დავით სერგეენკო: პოლიტიკური დაძაბულობის მომხრეები ნებისმიერ შემთხვევაში შეინარჩუნებენ თავის დღის წესრიგს და ჩვენ გადავწყვიტეთ, მოვიქცეთ კანონის შესაბამისად
დავით სერგეენკო
ფოტო: IMEDI
პოლიტიკური დაძაბულობის მომხრეები ნებისმიერ შემთხვევაში შეინარჩუნებენ თავის დღის წესრიგს და ჩვენ გადავწყვიტეთ, მოვიქცეთ კანონის შესაბამისად, - ამის შესახებ პარლემენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, კანონი უნდა იყოს დაცული ნებისმიერ შემთხვევაში.
„საბოლოოდ, ჩამოვყალიბდით პოზიციაზე, რომ მელიას იმუნიტს შევუჩერებთ. აქამდე რამდენიმე ფაქტორმა მიგვიყვანა. პირველი ის, რომ კანონი უნდა იყოს დაცული ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც ადამიანი თვლიდეს, რომ კონკრეტულად მისდამი უსამართლო გადაწყვეტილება იქნა მიღებული. კანონი უზენაესია და უნდა აღსრულდეს. მეორე მხრივ, სპეციალურად დავინტერესდი, რამდენი ადამიანი ატარებს დღეს საქართველოში იგივე სამაჯურს სხვადასხვა მიზეზის გამო და ასეთი აღმოჩნდა 400-მდე ადამიანი. ძალიან რთული იქნება მათთვის ახსნა, რატომ მოვიქეცით ერთ შემთხვევაში პოლიტიკოსთან მიმართებაში სხვანაირად და არაპოლიტიკოსთან მიმართებაში სხვანაირად. მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ნიკა მელიას გადაწყვეტილება იქნება კანონმორჩილი და შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
დავით სერგეენკომ ასევე უპასუხა შეკითხვას, თუ რამდენად მიზანშეწონილად მიაჩნია ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერება.
დეპუტატის თქმით, ამის შესახებ კეთდებოდა შეფასებები და ანალიზი.
„ერთი მხრივ, გვაქვს ვითარება, როდესაც ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ორიენტირებულია მხოლოდ დაძაბულობაზე, მხოლოდ პროტესტზე და საერთოდ არ არის ორიენტირებული იმაზე, რომ საქმიანმა დისკუსიამ პარლამენტში გადმოინაცვლოს. ნებისმიერ შემთხვევაში, პოლიტიკური დაძაბულობის მომხრეები ამ დღის წესრიგს შეინარჩუნებენ, რა გადაწყვეტილებაც უნდა მიეღო პარლამენტს, კი ან არა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ კანონის შესაბამისად მოვიქცეთ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
პარლამენტში ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებენ.
„პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გირაოს გადახდას არ ვაპირებ“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია. პროკურატურამ პარლამენტს მის დასაპატიმრებლად შუამდგომლობაზე თანხმობა სთხოვა.
ყველა სიახლე
23 აგვისტო 2026, 17:17
მსოფლიო
„ნორდიკულ-ბალტიური რვიანის“ ლიდერები კიევში უკრაინის დროშის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
კიევში „ნორდიკულ-ბალტიური რვიანის“ ლიდერები ჩავიდნენ. დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ნორვეგიის ხელისუფლებების წარმომადგენელთა ვიზიტი უკრაინის ეროვნული დროშის დღეს დაემთხვა. მათ საზეიმო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
23 აგვისტო 2026, 17:12
მსოფლიო
ძლიერმა სიცხემ ევროპაში პრობლემები გამოიწვია
ძლიერმა სიცხემ და გვალვამ ევროპაში შიდა გადაადგილებისა და ენერგომომარაგების სისტემაში პრობლემები შექმნა. მდინარე რაინსა და დუნაიში წყლის დონის კრიტიკულად დაწევამ საწყლოსნო გადაზიდვები შეაფერხა გერმანიაში.
