imedi /  20 თებერვალი 2021, 12:50 / სანდო წყარო

კახა კალაძე: მე არჩეული მერი ვარ, რაც თბილისისა და თბილისელების წინაშე დიდი პასუხისმგებლობაა

კახა კალაძე

კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მიმდინარე სამთავრობო ცვლილებებსა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებაზე ისაუბრა.

ჟურნალისტების კითხვაზე, იყო თუ არა გუნდში მსჯელობა, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, პრემიერ-მინისტრად მისი კანდიდატურის დაყენების შესახებ, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ამაზე საუბარი არ ჰქონია.

მისივე თქმით, ის არის არჩეული მერი და ყოველდღიური საქმიანობით, ცდილობს, რომ თბილისელების წინაშე აღებული პასუხისმგებლობა შეასრულოს.

„არ მქონია ამაზე საუბარი. იცით, რომ მე არჩეული მერი ვარ, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა თბილისისა და თბილისელების წინაშე. ჩემი ყოველდღიური საქმიანობით ვცდილობ, რომ მათ იმედები არ გავუცრუო და ყველაფერი გავაკეთო, რაც საჭიროა ჩემი ქალაქისთვის. უამრავი პრობლემაა. ყოველდღიურად, თქვენც ჩემთან ერთად დადიხართ, სხვადასხვა პროექტს ეცნობით. ჩვენ ვსაუბრობთ იმ აუცილებლობებზე, პრობლემებზე, რომელიც 30 წელია არსებობს დედაქალაქში. მე ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ამ შემართებით შესაძლებელია ყველაფრის გადალახვა და მოწესრიგება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ყველა სიახლე

25 თებერვალი 2021, 19:29

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი: მნიშვნელოვანია, კოორდინირებული მოქმედებით გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა ახალგაზრდებში დასაქმების ხელშეწყობის მიზნით

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში თემატურ მოკვლევაზე - „დასაქმების ხელშეწყობა ახალგაზრდებში“ წინა მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ონლაინ ფორმატის შეხვედრაში ბრიტანელმა ექსპერტმა, ალისტერ დოერტიმ შეხვედრის მონაწილეებს ბრიტანული მოდელის პრეზენტაცია წარუდგინა და საკუთარ გამოცდილებაზე ინფორმაცია მიაწოდა. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, თამარ ტალიაშვილმა, ახალგაზრდების დასაქმების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციების წინადადებები გააცნო შეხვედრის მონაწილეებს.

სანა მარინი

25 თებერვალი 2021, 19:24

COVID19

8 მარტიდან ფინეთში ლოკდაუნის სამკვირიანი რეჟიმი დაწესდება

ფინეთის პრემიერ-მინისტრის, სანა მარინის განცხადებით, 8 მარტიდან ქვეყანაში ლოკდაუნის სამკვირიანი რეჟიმი დაწესდება.

კარლ ჰარცელი

25 თებერვალი 2021, 19:21

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: საქართველოს დამოუკიდებლობის დაფასება და განმტკიცება ჩვენი მყარი პარტნიორობის მთავარი მიზანია

ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას და მასთან ერთად იხსენებს, თუ როგორ დაეცა საქართველოს დამოუკიდებელი, დემოკრატიული რესპუბლიკა 100 წლის წინ საბჭოთა არმიის შემოჭრის შემდეგ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით Twitter-ზე წერს.

დავით სერგეენკო

25 თებერვალი 2021, 19:15

სამართალი

დავით სერგეენკო: არ შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ჩასაფრება და რაღაცის მოდელირება

როგორც არ უნდა თვლიდე, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მისაღები არ არის, სასამართლოს გადაწყვეტილება არის სასამართლოს გადაწყვეტილება და მე ვერაფრით ვერ შევაფასებ მას. უბრალოდ, უნდა მივყვეთ კანონიერ გზას, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკომ ნიკა მელიას დაკავებაზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი ტატიშვილი

25 თებერვალი 2021, 19:00

ეკონომიკა

გიორგი ტატიშვილი: „OMV Petrom SA“-ს გადაწყვეტილება მკაფიო ინდიკატორია იმისა, საქართველოში შესანიშნავი მსოფლიო დონის საინვესტიციო გარემოა

ტენდერი, რომელშიც „OMV Petrom SA“-ს კომპანიამ გაიმარჯვა, გასული წლის ივნისში ჩატარდა და დღეს მთავრობამ მოიწონა ხელშეკრულება, რომელიც უნდა გაფორმდეს ამ კომპანიასთან, - ამის შესახებ ნავთობის და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი ტატიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, „OMV Petrom SA“-ს კომპანიას 25 წლის განმავლობაში ექნება უფლება, საქართველო შავი ზღვის შელფის ნაწილზე აწარმოოს ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოები.

