაურიანი მოგზაურობა გამოგვივიდა აბუდაბიში. უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ მხარდამჭერს, ვინც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვწერდა და გვამხნევებდა. ის რაც მოხდა, საამაყო არ არის, მაგრამ ოჯახის, შვილების, ახლობლების შეურაცხყოფაზე, მიუხედავად თმენის ვალდებულებისა, ყოველთვის ასეთი რეაგირება გვექნება, რადგან კაცები ვართ და ქართველები ვართ. ჯერ პირველ დღეს ცდილობდა [თავდამსხმელი] საუზმეზე შეურაცხყოფა მოეყენებინა, მერე მეორე დღესაც. მესამე დღეს მოხდა ის, რაც მოხდა და ყველამ ნახეთ“, - აღნიშნა ზარქუამ.

დონალდ ტრამპი

23 იანვარი 2025, 21:40

მსოფლიო

დონალდ ტრამპი დავოსის ფორუმის მონაწილეებს: მე აშშ-ის ოფიციალურ პოლიტიკად ვაქციე ის, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა თავისი ადმინისტრაციის პოლიტიკაზე, რომლის თანახმად, მხოლოდ ორი სქესი არსებობს.

დონალდ ტრამპი

23 იანვარი 2025, 21:30

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს უკრაინაში კონფლიქტის დასასრულებლად რუსეთის პრეზიდენტთან მალე შეხვედრა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს უკრაინაში კონფლიქტის დასასრულებლად რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მალე შეხვედრა.

დონალდ ტრამპი

23 იანვარი 2025, 21:11

მსოფლიო

ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის დასრულებაში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი მნიშვნელოვან კონსტრუქციულ როლს შეასრულებს რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის დასრულებაში.

დონალდ ტრამპი

23 იანვარი 2025, 20:57

მსოფლიო

ტრამპი: თუ ნავთობის ფასი დაეცემა, ომი რუსეთსა და უკრაინას შორის დაუყოვნებლივ დასრულდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დავოსის ფორუმზე ონლაინ-რეჟიმში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციას (OPEC) ნავთობის ფასების დაწევას სთხოვს, რათა უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას შეუწყოს ხელი.

დონალდ ტრამპი

23 იანვარი 2025, 20:48

მსოფლიო

ტრამპი: ევროკავშირი ძალიან უსამართლოდ, ძალიან ცუდად გვექცევა

ევროკავშირი ძალიან უსამართლოდ, ძალიან ცუდად გვექცევა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შვეიცარიაში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ონლაინ-რეჟიმში სიტყვით გამოსვლისას.

23 იანვარი 2025, 20:39

პოლიტიკა

მსოფლიო მედია სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის სკანდალურ განცხადებას განიხილავს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუჩის პროტესტი და ხელისუფლების ანტიდასავლურ რიტორიკაში დადანაშაულება - მსოფლიო მედია სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის სკანდალურ განცხადებას განიხილავს, რაც ქართული ოპოზიციის ყურადღების მიღმა რჩება.

23 იანვარი 2025, 20:28

საზოგადოება

თბილისის ახალი სტადიონი - „ქრონიკის“ სიუჟეტი

რეზონანსული პროექტი თბილისში. მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა და 70 ათასი მაყურებლისთვის გათვალისწინებული სივრცე.

დონალდ ტრამპი

23 იანვარი 2025, 20:19

მსოფლიო

ტრამპი: ის, რისი მოწმეც მსოფლიო გასული 72 საათის განმავლობაში გახდა, არაფერია, თუ არა საღი აზრის რევოლუცია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა მისი წინამორბედის პოლიტიკა და განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში მისი ინაუგურაციის შემდეგ „საღი აზრის რევოლუცია“ დაიწყო.