23 აგვისტო 2026, 17:11
რეგიონი
ზუგდიდის სოფელ ალერტკარში, საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ საკვებით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვლილი სამი ქალის ცხედარი იპოვეს
ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, დებთან კომუნიკაცია ბოლოს 14 აგვისტოს ჰქონდათ, ხოლო ცხედრები გუშინ გვიან ღამით მეზობლებმა იპოვეს. გარდაცვლილები დღეს დაკრძალეს.
23 აგვისტო 2026, 17:09
მსოფლიო
ჩრდილოეთ მაკედონიაში ტყის ხანძრებს ებრძვიან
ძლიერი ქარის გამო გავრცელებული ალი კი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება, სულ მცირე ერთი საცხოვრებელი სახლი უკვე განადგურდა.
23 აგვისტო 2026, 17:01
მსოფლიო
მედია: ირანელმა ჰაკერებმა ბრიტანეთში ელექტროსადგური გათიშეს
„როგორც ჩანს ირანმა გადაწყვიტა ბრიტანეთს აჩვენოს, რომ ქვეყნის ელექტრომომარაგების გარეშე დატოვებისთვის „შაჰედები“ ერთადერთი საშუალება არ არის“, - წერს გამოცემა Telegraph-ი.
23 აგვისტო 2026, 14:37
მსოფლიო
ევროკავშირმა სერბეთს ტყის ხანძართან საბრძოლველად ვერტმფრენები და სამაშველო ჯგუფები გაუგზავნა
სერბეთს ტყის ხანძართან საბრძოლველად ევროკავშირმა ვერტმფრენები და სამაშველო ჯგუფები გაუგზავნა. მეხანძრე-მაშველები სტიქიის ზონაში ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის ფარგლებში ჩავიდნენ.
23 აგვისტო 2026, 14:36
მსოფლიო
მოჯტაბა ჰამენეის სამხედრო მრჩეველი: ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებაში მონაწილეობას მიიღებს, მტრად ჩაითვლება
„პირველ რიგში, ჩვენს ყველა მეზობელ და მსოფლიოს ყველა ქვეყანას ვეტყვით - არ შეუერთდეთ შეერთებულ შტატებს მის ეკონომიკურ ომში. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებაში მონაწილეობას მიიღებს, მტრად ჩაითვლება. რა თმა უნდა, თავდაპირველად მათთან მოლაპარაკებას გავმართავთ, დაველაპარაკებით და ვეტყვით რომ განზე გადგნენ და შეერთებული შტატებისგან დისტანცირდნენ, მაგრამ თუ ამას არ გააკეთებენ, მათ დავარტყამთ“, - განაცხადა მან.
23 აგვისტო 2026, 14:31
მსოფლიო
ამერიკაში, ნევადას შტატში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ამერიკაში, ნევადას შტატში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ცეცხლი 4 250 ჰექტარ ფართობზე მძვინვარებს.
23 აგვისტო 2026, 14:25
მსოფლიო
მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი უკრაინას საჰაერო დაცვის გასაძლიერებლად გადამჭერი რაკეტების ახალ პარტიას მიაწვდის
„მშვიდობიანი მოქალაქეების სამიზნეში სისტემატური ამოღებითა და დაშინებასა და ესკალაციაზე არჩევანის გაკეთებით, რუსეთი ძალის დემონსტრირებას ცდილობს. მაგრამ ეს უფრო მეტად საკუთარი უძლურობის დემონსტრირებაა. ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის ცის დასაცავად საჭირო საშუალებების მოწოდება. პრეზიდენტ ზელენსკის დახმარების გაძლიერების შესახებ უკვე ვაცნობე. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ამ ძალისხმევას ის ქვეყნებიც შემოუერთდნენ, რომლებიც ასეთ სისტემებს ფლობენ“, - წერს მაკრონი.