დავით სერგეენკო

25 თებერვალი 2021, 18:58

პოლიტიკა

დავით სერგეენკო: მართლა მჯერა, რომ მოლაპარაკება ძალაში შევა და პარლამენტში იქნება თუნდაც უმწვავესი დებატები

მართლა მჯერა, რომ მოლაპარაკება ძალაში შევა და პარლამენტში იქნება თუნდაც უმწვავესი დებატები, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, მოლაპარაკების არსი კომპრომისებს გულისხმობს.

25 თებერვალი 2021, 18:57

სამართალი

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რატომ არ დააკმაყოფილა ნიკა მელიას საჩივარი

განაჩენის გამოტანამდე ორ თვეში ერთხელ გადასინჯოს პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი; მხარეებს ასევე აქვთ შესაძლებლობა განაჩენის გამოტანამდე ახალი არსებითი მნიშვნელობის საკითხის არსებობის შემთხვევაში შუამდგომლობით მიმართოს საქმის განმხილველ მოსამართლეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დავით სერგეენკო

25 თებერვალი 2021, 18:55

COVID19

დავით სერგეენკო: ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველოში ვაქცინა მალე შემოვიდეს

„ერთადერთი გამონაკლისი ალბათ ისრაელია, ვინც დაიწყო პირველი ვაქცინის კეთება, სერიოზული პრობლემა აქვთ მეორე დოზის მიწოდებაზე. ვაქცინაციის პროცესი წყნარად და მშვიდად არსად არ მიდის. გასულ კვირას იაპონიის ელჩს შევხვდი, რომელმაც მითხრა, რომ ვაქცინაცია იაპონიაში ორი კვირის წინ დაიწყო - აი, ასეთ განვითარებულ და დისციპლინებულ ქვეყანაში. შეიძლებოდა ჩვენ იმ ქვეყნების რიგში ჩავმდგარიყავით, ვინც ვაქცინაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არაკვალიფიცირებული ვაქცინებით, მაგალითად, ჩინურითა და რუსულით დაიწყო, მაგრამ ეს ჩემი აზრით, სწორი საქციელი არ იქნებოდა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

25 თებერვალი 2021, 18:50

საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრი: სოციალურ ქსელებში ვრცელდება 24 თებერვალს საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ამირან გამყრელიძის გამოსვლისა და განაცხადების არასწორი ინტერპრეტაცია

სოციალურ ქსელებში ვრცელდება 24 თებერვალს საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ბატონი ამირან გამყრელიძის გამოსვლისა და განაცხადების არასწორი ინტერპრეტაცია, რაც გარკვეულ დეზინფორმაციულ ხასიათს ატარებს და რომელიც ეხებოდა საქართველოში კომპანია ფაიზერის ვაქცინის შემოსვლას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებაშია ნათქვამი.

25 თებერვალი 2021, 18:45

საზოგადოება

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მუშაობის ანგარიში მოისმინა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მუშაობის ანგარიში ამავე სააგენტოს დირექტორმა ზაალ კაპანაძემ წარადგინა. მისი თქმით, 2020 წელი, პანდემიიდან გამომდინარე, არაორდინალური იყო, მაგრამ სააგენტოს ძირითადი ფუნქციების განხორციელება არ შეუჩერებია, პირიქით, გაორმაგებული რეჟიმით უწევდა მუშაობა.

