imedi /  03 თებერვალი 2021, 12:38 / სანდო წყარო

კელი დეგნანი: ხელისუფლების გუშინდელი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ მათ მოლაპარაკებებისთვის სივრცე დატოვეს

კელი დეგნანი

კელი დეგნანი

კელი დეგნანის თქმით, ხელისუფლების გუშინდელი გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ მათ დატოვეს სივრცე მოლაპარაკებებისთვის. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ის მოლაპარაკებებისთვის მზადაა.

„ეს პრობლემა სწრაფად უნდა გადაიჭრას, რადგან მნიშვნელოვანია. ყველა პარტიის ლიდერს უნდა სიტუაცია განიმუხტოს და ყველაზე მთავარი გამოწვევაა მთელი ქვეყნისთვის. ხელისუფლების გუშინდელი გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ მათ დატოვეს სივრცე მოლაპარაკებებისთვის.

ღია ვართ ჩვენ იმისთვის, რომ თუ ვინმეს სურვილი აქვს, დაგველაპარაკოს. ველოდებით კოლაბორაცია გაგრძელდეს, როგორც მთავრობასთან, ასევე მედიასთან და ყველასთან მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

პარლამენტმა ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება არ შეუწყვიტა.

ყველა სიახლე

28 თებერვალი 2021, 15:44

სპორტი

დაღესტანში ძიუდოს ტურნირი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ვიდეო

დაღესტნის ქალაქ კასპიისკში მიმდინარე ძიუდოს ტურნირი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება ოს და დაღესტნელ გულშემატკივრებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთი ასპარეზობა დაღესტნელი სპორტსმენის გამარჯვებით დასრულდა.

28 თებერვალი 2021, 15:39

COVID19

ირანში ლეტალური შემთხვევების რიცხვმა 60,000-ს გადააჭარბა

ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8,010 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 93 ადამიანი გარდაიცვალა, - ინფორმაციას XinhuaNet-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ირანში კორონავირუსის 1,631,169 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 60,073 ადამიანი გარდაიცვალა.

ნათია თურნავა

28 თებერვალი 2021, 15:30

სპორტი

ნათია თურნავა: საქართველო უკვე დატანილია მსოფლიოს ზამთრის სპორტის რუკაზე

ბაკურიანი მსოფლიო ზამთრის სპორტის ეპიცენტრშია. დღეს მსხვილი სპორტული შეჯიბრი - სკი კროსში მსოფლიო თასის ეტაპი დასრულდა, რომელიც სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რამდენიმე დღეში კი მსგავსი მაღალი რანგის შეჯიბრი უკვე სნოუბორდ კროსში გაიმართება. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ უმაღლეს დონეზე შეაფასა როგორც ორგანიზება, ასევე ჩვენი ინფრასტრუქტურის ხარისხი

28 თებერვალი 2021, 15:19

რეგიონი

ბაკურიანში, სკი კროსში მსოფლიო თასის ეტაპი დასრულდა

ბაკურიანში, სკი კროსში მსოფლიო თასის ეტაპი დასრულდა. ღონისძიების ფინალურ ნაწილს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დაესწრო. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ჩატარდა. მსგავსი მაღალი რანგის სპორტულ შეჯიბრს საქართველოს სამთო კურორტმა პირველად უმასპინძლა.

28 თებერვალი 2021, 15:07

საზოგადოება

მე-16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებისთვის მუზეუმის ონლაინტური გაიმართა

მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ინიციატივით, ეპიდემიის გამო, მსჯავრდებულებისთვის ონლაინაქტივობები გრძელდება. ამჯერად, მე-16 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულებისთვის თელავის ისტორიული მუზეუმიდან ონლაინჩართვა მოეწყო.

28 თებერვალი 2021, 14:55

მსოფლიო

ვენეციაში არხები დაშრა

ვენეციის არხების მონაკვეთები თითქმის სულ დაშრა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, წყლის დონემ - 48 სმ-მდე დაიწია, რის გამოც ნავები და გონდოლები ტალახშია ჩაფლული.

28 თებერვალი 2021, 14:54

პოლიტიკა

პარლამენტში განსახილველი კანონპროექტის მიხედვით, 2023 წლამდე, უძრავი ქონების რეგისტრაცია ოჯახის სოციალურ ქულაზე არ აისახება

1-ელ მარტს პარლამენტი განიხილავს ინიციატივას, რომელიც „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში“ ცვლილებას გულისხმობს.

28 თებერვალი 2021, 14:27

რეგიონი

ზაზა გახელაძის შესახებ მორიგი სამუშაო შეხვედრა ერგნეთში, სავარაუდოდ, მარტის დასაწყისში გაიმართება

ზაზა გახელაძის ოჯახი, ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრას ელოდება. შეხვედრა ერგნეთში, სავარაუდოდ, მარტის პირველ რიცხვებში ჩატარდება. ოჯახს ახალი ინფორმაცია უკანონოდ დაკავებულ მამაკაცზე არ აქვს, მათ არც გახელაძის ადვოკატი დაკავშირებია.

28 თებერვალი 2021, 14:18

COVID19

ბელგიის ერთ-ერთ ციხეში პატიმრების თითქმის ნახევარს კორონავირუსი დაუდგინდა

ბელგიაში, ნამურის ციხეში პატიმრების თითქმის ნახევარს კორონავირუსი დაუდგინდა. პატიმრები კარანტინის რეჟიმში არიან და სასეირნოდ და შხაპის მისაღებად, საკნიდან გასვლა ეკრძალებათ. მათ ყოველდღიურად, საკნებში აწვდიან ჰიგიენის საშუალებებსა და ცხელ საკვებს.

