imedi /  12 თებერვალი 2021, 15:49 / სანდო წყარო

გიორგი გახარიამ გურიაში ადგილობრივ ხელისუფლებას, რეგიონის ახალი სახელმწიფო რწმუნებული და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელი წარუდგინა

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

გიორგი არის ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერი ვინც მე შემხვედრია საქართველოში - მარტივად და სწრაფად შემსრულებელი იმ ამოცანის, რომელიც შეიძლება ვიღაცას რთული მოეჩვენოს; ეს არ არის მარტო სიტყვები, ეს არის ერთობლივი მუშაობის გამოცდილება, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს, უკვე საკმაო პერიოდია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გურიაში განაცხადა, სადაც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ადგილობრივ ხელისუფლებას რეგიონის ახალი სახელმწიფო რწმუნებული გიორგი სახოკია და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელი კონსტანტინე ანანიაშვილი წარუდგინა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სახელმწიფო რწმუნებულის მაკოორდინირებელ როლს ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის და აღნიშნა, რომ 2021 წელს ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

„დარწმუნებული ვარ, აქ გიორგი სახოკიასთან ერთად მუშაობის არანაირი პრობლემა არ იქნება. დროის დაკარგვის რესურსი არ გვაქვს და არც მოხდება. მინდა, ერთი რამ გაითვალისწინოთ და ეს არის პრინციპული - გუბერნატორების, რწმუნებულების ძირითადი ფუნქცია იქნება სწორი კოორდინირება მთავრობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. განსაკუთრებით 2021 წელს ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება. პატიებისა და კომპრომისების რესურსი არც ამ მხარეს იქნება და არც იმ მხარეს. სერიოზული ეკონომიკური კრიზისია, რომლიდანაც ნელ-ნელა უნდა გამოვიდეთ. განსაკუთრებით რეგიონებში ბევრად უფრო მძიმედ იქნება სიტუაცია, ჯერ ვაქცინაციაა ნორმალურად ჩასატარებელი, მერე ეკონომიკაა ამოსაქოქი, არჩევნებია ჩასატარებელი და კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი და ეს ყველაფერი სწორად უნდა იყოს კოორდინირებული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურს მთავრობის ადმინისტრაციაში კონსტანტინე ანანიაშვილი უხელმძღვანელებს, რაც სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას შეუწყობს ხელს.

„ჩათვალეთ, რომ ნებისმიერი პრობლემა, რომელიც შეიქმნება, გუბერნატორების საშუალებით ზუსტად 15 წუთში მეცოდინება, ამას მეტი დრო არ დასჭირდება. იქ, სადაც გადაწყვეტა იქნება მარტივი და სწრაფი, მიღებული იქნება სწრაფი გადაწყვეტილება. იქ, სადაც დრო და მსჯელობა იქნება საჭირო, ესეც გეცოდინებათ. სადაც გადაუწყვეტელია, ამასაც გეტყვით და გადავატრიალოთ ეს ფურცელი, ამაზე წვალებას თავი დავანებოთ. მოკლედ, მარტივი ნაბიჯები და სწრაფი შედეგები. ეს არის ის, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ 2021 წელს. ამიტომ ეს ადამიანი, გიორგი სახოკია იქნება თქვენთან, კოტე ანანიაშილი კი ჩათვალეთ, ჩემი ოთახის გვერდზე ზის“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მეტი კოორდინაციის პროცესს ხელს შეუწყობს ის ფაქტიც, რომ რეგიონული სხდომები ყოველკვირეულად გაიმართება.

ყველა სიახლე

15 ივნისი 2026, 18:00

პოლიტიკა

საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტების მეუღლეებმა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდი დაათვალიერეს

სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სერბეთის პირველ ლედის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში საქართველოს პრეზიდენტის მეუღლემ, ქალბატონმა თამარ ბაგრატიონმა უმასპინძლა.

15 ივნისი 2026, 17:55

ეკონომიკა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) Microsoft-ის ინვესტორთა ქსელის წევრი გახდა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) ოფიციალურად გახდა Microsoft-ის ინვესტორთა ქსელის წევრი, რაც ქართული ტექნოლოგიური ეკოსისტემისთვის სრულიად ახალ გლობალურ შესაძლებლობებს ქმნის.

15 ივნისი 2026, 17:54

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს ამიტ კუმარ მიშრას შეხვდა

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სფეროში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ორმხრივად საინტერესო სექტორული პროგრამების განხორციელების და იმპორტ-ექსპორტის მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებზე.

15 ივნისი 2026, 17:42

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი: მაისში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა წლიურად 7.1%-ით გაიზარდა და 339.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით ირკვევა, რომ მაისში გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 43.7%-ს შეადგენს, შესაბამისი 148.4 მლნ აშშ დოლარით, წლიური ზრდის ტემპი კი 6.0%-ს უტოლდება. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიისა და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.

15 ივნისი 2026, 17:30

პოლიტიკა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს 2025 წლის ეროვნული ანგარიშის განხილვის შედეგად საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციები განიხილა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს 2025 წლის ეროვნული ანგარიშის განხილვის შედეგად საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციები“ გააცნო.

რატი იონათამიშვილი

15 ივნისი 2026, 17:29

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, როგორ არასერიოზულად უყურებენ ევრობიუროკრატები ევროკავშირის იდეასა და ღირებულებებს. სინამდვილეში, ის იდეა, რომ თითოეულ ქვეყანას აქვს ვეტოს უფლება, არის ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ღირებულება

ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, როგორ არასერიოზულად უყურებენ ევრობიუროკრატები ევროკავშირის იდეასა და ღირებულებებს, - ასე გამოეხმაურა „ქრონიკასთან“ საუბრისას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას, რომ ევროკავშირის ახალი წევრებისთვის ვეტოს უფლება შეიზღუდება.

15 ივნისი 2026, 17:26

მსოფლიო

ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინს „დიდი შვიდეულის“ სამიტზე შეხვედრა შესთავაზა

„ჩვენ გავაგზავნეთ შეტყობინება G7-ის სამიტის დროს პუტინთან შეხვედრის მზადყოფნის შესახებ, ვინაიდან სამიტს ტრამპი და [ემანუელ] მაკრონი დაესწრებიან, ანუ ევროპელები პლუს ამერიკა. ვფიქრობ, ეს კარგი, ძალიან კარგი შესაძლებლობაა ყველასთვის შესახვედრად“, - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს რუსეთის მიერ დაბომბვის შედეგად დაზიანებულ კიევ-პეჩერის ლავრაში.

ვარლამ ლიპარტელიანი

15 ივნისი 2026, 17:24

პოლიტიკა

ვარლამ ლიპარტელიანი: საქართველოს მიზანი უცვლელია - ჩვენი ტერიტორიების მშვიდობიანი დე-ოკუპაცია და უსაფრთხო, ინკლუზიური და მდგრადი საცხოვრებელი გარემოს შექმნა ყველა მოქალაქისთვის

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი ქალაქ შუშაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

გურამ მაჭარაშვილი

15 ივნისი 2026, 17:22

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: პრაქტიკულად გამოდის, რომ ევროკავშირის ახალ წევრებს ეუბნებიან, რომ ბრიუსელს უნდა ჩააბარო შენი სუვერენიტეტის გასაღები და ისე შემოხვალ ევროკავშირის შემადგენლობაშიო

„ყოველთვის ვამბობდით, მათ შორის 2022 წლიდან განსაკუთრებით, რომ სამწუხაროდ, ევროიუროკრატიას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ არ სურდა ევროკავშირში არსებული წევრებიც რომ ყოფილიყვნენ სუვერენულები. როდესაც შენ ეუბნები ქვეყნებს, რომ კი შემოხვალ ევროკავშირში, მაგრამ ისედაც სუვერენიტეტშეზღუდულ წევრებს, რომლებიც დღესაც არიან, კიდევ უფრო შეგეზღუდებათ სუვერენიტეტიო, პრაქტიკულად გამოდის, რომ ეუბნებიან [ევროკავშირის ახალ წევრებს], რომ ბრიუსელს უნდა ჩააბარო შენი სუვერენიტეტის გასაღები და ისე შემოხვალ ევროკავშირის შემადგენლობაშიო“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

15 ივნისი 2026, 17:20

მსოფლიო

მსოფლიო ლიდერები „დიდი შვიდეულის“ სამიტზე იკრიბებიან

ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერები საფრანგეთში „დიდი შვიდეულის“ სამიტისთვის ჩავიდნენ. ადგილზე იმყოფებიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა. სამიტზე ლიდერები განიხილავენ, ომის დასრულების მიზნით, ამერიკა-ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებას, ასევე იმსჯელებენ უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხზე, გლობალურ ეკონომიკასა და კრიტიკულ მინერალებზე.

პაველ უშიადეკი

15 ივნისი 2026, 17:20

მსოფლიო

პოლონეთის პარტია „კონფედერაციის“ წევრი პაველ უშიადეკი: დღეს უკრაინა ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებებს იწყებს. პოლონეთმა ეს უნდა დაბლოკოს! უკრაინის ევროკავშირში შესვლა ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება პოლონეთის ეროვნულ ინტერესებს

„დღეს უკრაინა ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებებს იწყებს. პოლონეთმა ეს უნდა დაბლოკოს! უკრაინის ევროკავშირში შესვლა ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება პოლონეთის ეროვნულ ინტერესებს. ეს პოზიცია არ არის უკრაინელების წინააღმდეგ, ეს არის პოლონეთის მხარდამჭერი პოზიცია.

ფაბიო დე მასი

15 ივნისი 2026, 17:16

მსოფლიო

ევროპარლამენტარი: უკრაინა კორუფციაშია გახვეული

უკრაინის ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ პოლონელი პოლიტიკოსები. „უკრაინა კორუფციაშია გახვეული. რუსეთსაც კი არ აქვს პრობლემა, რომ უკრაინა ევროკავშირს შეუერთდეს. უნდა ვიკითხოთ რატომ? - იმიტომ, რომ იციან, ამით თავს დავიმარხავთ!“, - წერს სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარი ფაბიო დე მასი.

კაია კალასი

15 ივნისი 2026, 17:15

მსოფლიო

კაია კალასი: აშშ-მა და ირანმა გამოაცხადეს შეთანხმების შესახებ, რომელიც მიზნად ომის დასრულებასა და ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას ისახავს. ეს პოტენციური გარღვევაა

„ამოქმედების შემდეგ, ეს შეთანხმება ასევე შეამსუბუქებს გლობალურ ენერგეტიკულ კრიზისს. ბოლო დღეებში მე ვესაუბრე ჩემს ირანელ და ყურის ქვეყნების კოლეგებს, დღეს კი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ, თუ როგორ შეიძლება ევროკავშირი მჭიდროდ ჩაერთოს მომდევნო ფაზაში“, - წერს კალასი.

ევა ზაიაჩკოვკს ჰერნიკი

15 ივნისი 2026, 17:15

მსოფლიო

ევროპარლამენტარი ევა ზაიაჩკოვკს ჰერნიკი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრება აშკარა საფრთხეს უქმნის ჩვენს სოფლის მეურნეობას, სატრანსპორტო სექტორსა და უსაფრთხოებას, რადგან მიგრანტების კიდევ უფრო მეტად უკონტროლო შემოდინება დაიწყება. ამიტომაც მკაცრად ვამბობ უარს უკრაინის ევროკავშირში შესვლაზე

უკრაინის ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ პოლონელი პოლიტიკოსები.

შოთა თუთბერიძე

15 ივნისი 2026, 17:14

სამართალი

ადვოკატ შოთა თუთბერიძეს ნინო წილოსანის საჯარო შეურაცხყოფისთვის მოსამართლემ 4 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

ადვოკატ შოთა თუთბერიძეს ნინო წილოსანის საჯარო შეურაცხყოფისთვის მოსამართლემ 4 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

15 ივნისი 2026, 17:07

მსოფლიო

Berliner Zeitung: მილიონობით იარაღია ბრუნვაში - ემუქრება თუ არა ევროპას უკრაინის ომის შემდეგ უსაფრთხოების ახალი კრიზისი?

გერმანული გაზეთი, ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით წერს, რომ ესპანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში, პოლიციამ უკვე აღმოაჩინა სამხედრო დონის იარაღი, რომელიც დანაშაულებრივ ჯგუფებში ცირკულირებს, მათ შორის ნარკო-ტრეფიკინგის დაჯგუფებებში. სტატიის თანახმად, ევროპოლი, ინტერპოლი, გაერო და ევროპის დაზვერვის სამსახურები შიშობენ, რომ ომის დასრულების შემდეგ, უკრაინიდან იარაღის კონტრაბანდაა მოსალოდნელი. ამის მიზეზად, კორუფცია და დასავლეთიდან მიღებული იარაღის არასათანადოდ აღრიცხვა სახელდება.

15 ივნისი 2026, 16:59

პოლიტიკა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი, უწყებისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT)-ის პრეზიდენტს ალან მიჩელს შეხვდა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე, უწყებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT)-ის პრეზიდენტს ალან მიჩელს შეხვდა. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მიხეილ ყაელაშვვილი
ალექსანდარ ვუჩიჩი

15 ივნისი 2026, 16:54

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ალექსანდარ ვუჩიჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ საერთო კულტურული იდენტობა და ორივე სახელმწიფოს წინაშე მდგარი კომპლექსური გამოწვევები მყარ საფუძველს ქმნის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ერთმანეთის პოზიციების მხარდაჭერისთვის.

 ზვიად ხაჩიძე

15 ივნისი 2026, 16:26

სპორტი

ომის ვეტერანი ზვიად ხაჩიძე მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონია

მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაციის (IFA) ეგიდით, რუმინეთში, ქალაქ კოლდეაში 11-15 ივნისს ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი, სადაც ომის ვეტერანი, ზვიად ხაჩიძე ასპარეზობდა. მან ძალები გამოსცადა როგორც ვეტერან, ისე პარასპორტსმენებს შორის, იბრძოლა ორივე ხელით და ორი ოქროს მედლის მფლობელიც გახდა.

15 ივნისი 2026, 16:20

საზოგადოება

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციაში მონაწილეობს

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციაში მონაწილეობს.