imedi /  05 თებერვალი 2021, 17:26 / სანდო წყარო

გიორგი ვოლსკი: დღეს ყველაზე აგრესიულები ისინი არიან, რომელთა ლიდერებმა თავიანთი პოლიტიკით ხელი შეუწყეს იმ განუკითხაობის დამკვიდრებას, რაც ოკუპაციას მოსდევს

გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი

ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ უკანონო პატიმრობიდან დაიხსნას თავისი მოქალაქე, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის შეფარდებას.

ვიცე-სპიკერმა საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ მათ, საერთაშორისო დონეზე აღიარეს საქართველოს ბრალეულობა.

„დააკვირდით, დღეს ყველაზე აგრესიულები ისინი არიან, რომელთა პოლიტიკურმა ლიდერებმამ , სწორედაც რომ ხელი შეუწყვეს თავისი პოლიტიკით იმ განუკითხაობის დამკვიდრებას, რაც ზოგადად ოკუპაციას მოსდევს. არამარტო ხელი შეუწყვეს, არამედ ოკუპაციასთან დაკავშირებით მათ საერთაშორისო დონეზე აღიარეს საქართველოს ბრალეულობა - ეს არის რეალობა. ამ რელობის გადასაფარად ის აქტივობები, რომელიც ხდება თუნდაც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ხელს უშლის იმას, რომ ჩვენმა მოწინააღმდეგე მხარემ ირწმუნოს, რომ ჩვენ რეალურად განვაგებთ ბერკეტებს, რათა მათ მოსვენება არ მივცეთ, სანამ ზაზა გახელეძეს უკანონო პატიმარს არ დაუბრუნებენ საკუთარ სახლს”,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მისი თქმით, არსებობს გარკვეული თემები, საკითხები, როდესაც ეროვნული შეგნება და დამოკიდებულება უნდა იყოს ერთიანი, მიუხედავად კატეგორიული მიუღებლობისა, რაც საქართველოს პოლიტიკურ ველზე პარტიებს გააჩნიათ.

„ყველას გვახსოვს, აშშ და ევროკავშირი არა მარტო მიგვითითებდა როგორ უნდა აგვეცილებინა აგრესია, არამედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ფინანსური რესურსებით იყვნენ ჩართული პროცესებში. მიუხედავად ამისა, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ პოლიტიკა ისე წარმართა, რომ რუსეთს აგრესიის და ოკუპაციის საშუალება მისცა. რაც ახლა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს არის გამოძახილი, რომელიც ყოველ დღე გვახსენებს თავს იმ მძიმე, მოღალატეობრივი მოქმედებების გამო, რომელიც წინა ხელისუფლებამ ჩაიდინა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.

ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.

საქართველოს ხელისუფლებამ, ჟენევაში გამართული საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის დროს, ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

ყველა სიახლე

16 აპრილი 2026, 19:00

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა. მხარეებმა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

16 აპრილი 2026, 18:56

სპორტი

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველომ ვერცხლის მედალი მოიპოვა

თბილისში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს - 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამარჯვებულები დააჯილდოვა.

ნიკოლოზ სამხარაძე

16 აპრილი 2026, 18:56

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: კომიტეტის აპარატში IT-ის კარგი სპეციალისტი გვყავს და მზად ვარ, ხვალვე ბერლინში გავაგზავნო, რათა ოფიციალური ინფორმაციის შეცვლაში დაეხმაროს

კომიტეტის აპარატში IT-ის კარგი სპეციალისტი გვყავს და მზად ვარ, ხვალვე ბერლინში გავაგზავნო, რათა ოფიციალური ინფორმაციის შეცვლაში დაეხმაროს, - განუცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებს.

16 აპრილი 2026, 18:53

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია არა ჩანაწერები, მნიშვნელოვანია სწორი პოლიტიკა, „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ეს აჩვენა, რომ სწორი პოლიტიკით ყველაზე კონფლიქტებით დახუნძლულ რეგიონშიც კი შესაძლებელია მშვიდობის შენარჩუნება

მნიშვნელოვანია არა ჩანაწერები, მნიშვნელოვანია სწორი პოლიტიკა, „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ეს აჩვენა, რომ სწორი პოლიტიკით ყველაზე კონფლიქტებით დახუნძლულ რეგიონშიც კი შესაძლებელია მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე საჯარო დებატები გაიმართოს.

