imedi /  11 თებერვალი 2021, 11:16 / სანდო წყარო

ჯერი კონოლის და ადამ კინზინგერის მიერ კონგრესში წარდგენილი კანონპროექტი რუსეთის აგრესიის მიმართ აშშ-ის მტკიცე წინააღმდეგობას ადასტურებს

ჯერი კონოლი ადამ კინზინგერი

ჯერი კონოლი
ადამ კინზინგერი

ჯერი კონოლის და ადამ კინზინგერის მიერ კონგრესში წარდგენილი კანონპროექტი რუსეთის აგრესიის მიმართ აშშ-ის მტკიცე წინააღმდეგობას ადასტურებს. ამერიკის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, ჯერი კონოლიმ და ადამ კინზინგერმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი კვლავ წარადგინეს.

კანონპროექტი ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ, აღიარებს საქართველოს ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებებისადმი, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების კუთხით, და მტკიცედ ადასტურებს აშშ-ის წინააღმდეგობას რუსეთის მიერ რეგიონში განხორციელებული აგრესიის მიმართ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მხარდამჭერი აქტში აღნიშნულია, რომ „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონებში, რუსეთი აღვივებს არეულობას, დახმარებას უწევს სეპარატისტულ მოძრაობებს და ადამიანის უფლებებს სერიოზულად არღვევს, მათ შორის ახორციელებს დაკავებებს და მკვლელობებს. რუსული ძალები განაგრძობენ სამოქალაქო თემების შევიწროებას ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ და აფერხებენ იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების უფლებას. საქართველოს მხარდამჭერი აქტი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ზემოაღნიშნულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევაში პასუხისმგებელ პირთა მიმართ სანქციების დაწესებით.

„მეამაყება, რომ კვლავ წარვადგენ საქართველოს მხარდამჭერ აქტს, რომელიც განამტკიცებს აშშ-საქართველოს უმნიშვნელოვანეს პარტნიორობას, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ურთიერთობას მსოფლიოს კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაწილში. ეს კანონპროექტი კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დემოკრატიულ განვითარებას და უსაფრთხოებას, განსაკუთრებით რუსული აგრესიის პირობებში. როგორც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მოხარული ვარ, რომ მოცემული დოკუმენტი ადასტურებს იმას, რომ საქართველო დიდი ხანია ნატოს ასპირანტი ქვეყანაა“, - განაცხადა კონგრესმენმა კონოლიმ.

„უკვე 12 წელზე მეტი გავიდა, რაც რუსული ჯარები შეიჭრნენ და მოახდინეს საქართველოს მიწების ოკუპაცია. თუმცა მიუხედავად ამისა, რუსეთის მიერ ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევის პირობებშიც კი, საქართველო დაუღალავად მუშაობდა დემოკრატიის განვითარებისა და თავისი ხალხის დამოუკიდებლობისთვის. ამ მიზეზებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ხელახლა წარვადგენთ ამ კანონპროექტს“, - აღნიშნა კონგრესმენმა კინზინგერმა.

„მე, როგორც საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე, მტკიცედ ვდგავარ ჩვენი ქართველ მეგობრების გვერდით, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას, კონგრესმენ კონოლის, თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსადმი თავდადებისთვის“, - აღნიშნავს კინზინგერი.

საქართველოს მხარდამჭერი აქტი წარმომადგენელთა პალატამ 2019 წლის 22 ოქტომბერს მიიღო. კანონპროექტი ასევე მიღებულა 115-ე კონგრესის მიერ.

ყველა სიახლე

ლევან დარსალია

11 სექტემბერი 2026, 21:10

ეკონომიკა

ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე აქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც - პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის ყველანაირი ინფორმაცია იქნება თავმოყრილი

ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე გვაქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, რომელიც ძალიან მალე სატესტო რეჟიმში ჩაეშვება, - განაცხადა მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან დარსალიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ სტუმრობისას.

ბექა ფერაძე

11 სექტემბერი 2026, 21:00

საზოგადოება

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

46%-ით შემცირებული ფატალური შემთხვევები სამშენებლო ობიექტებზე, შემოწმებული ობიექტების გაზრდილი რაოდენობა და ჯარიმების გამოყენების შემცირებული მაჩვენებელი - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში მოისმინა.

11 სექტემბერი 2026, 20:55

სამართალი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დაკავებულია ორი ადამიანი. ისინი იმ დროს დააპატიმრეს, როდესაც ერთ-ერთი პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სარელიზაციოდ გამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებებს ათავსებდნენ.