23 აგვისტო 2026, 14:24
პოლიტიკა
გიორგი კალანდარიშვილი ყაზახეთში მიმდინარე არჩევნებზე: პროცესი გამოირჩევა ორგანიზებულობით, ადმინისტრირების კარგი ხარისხით, ამომრჩეველთა ინფორმირებულობით, რაც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ ამომრჩევლებისთვის სერვისები საკმაოდ კარგ დონეზეა შეთავაზებული
პროცესი გამოირჩევა ორგანიზებულობით, ადმინისტრირების კარგი ხარისხით, ამომრჩეველთა ინფორმირებულობით, რაც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ ამომრჩევლებისთვის სერვისები საკმაოდ კარგ დონეზეა შეთავაზებული, - განუცხადა „ქრონიკას“ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, რომელიც ყაზახეთში იმყოფება და დელეგაციასთან ერთად აკვირდება საპარლამენტო არჩევნების პროცესს.
23 აგვისტო 2026, 14:15
მსოფლიო
დავით მათიკაშვილი საყვარელიძის განცხადებაზე: ეს არის აღიარება იმისა, თუ რა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენა მოღალატეობრივმა მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს სახელმწიფოებრიობა
„ეს არის აღიარება იმისა, თუ რა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენა მოღალატეობრივმა მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ეს არის ის ტყუილები და ტყუილებში წამოცდენები, რითაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ პასუხი ეძლევა იმაზე თუ ვინ იყო რეალური დამნაშავე 2008 წლის ტრაგედიაში - რა თქმა უნდა, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ერთად, პირველ რიგში ეს იყო მიხეილ სააკაშვილის მოღალატეობრივი სისტემა და რეჟიმი, რომელმაც ქვეყანა პრაქტიკულად განადგურების წინაშე დააყენა“, - მიიჩნევს მათიკაშვილი.
23 აგვისტო 2026, 14:12
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ბატონმა საყვარელიძემ ფაქტობრივად, აღიარა ყველა ის ბრალდება, რასაც ჩვენ წლებია, ვსაუბრობთ „ნაცმოძრაობისა“ და მათი ლიდერების მიმართ, აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომ არ ჰქონდათ გეგმა, რომ დაემორჩილნენ იმ პროვოკაციას, რომელიც რუსეთის მხრიდან წამოვიდა
ბატონმა საყვარელიძემ ფაქტობრივად, აღიარა ყველა ის ბრალდება, რასაც ჩვენ წლებია, ვსაუბრობთ „ნაცმოძრაობისა“ და მათი ლიდერების მიმართ, რომ არ ჰქონდათ გეგმა, რომ დაემორჩილნენ იმ პროვოკაციას, რომელიც რუსეთის მხრიდან წამოვიდა და ამ დროს საუბრობდნენ, რომ თურმე მათ ყველაფერი გეგმის მიხედვით ჰქონდათ, -განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა დავით საყვარელიძის განცხადების შეფასებისას.
23 აგვისტო 2026, 14:03
პოლიტიკა
დავით საყვარელიძე 2008 წლის ომზე: მგონია, რომ რუსეთი მაინც მოუმზადებელი იყო. არ ჰქონდათ მზად გეგმა ბოლომდე დამუშავებული საქართველოს დაპყრობის და ისინიც მოქმედებდნენ ქაოტურად. ჩვენ კიდევ კარგად ვართ გადარჩენილები მაშინ - სახელმწიფოებრიობის დაკარგვიდან საქართველო ფაქტობრივად ნახევარ ნაბიჯში იდგა
ახლა რომ ვხვდები, მგონია, რომ რუსეთი მაინც მოუმზადებელი იყო. არ ჰქონდათ მზად გეგმა ბოლომდე დამუშავებული საქართველოს დაპყრობის და ისინიც მოქმედებდნენ ქაოტურად. ამ გამოცდილებიდან ახლა რომ ვუყურებ, პრინციპში ჩვენ კიდევ კარგად ვართ გადარჩენილები მაშინ, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა მაღალჩინოსანმა დავით საყვარელიძემ იაგო ხვიჩიას გადაცემაში „საქართველოს დაბადება“.
23 აგვისტო 2026, 13:26
ტექნოლოგიები
ჩინურმა რობოტებმა უსეინ ბოლტის რეკორდი მოხსნეს
პეკინში, ჰუმანოიდური რობოტების მსოფლიო თამაშებზე, ჩინურმა ჰუმანოიდმა რობოტმა საკვალიფიკაციო რბენაში 100-მეტრიანი დისტანცია 9,39 წამში გაირბინა. ამით მან კაცთა შორის მსოფლიო რეკორდი (9, 58 წამი) გააუმჯობესა, რომელიც გამოჩენილ იამაიკელ სპრინტერს, უსეინ ბოლტს ეკუთვნის.
23 აგვისტო 2026, 13:08
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნადირობის სეზონის გახსნიდან 24 საათში 73 სამართალდარღვევა გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით 73 სამართალდარღვევა გამოავლინეს.
23 აგვისტო 2026, 12:50
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე დავით საყვარელიძის განცხადებაზე: რეალობას აცდენილები რომ იყვნენ, ერთგვარი აღიარებაა - ომობანას თამაში ეგონათ ისე, რომ ხალხზე, ჯარისკაცებზე და ქვეყანაზე არ უფიქრიათ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, „ნაციონალური მოძრაობის” მაღალჩინოსნის, დავით საყვარელიძის მიერ, აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება. ანანიძის შეფასებით, საყვარელიძის მხრიდან აღიარებაა ის, რომ ომი “ნაცმოძრაობას” თამაში ეგონა და პარტნიორების გაფრთხილების მიუხედავად, ქვეყანაზე არ უფიქრიათ.
23 აგვისტო 2026, 12:34
მსოფლიო
ზელენსკი: მიმაჩნია, რომ ომის პირობებში არჩევნები მთლიანობაში დიდი რისკია. არჩევნები სწორედ ახლა - ეს არის ცუნამი სახელმწიფოსთვის, რომელიც უკრაინას გახლეჩს
„მიმაჩნია, რომ ომის პირობებში არჩევნები მთლიანობაში დიდი რისკია. არჩევნები სწორედ ახლა - ეს არის ცუნამი სახელმწიფოსთვის, რომელიც უკრაინას გახლეჩს. ამიტომ ჩემი სტრატეგიაა მივიყვანო ქვეყანა ომის დასრულებამდე და შევინარჩუნო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო. და მე მას ვასრულებ“, - დასძინა ზელენსკიმ.
23 აგვისტო 2026, 12:17
პოლიტიკა
დავით საყვარელიძე 2008 წლის ომზე: არტილერიის გენერალი იყო დევი ჭანკოტაძე და მეუბნებოდა, რომ: „დათო, იქნებ რამდენიმე კოშიანი ტრაქტორი გამომიგზავნო აქ და აქ“. და დავრბოდით. ვცდილობდით, რომ ტრაქტორები გვეშოვა
იცით, ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი და მართლა ბეწვზე გავიარეთ მაშინ. მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფოებრიობის დაკარგვიდან საქართველო ფაქტობრივად ნახევარ ნაბიჯში იდგა, - განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დავით საყვარელიძემ იაგო ხვიჩიას გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებზე საუბრისას.
23 აგვისტო 2026, 12:05
მსოფლიო
ნორვეგიაში ავიადისპეტჩერების გაფიცვის გამო 150-მდე რეისი გაუქმდა
პროფკავშირში კი უარყოფენ, რომ დავა ხელფასებს უკავშირდება და აცხადებენ, რომ საკვანძო საკითხებად რჩება შესვენებების ხანგრძლივობა და ორგანიზება, მუშაკთა პროფესიული ცხოვრების სხვადასხვა ეტაპთან დაკავშირებული პოლიტიკა, ასევე ინსტრუქტორების მუშაობის რეკომენდაციები.
23 აგვისტო 2026, 11:53
მსოფლიო
ლიეტუვის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა
მან ასევე დასძინა, რომ დაგეგმილი აქვს შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. გარდა ამისა, ნაუსედა მონაწილეობას მიიღებს დისკუსიებში ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მოკავშირეებთან, ასევე „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაში.