28 თებერვალი 2021, 14:13

რეგიონი

ქუთაისში ნამახვანჰესის კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა სამომავლო გეგმები გააჟღერეს

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მიმდინარე აქციაზე ნამახვანჰესის კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა სამომავლო გეგმები გააჟღერეს. მათ ხელისუფლებას ორ კვირიანი ვადა მისცეს. თუ ამ დროში არ შეჩერდება სამუშაოები და ამის შესახებ კონკრეტული პასუხი არ იქნება ცნობილი, ქუთაისის ცენტრალური მოედნის პიკეტირებას გეგმავენ.

28 თებერვალი 2021, 14:06

პოლიტიკა

პარლამენტში ხვალ იმსჯელებენ ინიციატივაზე, რომლითაც საქართველოში მცხოვრებ უცხოელებზე ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებული რამდენიმე სამართლებრივი პრინციპი იცვლება

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, ხვალ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, პროექტის ინიციატორია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

28 თებერვალი 2021, 13:28

რეგიონი

კრწანისის ტყე-პარკში სარწყავი წყლის სატუმბი სადგური შენდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტო კრწანისის ტყე-პარკის განახლებასა და აღდგენაზე მუშაობს. სააგენტოს ორგანიზებით, კრწანისის ტყე-პარკში, მდინარე მტკვარზე მძლავრი სატუმბი სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მტკვრის წყალს 8 ტბასა და ჭალის ტყის კორომების სარწყავ არხებს მიაწვდის.

მეუფე იაკობი

28 თებერვალი 2021, 13:26

საზოგადოება

მეუფე იაკობი აცხადებს, რომ ნიკა მელია საკუთარმა გუნდმა საქმეს შესწირა

მთავარი ის კი არ არის, ვინ იქნება პარლამენტში და ვინ - არა, სიღარიბე, შიმშილი რომ არ დაიწყოს, ხალხს უნდა გავუფრთხილდეთ. ცოტა ხანი ჰქონდა ოპოზიციას პლიუსი და ახლა მძიმე მდგომარეობაშია. ან უცხოეთთან უნდა გამოვიდნენ ცუდად, ან - ერთ კაცს კიდევ მოიშოერბენ, - აცხადებს მეუფე იაკობი ნიკა მელიას დაკავების შესახებ საუბრისას.

მეუფე იაკობი

28 თებერვალი 2021, 13:22

პოლიტიკა

ბოდბელ ეპისკოპოსს მიაჩნია, რომ რამდენიმე ქართული ტელევიზიის მმართველი რუსეთის ინტერესების საპირწონედ მოქმედებს

ბოდბელ ეპისკოპოსს მიაჩნია, რომ ქართული ტელევიზიების - „მთავარი“, „ფორმულა“ და „ტვ პირველის“ მმართველები რუსეთის ინტერესების საპირწონედ მოქმედებენ, რასაც ეკლესიის დიკრედიტაციაზე მათ მიერ მომზადებული შეკვეთილი სიუჟეტებიც ადასტურებს.

მეუფე იაკობი

28 თებერვალი 2021, 13:20

საზოგადოება

მეუფე იაკობი: მიმაჩნია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ყველაზე წარმატებული პრემიერი იყო

ირაკლი ღარიბაშვილთან ძალიან ახლო ურთიერთობები მქონდა ყოველთვის და მიმაჩნია, რომ ყველაზე წარმატებული პრემიერი იყო, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა განაცხადა. მეუფე იაკობისთვის ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრის პოსტზე მისაღებია.

28 თებერვალი 2021, 13:10

რეგიონი

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ჰესების მშენებელი კომპანია „ენკას“ მიერ რიონის ხეობის დატოვებას და იმ ნებართვის გაუქმებას ითხოვენ, რომელიც ხეობაში ჰესის მშენებლობას ითვალისწინებს, ასევე, ეწინააღმდეგებიან თურქული კომპანიისთვის მიწების 99 წლით გასხვისებას.

28 თებერვალი 2021, 13:04

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 11,359 შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11,359 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 379 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 4,246,079 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 86,122 ადამიანი გარდაიცვალა.

28 თებერვალი 2021, 13:03

მსოფლიო

ესპანეთში, დაპატიმრებული რეპერის მხარდამჭერთა აქციაზე 10 ადამიანი დააკავეს

რეპერ პაბლო ასელის დაკავებას ბარსელონაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. დღე-ღამეში აქციის 10 მონაწილე დააკავეს. მომიტინგეები სამართალდამცველებს მინის ბოთლებს ესროდნენ, მათ ავტომობილებს ცეცხლს უკიდებდნენ და მაღაზიებისა და ბანკების ვიტრინებს ამსხვრევდნენ.

მეუფე იაკობი

28 თებერვალი 2021, 13:01

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: ყველა მხარეს შერიგებისკენ მოვუწოდებ, მოვიდნენ და დავილაპარაკოთ

ბოდბელი ეპისკოპოსი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს სიღნაღიდან გამოეხმაურა. მეუფე იაკობი ყველა მხარეს კიდევ ერთხელ შერიგებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ეკლესია მზად არის ამ პროცესში აქტიურად ჩაერთოს.

28 თებერვალი 2021, 12:49

რეგიონი

დაცვის პოლიცია სკი კროსსა და სნოუბორდ კროსში მსოფლიო თასის ჩემპიონატის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები სკი კროსსა და სნოუნორდ კროსში მსოფლიო თასის ჩემპიონატის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. შეჯიბრები ბაკურიანში, დიდველზე საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით იმართება.