www.imedi.ge /  01 თებერვალი 2021, 13:20 / სანდო წყარო

MEI: ამერიკის აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორები - საქართველოდან დაწყებული, ბალტიისპირეთის სახელმწიფოების ჩათვლით ვაშინგტონის მხრიდან რუსეთის მიმართ მეტად მტკიცე პოლიტიკის შემუშავებას საჭიროებენ

„საქართველოს დასავლური მომავალი გასულ კვირას შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ცენტრში აღმოჩნდა. თანამდებობაზე დადასტურების ფარგლებში ჩატარებული მოსმენის დროს აშშ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გაიმეორა, რომ საქართველო ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში უნდა გაწევრიანდეს როგორც კი მის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. ბლინკენის განცხადება დროულია”,- გამოცემა Middle East Institute (MEI) სტატიას სახელწოდებით „ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპის მიმართებით - ახალი იმედი ჩნდება საქართველოსთვის?“ აქვეყნებს.

როგორც სტატიაში აღნიშნულია, ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე, ახლა უკვე თანამდებობაზე დამტკიცებულმა სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა 2008 წელს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ბუქარესტის სამიტზე ამერიკის მიერ დადებული პირობა გაიმეორა, რომ საქართველო ალიანსში გაწევრიანდება როდესაც მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და რომ ამ ეტაპზე საქართველომ თავისი ფასეულობა დაამტკიცა ავღანეთსა და ერაყში შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორის რანგში.

სტატიის ავტორის, ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის საზღვრისპირა ევროპის ინიციატივის უფროსი მკვლევარის იულია იოჯას თქმით, საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს დასავლური კურსის წამოწევით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები დააკვირდებიან სიტუაციას და ნახავენ ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა რამდენად შეძლებს რეგიონალურ უსაფრთხოებაში ცვლილების მოხდენას.

„საქართველო რუსეთის მხრიდან მზარდ პოლიტიკურ ზეწოლას და საკუთარ ტერიტორიაზე სამხედრო ძალების ყოფნას განიცდის, რაც ახლახან მთიან ყარაბახში მეორე ომის გამო გამწვავდა. ამავდროულად, ათწლეულის განმავლობაში ჩიხური სიტუაციის შემდეგ, მნიშვნელოვანი გარღვევა მოხდა ადამიანის უფლებების ევროპის სასამართლოში და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებში. საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს დასავლური კურსის წამოწევით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები დააკვირდებიან სიტუაციას და ნახავენ ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა რამდენად შეძლებს რეგიონალურ უსაფრთხოებაში ცვლილების მოხდენას. ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე, ახლა უკვე თანამდებობაზე დამტკიცებულმა სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა 2008 წელს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ბუქარესტის სამიტზე ამერიკის მიერ დადებული პირობა გაიმეორა: საქართველო ალიანსში გაწევრიანდება როდესაც მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ამ ეტაპზე საქართველომ თავისი ფასეულობა დაამტკიცა ავღანეთსა და ერაყში შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორის რანგში. რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა და მისი 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული იმის საპასუხოდ, რომ ალიანსმა ვერ შეძლო კონსენსუსის მიღწევა საქართველოსთვის ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების შესახებ, რომელიც ნათლად გაწერდა წევრობის გზას. ბუშის ადმინისტრაციის რეაქცია სუსტი იყო, ხოლო მოგვიანებით ობამას ადმინისტრაციამ რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა არჩია.

2008 წელს საქართველოში შემოჭრის შემდეგ, ქვეყანამ დასავლეთელი პარტნიორების დახმარებით შეძლო კონფლიქტის ეკონომიკური გავლენის დაძლევა და სამხრეთ კავკასიაში ერთადერთ სტაბილურ დემოკრატიად განვითარდა. თან, საქართველო ალიანსში გაწევრიანების ტექნიკურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. თუმცა საქართველოს უსაფრთხოება თანმიმდევრულად უარესდებოდა რუსეთის აგრესიის ფონზე. 2008 წლიდან რუსეთმა ჰიბრიდული ომი აწარმოა საქართველოს წინააღმდეგ ბორდერიზაციის, ემბარგოების, პასპორტიზაციისა და კიბერ თავდასხმების სახით. მოსკოვის მიერ 2014 წელს უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრამ და შავი ზღვის შედეგობრივმა მილიტარიზაციამ გაამწვავა საქართველოს დაუცველობა. სულ ახლახან, მთანი ყარაბახის მეორე ომმა დამატებით 2 000 რუსი „მშვიდობისმყოფელის“ კონცენტრაცია გამოიწვია საქართველოს სამხრეთით. დასავლეთი უმოქმედოდ უყურებდა მოვლენებს, რადგან ევროპის საზღვრები შეიცვალა და რუსეთმა მეტი კონტროლი მოიპოვა დასავლეთის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და მნიშვნელოვან რესურსებზე”,- წერს გამოცემა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ბოლო თვეებმა დადებითი, წინსვლა მოუტანა საქართველოს დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე.

