imedi /  18 თებერვალი 2021, 17:46 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე გახარიაზე: პარტიისა და გუნდის დატოვებაზე საუბარი არ გვქონია, ამბობდა, რომ დატოვებდა პრემიერ-მინისტრის პოსტს

მამუკა მდინარაძე.

მამუკა მდინარაძე

პარტიისა და გუნდის დატოვებაზე საუბარი არ გვქონია, ამბობდა, რომ დატოვებდა პრემიერ-მინისტრის პოსტს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჯერჯერობით არ იცის, დატოვა თუ არა გიორგი გახარიამ პარტია „ქართული ოცნება“.

„ამის შესახებ ჯერჯერობით არ მომისმენია, დეტალებს დავაზუსტებ და ზუსტად გიპასუხებთ, რომ რამე შეცდომა არ დავუშვა. მან რაც განაცხადა ის ვიცით ჩვენ ყველამ ერთად. დილითაც, როდესაც ამაზე გვქონდა საუბარი და მასთან კომუნიკაცია იყო, პარტიისა და გუნდის დატოვებაზე საუბარი არ გვქონია, ამბობდა, რომ დატოვებდა პრემიერ-მინისტრის პოსტს და ასეც განაცხადა ბრიფინგზე თუ არ ვცდები, შესაძლოა, რაღაც დეტალი გამომრჩეს, ამიტომ დავაზუსტებ და მოგახსენებთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა. პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.

ყველა სიახლე

კორონავირუსი ჩეხეთი

03 მარტი 2021, 16:56

COVID19

გერმანია და შვეიცარია ჩეხეთიდან მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა ნაწილს უმკურნალებენ

გერმანია და შვეიცარია მზად არიან, ჩეხეთიდან მძიმე მდგომარეობაში მყოფ კოვიდინფიცირებულთა ნაწილს უმკურნალონ. ამის შესახებ ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იან ჰამაჩეკმა განაცხადა.

ილონ მასკი

03 მარტი 2021, 16:55

ეკონომიკა

რამდენი მილიარდერია მსოფლიოში

15 იანვრის მონაცემებით, პლანეტის უმდიდრესი ადამიანების ქონება 3,5 ტრილიონი დოლარიდან 14,7 ტრილიონამდე გაიზარდა. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი SpaceX-ისა დაTesla-ს დამაარსებელი ილონ მასკია. მისი ქონება 197 დოლარად არის შეფასებული.

მევლუთ ჩავუშოღლუ

03 მარტი 2021, 16:47

პოლიტიკა

მევლუთ ჩავუშოღლუ: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ დავით ზალკალიანთან ერთად მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მევლუთ ჩავუშოღლუ

03 მარტი 2021, 16:45

პოლიტიკა

მევლუთ ჩავუშოღლუ ფორმატზე 3+3: ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამ საკითხში საქართველოს გადაწყვეტილებას და უფრო რბილი პოზიცია გამოვხატოთ

„ჩვენი მიზანია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის საბოლოოდ დამყარება. ეკონომიკურ ლოჯისტიკურ საკითხებში უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ნდობას გაზრდის. გვესმის ამ თემების მიმართ საქართველოს ფრთხილი მიდგომა. როდესაც ასეთი რთული ვითარებაა, ვგულისხმობ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, შეიძლება ორმხრივ ფორმატში საუბრის დაწყება ქვეყნებს შორის უფრო რთული იყოს, მაგრამ მრავალმხრივ ფორმატში შედარებით ადვილი აღმოჩნდეს. თუმცა, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამ საკითხში საქართველოს გადაწყვეტილებას და უფრო რბილი პოზიცია უნდა გამოვხატოთ“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

03 მარტი 2021, 16:28

სპორტი

ბაკურიანი FIS-ის ეგიდით გამართულ მსოფლიო თასის ეტაპებს მასპინძლობს

ეს შეჯიბრებები სატესტო ღონისძიებაა მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც 2023 წელს თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში გაიმართება. მსოფლიო თასის ეტაპების წარმატებით ჩატარება მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა, რადგან საქართველომ მსოფლიო რუკაზე საპატიო ადგილი უნდა დაიკავოს ზამთრის ტურიზმის მიმართულებით.

03 მარტი 2021, 16:28

მსოფლიო

საბერძნეთში 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

სტიქიის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ ელასონადან 20 კილომეტრის მოშორებით მდებბარეობდა. მიწისძვრას რამდენიმე შედარებით მსუბუქი განმეორებითი ბიძგი მოჰყვა. ნგრევის ამ მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ჯანდაცვის სამინისტრო

03 მარტი 2021, 16:23

საზოგადოება

დასაქმების სამთვიანი პროგრამით გერმანიაში წასულ მოქალაქეებს სოცდაუცველის სტატუსი არ მოეხსნებათ

საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ლეგალურად დასაქმების პროგრამის ფარგლებში გერმანიაში გაემგზავრებიან და აქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი, აღნიშნულ სტატუსს არ დაკარგავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამაში მონაწილეობა არც სტატუსის შეჩერებისა და არც ოჯახის ქულების გადამოწმების საფუძველი არ არის.