შალვა პაპუაშვილი

16 აპრილი 2026, 18:47

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: რადიკალური ოპოზიციის მთავარი პრობლემა არის ერთი რამ - არ უნდათ ქართველობა. უნდათ იყვნენ ნებისმიერი სხვა, მაგრამ არა ქართველი

რადიკალურ ოპოზიციას აქვს მთავარი ფსიქოლოგიური პრობლემა, რომ ისინი სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თურქეთში ქართველ ჟურნალისტებს.

16 აპრილი 2026, 18:46

ეკონომიკა

„საქაერონავიგაციის“ წარმომადგენელი: აბასთუმნის ობსერვატორიის მიმდებარედ შემზღუდველი ზონის დაწესებით საჰაერო მარშრუტები არ უქმდება, ხდება მხოლოდ საჰაერო ნაკადების გადამისამართება. საჰაერო მოძრაობის მართვის უსაფრთხოება დაცულია

შპს „საქაერონავიგაციის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ ავალიშვილი აბასთუმნის ობსერვატორიის მიმდებარედ შემზღუდველი ზონის შექმნასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ შეზღუდვის დაწესებისას სრულად იყო გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები.

16 აპრილი 2026, 18:43

რეგიონი

ელისო ბოლქვაძემ უმაღლეს საბჭოს აჭარის კულტურის სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში სამინისტროს გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე უძღვებოდა.

16 აპრილი 2026, 18:40

საზოგადოება

დედამიწის კვირეულის ფარგლებში თსუ-ში სამეცნიერო ფესტივალი გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო ფესტივალი გაიხსნა. თსუ-ის ინფორმაციით, ღონისძიება დედამიწის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავს მეცნიერების პოპულარიზაციას, ახალგაზრდების დაინტერესებას კვლევითი საქმიანობით, მეცნიერების დაკავშირებას ყოველდღიურ ცხოვრებასთან, დედამიწის წინაშე არსებული გამოწვევების გაცნობა-გაანალიზებას, ეკოსისტემის გაჯანსაღების საქმიანობაში ჩართვას.

თამარ იოსელიანი:

16 აპრილი 2026, 18:36

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს, რომ შემცირდეს საკონდენსაციო კვალის წარმოქმნის ალბათობა და დაცული იყოს ასტრონომიული დაკვირვებების ხარისხი

„საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება არ გულისხმობს არსებული საჰაერო ტრასების გაუქმებას და წარმოადგენს მოცემულ არეალში გარკვეული ტიპის ფრენებზე შეზღუდვების დაწესების პროცესს“, - განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა გააკეთა.

16 აპრილი 2026, 18:34

მსოფლიო

Reuters: გერმანიის მთავრობამ 2026 და 2027 წლების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები შეამცირა, ხოლო ინფლაციის მოლოდინი გაზარდა - მიზეზად ირანის ომის გამო ნავთობსა და ბუნებრივ აირზე ფასების მატება სახელდება

გერმანიის მთავრობამ 2026 და 2027 წლების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები შეამცირა, ხოლო ინფლაციის მოლოდინი გაზარდა - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მიზეზად ირანის ომის გამო ნავთობსა და ბუნებრივ აირზე ფასების მატება სახელდება.

შალვა პაპუაშვილი

16 აპრილი 2026, 18:33

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი აბასთუმნის ცის ჩაკეტვაზე: რაც მთავარია არ ჩივიან ავიაკომპანიები, არ ჩივიან პილოტები და რატომღაც ჩივის რადიკალური ოპოზიცია - არ ვიცი გზა ევიწროებათ თვითმფრინავების გადასაფრენად, თუ რატომ აქვთ ეს პრობლემები

საკმარისი მარშრუტებია საქართველოში თვითმფრინავების გადასაფრენად. რაც მთავარია არ ჩივიან ავიაკომპანიები და არ ჩივიან პილოტები და რატომღაც ჩივის რადიკალურ ოპოზიცია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აბასთუმნის ცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით ოპოზიციის აჟიოტაჟზე.