ავტორი საქართველოს იუსტიციის მინისტრზე, გოჩა ლორთქიფანიძეზე წერს, რომ იგი პირველი ქართველია, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ და ვინც ამ სასამართლოში იმსახურებს.

„ეს შეიძლება იქცეს უშველებელ ცვლილებად საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულებებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საქმეში. ასევე, სულ რაღაც გასულ კვირას, ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი - როგორც ოკუპანტი ძალა - პასუხისმგებელია 2008 წლის განმავლობაში ჩადენილი ადამიანის უფლებების მრავლობით დარღვევებზე, მათ შორის სამოქალაქო პირების მკვლელობებზე, სახლების ძარცვასა და გადაწვაზე. ეს არის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს საეტაპო გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც ათწლეულზე მეტია ჭიანურდებოდა”, - წერს გამოცემა.

სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ ამერიკის აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორები - საქართველოდან დაწყებული, ბალტიისპირეთის სახელმწიფოების ჩათვლით საჭიროებენ ვაშინგტონის მხრიდან რუსეთის მიმართ მეტად მტკიცე პოლიტიკის შემუშავებას, შეერთებული შტატების მხარდაჭერის გარეშე კი, ამ სახელმწიფოებს შანსიც არა აქვთ რუსეთის აგრესიას წინ აღუდგნენ.

„მაშინ როდესაც ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს წევრობაზე ბჭობენ კაპიტოლ ჰილზე, აღმოსავლეთ ევროპაში ვაშინგტონის მოკავშირეები აგრძელებენ შეერთებული შტატების მიერ ტრანს-ატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებაზე ნაკისრი ვალდებულების ადვოკატირებას. ბოლო ათწლეულის განმავლობაში რუსეთმა ჰიბრიდული ომი აწარმოა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ აღმოსავლეთ ფლანგზე - ბალტიის ზღვიდან დაწყებული შავი ზღვით დამთავრებული, სამხრეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ჩათვლით გადაჭიმულ ტერიტორიაზე. ბალტიის ზღვაში, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ათასობით ჯარისკაცია ბაზირებული სამხედრო ტროსად რუსეთის შეტევის შემთხვევაში. რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინა დაბომბა და ყირიმის ანექსია მოახდინა 2014 წელს. შედეგად, მან შავი ზღვის მილიტარიზაცია განახორციელა და ამით ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ტერიტორიას დაემუქრა. აღმოსავლეთ ხლემთაშუაზღვისპირეთში რუსეთი 2015 წელს სირიაში მიმდინარე მოვლენებში ჩაერია პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის თხოვნის საფუძველზე, რაც მისი სახელით ომების სერიის დაწყებას მოასწავებდა, მათ შორის რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის 2020 წელს, როდესაც რუსეთმა სამხედროები გადასხა მთიან ყარაბახში. რუსეთის მიმართ შეერთებული შტატების უფრო ხისტი დამოკიდებულება იმას გამოიწვევდა, რომ აღმოსავლეთ ევროპის დაუცველობას მოსკოვი ვეღარ გამოიწვევდა. არსებობს იმედი, რომ ეს შეიძლება რეალობად იქცეს, განსაკუთრებით რუსეთისადმი ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე, რაც კრემლის მიერ რუსეთში პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის მოწამვლას მოჰყვა. ამერიკის აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორები - საქართველოდან დაწყებული, ბალტიისპირეთის სახელმწიფოების ჩათვლით - სასოწარკვეთილად საჭიროებენ ვაშინგტონის მხრიდან რუსეთის მიმართ მეტად მტკიცე პოლიტიკის შემუშავებას. შეერთებული შტატების მხარდაჭერის გარეშე, ამ სახელმწიფოებს შანსიც არა აქვთ რუსეთის აგრესიას წინ აღუდგნენ. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი აშშ სახელმწიფო მდივან ბლინკენის განცხადება. თუმცა, ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების სფეროში ცვლილების შეტანის უნარი კონკრეტული ქმედებების ჯაჭვზეა დამოკიდებული”, - წერს გამოცემა.

ავტორის თქმით, დასავლეთმა ისეთი პოლიტიკური და სამხედრო ზომები უნდა შეიმუშაოს, რაც რუსეთის აგრესიას უფრო ძვირს და ამდენად უფრო რთულსაც გახდის.

„აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის სამომავლო აგრესიის შეზღუდვის ყველაზე ეფექტური გზა არის შეკავების საშუალებით აგრესიის შესაძლო ხარჯის გაზრდა. დასავლეთმა ისეთი პოლიტიკური და სამხედრო ზომები უნდა შეიმუშაოს, რაც რუსეთის აგრესიას უფრო ძვირს და ამდენად უფრო რთულსაც გახდის. ჰიბრიდული ომი ჰიბრიდული დაცვის ზომებს საჭიროებს: ქმედითი სანქციების დაწესებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, კიბერ თავდაცვის შესაძლებლობათა განვითარებას, რუსეთზე ევროპის ენერგო-დამოკიდებულების შემცირებას, სამხედრო ტროსების გაჭიმვას და ისეთი თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას, რომელზე წვდომაც ალიანსის არაწევრ ქვეყნებსაც ექნებათ. ზოგიერთი ეს ზომა უკვე ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპაში. ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკური ერთგულება საქართველოს დასავლური მომავლისადმი შვებად იქნება მიჩნეული ქვეყანაში, რომელიც რუსეთის სამხედრო სარტყელში მოექცა გეო-პოლიტიკურად სტრატეგიულ რეგიონში. ეს იქნება საქართველოს ძალისხმევაზე ობიექტური პასუხი და მნიშვნელოვან ნაბიჯად იქნება მიჩნეული მეტი ტრანს-ატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით. თუმცა, აღმოსავლეთ ევროპისთვის ბოლო ათწლეული წონასწორობის დაცვის აქტად იქცა დასავლეთის რწმუნებებისა და უწყვეტ რუსულ აგრესიას შორის. ბაიდენის ადმინისტრაციიდან დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო ამ პირობის შესასრულებლად და იმ საფრთხის ასაცილებლად”, - წერს გამოცემა.

ყველა სიახლე

13 აპრილი 2026, 09:14

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: ჩვენს ქვეყანას და უნგრელ ერს ოპოზიციიდანაც მოვემსახურებით - ყველამ უნდა იცოდეს ერთი რამ - ჩვენ არასდროს დავნებდებით

როგორც არ უნდა დასრულდეს ყველაფერი, ჩვენ ჩვენს ქვეყანას და უნგრელ ერს ოპოზიციიდანაც მოვემსახურებით, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

პიტერ მაგიარი

13 აპრილი 2026, 09:09

მსოფლიო

„ტისა“ უნგრეთის პარლამენტში მანდატების 2/3-ზე მეტს იღებს

ოპოზიციონერ პიტერ მაგიარის პარტია უნგრეთის პარლამენტში ადგილების ორ მესამედზე მეტს იღებს. ხმების 99%-ზე მეტის დათვლის შედეგად, ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ტისა“ ლიდერობს. ეს მონაცემები ახალ მთავრობას საკმარის სამოქმედო სივრცეს მისცემს კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შესატანად და საკუთარი პოლიტიკის განსახორციელებლად.

13 აპრილი 2026, 08:57

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილზე გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ნაქერალას უღელტეხილზე გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

13 აპრილი 2026, 08:55

რეგიონი

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

13 აპრილი 2026, 01:03

საზოგადოება

დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო

ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა აქვთ.

საფლავთა კურთხევა

13 აპრილი 2026, 00:50

საზოგადოება

მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს

მორწმუნეები ოჯახის წევრებისა და ახლობლების საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. საფლავზე ჭირისუფალთ ტრადიციისამებრ, სააღდგომო პასქები და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა.

პიტერ მაგიარი

12 აპრილი 2026, 23:55

მსოფლიო

პიტერ მაგიარი: ვიქტორ ორბანმა ახლახან დაგვირეკა, რომ ჩვენთვის გამარჯვება მოელოცა

უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერის, პიტერ მაგიარის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მას გამარჯვება უკვე მიულოცა.

12 აპრილი 2026, 23:39

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: არჩევნების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, გასაგები და ნათელია. მმართველობის პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა ჩვენ არ მოგვეცა. მე მივულოცე გამარჯვებულ პარტიას

არჩევნების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, გასაგები და ნათელია, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მხარდამჭერებისადმი მიმართვისას.

12 აპრილი 2026, 23:30

კულტურა

ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდი ყურადღების ცენტრში მოექცა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ქართული სტენდი მკითხველის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო. დელეგაცია ლონდონის წიგნის ბაზრობიდან სამშობლოში ხელშესახები შედეგებით დაბრუნდა.

12 აპრილი 2026, 23:07

სპორტი

ისტორიაში პირველად, წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის ფინალში რვა საუკეთესო ნაკრებს შორის იასპარეზებს

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს თასის 2026 წლის II დივიზიონის ნახევარფინალში გერმანიის ნაკრები 19:13 დაამარცხა.

