www.imedi.ge /  02 თებერვალი 2021, 16:41 / სანდო წყარო

გიორგი ვოლსკი: მიხეილ სააკაშვილს იმედი აქვს, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის, რაზე ლაპარაკობს ის 2007 წლის განცხადებაში

გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი

მაშინდელი განცხადება რომ გავაანალიზოთ, ნათლად ჩანს, მას იმედი აქვს, საზოგადოების დიდმა ნაწილმა, ელემენტარულად არ იცის, რაზე ლაპარაკობს, - ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი მიხეილ სააკაშვილის მიერ დავით გარეჯის შესახებ 2007 წელს გაკეთებულ განცხადებას. ვოლსკი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტის განცხადება ქვეყნისთვის საზიანო იყო.

„თუკი სიმაღლეს მეზობელ ქვეყანას აძლევ, რასაკვირველია, ამ სიმაღლის წინამდებარე ტერიტორიაც, ფაქტობრივად, არა საქართველოს გამგებლობაში იქნება, არამედ მეზობელი ქვეყნის გამგებლობაში. ან რა საფრთხე შეიძლება შეექმნას სიმაღლიდან ჩვენს მეზობელ, მეგობარ ქვეყანას, თუკი ამ სიმაღლეზე ჩვენ ვართ.

როგორ შეიძლება უსაფრთხოებაზე ვიმსჯელოთ, იმ ტერიტორიიდან, როდესაც ეს თემა მეგობარი ქვეყნის ინტერესებს ეხება. რა სიმაღლეს აძლევ, რისთვის. რა უსაფრთხოებაზეა საუბარი. განა, ჩვენს ტერიტორიაზე არსებული სიმაღლიდან შეიძლება რაიმე პრობლემა შეექმნას მეზობელი, მეგობარი ქვეყნის უსაფრთხოებას? ეს არის რეალობა - ერთი, და მეორე, გეომეტრიას აბსოლუტურად აცდენილია ეს ადამიანი, როცა ამ განცხადებას აკეთებს. არა მარტო გეომეტრიას, არამედ აცდენილია გარკვეულ მორალს, რომელიც საქართველოს ისტორიას, ჩვენ ინტერესებს, კულტურულ მემკვიდრეობას და უამრავ სხვა ასპექტს უკავშირდება, რომელიც სახელმწიფოს აზიანებს. დღეს რა პროცესებიც ვითარდება, ეს არის ქვეყნისთვის დამაზარალებელი და მისი სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველი“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის მაისში განაცხადა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხი განიხილა. „ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენი სამუშაო ჯგუფები ერთმანეთს შეხვდებიან, საზღვრის ხაზი უნდა გაივლოს ისე, რომ სტრატეგიული სიმაღლე, რომელიც აზერბაიჯანს ქვეყნის შიგნით სჭირდება, აზერბაიჯანის ტერიტორიაში მოყვეს, ხოლო დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მთლიანად საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე უნდა დარჩეს“.

ყველა სიახლე

ჰასან როუჰანი

07 მარტი 2021, 16:24

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტმა ბირთვული შეთანხმების ვალდებულებების შესრულებისკენ დაბრუნების წინაპირობა დაასახელა

„როგორც კი აშშ უკანონო სანქციებს მოხსნის და მუქარისა და ზეწოლის პოლიტიკაზე უარს იტყვის, ირანი მზად არის დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ბირთვული შეთანხმების ვალდებულებების შესასრულებლად“, - განაცხადა როუჰანიმ.

დავით მათიკაშვილი

07 მარტი 2021, 16:24

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ერთადერთი, ვისაც საქართველოში არ სურს მოლაპარაკების მაგიდასთან მხარეთა დასხდომა და რეალური გადაწყვეტილების მიღება „ნაციონალური მოძრაობაა“

ნოდარ მელაძისგან და „ტვ პირველისგან“ ნამდვილად მიჩვეული ვართ ტყუილების ტირაჟირებას ფაქტების, ფალსიფიციკაციას, ფალსიფიცირებული რეპორტაჟებსა და გაყალბებულ სიუჟეტებს, ამიტომ ამ კონტექსტით თუ ვიმსჯელებთ მელაძისგან და „ნაციონალური მოძრაობისგან“ გასაკვირი ნამდვილად არაფერია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მოლაპარაკების ჩასაშლელად ყველა გზას იყენებს.

07 მარტი 2021, 16:17

სპორტი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ტაშკენტის გრანდ სლემი უმედლოდ დაასრულა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ტაშკენტის გრანდ სლემი უმედლოდ დაასრულა. შეჯიბრის ბოლო დღეს ტატამზე 5 ქართველი ძიუდოისტი გავიდა, მაგრამ ფინალურ ბლოკამდე მისვლა ვერცერთმა შეძლო. უშანგი მარგიანი (90 კგ) 1/4-ფინალში უნგრელ კრისტიან ტოტის შეხვდა და დამარცხდა, რის შედეგადაც რეპეშაჟში გადაინაცვლა, მაგრამ სამწუხაროდ იქაც პირველივე დაპირისპირება უზბეკი შერმუხამად იანდრეევთან წააგო და მედლის გარეშე დარჩა.

ლანა გალდავა

07 მარტი 2021, 16:03

პოლიტიკა

ლანა გალდავა ნიკოლოზ მეტრეველს პასუხობს

„ნიკოლოზ, შენს სტატუსს აკადემიური სიტყვათა წყობით ვერ გამოვეხმაურებოდი, პრინციპში, არც იმსახურებ. ბავშვიც კი ხვდება, რომ რასაც დაუწერენ, ყველაფერი არ გაიმეოროს. ეს სტატუსი იმდენად ნულს ქვემოთ ნიშნულზეა და გაშიშვლებს პიროვნულად, რომ მეტ ლუსტრაციას ვერავინ მოგიხერხებდა, თავად მოახერხე თვითლუსტრაცია და საკმაოდ მდარედ“.

ლიონელ მესი

07 მარტი 2021, 15:57

სპორტი

მესიმ „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი ხმა დააფიქსირა

მესიმ „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი ხმა დააფიქსირა. კატალონიის „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, ლიონელ მესიმ საკუთარი ხმა დააფიქსირა, არგენტინელი სუპერ ვარსკვლავი არჩევნებზე ხმის მისაცემად ვაჟთან, ტიაგო მესისთან ერთად მივიდა. აღნიშნულის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას გავლენიანი მედია სააგენტო ESPN-ი ავრცელებს.

07 მარტი 2021, 15:57

რეგიონი

საქართველოს ქალაქები, სადაც 8 მარტს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალებს უფასოდ მოემსახურება

ხვალ, 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალებს უფასოდ მოემსახურება ბათუმსა და ქუთაისში. თელავში, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში მუშაობს, მგზავრობა არა მხოლოდ ქალებისთვის და არა მხოლოდ ხვალ, არამედ კიდევ რამდენიმე თვე უფასო იქნება ყველა მგზავრისთვის.

07 მარტი 2021, 15:49

სპორტი

მარადონას გარდაცვალებიდან 100 დღე გავიდა

ლეგენდარული დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალებიდან 100 დღე გავიდა. სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი 2020 წლის 25 ნოემბერს დაიღუპა. არგენტინის შემდეგ ყველაზე მეტად ეს ამბავი ნეაპოლში განიცადეს, სადაც, დღემდე „ნაპოლის“ საშინაო სტადიონის მიმდებარე ტერიტორიასთან უამრავი ადამიანი მიდის და მის ხსოვნას პატივს მიაგებს.

ლაშა ნაცვლიშვილი

07 მარტი 2021, 15:35

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: ბერა ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი, თავმდაბალი და პატიოსანი ახალგაზრდაა, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ

როგორი უზნეო და ვერაგი უნდა იყოს ადამიანი, რომ მამას და მის მემკვიდრეობას ვერ ერეოდა და ამით გამწარებული უტევდე მის არასრულწლოვან შვილს, - ამის შესახებ POSTV-ის ხელმძღვანელი ლაშა ნაცვლიშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

07 მარტი 2021, 15:22

მსოფლიო

უნდა აიკრძალოს თუ არა საზოგადოებაში სახის სრულად დაფარვა - შვეიცარიაში რეფერენდუმი ტარდება

დღეს შვეიცარიის მოსახლეობა რეფერენდუმშია ჩართული - მათ უნდა გამოხატონ საკუთარი პოზიცია იმის შესახებ, უნდა იყოს თუ არა აკრძალული სახის დაფარვა. არაა გამორიცხული, ხელისუფლებამ რეფერენდუმის შედეგების მიხედვით იხელმძღვანელოს და საზოგადოებაში ისეთი სამოსით გამოჩენა აკრძალოს, როგორიცაა ტრადიციული მუსლიმური ბურკა.

თამთა მეგრელიშვილი

07 მარტი 2021, 14:58

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ფეიკ-გასროლისას სამიზნე, დაწყებული კონსტრუქციული მოლაპარაკებების ჩაშლა იყო, პლებისციტის მოთხოვნაც უკან წაიღეს

ირაკლი კობახიძის მიერ სწორედ მაშინ გაჟღერებული ინფორმაციით - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სპეციალური პროგრამის საშუალებით გეგმავდა აუდიო - ვიდეო მასალების გაყალბებას, და აი, პოლიტიკურმა ლუზერმა სააკაშვილმა თავი მოხადა შავ არქივს, - ასე ეხმაურება იურისტი თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს.

ზურაბ ქადაგიძე

07 მარტი 2021, 14:44

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ირაკლი კობახიძე არჩევნებამდე ამბობდა, რომ „ნაცმოძრაობა“ ე.წ. Deepfake-ის გამოგდებას აპირებდა, ასეც მოხდა

ირაკლი კობახიძე ამბობდა თვეების წინ, არჩევნებამდე, რომ Deepfake გამოგდებას აპირებდა „ნაცმოძრაობა“ სიტუაციის არევისთვის და ასეც მოხდა. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, სადაც ტექნოლოგიური მიღწევები ყველანაირ საშუალებას იძლევა, - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს.