16 აპრილი 2026, 18:28

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის - მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვას შეხვდა.

შალვა პაპუაშვილი

16 აპრილი 2026, 18:23

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გერმანიის მთავრობაზე: თუ ჰგონიათ, ქართველ ხალხს ნაცარს შეაყრიან თვალში, რომ ერთი „აიტიშნიკი“ ვერ მოძებნეს, ორი სახელი და გვარი ჩაესწორებინათ საიტზე და იმას გვედავებიან, უნდა დაგეხმაროთ ქვეყნის განვითარებაშიო

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს პარლამენტში „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაციის წევრებთან შეხვედრაზე, სადაც მთავარი განსახილველი საკითხი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს მთავრობის შესახებ განთავსებული მოძველებული ინფორმაცია იყო და აღინიშნა, რომ ვებგვერდზე ინფორმაციის განახლება ტექნიკური ხარვეზის გამო არ ხდება.

შალვა პაპუაშვილი

16 აპრილი 2026, 18:21

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე: ეს აჩვენებს ერთ რამეს, თუ რამდენად სწორედ მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება, რომ მოქმედებს საკუთარი ხალხის ინტერესებით და არა სხვა ქვეყნების

ეს აჩვენებს ერთ რამეს, თუ რამდენად სწორედ მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება, რომ მოქმედებს საკუთარი ხალხის ინტერესებით და არა სხვა ქვეყნების, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც 2013-2031 წლების რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია.

პიტ ჰეგსეტი

16 აპრილი 2026, 18:19

მსოფლიო

ჰეგსეტი აცხადებს, რომ ჩინეთმა აშშ დაარწმუნა, რომ ირანს იარაღს არ გაუგზავნის

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩინეთი ირანისთვის იარაღის მიწოდებას გეგმავს. მისი თქმით, აშშ-მა მიიღო გარანტია, რომ ეს არ მოხდება.

შალვა პაპუაშვილი

16 აპრილი 2026, 18:13

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციისთვის რევოლუციური სცენარის დაწერის მორიგ მცდელობაზე: ყველამ საკუთარ ქვეყანაში მოაწყოს რამდენი რევოლუციაც უნდა იმდენი. შეეშვან საქართველოს, საქართველოს არევას

ყველამ საკუთარ ქვეყანაში მოაწყოს რამდენი რევოლუციაც უნდა იმდენი. შეეშვან საქართველოს, საქართველოს არევას, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „ქრონიკის“ ინფორმაციას, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს.

16 აპრილი 2026, 18:03

პოლიტიკა

გივი მიქანაძე სერბეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სერბეთის რესპუბლიკის ტურიზმისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს, ენეს ბუჰიჩს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

გიორგი გაბუნია

16 აპრილი 2026, 17:56

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია: ჩვენ კარგად ვიცით, ვინ არის ბლაჟევიჩი. აქტიური კონტაქტები აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან და აქტივისტებთან, რომლებიც ასევე თავიანთი ძალადობრივი აქტებით არიან ცნობილი

ჩვენ კარგად ვიცით, ვინ არის ბლაჟევიჩი, ის არის ერთ-ერთი მსხვილი მასშტაბის „ენჯეოშნიკი“, რომელიც წლების განმავლობაში მსგავსი საქმიანობით იყო და არის დაკავებული, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ „ქრონიკის“ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს.

16 აპრილი 2026, 17:55

რეგიონი

ზესტაფონში, ჭიათურასა და ონში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობა იწყება

პროექტების ფარგლებში, ზესტაფონში, ჭიათურასა და ონში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო სტადიონები, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, გასახდელები, სველი წერტილები, სამედიცინო ოთახი და საჭირო სათავსოები.

მარკო რუბიო ჟოზეფ აუნთი

16 აპრილი 2026, 17:55

მსოფლიო

ლიბანის პრეზიდენტმა მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი გამართა

ლიბანის პრეზიდენტმა, ჟოზეფ აუნთმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას The Guardian-ი ლიბანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.