15 თებერვალი 2021, 16:37 / სანდო წყარო

ლევან იოსელიანი: მემორანდუმის ფარგლებში, ცესკოს კანდიდატები არასამთავრობო ორგანიზაციების დაკომპლექტებულმა კომისიამ უნდა წარადგინოს

ლევან იოსელიანი

ლევან იოსელიანი

ცესკოს დაკომპლექტების წესი არის მნიშვნელოვანი და ჩვენი მოსაზრებაა, რომ ამ პროცესში პოლიტიკური პარტიები უნდა იყვნენ ჩართულნი. ეს ცვლილება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ განცდა არ იყოს, ვინც ბარიერი გადალახა, ამ პროცესის მიღმა რჩება, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით, დოკუმენტი გუშინ გვიან მივიღეთ, შენიშვნებს პარასკევს შეხვედრაზე წარვადგენთ. შენიშვნებთან დაკავშირებით, იქნება სამუშაო შეხვედრაც. ცესკოს დაკომპლექტების წესი არის მნიშვნელოვანი და ჩვენი მოსაზრებაა, რომ ამ პროცესში პოლიტიკური პარტიები უნდა იყვნენ ჩართულნი. ეს ცვლილება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ განცდა არ იყოს, ვინც ბარიერი გადალახა, ამ პროცესის მიღმა რჩება. მემორანდუმის ფარგლებში, გაწერილი გვაქვს პროცედურა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაკომპლექტებულმა კომისიამ წარადგინოს კანდიდატები. მეორე საკითხია, ამაზე თანახმა არიან თუ არასამთავრობო ორგანიზაციები. მათ აქვთ განსხვავებული პოზიციები. ნაწილი არ თვლის, რომ ეს მათი ფუნქციაა. ეს საკითხი არის ღია“ - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრაზე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ მიწვეულნი.

ყველა სიახლე

ნიკოლა სარკოზი

01 მარტი 2021, 19:28

მსოფლიო

ნიკოლა სარკოზი თავისუფლების აღკვეთის ერთ წელს შინაპატიმრობაში, ელექტრონული სამაჯურით გაატარებს

სასამართლოს გადაწყვეტილებით, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი თავისუფლების აღკვეთის ერთ წელს შინაპატიმრობაში, ელექტრონული სამაჯურით გაატარებს.

უჩა სეთური

01 მარტი 2021, 19:27

საზოგადოება

უჩა სეთური: კომუნიკაციების კომისიის რეგულაციებით სატელეკომუნიკაციო ბაზარი გადარჩა მონოპოლისტების ხელში მომხმარებლების ჩაგდებას, აი ეს არ მოსწონთ დიდ კომპანიებს და ამას აკრიტიკებენ

„კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებები მომხმარებლებს, მცირე და საშუალო ტელეკომ ბიზნესის ინტერესებს იცავს, რაც მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებს არ მოსწონთ, ვინაიდან ისინი ვეღარ იქნებიან ამ ბაზარზე მონოპოლისტები“,- ასე შეაფასა დღეს დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე კომუნიკაციების კომისიის კანდიდატების არჩევის დროს სატელეკომუნიკაციო დიდი ოპერატორების მიერ გამოთქმული კრიტიკა და შეფასებები მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის თავმჯდომარემ უჩა სეთურმა.

ალეკო ელისაშვილი

01 მარტი 2021, 19:23

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: ძალიან მოულოდნელი იყო, როცა შარლ მიშელმა გვითხრა, დღეს თქვენ „ქართულ ოცნებას“ უნდა შეხვდეთო, მაგრამ თითქმის ყველა მხარისგან იყო მზაობა

„თითქმის ყველა მხარისგან ამ ინიციატივას მზაობა ჰქონდა. აგაშენებს ღმერთი-თქო, კინაღამ ხმამაღლა დავიძახე. კომპრომისები და დიალოგი ქვეყანას სჭირდება, დიალოგს ალტერნატივას არ აქვს. ძალიან მოულოდნელი იყო, რომ შეხვედრის დასასრულს გვითხრა - დღეს თქვენ „ქართულ ოცნებას“ უნდა შეხვდეთო, ცოტა დამაბნეველიც იყო, მაგრამ თითქმის ყველა მხარისგან იყო მზაობა, აგაშენებს ღმერთი-თქო, კინაღამ ხმამაღლა დავიძახე“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

01 მარტი 2021, 19:08

COVID19

ევროკომისია ვაქცინაციის ციფრული სერთიფიკატების შესახებ საკანონმდებლო წინადადებას მარტში წარადგენს

ევროკომისია ვაქცინაციის ციფრული სერთიფიკატების შესახებ საკანონმდებლო წინადადებას მიმდინარე თვეს წარადგენს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა.