ზაალ უდუმაშვილი, ლაშა დამენია, სერგო ჩიხლაძე და ლანა გალდავა

07 მარტი 2021, 14:36

პოლიტიკა

ოპოზიცია კვლავ ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. რას ამბობენ პარტიების წარმომადგენლები

როდის შედგება დიალოგი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, ამ ეტაპზე უცნობია. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დიალოგს პერსპექტივა არ აქვს, თუ ირაკლი ღარიბაშვილი იქნება მთავარი მომლაპარაკებელი. ოპოზიციის მოთხოვნები ისევ უცვლელია.

07 მარტი 2021, 14:04

საზოგადოება

სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულმა ჟიული შარტავას ბიუსტი გვირგვინით შეამკო

„ჟიული შარტავა არის ჩვენი დროის გმირი, მან თავისი სამაგალითო საქციელით, აჩვენა ყველას, თუ როგორ უნდა ვიბრძოლოთ სამშობლოსთვის და როგორ უნდა გიყვარდეს საქართველო. ჟიული შარტავას გმირობა მისაბაძია დღეს და ასე იქნება საუკუნეების შემდეგაც, მის გმირობაზე თაობები აღიზრდებიან, მადლობა მას ამ თავდადებისთვის“ - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

გურამ მაჭარაშვილი

07 მარტი 2021, 13:59

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: მაქსიმუმის მაქსიმუმი გავაკეთეთ და მომავალშიც, გავაკეთებთ იმისათვის, რომ პოლიტიკური პროცესები სტაბილური იყოს

ეუთო/ოდირის გუშინდელმა დასკვნამ საბოლოოდ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ბოლო ორი-სამი თვის განმავლობაში ვამბობთ - არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი. ამავდროულად იქ არსებული ხარვეზები, ჩვენი მხრიდან, უკვე დაინიცირებულია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

07 მარტი 2021, 13:55

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ქვეყანა აგრძელებს სტაბილურ განვითარებას და ამას წინ ვერანაირი „კარგად გადაფუთული“ ტყუილები ვერ დაუდგება

„ოპოზიციამ ბუნებრივია იცოდა, რომ გუშინ ქვეყნდებოდა ეუთო/ოდირის საბოლოო და ძალიან პოზიტიური დასკვნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ Facebooko-ზე დაწერა.

რუსლან აბაშიძე

07 მარტი 2021, 13:50

საზოგადოება

რუსლან აბაშიძე: ჟიული შარტავა გმირობის, გაუტეხლობისა და სამშობლოსათვის თავდადების მაგალითია

დღეს, საქართველოს პირველ ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას 77 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ კობა კობალაძესთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, ვაკის პანთეონში, ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას.

07 მარტი 2021, 13:46

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 10,595 შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10,595 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 368 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 4,322,776 შემთხვევა გამოვლინდა, 89,004 ადამიანი კი გარდაიცვალა.

მეუფე სტეფანე

07 მარტი 2021, 13:40

საზოგადოება

მეუფე სტეფანემ, ჭყონდიდის ეპარქიაში მოღვაწე 2 დიაკვანს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა

ჭყონდიდის ეპარქიის ახალმა მიტროპოლიმმა მეუფე სტეფანემ, ეპარქიაში მოღვაწე დიაკვნებს კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მიტროპოლიტმა საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა და განაცხადა, რომ დიაკვნებმა არ გაითვალისწინეს მისი გაფრთხილება დასწრებოდნენ წირვა-ლოცვებს და ბოლო პერიოდში მათი ქმედებები ეწინააღმდეგებოდა ეპარქიის წესებს, რადგან დიაკვნები პეტრე ცაავას გარდა სხვა მეუფეს არ აღიარებენ. მამა კაონსტანტინე გაბისონიას კი კონფლიქტი აქვს ეპარქიის სხვა სასულიერო პირთან.

07 მარტი 2021, 13:38

რეგიონი

გორში, დევნილთა დასახლებაში ბავშვთა გასართობი სივრცე მოეწყო

გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, გორში, დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, ბავშვთა გასართობი მოედანი და დასასვენებელი სკვერი მოეწყო. ამავე პროექტის ფარგლებში, ქარელში 50 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

07 მარტი 2021, 13:20

რეგიონი

8 მარტს ბათუმში ქალები მუნიციპალური ავტობუსით უფასოდ იმგზავრებენ

ხვალ, ქალთა დღეს, ქალები ბათუმში მუნიციპალური ავტობუსით უფასოდ იმგზავრებენ, - ინფორმაციას „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ავრცელებს. „ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 8 მარტს, მუნიციპალური ტრანსპორტი მთელი დღის განმავლობაში ქალბატონებს უფასოდ მოემსახურება“ - აღნიშნულია განცხადებაში.