ცოტნე ჩხაიძე მაია ბოჭოიძე

12 აპრილი 2026, 22:55

სპორტი

მაია ბოჭოიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილი ახალგაზრდებს შორის ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონია

პორტუგალიის ქალაქ პორტიმაოში ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. მაია ბოჭოიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილმა ბატუტზე ხტომაში 47,900 ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.

12 აპრილი 2026, 22:49

პოლიტიკა

მძიმე წარსულის აჩრდილები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

თარიღი, რომელიც საერთო ტკივილთან და საერთო გამარჯვებასთან ასოცირდება, რადიკალებმა ისევ და ისევ სიძულვილისთვის, ძალადობისთვის გამოიყენეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ეს ისტორიული დღე მათთვის მხოლოდ საბაბია მორიგი უნიჭო სპექტაკლის მოსაწყობად.

12 აპრილი 2026, 22:30

პოლიტიკა

მშვიდობა ქაოსის წინააღმდეგ - ილჰამ ალიევის ისტორიული ვიზიტის დეტალები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონული ცენტრის, როლი სულ უფრო იზრდება. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა თბილისში აზერბაიჯანის პრეზიდენტის სტუმრობისას.

12 აპრილი 2026, 22:15

პოლიტიკა

ვითარება ახლო აღმოსავლეთში - რა პერსპექტივა აქვს დიალოგს. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით საერთაშორისო მედია წერს კონკრეტულ მიზეზებს, თუ რატომ შევიდა პროცესი ჩიხში. ის, რომ დიპლომატია ძალის პოლიტიკამ სრულად ჩაანაცვლა, პაკისტანში გამართულმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.

მაკა ბოჭორიშვილი

12 აპრილი 2026, 22:04

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს საჭიროებას ვერავინ ჩაანაცვლებს. ღიმილის მომგვრელია, როცა ევროკავშირი დაკავშირებადობაზე საუბრობს, ღონისძიებებს აწყობს და მთავარი ქვეყანა, ვისი მეშვეობითაც ხდება დაკავშირებადობა, არ არის მოწვეული

ეს პირველ რიგში ქმნის შესაძლებლობებს იმისა, რომ ჩვენ ერთობლივად ვიმუშაოთ შუა დერეფნის განვითარების, ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის კონტექსტში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

12 აპრილი 2026, 21:52

პოლიტიკა

გადამწყვეტი არჩევნები უნგრეთში. „იმედი“ ბუდაპეშტიდან

უნგრეთის არჩევანი სულ მალე გახდება ცნობილი. ვიქტორ ორბანი თუ პიტერ მაგიარი - ისტორიული არჩევნების შედეგებს მთელი მსოფლიო ელოდება, ევრობიუროკრატია და ვაშინგტონი კი გამძაფრებულად.

12 აპრილი 2026, 21:38

საზოგადოება

რა ძალა აქვს ამბიონიდან ნათქვამ სიბრძნეს - პატრიარქის ქადაგებები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

„იმედის კვირა“ ამ სპეციალურ რეპორტაჟში მოგითხრობთ ამბებს უწმინდესის განვლილი გზიდან, მძიმე ჯვარზე, რომლის ტარება ძალიან რთული იყო, მაგრამ 47 წლის განმავლობაში ეს ჯვარი ილია მეორემ საქართველოსთვის, ჩვენი წინაპრების ხსოვნისთვის, მომავალი თაობებისთვის შეუჩერებლად ატარა, მიუხედავად უდიდესი ტკივილისა და სირთულეებისა.

ტომაშ შუიოკი

12 აპრილი 2026, 21:29

მსოფლიო

ტომაშ შუიოკი: ამ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლების 77,8%- მა მიიღო მონაწილეობა. ეს გახლავთ რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი უნგრეთის უახლეს ისტორიაში ჩატარებული სხვადასხვა არჩევნების ფონზე

მე მივიღე ინფორმაცია, რომ საპარლამენტო არჩევნები წარიმართა შესაბამისად. რეგისტრირებული მოქალაქეებიდან 77,8%- მა მიიღო ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა და გააკეთა საკუთარი არჩევანი, - განაცხადა უნგრეთის პრეზიდენტმა ტომაშ შუიოკმა.

12 აპრილი 2026, 21:25

მსოფლიო

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18:30 საათისთვის 77.80% შეადგინა

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18:30 საათისთვის 77.80% შეადგინა. განახლებული მონაცემები უნგრეთის ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა.

12 აპრილი 2026, 21:25

საზოგადოება

წითელი ტერორი და აკრძალული რწმენა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

„იმედის კვირამ“ საქართველოში წითელ ტერორსა და აკრძალულ რწმენაზე სპეციალური რეპორტაჟი მოამზადა და გიამბობთ, ვინ მისცა რწმენას თავისუფლება საქართველოს უახლეს ისტორიაში - მოგიყვებით ფაქტებს უფლის სიყვარულზე, რომელსაც დევნიდნენ და ვერ დაამარცხეს.