25 თებერვალი 2021, 18:42

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: თუ პრეზიდენტი გენშტაბის ხელმძღვანელის გათავისუფლებას ხელს არ მოაწერს, ეს ნიშნავს, რომ ის გადატრიალებას უერთდება

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა, არმენ სარგსიანმა ხელი უნდა მოაწეროს შუამდგომლობას შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

გიორგი ვოლსკი

25 თებერვალი 2021, 18:38

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ოპოზიციას: ყურადღებით იყავით, უპირველეს ყოვლისა საქართველოს ინტერესები და მერე დანარჩენი

მე არ ვამბობ, რომ იმ ხალხს, იმ გულუბრყვილო ადამიანებს, ვინც აქციებში იღებენ მონაწილეობას ეს სრული ინფორმაცია აქვთ და მაინც რუსულ წისქვილზე ასხამენ წყალს, მაგრამ საკმარისია 2 ადამიანი, ვისაც ასეთი მეთოდით უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა, რომ ბევრი ადამიანი აიყოლიონ. ყურადღებით იყავით, უპირველეს ყოვლისა საქართველოს ინტერესები და მერე დანარჩენი“, - განაცხადა გიორგი ვოლსკი.

გიორგი ვოლსკი

25 თებერვალი 2021, 18:29

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: მიუხედავად პოლიტიკური მიუღებლობისა, მაინც მეგონა, რომ ამა თუ იმ ფლანგიდან გამოჩნდებოდა პოლიტიკური ძალები, რომლებიც რეალურ მუშაობაში ჩაერთვებოდნენ

მიუხედავად პოლიტიკური მიუღებლობისა, მაინც მეგონა, რომ ამა თუ იმ ფლანგიდან გამოჩნდებოდა პოლიტიკური ძალები, რომლებიც რეალურ მუშაობაში ჩაერთვებოდნენ და იმ პროცესში, რასაც ჰქვია გამოძიება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

25 თებერვალი 2021, 18:28

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: ვახო სანაიაზე თავდამსხმელები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიაზე მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა.

გიორგი ვოლსკი

25 თებერვალი 2021, 18:20

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: გავრილოვს ახლახან ბოდიში მოუხადა ერთ-ერთმა პარტიის ლიდერმა, რომელიც შალვას ფანჩატურში წამყვანი პირია

გავრილოვს, რომელსაც თავის ქვეყანაში არავითარი პოლიტიკური წონა არ აქვს, ახლახან ბოდიში მოუხადა ერთ-ერთმა პარტიის ლიდერმა, რომელიც შალვას ფანჩატურში წამყვანი პირია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, რითი შეიძლება დაახასიათო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, თუ არა ევროკავშირში ინტეგრაციის იმ ხარისხით, რაც არასდროს ყოფილა.

გიორგი ვოლსკი

25 თებერვალი 2021, 18:17

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ოპოზიცია საბჭოთა კავშირის პოზიციების გაძლიერებას დღესაც ცდილობს

„დღეს რაც ხდება, პარლამენტზე შტურმი, მელიას დაპატიმრება, რომელზეც მთელმა უშველებელმა ბრიგადამ იმუშავა და ბოლოს და ბოლოს დააჭერინეს, ეს ყველაფერი ერთად რომ გავანაალიზოთ ვფიქრობ სერიოზულ დასკვნებს უნდა გავიდეს ის საზოგადოება, როელიც პარლამენტის წინ დგას“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

25 თებერვალი 2021, 18:14

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი პოლონელ კოლეგას ესაუბრა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა თავის პოლონელ კოლეგასთან, ზბიგნიევ რაუსთან. საუბრისას, დიპლომატებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული განსაკუთრებული მეგობრობა და პარტნიორობა.

ნიკა მელია

25 თებერვალი 2021, 18:11

სამართალი

პროკურატურა მზადაა, გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში ნიკა მელიასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე სასამართლოს მიმართოს

დაცვის მხარის მიერ მოსამართლის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე, - ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

25 თებერვალი 2021, 18:07

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ნებისმიერ ადამიანზე ძალადობა, განსაკუთრებით თუ ეს ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით ხდება, კატეგორიულად მიუღებელია

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება „ძალადობა ნებისმიერი ადამიანის, განსაკუთრებით თუ ეს ხდება ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, არის კატეგორიულად მიუღებელი. ეს არის ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზეც საზოგადოების ყველა წევრი ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევთანხმდეთ!

25 თებერვალი 2021, 17:42

სამართალი

შატილის გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და შატილის გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ტურისტული კომპანიის დირექტორი შალვა ბოლოთაშვილი და მიკროავტობუსის მესაკუთრე გოჩა გოგილაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ.