imedi /  04 თებერვალი 2021, 21:06 / სანდო წყარო

დავით ბაქრაძე: საქართველო რეგიონში აშშ-ის მთავარი დასაყრდენი და მოკავშირეა

დავით ბაქრაძე

დავით ბაქრაძე

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო, როგორც კვანძი რეგიონში აქტიურად იყოს გამოყენებული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, ასეთია ხედვა ამერიკის მხრიდანაც, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების მთავარ დასაყრდენსა და მოკავშირეს წარმოადგენს.

„ჩვენ უკვე აქტიურად ვთანამშრომლობთ ადმინისტრაციის ახალ წარმომდგენლებთან, რათა ისტორიულ მაქსიმუმზე მყოფი ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მიმართულება სტრატეგიული პარტნიორობისა, სახელმწიფო მდივანი, ბლინკენი თავად თავმჯდომარეობდა სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთ ქარტიას ხუთი წლის წინ, ამდენად მან კარგად უწყის, ის მიმართულებები, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იქნება ეს თავდაცვისა და უსაფრთხოების, უკვე 4 წელია მიმდინარეობს საქართველოს თავდაცვითი მზაობის პროგრამა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო, როგორც კვანძი რეგიონში აქტიურად იქნას გამოყენებული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, ასეთია ხედვა ამერიკის მხრიდანაც. საქართველო რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების მთავარ დასაყრდენსა და მოკავშირეს წარმოადგენს “, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ყველა სიახლე

07 მარტი 2021, 14:04

საზოგადოება

სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულმა ჟიული შარტავას ბიუსტი გვირგვინით შეამკო

„ჟიული შარტავა არის ჩვენი დროის გმირი, მან თავისი სამაგალითო საქციელით, აჩვენა ყველას, თუ როგორ უნდა ვიბრძოლოთ სამშობლოსთვის და როგორ უნდა გიყვარდეს საქართველო. ჟიული შარტავას გმირობა მისაბაძია დღეს და ასე იქნება საუკუნეების შემდეგაც, მის გმირობაზე თაობები აღიზრდებიან, მადლობა მას ამ თავდადებისთვის“ - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

გურამ მაჭარაშვილი

07 მარტი 2021, 13:59

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: მაქსიმუმის მაქსიმუმი გავაკეთეთ და მომავალშიც, გავაკეთებთ იმისათვის, რომ პოლიტიკური პროცესები სტაბილური იყოს

ეუთო/ოდირის გუშინდელმა დასკვნამ საბოლოოდ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ბოლო ორი-სამი თვის განმავლობაში ვამბობთ - არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი. ამავდროულად იქ არსებული ხარვეზები, ჩვენი მხრიდან, უკვე დაინიცირებულია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

07 მარტი 2021, 13:55

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ქვეყანა აგრძელებს სტაბილურ განვითარებას და ამას წინ ვერანაირი „კარგად გადაფუთული“ ტყუილები ვერ დაუდგება

„ოპოზიციამ ბუნებრივია იცოდა, რომ გუშინ ქვეყნდებოდა ეუთო/ოდირის საბოლოო და ძალიან პოზიტიური დასკვნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ Facebooko-ზე დაწერა.

რუსლან აბაშიძე

07 მარტი 2021, 13:50

საზოგადოება

რუსლან აბაშიძე: ჟიული შარტავა გმირობის, გაუტეხლობისა და სამშობლოსათვის თავდადების მაგალითია

დღეს, საქართველოს პირველ ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას 77 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ კობა კობალაძესთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, ვაკის პანთეონში, ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას.

07 მარტი 2021, 13:46

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 10,595 შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10,595 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 368 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 4,322,776 შემთხვევა გამოვლინდა, 89,004 ადამიანი კი გარდაიცვალა.

მეუფე სტეფანე

07 მარტი 2021, 13:40

საზოგადოება

მეუფე სტეფანემ, ჭყონდიდის ეპარქიაში მოღვაწე 2 დიაკვანს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა

ჭყონდიდის ეპარქიის ახალმა მიტროპოლიმმა მეუფე სტეფანემ, ეპარქიაში მოღვაწე დიაკვნებს კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მიტროპოლიტმა საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა და განაცხადა, რომ დიაკვნებმა არ გაითვალისწინეს მისი გაფრთხილება დასწრებოდნენ წირვა-ლოცვებს და ბოლო პერიოდში მათი ქმედებები ეწინააღმდეგებოდა ეპარქიის წესებს, რადგან დიაკვნები პეტრე ცაავას გარდა სხვა მეუფეს არ აღიარებენ. მამა კაონსტანტინე გაბისონიას კი კონფლიქტი აქვს ეპარქიის სხვა სასულიერო პირთან.

07 მარტი 2021, 13:38

რეგიონი

გორში, დევნილთა დასახლებაში ბავშვთა გასართობი სივრცე მოეწყო

გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, გორში, დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, ბავშვთა გასართობი მოედანი და დასასვენებელი სკვერი მოეწყო. ამავე პროექტის ფარგლებში, ქარელში 50 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

07 მარტი 2021, 13:20

რეგიონი

8 მარტს ბათუმში ქალები მუნიციპალური ავტობუსით უფასოდ იმგზავრებენ

ხვალ, ქალთა დღეს, ქალები ბათუმში მუნიციპალური ავტობუსით უფასოდ იმგზავრებენ, - ინფორმაციას „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ავრცელებს. „ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 8 მარტს, მუნიციპალური ტრანსპორტი მთელი დღის განმავლობაში ქალბატონებს უფასოდ მოემსახურება“ - აღნიშნულია განცხადებაში.

