მაია ცქიტიშვილი: სამთავრობო გუნდის გაცხადებული მიზანია ქვეყნის სტაბილური განვითარება და 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის განაცხადის წარდგენა
მაია ცქიტიშვილი
ფოტო: საქართველოს მთავრობა
სამთავრობო გუნდის გაცხადებული მიზანია ქვეყნის სტაბილური განვითარება და 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის განაცხადის წარდგენა, - ამის შესახებ პარლამენტში, მინისტრის საათზე გამოსვლისას პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ პროცესში სამინისტროს მნიშვნელოვანი როლი აკისრია.
მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის ევროკავშირის ქვეყნებთან ფიზიკური კავშირის გაუმჯობესება, მათ შორის ინტეგრაცია ევროპის სატრანსპორტო ქსელში, ინფრასტრუქტურის განვითარება და რეგიონებში ეკონომიკური განვითარების დონის მიახლოვება ევროპულ დონესთან, ევროპული ტიპის ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბება და ინსტიტუციური დაახლოება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, უწყებამ პანდემიის მიუხედავად, გასული წელი მნიშვნელოვანი შედეგებით დაასრულა.
ყველა სიახლე
08 ოქტომბერი 2024, 20:09
საზოგადოება
იოანე ზოსიმეს საქართველოში დაბრუნება - ხელნაწერს ლონდონიდან ხვალ ჩამოიტანენ
იოანე ზოსიმეს დაბრუნება საქართველოში. უნიკალურ ხელნაწერს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა კრისტის აუქციონზე მილიონ ფუნტად შეიძინა, ლონდონიდან ხვალ ჩამოიტანენ.
08 ოქტომბერი 2024, 20:03
არჩევნები 2024
„გორბის“ კვლევა: საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ ხმათა 59.5%-ს მიიღებდა
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხმათა 59.5%-ს მიიღებდა.
08 ოქტომბერი 2024, 20:01
პოლიტიკა
ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე ევროპარლამენტის წევრმა, რასა იუკნევიჩიანემ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი.
08 ოქტომბერი 2024, 19:52
პოლიტიკა
დავით კაჭარავა ონისე ოქრიაშვილის მხრიდან მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე: პროვოკაციის მიზნით იყო მოსული და ამის განხორციელება წინასწარ დაგეგმილი ჰქონდა
არ აქვთ ადამიანებს უფლება მოვიდნენ, შეურაცხყოფა მოგაყენონ, მითუმეტეს ტელეფონით გადაგიღონ და შემდეგ მიტრიალდნენ და წავიდნენ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით კაჭარავამ, როცა კომენტარი გააკეთა მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე. დავით კაჭარავამ განაცხადა, რომ არავის მისცემს მის წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობის უფლებას.
08 ოქტომბერი 2024, 19:44
პოლიტიკა
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონზე: საქართველოში წამოყენებული იყო სხვა წინადადებები, რომლებიც LGBTQI თემის დისკრიმინაციასა და სტიგმატიზაციას ახდენენ
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ გააკრიტიკა უცხოური გავლენისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონები.
08 ოქტომბერი 2024, 19:43
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ჩვენი ქვეყნის არჩევნებში გარედან ჩარევის უპრეცედენტო კამპანიას რამდენიმე კარგი მხარეც აქვს
ჩვენი ქვეყნის არჩევნებში გარედან ჩარევის უპრეცედენტო კამპანიას რამდენიმე კარგი მხარეც აქვს,- წერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.
08 ოქტომბერი 2024, 19:31
სპორტი
საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით ვახტანგ მეიფარიანი აირჩიეს
საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით ვახტანგ მეიფარიანი აირჩიეს. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, პრეზიდენტი სამინისტროს მიერ დადგენილი სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინებითა და ფარული კენჭისყრით 27-მა დელეგატმა აირჩია.
08 ოქტომბერი 2024, 19:18
საზოგადოება
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა აფხაზეთის სპორტულ საზოგადოებასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ ვ. არქანიას არტგალერეაში აფხაზეთის სპორტული ფედერაციების, აფხაზეთის სპორტული აკადემიების, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ხელმძღვანელებთან, აფხაზეთის დამსახურებულ სპორტსმენებთან და მწვრთნელებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
08 ოქტომბერი 2024, 19:10
რეგიონი
7 მაღალმთიან სოფელში სალოტბარო სკოლები გაიხსნა
მესტიის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში - ჭუბერში, ლატალში, ეცერში, ფარში და ლენტეხის მუნიციპალიტეტის ორ თემში ჩოლურსა და ლაშხეთში - სალოტბარო სკოლები გაიხსნა. ინფორმაციას ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ავრცელებს.