ზაზა დობორჯგინიძე

11 სექტემბერი 2026, 20:53

პოლიტიკა

ზაზა დობორჯგინიძე: კაციშვილს არ ახსოვდა, რა თქვა გია ბარამიძემ იაგოსთან პოდკასტში, ვიდრე თავად ოპოზიციის აქტივისტებმა არ დაატრიალეს ნაწყვეტი, ლანძღეს და მოღალატე ეძახეს, პრორუსულ განცხადებაზე „ნაცის“ დაჭერისთვის ნიადაგი შეუმზადეს ხელისუფლებას

კაციშვილს არ ახსოვდა, რა თქვა გია ბარამიძემ იაგოსთან პოდკასტში, ვიდრე თავად ოპოზიციის აქტივისტებმა არ დაატრიალეს ნაწყვეტი, ლანძღეს და მოღალატე ეძახეს, პრორუსულ განცხადებაზე ნაცის დაჭერისთვის ნიადაგი შეუმზადეს ხელისუფლებას, - წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე.

11 სექტემბერი 2026, 20:48

სამართალი

სასამართლო პროცესები სიძულვილის ენის წინააღმდეგ - რა გადაწყვეტილებები მიიღეს მოსამართლეებმა? „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა სიძულვილის ენის წინააღმდეგ. მოსამართლეებმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმები განიხილეს. სასამართლომ სოციალური ქსელის ის მომხმარებლები, რომლებმაც შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს, სამართალდამრღვევებად ცნო.

11 სექტემბერი 2026, 20:47

ჯანდაცვა

დაავადებათა კონტროლისა ცენტრს ჯანმო-ს კოლაბორაციული ცენტრის სტატუსი მეორედ მიენიჭა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვირუსული ჰეპატიტების აღმოფხვრის გამო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ჯანმო-ს კოლაბორაციული ცენტრის სტატუსი მეორე ვადით მიენიჭა.

11 სექტემბერი 2026, 20:44

პოლიტიკა

უმძიმესი კრიზისი შიდა დაპირისპირების ფონზე - ოპოზიციის თვითგანადგურება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

პოლიტიკური ანგარიშსწორება და საჯარო ურთიერთბრალდებები ყოფილ თანაგუნდელებს შორის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა მხრიდან მკაცრ განცხადებებს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პასუხობს. ყოფილი თანამებრძოლები კი მას დებატებისთვის თავის არიდებასა და სერიოზულ კითხვებზე პასუხების არქონაში ადანაშაულებენ.

11 სექტემბერი 2026, 20:32

პოლიტიკა

ლაზარე ჯორბენაძის სუიციდისა და დავით გარეჯის საქმე - სპეკულაციები არარსებული ამბებით. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მმართველი გუნდი ოპოზიციასა და ცალკეულ მედიასაშუალებებს სახელმწიფო ინტერესების შელახვასა და მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

მარტა კოსი

11 სექტემბერი 2026, 20:22

პოლიტიკა

რას ფიქრობს შეერთებული შტატების დიპლომატიური მისია ბრიუსელის მოთხოვნასა და „მაგას“ წინააღმდეგ მიმართულ განცხადებაზე - ბრიუსელის ულტიმატუმი, ვაშინგტონის დუმილი და თბილისის მკაცრი პასუხი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროკომისარი ევროკავშირის მომავალი წევრებისგან დონალდ ტრამპის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციასთან ურთიერთობის გაწყვეტას ითხოვს.

რევაზ სოხაძე

11 სექტემბერი 2026, 20:18

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: კარგად გვესმის, რას ნიშნავს ბავშვისთვის და მისი ოჯახისთვის სკოლის მშენებლობის ან რეაბილიტაციის თითოეული გადაცილებული დღე - ჩვენი ამოცანაა, არსებული პრობლემები ეტაპობრივად გადავჭრათ, მიმდინარე პროექტები ხარისხიანად დავასრულოთ და პროცესი ისე გავმართოთ, რომ მომავალში მსგავსი პრობლემები აღარ დაგროვდეს

28 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია და მოსწავლეები მალე ახალ სასწავლო წელს განახლებულ გარემოში დაიწყებენ. წლის ბოლომდე კი კიდევ 25 სკოლის დასრულებას ვგეგმავთ“, - განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროექტების განხილვისას გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

