Imedi /  06 ივლისი 2017, 13:38 / სანდო წყარო

რუსეთი: ქართული მხარე კარასინი-აბაშიძის ფორმატის დაჩრდილვას ცდილობს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის საგარეო უწყება ბერშუეთში საზღვრის გადმოწევას ეხმაურება. "სამწუხაროდ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, პრაღის შეხვედრის წინა დღე საინფორმაციო პროვოკაციამ დაჩრდილა. ეს შეთხზული პროპაგანდისტული სატყუარებია. რუსეთ საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზების მოწინააღმდეგეები პრაღის კონსტრუქციულ შეხვედრას ხელს ვერ შეუშლიან", - წერია ლავროვის უწყების განცხადებაში.

რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში ე. წ. საზღვარი გადმოწიეს. "ეს ე. წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებაა", - აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელშვილის წარმომადგენელი ვითარებას ადგილზე გაეცნო. საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს. პრეზიდენტის დავალებით, ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება პარტნიორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და მეგობარ სახელმწიფოებს. ევროკავშირის მისიამ განცხადება გაავრცელა. დამკვირვებლები საოკუპაციო ხაზთან პატრულირებენ. ე. წ. საზღვრის აღმნიშვნელ ბანერთან მოქალაქეების უსაფრთხოებას პოლიცია იცავს. განცხადება გაავრცელეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც.

აბაშიძე-კარასინის ფორმატის მორიგი რაუნდის ერთ-ერთი მთავარი თემა საბაჟო მონიტორინგის 2011 წლის ხელშეკრულების იმპლემენტაცია იქნება. თბილისი მოსკოვს ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღს შესთავაზებს. მხარეები სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზეც ისაუბრებენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცხინვალის რეგიონის გავლით ტვირთების ტრანზიტს მხარი დაუჭირა და თბილისი 2011 წლის ხელშეკრულების ამოქმედების ხელშეშლაში დაადანაშაულა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლავროვის უწყებას პროცესი ჩიხში მიზანმიმართულად შეჰყავს - "რუსეთი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შეთანხმების მონაწილედ წარმოაჩენს, რაც შეთანხმების პრინციპებს და დანიშნულებას ეწინააღმდეგება".

ე. წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ რუსეთსა და კავკასიის რეგიონს შორის ტრანზიტისთვის ყველაზე ხელსაყრელი ადგილმდებარეობა სამხრეთ ოსეთს აქვს.

აფხაზეთი-საქართველო-სომხეთის ტრანზიტის აღდგენის საკითხი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა და ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტმა, რაულ ხაჯინბამ სოხუმში 19 აპრილს განიხილეს.

"საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, რა პირობებით დაუშვებს საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ტრანზიტს", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ.

ყველა სიახლე

17 სექტემბერი 2024, 17:24

მსოფლიო

უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში გადასახადების გაზრდას მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც გადასახადების გაზრდას გულისხმობს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის მტკიცებით, გადასახადების გაზრდამ წელს უკრაინის ბიჯეტში დამატებით 58 მილიარდი გრივნა (1,4 მილიარდი დოლარი) უნდა მოიზიდოს, ხოლო მომავალ წელს - 137 მილიარდი გრივნა (3,2 მილიარდი დოლარი). კანონპროექტის მიხედვით, სამხედრო მოსაკრებელი 1,5%-დან 5%-მდე გაიზრდება. ბენზინ და გაზგასამართი სადგურებისთვის დაწესდება საავანსო შესატანი. საფინანსო დაწესებულებებისთვის დაწესდება 25% საშემოსავლო გადასახადი. გარდა ამისა, ახალი კანონპროექტი ბანკებისთვის მოგების გადასახადს 50% ოდენობით დაადგენს.