08 ოქტომბერი 2024, 19:06
პოლიტიკა
გივი მიქანაძე დიდი ბრიტანეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე დიდი ბრიტანეთის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში, გარეტ უორდს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
08 ოქტომბერი 2024, 18:50
პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე ესტონეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ესტონეთის ახლად დანიშნულ ელჩს მარგე მარდისალუ - კაჰარს შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ესტონეთის ელჩს ახალი პოზიცია მიულოცა და ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოხატა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
08 ოქტომბერი 2024, 18:45
არჩევნები აშშ
აშშ-ის დაზვერვა მოელის, რომ უცხოური გავლენის აქტორები გააგრძელებენ თავიანთ კამპანიას და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებენ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების სისწორეს საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ
აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოება მოელის, რომ უცხოური გავლენის აქტორები გააგრძელებენ თავიანთ კამპანიას და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებენ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების სისწორეს საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ.
08 ოქტომბერი 2024, 18:29
არჩევნები 2024
მიხეილ სარჯველაძე: სიღარიბის კვალდაკვალ, ისტორიულ მინიმუმზეა ჩამოსული, ხუთჯერ არის შემცირებული იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ უსახსრობის გამო მიემართათ სამედიცინო სერვისისთვის
„სიღარიბის კვალდაკვალ, ისტორიულ მინიმუმზეა ჩამოსული იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ უსახსრობის გამო მიემართათ სამედიცინო სერვისისთვის. ხუთჯერ არის შემცირებული. ანუ ხუთჯერ მაღალი იყო რიცხვი ადამიანების, ვინც ფინანსების არქონის გამო ვერ მიმართავდა სამედიცინო სერვისისთვის კლინიკას. ეს არის წარმატება და დამსახურება მათ შორის იმ პროგრამების, რომელიც სახელმწიფოს აქვს და რომელსაც გააგრძელებს. აქაც შენარჩუნდება მზარდი დინამიკა“, - აღნიშნა სარჯველაძემ.
08 ოქტომბერი 2024, 18:22
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი ანაკლიის პორტის პროექტზე: უახლოეს დღეებში ჩვენ გვექნება დიდი პრეზენტაცია, სადაც საზოგადოებას უფრო დეტალურად გავაცნობთ პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას. პროგრესი გვაქვს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი
პროექტი აქტიურად მიმდინარეობს. აქტიურად ხორციელდება სამშენებლო სამუშაოები, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით
08 ოქტომბერი 2024, 18:22
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე: ასეთი ტიპის სანქციების შემოღება ცალსახად იქნება დამაზიანებელი მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისთვის. მას არ შეუძლია მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინოს სანქცირებულზე
ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ სანქციების აზრი არის კონკრეტული შედეგები, რომელიც დასანქცირებულის მიმართ იქნება ნეგატიური გავლენის მქონე და მასანქცირებლის მიმართ არ იქნება დამაზიანებელი, თუმცა საქართველოს შემთხვევაში საუბარი იყო, რომ ასეთი ტიპის სანქციების შემოღება ცალსახად იქნება დამაზიანებელი მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისთვის,- განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
08 ოქტომბერი 2024, 18:17
არჩევნები 2024
მიხეილ სარჯველაძე: ჩვენ გვაქვს ზუსტი ხედვა, როგორ უნდა გახდეს კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი სხვადასხვა სამედიცინო სერვისი, თუ - მედიკამენტი
„არის შემთხვევები, როდესაც მედიკამენტებთან მიმართებაში, კარტელური შეთანხმებები დასტურდება. ეს გამოცდილება და პრაქტიკა, სამწუხაროდ, არსებობს. სახელმწიფოს აქვს ზემოქმედების შესაძლებლობა, გარკვეული მექანიზმები და ბუნებრივია, ამას იყენებს. მართალია, უნდა გვახსოვდეს, რომ მაქსიმალურად მოზომილები ვიყოთ რეგულაციებში, რათა ეკონომიკურ და ჯანდაცვის ინტერესებს შორის, დისბალანსი არ შეიქმნას, თუმცა, პაციენტის ინტერესი, მისი უფლება და უსაფრთხოება, არის უფრო ამაღლებული და მას სახელმწიფო აუცილებლად დაიცავს. ამას ყველა უნდა ეგუებოდეს, მათ შორის ის, ვისაც ჯანდაცვის სექტორთან მიმართებაში კომერციული ინტერესი აქვს.
08 ოქტომბერი 2024, 18:16
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე: ჩვენი საარჩევნო პროგრამა რეალურად იძლეოდა აბსოლუტურად ჯანსაღ სურათს და მარტივად შეეძლო ამომრჩეველს დაენახა, რომ 4 წლისთავზე ჩვენი ქვეყანა იქნება გაცილებით განვითარებული სახელმწიფო, ვიდრე ის დღესაა
ჩვენი საარჩევნო პროგრამა რეალურად იძლეოდა აბსოლუტურად ჯანსაღ სურათს და მარტივად შეეძლო ამომრჩეველს დაენახა, რომ 4 წლისთავზე ჩვენი ქვეყანა იქნება გაცილებით განვითარებული სახელმწიფო, ვიდრე ის დღეს გახლავთ, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ „დღის ქრონიკაში“.
08 ოქტომბერი 2024, 18:14
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: ბოლო 12 წლის განმავლობაში ნათლად ვაჩვენეთ, რა პროგრესისთვის შეიძლება მიგვეღწია სტაბილურობით, სწორი მენეჯმენტით და რაც მთავარია მშვიდობიანი და პროგნოზირებადი პოლიტიკით
ბოლო 12 წლის განმავლობაში ნათლად ვაჩვენეთ, რა პროგრესისთვის შეიძლება მიგვეღწია სტაბილურობით, სწორი მენეჯმენტით, შესაბამისი ბიზნესკლიმატითა და რაც მთავარია მშვიდობიანი და პროგნოზირებადი პოლიტიკით, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
08 ოქტომბერი 2024, 18:12
არჩევნები 2024
ლევან დავითაშვილი: ვცდილობთ ახალი დარგების განვითარებას, ეს არის მათ შორის ტექნოლოგიების და ინოვაციების ხელშეწყობა, კაპიტალის ბაზრის გაუმჯობესება და ბევრი სხვა მიმართულება, რომელიც თანაბარწილად მნიშვნელოვანია
„ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ბლოკი იყო ჩვენი პროგრამის. ჩვენ არ გვქონდა კონკრეტულად ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები, ამაზე ცალსახად ითქვა. არ არსებობდა კონკრეტული პოლიტიკა ამ კუთხით და ჩამოყალიბდა ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის ერთ-ერთი საუკეთესო სტრატეგია. ეს არ არის ჩვენი სიტყვები. ჩვენ ვმუშაობთ რეფორმაზე, რომელიც დაკავშირებულია ბიზნესგარემოს გაუმჯობესებასთან, რომელიც ქვეყანაში მიდის. დღეს იცით რომ მსოფლიო ბანკის განახლებული რეიტინგით, საქართველო მე-3 ადგილზე გავიდა ბიზნესის მზაობის კუთხით. ადრე ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველო მეშვიდე ადგილზე იყო მსოფლიოში. ჩვენ კიდევ უფრო მეტი გაუმჯობესება გვაქვს. ეს არის სულ ახალი ინფორმაცია. ეს მიუთითებს, რომ ქვეყანაში საინტერესო, მიმზიდველი და ხელსაყრელი ბიზნესკლიმატია კერძო სექტორის განვითარებისთვის, თუმცა ასევე აქტიურად ვმუშაობთ ბიზნესის კონკრეტულ მხარდამჭერ ღონისძიებებზე. ამის მიღმა, ვცდილობთ ახალი დარგების განვითარებას, ეს არის მათ შორის ტექნოლოგიების და ინოვაციების ხელშეწყობა, კაპიტალის ბაზრის გაუმჯობესება და ბევრი სხვა მიმართულება, რომელიც თანაბარწილად მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
08 ოქტომბერი 2024, 18:11
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: ჩვენ ვცდილობთ, რომ ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესება შეუქცევადი იყოს, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ პენსიები უფრო ამბიციურად გავზარდოთ
ჩვენ დღეს ვაცხადებთ და საზოგადოების წინაშე ძალიან მნიშვნელოვან დაპირებას ვიძლევით, რომ ეკონომიკური ზრდის პარალელურად გვექნება პენსიების ამბიციური ზრდა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა „დღის ქრონიკაში“.