გიგა ბოკერია

03 მარტი 2021, 16:20

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: ამ არანორმალური რეალობის გათვალისწინებით, პარტიული პროტესტის ფორმები შეიცვლება

ამ არანორმალური რეალობის გათვალისწინებით, პარტიული პროტესტის ფორმები შეიცვლება და ხვალ კანცელარიის აქციის ნაცვლად იქნება მანქანების აქცია. ამავე მოსაზრებიდან გამომდინარე, 13-ში დაგეგმილი აქცია გადაიდო ოცისთვის. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გააუქმესო და არ გაუქმებულა. 20-ში გადაიდო. ყველა სხვა აქციასაც ამ პრინციპით მივუდგებით, რომ ყველა ეს უსაფუძვლო რისკი, რომ რაიმე შეხება მოხდა, იყოს მინიმიზირებული, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

03 მარტი 2021, 16:13

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძემ დედის დღე ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დედის დღე ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს მიულოცა, - ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ეპიდემიის გავრცელების საწყის ეტაპზე რესპულიკური საავადმყოფო სრულად აღიჭურვა და კოვიდის მართვაში ჩაერთო.

გიგი უგულავა

03 მარტი 2021, 16:09

პოლიტიკა

გიგი უგულავა: „ქართული ოცნების“ მხრიდან შემხვედრ ნაბიჯებს ველოდებით

ნერვები უნდა დავითოკოთ და დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა შედეგი ძალიან კონკრეტული იყოს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერთა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიგი უგულავამ განაცხადა. „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა განაცხადა, რომ ისინი ახლა „ქართული ოცნების“ მხრიდან შემხვედრ ნაბიჯებს ელოდებიან. მატი მთავარი მოთხოვნები კი კვლავ უცვლელი რჩება.

აქცია პარლამენტი

03 მარტი 2021, 16:09

პოლიტიკა

ოპოზიცია 13 მარტს დაგეგმილ აქციას აღარ გამართავს

„13 მარტს დაგეგმილი ფართომასშტაბიანი აქცია გადავდეთ 20 მარტისთვის, იმიტომ რომ (ევროპული საბჭოს) პრეზიდენტმა მიშელმა დააწესა კონკრეტულად 2 კვირა. ანუ, მხარეებს პრაქტიკულად მისცა 2-კვირიანი ვადა, იმისთვის რომ ამ შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს შეთანხმება იმ საკითხებზე, რომელიც არის მოხსენებული ჩარჩო-დოკუმენტში, რომელიც მისი ავტორობით დაიდო მაგიდასთან“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

გიგი უგულავა

03 მარტი 2021, 16:03

პოლიტიკა

გიგი უგულავა: შეთანხმება ვერ იქნება, თუ გიორგი რურუა და ნიკა მელია იქნებიან ციხეში

„შეთანხმება ვერ იქნება, თუ გიორგი რურუა და ნიკა მელია იქნებიან ციხეში. ეს სრულიად ცალსახაა - მოლაპარაკებები ვერ იქნება სრულფასოვანი, თუ „ნაცმოძრაობას“ ამ მაგიდასთან არ წარმოადგენს ნიკა მელია. ლაპარაკი საჭიროა შედეგისთვის. პირველი და მთავარი ნაბიჯი იმისთვის, რათა ეს ლაპარაკი იყოს სრულფასოვანი, საჭიროა, რომ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან და არა ციხეში. დიალოგი არაა სრულფასოვანი, სანამ ნიკა მელია არის უკანონო ტყვეობაში, მაგრამ მოლაპარაკებები დაიწყება, მათ შორის იმისთვისაც, რომ ნიკა მელია გათავისუფლდეს. ანალოგიური სიტუაცია იყო შარშან, როდესაც მე ვიყავი ციხეში და მიმდინარეობდა დიალოგი“, - განაცხადა უგულავამ.

თინა ბოკუჩავა

03 მარტი 2021, 16:00

პოლიტიკა

თინა ბოკუჩავა: ოპოზიციისთვის პრიორიტეტულია პოლიტპატიმრების გათავისუფლება

ოპოზიციისთვის პრიორიტეტულია პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რომლის გარეშეც ჩვენ არ განვიხილავთ შეთანხმების შესაძლებლობას, ასევე პრიორიტეტულია ვადამდელი არჩევნების საკითხი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინათინ ბოკუჩავამ პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თინა ბოკუჩავა

03 მარტი 2021, 15:48

პოლიტიკა

ოპოზიცია საპროტესტო აქციების ფორმატის შეცვლაზე შეთანხმდა

„გადავწყვიტეთ საპროტესტო აქციების ფორმის მოდიფიკაცია, რომ ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა არ გამოიყენონ საპროტესტო ღონისძიებები საბაბად მოლაპარაკებების ჩაშლის, რომლის ინიცირებაც პირადი მედიატორობით პრეზიდენტმა მიშელმა მოახდინა“, - აღნიშნა ბოკუჩავამ. მისი ინფორმაციით, ხვალ კანცელარიის პიკეტირების ნაცვლად ოპოზიცია რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავამდე ავტომობილებით მსვლელობას გამართავს, რომელიც 13:00 საათზე დაიწყება. ამასთან, 13 მარტს დაგეგმილი აქცია 20 მარტამდე გადაიდო. ამის მიზეზად ბოკუჩავა იმას ასახელებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მხარეებს შეთანხმების მისაღწევად 2 კვირა მისცა.

ავთანდილ ცინცაძე

03 მარტი 2021, 15:34

საზოგადოება

ავთანდილ ცინცაძემ 9-შვილიან მშობელს დედის დღე მიულოცა

თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ავთანდილ ცინცაძე მის სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ, ტალიაშვილების მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა და 9 შვილის დედას ნინო მარჯანიშვილს დედის დღე მიულოცა. ავთანდილ ცინცაძემ ნინო ტალიაშვილს სიმბოლური საჩუქრები გადასცა და ქვეყნისთვის საამაყო შვილების აღზრდა უსურვა.

გზების ჩაკეტვა

03 მარტი 2021, 15:29

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

იურგენ კლოპი
სტივენ ჯერარდი

03 მარტი 2021, 15:27

სპორტი

„ლივერპულმა“ იურგენ კლოპის შესაძლო შემცვლელი იპოვა

„ლივერპულმა“ იურგენ კლოპის შესაძლო შემცვლელი იპოვა. ამის შესახებ ბრიტანული ავტორიტეტული გამოცემა Football insider-ი იუწყება. სტატიაში აღნიშნულია, რომ ლივერპულის ხელმძღვანელობა უკანასკნელ პერიოდში გერმანელის მუშაობით უკმაყოფილოა და მის ნაცვლად მთავარი მწვრთნელის პოსტზე „ლივერპულის“ ლეგენდარულ კაპიტანს სტივენ ჯერარდს მოიაზრებს, რომელიც ლივერპულში 2002-2015 წლებში თამაშობდა, 2018 წლიდან კი შოტლანდიური „რეინჯერსის“ მთავარი მწვრთნელია. მისი გუნდი შოტლანდიის „პრემიერ ლიგაში“ პირველ პოზიციაზეა და 10-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა.

შალვა პაპუაშვილი

03 მარტი 2021, 15:18

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი factcheck.ge-ს მოუწოდებს, „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებული ცხრილი გადაამოწმოს

არის ასეთი ორგანიზაცია factchek.ge. ჰოდა, მე გამომეპარა, თუ, სხვასთან რომ ყოველ სიტყვას დასდევენ, მაინცდამაინც „ევროპული საქართველოს“ ეს თვალსაჩინო - ძველი ანეკდოტის არ იყოს, „სოროკ-სოროკ-რუბლსოროკ“ მეთოდით დათვლილი - ცხრილი რჩება მათი ყურადღების მიღმა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი საკუთარ Facebook გვერდზე წერს და თან სტატისტიკას აქვეყნებს.

კორონავირუსი შვედეთი

03 მარტი 2021, 15:14

COVID19

შვედეთის დედაქალაქში კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღა დაიწყო

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღა დაიწყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შესახებ სტოკჰოლმის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, იუჰან ბრატმა განაცხადა. ბოლო სამ კვირაში შვედეთის დედაქალაქში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა ორჯერ გაიზარდა. 22-28 თებერვალს სტოკჰოლმში კორონავირუსის 6 336 შემთხვევა დაფიქსირდა, სამი კვირის წინ კი 3 225. თუ ახალი წლის შემდეგ სტაციონარში მყოფთა რიცხვი იკლებდა, ახლა ის კვლავ იმატებს და 318-ს მიაღწია, საიდანაც 48 ინტენსიური თერაპიის ბლოკებში იმყოფება.

კორონავირუსი

03 მარტი 2021, 15:10

COVID19

თამარ გაბუნია: COVAX პლატფორმა საქართველოს კიდევ ერთი ვაქცინის, ამერიკული „ნოვავაქსის“ შესყიდვას სთავაზობს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, უწყებამ ინტერესი დოზების შეძენასთან დაკავშირებით უკვე დაადასტურა. თამარ გაბუნიას განცხადებით, ასევე დაწყებულია პირდაპირი მოლაპარაკებები მწარმოებელ კომპანიასთან, ეს იქნება სერუმის ინსტიტუტი, სადაც ინტერესის წერილი უკვე გაგზავნილია. გაბუნიას თქმით, მოკლე ვადებში გახდება ცნობილი დოზების ოდენობა და ჩამოსვლის სავარაუდო ვადები.