ლევან დარსალია

11 სექტემბერი 2026, 20:13

რეგიონი

ლევან დარსალია: გუდაურში წელს ვამატებთ 7,5 კილომეტრის გათოვლიანებას და ჯამურად გათოვლიანებული ტრასების სიგრძე იქნება 12,5 კილომეტრი, რაც მოგვცემს სამომავლოდ იმის საშუალებას, რომ სეზონის გახსნა წინასწარ დავაანონსოთ

„ჩვენ წელს ვამატებთ 7,5 კილომეტრის გათოვლიანებას და ჯამურად გათოვლიანებული ტრასების სიგრძე იქნება 12,5 კილომეტრი, რაც მოგვცემს სამომავლოდ იმის საშუალებას, რომ სეზონის გახსნა წინასწარ დავაანონსოთ. ადგილობრივ ტურისტულ კერძო სექტორს, რომელიც ტურისტებზე არის მორგებული, შეეძლება წინასწარ დაგეგმოს თავისი გაყიდვები, კამპანიები და უფრო მეტი ტურისტი შემოიყვანოს ქვეყანაში“.

11 სექტემბერი 2026, 20:10

სამართალი

სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით, გენერალურმა პროკურატურამ გიორგი ბარამიძე დააკავა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული გიორგი ბარამიძის საქმეზე მეტ დეტალს მარიამ ქართველიშვილი მოგაწვდით.

რიკარდ იოზვიაკი

11 სექტემბერი 2026, 19:51

მსოფლიო

რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირის ელჩებმა დღესაც ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე. კიდევ ერთი შეხვედრა ორშაბათს გაიმართება

„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ევროკავშირის ელჩებმა დღესაც ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე.

11 სექტემბერი 2026, 19:41

რეგიონი

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ აჭარის საინვესტიციო და ბიზნესგარემოს მიმართ ინტერესი სულ უფრო მეტად იზრდება. მისი თქმით, კერძო სექტორის მხარდაჭერა და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების განვითარება რეგიონის მდგრადი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

ამირან გულუაშვილი

11 სექტემბერი 2026, 19:38

სამართალი

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გიორგი ბარამიძე დააკავა

გიორგი ბარამიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლო და გამოგონილია, ატარებს მიზანმიმართულ, იდეოლოგიურ-საინფორმაციო ხასიათს და ემსახურება საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესების, საგარეო უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დაზიანებას, - განაცხადა გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილმა.

ირაკლი ლექვინაძე

11 სექტემბერი 2026, 19:23

საზოგადოება

ირაკლი ლექვინაძე: 2025 წლის ანგარიშში შეფასებულია სტრატეგიულ ბაზრებზე კონკურენცია და ასახულია მომხმარებლის დაცვის მნიშვნელოვანი შედეგები

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სააგენტოს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა. საკომიტეტო მოსმენას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.

11 სექტემბერი 2026, 19:18

სამართალი

გენერალურ პროკურატურაში გიორგი ბარამიძის საქმესთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა

გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის მოადგილის ამირან გულუაშვილის ბრიფინგი მიმდინარეობს.

რევაზ სოხაძე

11 სექტემბერი 2026, 19:01

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: წლის ბოლომდე 25 სკოლა დასრულდება, 28 სკოლა კი უკვე დასრულდა და ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები სწავლას ახალ სკოლებში გააგრძელებენ

როგორ ხვდება ქვეყანა ახალ სასწავლო წელს, რა არის გასაკეთებელი და ვერ ვერ მოესწრო - ამ საკითხებზე ილაპარაკა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ. მინისტრის თქმით, წლის ბოლომდე 25 სკოლა დასრულდება, ხოლო 28 სკოლა უკვე დასრულდა და ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები ახალ სკოლებში გაგრძელებენ სწავლას.

11 სექტემბერი 2026, 18:50

ეკონომიკა

დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია პროცესი კოორდინირებულად წარიმართოს და ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად გაუმჯობესდეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა კახეთის რეგიონში არსებული ნაგავსაყრელების მდგომარეობისა და ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესა და მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

11 სექტემბერი 2026, 18:45

რეგიონი

ლევან დარსალია: 2026-2027 წლის ზამთრის სეზონისთვის გუდაურში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება

ზამთრის სეზონისთვის აუცილებელია მომზადება ბევრად ადრე დაიწყოს და შესაბამისად, ჩვენც წელს დავიწყეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გუდაურში, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დარსალიამ.