შარლ მიშელი და ირაკლი ღარიბაშვილი

01 მარტი 2021, 19:02

პოლიტიკა

შარლ მიშელი: ბრიუსელში ორ კვირაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მასპინძლობის სიამოვნება გვექნება

„ბრიუსელში ორ კვირაში გვექნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მასპინძლობის სიამოვნება. ასოცირების საბჭოს შეხვედრაა ჩანიშნული. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატია ჩვენი ურთიერთობის“, - განაცხადა მიშელმა.

ალეკო ელისაშვილი

01 მარტი 2021, 18:54

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: არ ესმით ევროპელებს ოპოზიცია პარლამენტში რატომ არ შედის

„ასეთი მეგობრები ჩვენს ქვეყანას 90-ანების დასაწყისში რომ ჰყოლოდა, როგორი კარგი ქვეყანა ვიქნებოდით და ჩვენ არ დაგვატყდებოდა თავს ის, რაც ქართველმა პოლიტიკოსებმა ერთმანეთს უკომპრომისობით დაატეხეს. შეხვედრაზე ძალიან გულახდილი ლაპარაკი იყო და პირდაპირ იყო დაუფარავად მოწოდება, რომ ორივე მხარე კომპრომისზე უნდა წავიდეს“.

შარლ მიშელი

01 მარტი 2021, 18:51

პოლიტიკა

შარლ მიშელი: შესაძლოა, დღეს ყველაფერი ვერ გადავჭრათ და ვერ მოვაგვაროთ, მაგრამ დილოგისთვის ჩარჩო შეიქმნება

შესაძლოა, დღეს ყველაფერი ვერ გადავჭრათ და ვერ მოვაგვაროთ, მაგრამ დღეს შეიქმნება ჩარჩო სისტემა დილოგისთვის და სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. კითხვაზე, ​როგორი იქნება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩართულობა დღევანდელი შეხვედრის დროს და რა როლი შეუძლია მას ითამაშოს საქართველოში პოლიტიკური პროცესების დეესკალაციაში, მიშელმა განაცხადა, რომ დღეს საღამოს იქნება შანსი, რომ საკითხში წინსვლას მიაღწიონ.

01 მარტი 2021, 18:50

რეგიონი

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნული ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნულმა, მამუკა საღარეიშვილმა ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლებს უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მუნიციპალური ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის მშენებლობის პროცესი და მიღწეული შედეგები განიხილეს.

შარლ მიშელი

01 მარტი 2021, 18:50

პოლიტიკა

შარლ მიშელი: ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ბორდერიზაცია და ადამიანების უკანონო დაკავება მიუღებელია

მქონდა საშუალება მივსულიყავი ადმინისტრაციულ ხაზთან და შევხვედროდი ქართულ თემს. მე ვხედავ რომ ეს კონფლიქტი აისახება ადგილობრივ მოსახლეობაზე. ბორდერიზაცია და უკანონო დაკავება აბსოლუტურად მიუღებელია, - ეს განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 მარტი 2021, 18:47

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა დავიწყოთ დიალოგი

დიალოგი უნდა იყოს მხოლოდ ერთია საერთო მიზნისთვის, რომ ჩვენ გამოვნახოთ ისეთი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას გააერთიანებს და არა დაყოფს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა დავიწყოთ საუბარი, სხვა შემთხვევაში კონსტრუქციული დიალოგი არ შედგება.

შარლ მიშელი და არჩილ თალაკვაძე

01 მარტი 2021, 18:46

პოლიტიკა

შარლ მიშელი არჩილ თალაკვაძეს ხვდება

პარლამენტის თავმჯდომარის გარდა მას დეპუტატები: მაკა ბოჭორიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე და ლევან იოსელიანი ესწრებიან.

თამარ გაბუნია

01 მარტი 2021, 18:42

COVID19

თამარ გაბუნია: ვაქცინების სამართლიანი გადანაწილების პრობლემა დღეს თვალსაჩინოა

„იმედის მომცემია, რომ გარკვეული ვაქცინები უკვე დაწინაურების პოზიციაშია და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას ელოდებიან“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს გარემოება ვაქცინებზე ხელმისაწვდომობას გააუმჯობესებს.

შარლ მიშელი

01 მარტი 2021, 18:35

პოლიტიკა

შარლ მიშელი: პირადად გარწმუნებთ, რომ საქართველოს უახლოეს პერიოდში ექნება ვაქცინაზე წვდომა

ევროკავშირი მხარს უჭერს საქარველოს 1,5 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტში, იმისთვის რომ მოხდეს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დაძლევა. ჩვენ ვართ ყველაზე დიდი მონაწილე, რომ საქართველოს ჰქონდეს წვდომა ვაქცინაზე, - ეს განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.