ლევან მაჭავარიანი

17 სექტემბერი 2024, 17:22

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ჩვენთვის ტერიტორიების დაბრუნების ერთადერთი გზა არის დიდი შერიგება, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატიებას, ურთიერთპატივისცემას

ჩვენთვის ტერიტორიების დაბრუნების ერთადერთი გზა არის დიდი შერიგება, რომელიც ეფუძნება ურთიერთ პატიებას, ურთიერთპატივისცემას, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

ირაკლი კირცხალია

17 სექტემბერი 2024, 17:21

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: თვითლუსტრაცია მოახდინა კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ და ასევე მათთან აფილირებულმა „ენჯეოებმა“, როდესაც ოს და აფხაზ ხალხს პირდაპირ მწამებლები უწოდეს

„თვითლუსტრაცია მოახდინა კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ და ასევე მათთან აფილირებულმა „ენჯეოებმა“, როდესაც ოს და აფხაზ ხალხს პირდაპირ მწამებლები უწოდეს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ.

17 სექტემბერი 2024, 17:20

რეგიონი

რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების პროექტი აქტიურ ფაზაშია

დასრულებული სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში ახლით შეიცვლა 14 კმ-მდე სიგრძის წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები მშვიდობის, გაგარინის, მესხიშვილის, ბარათაშვილის, კლდიაშვილის, ლომოურის, გიორგაძის, ნიკოლაძის, ფალიაშვილის ქუჩებზე, მეგობრობის გამზირზე და თოდრიას მოედანზე, ასევე დასრულდა ხრამის სათავე ნაგებობიდან გამომავალი მაგისტრალური მილსადენის 2.7 კმ სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაცია.

17 სექტემბერი 2024, 16:52

პოლიტიკა

პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ „როუზ-როთ“ - ის სემინარში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, 16-17 სექტემბერს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული „როუზ-როთ“- ის რიგით 106-ე სემინარი გაიმართა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ უმრავლესობის წევრის ხატია წილოსანის ხელმძღვანელობით მიიღო მონაწილეობა.

17 სექტემბერი 2024, 16:41

რეგიონი

კარალეთში, სკოლის მიმდებარედ, დასასვენებელი სივრცის მოწყობა გრძელდება

გორის მერიის ინფორმაციით, კარალეთში, სკოლის მიმდებარედ, დასასვენებელი სივრცის მოწყობა გრძელდება.

17 სექტემბერი 2024, 16:26

არჩევნები 2024

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდა -კრწანისის დელეგატი დავით კაჭარავა კრწანისის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდა -კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა კრწანისში, ზემო ფონიჭალში N28-ე კორპუსის მიმდებარედ მოსახლეობას შეხვდა. დელეგატის თქმით, არსებულ ტერიტორიას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მოსასვენებელი და ბავშვთა გასართობი სივრცე მოეწყო.

17 სექტემბერი 2024, 16:23

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე კატარის მრჩეველთა საბჭოში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე კატარის მრჩეველთა საბჭოში (პარლამენტი) საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კახიანი

17 სექტემბერი 2024, 16:23

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები ამოვწურეთ. დიდი ალბათობით, დღევანდელი დღე იყო ბოლო სხდომა ამ მოწვევის პარლამენტისთვის

მეათე მოწვევის პარლამენტმა, დიდი ალბათობით მუშაობა დაასრულა, - შესაბამისი განცხადება სხდომის წამყვანმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა პარლამენტის პლენარული სხდომის დასასრულს გააკეთა.

ზურაბ ქადაგიძე

17 სექტემბერი 2024, 16:20

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციაზე: ადრე ნაც-ტელევიზიები ისეთ „ფეიკს“ აცხობდნენ, ერთი დღე მაინც ქაჩავდა, ახლა, ერთი საათით ვეღარ ძლებს ამათი საცოდავი ბოროტი სიახლეები

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ტელევიზია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „უვიზო მიმოსვლა რეალური საფრთხის წინაშე დგას“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

17 სექტემბერი 2024, 16:20

მსოფლიო

CNN: აშშ უკრაინას სამხედრო დახმარებას უმცირებს საკუთარი მარაგების ამოწურვის შიშით

აშშ უკრაინას სამხედრო პაკეტების მოცულობას უმცირებს, რადგან პენტაგონში შიშობენ, რომ შეიარაღების საკუთარი მარაგები ამოეწურებათ. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ამერიკული ტელეარხის ცნობით, იარაღის ამერიკელი მწარმოებლები ცდილობენ დაეწიონ უზარმაზარ მოთხოვნას, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაჩნდა. თუმცა ამერიკელები შიშობენ, რომ უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის გამო, შესაძლოა, თავად ამერიკის სამხედრო მზადყოფნის ხარისხი დაზარალდეს. ტელეარხი ამტკიცებს, რომ აპრილში პენტაგონმა უკრაინისთვის 1 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადა, თუმცა ვერცერთმა პაკეტმა 400 მილიონ დოლარს ვერ გადააჭარბა, ზოგი კი 125 და 250 მილიონ დოლარსაც არ სცდებოდა.

ლაშა ხუციშვილი

17 სექტემბერი 2024, 16:18

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი: ეკონომიკური ზრდის ტენდენციების შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია სტაბილური ბიზნესგარემო და მაკროეკონომიკური მდგრადობა

ეკონომიკური ზრდის ტენდენციების შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია სტაბილური ბიზნესგარემო და მაკროეკონომიკური მდგრადობა - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაზე.

17 სექტემბერი 2024, 16:18

რეგიონი

გივი მიქანაძე კახეთის საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან მუშკუდიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად კახეთში საჯარო სკოლებს ეწვია. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

17 სექტემბერი 2024, 16:15

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „ამნისტიის შესახებ“ კანონზე: 10 000-მდე პატიმარია დღეს საქართველოში, საიდანაც 1000 მყისიერად დატოვებს საპატიმროს და დაახლოებით 5000 პატიმრის ეტაპობრივად გათავისუფლება მოხდება

10 000-მდე პატიმარია დღეს საქართველოში, საიდანაც 1000 მყისიერად დატოვებს საპატიმროს და დაახლოებით 5000 პატიმრის ეტაპობრივად გათავისუფლება მოხდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს ეხებოდა.

ირაკლი კობახიძე

17 სექტემბერი 2024, 16:12

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია პირდაპირ უპირისპირდება ყველაფერ ქართულს, ყველანაირ ეროვნულ წამოწყებას

მთელი რადიკალური ოპოზიცია პირდაპირ უპირისპირდება ყველაფერ ქართულს, ყველანაირ ქართულ, ეროვნულ წამოწყებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ოპოზიციის ბოიკოტს ეხებოდა „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტებთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძე

17 სექტემბერი 2024, 16:08

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მომავალი წლიდან თვისებრივად უნდა გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, იმედი გვაქვს, მოქმედი ელჩის პერსონალური როლი ურთიერთობების გაჯანსაღებაში გარკვეულ წვლილს შეიტანს

მომავალი წლიდან თვისებრივად უნდა გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს, როგორი კონტრპროდუქტიული ნაბიჯებიც არ უნდა გადაიდგას მეორე მხრიდან, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან საქართველოს მისამართით გაკეთებულ განცხადებებს შეეხებოდა.

17 სექტემბერი 2024, 16:08

საზოგადოება

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა

დასუფთავების კვირეულთან დაკავშირებით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა სანაპირო ზოლის ერთ-ერთი მონაკვეთი დაასუფთავეს.

17 სექტემბერი 2024, 15:55

სამართალი

მებაჟე ოფიცრებმა „სარფში“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტში მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფიზიკური და მათი კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს მონეტები (წონა: 449.14 გრამი) და ოქროს საიუველირო ნაკეთობები (წონა - 141,85 გრამი) გამოავლინეს, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

17 სექტემბერი 2024, 15:55

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ყველა უნდა დაემორჩილოს საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას, კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასვლა არ შეუძლია არავის

ყველა უნდა დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობას, კონსტიტუციას და კანონმდებლობას, ეს არის ძალიან მარტივი რამ, რაც შემიძლია ვთქვა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, აშშ-ის მხრიდან დაწესებული ფინანსური სანქციების გათვალისწინებით, როგორ უნდა იმოქმედონ ბანკებმა საქართველოში.

17 სექტემბერი 2024, 15:54

პოლიტიკა

ამ წუთებში გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის შეხვედრა სასტუმრო „ოლდ თაუნში“ მიმდინარეობს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ 17 სექტემბერს კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში ეპატიჟება.