რატი იონათამიშვილი

07 მარტი 2021, 13:08

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: დასავლელი პარტნიორების ჩართულობით შეთანხმების კონტურები აშკარად გამოიკვეთა

„დასავლელი პარტნიორების ჩართულობით შეთანხმების კონტურები აშკარად გამოიკვეთა; ოპოზიციური პარტიები, რომლებიც აქამდე „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის ქვეშ იყვნენ, ალაპარაკდნენ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობაზე“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი Facebook-ზე წერს.

07 მარტი 2021, 12:55

მსოფლიო

სენატმა აშშ-ის ეკონომიკის დახმარების კანონპროექტი დაამტკიცა

სენატმა აშშ-ის ეკონომიკისთვის $1.9 ტრილიონიანი დახმარების კანონპროექტი დაამტკიცა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. თანხის საერთო რაოდენობიდან, დახმარება მწარმოებლებს და ვაქცინების დისტრიბუტორებს გამოეყოფათ. კანონპროექტს მხარი 100-დან 50-მა სენატორმა დაუჭირა.

07 მარტი 2021, 12:29

პოლიტიკა

საელჩო: აშშ-ის მხარდაჭერით, კრიმინალური პოლიციისთვის სექსუალური ძალადობის გამოძიების ტრენინგები დაიწყება

მოხარული ვართ განვაცხადოთ, რომ მომდევნო თვიდან კრიმინალური პოლიციისთვის აშშ-ის მხარდაჭერით დაიწყება სექსუალური ძალადობის გამოძიების ტრენინგები, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება, - აღნიშნულია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნიკოლოზ მეტრეველი

07 მარტი 2021, 12:27

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი მამუკა ხაზარაძეს: რომელ არაბულ თუ ახალტეკინურ ცხენსაც არ უნდა შემოახტე, ყველამ იცის რა არაკაციც იყავი და ხარ

„სულ თავს ვიკავებდი, „ლელოზე“ ძალიან კრიტიკულად დამეწერა, რადგან ამ პარტიას ჩემი ზოგიერთი წესიერი ნაცნობიც უჭერდა მხარს, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი. ამ ცნობილ მევახშეს ხმა არ ამოუღია, როდესაც ვალერი გელაშვილს სასიკვდილოდ იმეტებდნენ“.

07 მარტი 2021, 12:18

რეგიონი

ზუგდიდში, კედიას ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტი დააყაჩაღეს

ზუგდიდში, კედიას ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტი "ლიბრე" დააყაჩაღეს. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა დილის 4 საათზე მოხდა, რა დროსაც უცნობი პირი მარკეტში შეიჭრა და გარკვეული რაოდენობის სიგარეტი გაიტაცა.

07 მარტი 2021, 12:06

რეგიონი

ქარელში, დევნილთა დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, გარდა ქარელისა, მთელი საქართველოს მასშტაბით, დევნილთა დასახლებებში 6 ახალი საბავშვო ბაღი შენდება და დამატებით, ერთ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას რეაბილიტაცია უტარდება. საბავშვო ბაღების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წელს დასრულდება.

გიორგი ჩაკვეტაძე

07 მარტი 2021, 12:03

სპორტი

გიორგი ჩაკვეტაძის კიდევ ერთი ტრავმა, ბელგიური მედიის ცნობით, ფეხბურთელისთვის სეზონი დასრულებულია

გიორგი ჩაკვეტაძის კიდევ ერთი ტრავმა, ბელგიური მედიის ცნობით ქართველი ფეხბურთელისთვის სეზონი დასრულებულია. აღნიშნულ ინფორმაციას ბელგიური მედია პორტალი Voetbalnieuws-ი ავრცელებს.

07 მარტი 2021, 12:02

რეგიონი

კახეთში ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხს წმენდენ

კახეთში, ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში 3500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.

07 მარტი 2021, 11:52

სპორტი

ისრაელ ადესანია UFC-ში პირველად დამარცხდა

ისრაელ ადესანია UFC-ში პირველად დამარცხდა. UFS-259-ის საშუალო წონით კატეგორიაში საჩემპიონო ქამრისთვის გამართულ ბრძოლაში, ისრაელ ადესანია პოლონელ იან ბლაჰოვიჩს „ლას ვეგასში“ დაუპირისპირდა და 5 რაუნდიანი ბრძოლის შემდეგ, მსაჯების გადაწყვეტილებით UFC-ში პირველად ხოლო კარიერაში მეორედ დამარცხდა.

07 მარტი 2021, 11:43

მსოფლიო

რომის პაპი ერაყში, ისლამური სახელმწიფოს მიერ განადგურებული სამლოცველოს ნანგრევებთან ილოცებს

რომის პაპი ფრანცისკე ჩრდილეთ ერაყში, ქალაქ მოსულში ჩავიდა. 84 წლის პაპი ერაყის სიდიდით მეორე ქალაქში, იმ სამლოცველოს ნანგრევებთან ილოცებს, რომელიც 2017 წელს ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლებმა გაანადგურეს.

გოგი წულაია

07 მარტი 2021, 11:33

პოლიტიკა

გოგი წულაიამ „თავისუფალი საქართველო“ დატოვა

წულაია არ გამორიცხავს სხვა პარტიის რიგებში შევიდეს, ან თავად შექმნას პარტია. განცხადება „თავისუფალი საქართველოს“ დატოვების შესახებ გოგი წულაიამ ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ გამართა. მისი განცხადებით ამით, აფიქსირებს, რომ ქუთაისს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი უნდა დაუბრუნდეს.

07 მარტი 2021, 11:33

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 7,167 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 7,167 ადამიანს დაუდასტურდა, 103 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 1,401,228 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 27,022 პაციენტი ემსხვერპლა, 1,196,520 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.