შარლ მიშელი

01 მარტი 2021, 18:34

პოლიტიკა

შარლ მიშელი: მზად ვართ, რომ ყველა დადებით ძალისხმევას შევუწყოთ ხელი, იმისთვის, რომ მთავრობამ და ოპოზიციამ პოზიტიური და კონსტრუქციული როლი ითამაშონ და ქვეყანა სწორი მიმართულებით განვითარდეს

ყველამ ვიცით, რომ საქართველო ძალიან რთული სიტუაციის წინაშე აღმოჩნდა. ეს არა მარტო საქართველოს ეხება. ეს არის გლობალურად კოვიდით გამოწვეული სირთულეები, ვაქცინებზე წვდომა და ა.შ., - ამის შესახებ შარლ მიშელმა ირაკლი ღარიბაშვილთა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აქცენტი პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ არსებობს იმის აუცილებლობა, შემუშავდეს სტრატეგია, რაზეც პრემიერ-მინისტრთან ისაუბრა. ასევე, ქვეყანას ჰქონდეს წვდომა ვაქცინებზე.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 მარტი 2021, 18:27

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: საჭიროა ევროკავშირის შემდგომი დახმარება, რათა უახლოეს პერიოდში მივიღოთ ვაქცინის საჭირო რაოდენობა და შარლ მიელისგან მივიღეთ მხარდაჭერის დაპირება

მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს, შარლ მიშელს ევროკავშირის აქტიური ჩართულობისა და იმ დახმარებისთვის, რომელსაც ისინი გვიწევენ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების, განსაკუთრებით, პანდემიასთან ბრძოლის პროცესში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 მარტი 2021, 18:19

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირის ჩართულობას კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესში და ვართ მადლიერნი

ჩვენ შევეხეთ ერთ-ერთ მთავარ თემას, ესაა ოკუპაცია. მინდა მადლობა გადავუხადო შარლ მიშელს, რომ თავად მოინახულა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებული მძიმე ვითარება, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 მარტი 2021, 18:19

პოლიტიკა

პრემიერმა შარლ მიშელს დაუდასტურა, რომ დღეს ოპოზიციასთან შესახვედრად მზად არის

„მინდა, გამოვეხმაურო შარლ მიშელის მიერ გაჟღერებულ ბრწყინვალე ინიციატივას, რომელიც შეეხება შესაძლო შეხვედრას ჩემსა და ოპოზიციას შორის. მინდა, დავადასტურო საჯაროდ – მე ვარ მზად, ამ შეხვედრას დავესწრო და მივიღო შეხვედრაში მონაწილეობა. მინდა, მზაობა დავადასტურო ჩვენი გუნდის სახელით, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა კონკრეტული ნაბიჯები იქნას გადადგმული დეესკალაციისთვის და რეალური, კონსტრუქციული დიალოგისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ამ ინიციატივისთვის ბატონ პრეზიდენტს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შარლ მიშელი

01 მარტი 2021, 18:16

პოლიტიკა

შარლ მიშელმა დღეს საღამოს, მთავრობა და ოპოზიცია შეხვედრაზე დაპატიჟა

„დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადავიდეთ. დიალოგი რამდენიმე საკითხს მოაგვარებს: პირველ რიგში, ესაა დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო. ესაა ჩვენი თანამშრომლობის ძირითადი კომპონენტი. ასევე, მოგიწოდებთ, მეტი ძალისხმევით განახორციელოთ რეფორმები. ამას დასჭირდება ყველა მხარის ჩართულობა და კომპრომისებზე წასვლა. ესაა ის გზა და დემოკრატიული ფორმატი, რომელიც მოგვიტანს კეთილდღეობასა და კიდევ უფრო ძლიერ პარტნიორობას. ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას“ - აღნიშნა შარლ მიშელმა.

შარლ მიშელი

01 მარტი 2021, 18:16

პოლიტიკა

შარლ მიშელი: ევროკავშირი არის სანდო პარტნიორი და მეგობარი საქართველოსთვის, საქართველო კი არის მთავარი პარტნიორი ევროკავშირისთვის

ჩვენი მთავარი გზავნილი ის არის, რომ ევროკავშირი არის, სანდო პარტნიორი და მეგობარი საქართველოსთვის, საქართველო კი არის მთავარი პარტნიორი ევროკავშირისთვის, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ ვიზიარებთ იმ ფასეულობებს, რომელებიც უკავშირდება დემოკრატიას, კანონიერებას. ჩვენი მეორე მთავარი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვართ კოვიდ-19-ის ბრძოლაში. თქვენ რთული სიტუაცია გაგაჩნიათ ამ მხრივ კომპლექსურ და რთულ რეგიონში. მესამე გზავნილი ის გახლავთ, რომ აქ და ახლა მე მაწუხებს ის გაღრმავებული პოლიტიკური კრიზისი, რომელიც საქართველოში არსებობს. არსებული პოლარიზაცია, თქვენი და ოპოზიციის ლიდერების ძალისხმევითაც უდნა გამოსწორდეს“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 მარტი 2021, 18:15

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპული საბჭოს პრეზიდენტს პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის ხელისუფლების მტკიცე მზაობა დავუდასტურეთ

ბატონ პრეზიდენტს დავუდასტურეთ ხელისუფლების მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ერთობლივ ბრიფინგზე.