www.imedi.ge /  20 თებერვალი 2021, 15:28 / სანდო წყარო

დავით ზალკალიანის თქმით, საგარეო პოლიტიკის სტრატეგია აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს შორის ხარისხიან თანამშრომლობას მოითხოვს

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი

3 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, დავით ზალკალიანს უსმენენ. ის დეპუტატებს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ესაუბრება. ზალკალიანის თქმით, სამთავრობო პროგრამა ეფუძნება ევროპული ქვეყნის მშენებლობას და მთავრობის მთელი ძალისხმევა მიმართულია 2024 წელს საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანაზე არის მიმართული, რაც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სრულ კონსოლიდაციას მოითხოვს.

„მინდა ასევე აღვნიშნო დიდი სიამოვნებით და კმაყოფილებით ის ფაქტი, რომ ახალარჩეული პარლამენტის პირველი რეზოლუცია, რომელიც თქვენ მიიღეთ, იყო საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ. ეს იყო მნიშვნელოვანი გზავნილი, როგორც ქვეყნის შიგნით ჩვენი საზოგადოებისთვის, ისევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომელიც იყო აღქმული უაღრესად პოზიტიურად და ძალიან მნიშვნელოვანია ის ორიენტირები, რომელიც განსაზღვრულია ამ საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან რეზოლუციაში და მოითხოვს კოორდინირებულ და ხარისხიან თანამშრომლობას საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის. მე მაშინაც დაგარწმუნეთ ამაში და ვფიქრობ განვლილი ორი თვეც არის დასტური იმისა, რომ ჩვენ მუდმივად ვიყავით თქვენთან კომუნიკაციის რეჟიმში ყველა მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ეს თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, რადგან საგარეო სტრატეგია 3-წლიანი დოკუმენტი მოითხოვს, რომ ეს პოლიტიკა მუდმივად იყოს თავსებადი გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან.

პარლამენტის ხუთმა კომიტეტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა უკვე გამოუცხადა.

ყველა სიახლე

01 მარტი 2021, 13:18

მსოფლიო

ირანის საგარეო უწყება: ბაიდენის ადმინისტრაციამ თეირანის მიმართ ტრამპის პოლიტიკა უნდა შეცვალოს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-მა ირანს სანქციები უნდა მოუხსნას, თუ 2015 წლის ბირთვული შეთანხმების გადასარჩენად მოლაპარაკებების გამართვა სურს.

01 მარტი 2021, 13:15

რეგიონი

ზუგდიდში დამატებით 8 ქუჩაზე წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს

წყალმომარაგების კომპანიამ, ქალაქ ზუგდიდში, დამატებით რვა ქუჩაზე წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში ყაზბეგის, ჯიქიას, ხელაიას, საირმის, ბარამიას, აღმაშენებლის (მიმდებარე ჩიხებით), თავისუფლებისა (მიმდებარე ჩიხებით) და კოსტავას ქუჩებზე წყალარინების ახალი სისტემები მოეწყობა.

01 მარტი 2021, 13:08

საზოგადოება

როგორი ამინდია საქართველოში უახლოეს დღეებში მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-4 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +5, +10 გრადუსია მოსალოდნელი. 3 - 4 მარტს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

01 მარტი 2021, 12:55

პოლიტიკა

შარლ მიშელი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. ის ევროკავშირის დამკვირვებლების თანხლებით შევიდა ხურვალეთში, სადაც ადგილზე არსებულ ვითარებას პირადად გაეცნობა.

01 მარტი 2021, 12:52

რეგიონი

კახეთის რეგიონში საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 4 სექცია ამოქმედდა

2021 წლის 1-ლი მარტიდან, საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, კახეთის რეგიონში, ახმეტის რაიონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 4 სექცია ამოქმედდა, - ამის შესახებ ინფორმაციას 112 ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სულ საქართველოს მასშტაბით უკვე 1 213 კმ. სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით.

01 მარტი 2021, 12:50

პოლიტიკა

პარლამენტში EPLO-ს რეგიონულ ოფისთან დადებული შეთანხმება განიხილეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „საქართველოსა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) შორის სამხრეთ კავკასიაში EPLO-ს რეგიონული ოფისის სტატუსის შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება განიხილეს.

დავით ყაზარაშვილი

01 მარტი 2021, 12:45

სამართალი

დავით ყაზარაშვილი: სასამართლო პროცესებზე შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულთა ტყუილები უკვე გამოკვეთილია, არავინ დაიჯერებს ზღაპრებს, რასაც ადვოკატები ჰყვებიან

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულთა ტყუილები სასამართლო პროცესებზე უკვე გამოკვეთილია და არავინ დაიჯერებს იმ ზღაპრებს, რასაც ადვოკატები ჰყვებიან, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა განაცხადა. საქმის პროკურორის განცხადებით, ამ ეპიზოდში ბრალდებული ხუთივე პირი დამნაშავეა შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში. ყაზარაშვილის თქმით, სწორედ მათ სცემეს ახალგაზრდა ფეხბურთელს, რის შემდეგაც მდინარე არაგვში ჩააგდეს.

01 მარტი 2021, 12:44

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის 11 571 ახალი შემთხვევა დადასტურდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11 571 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 333 პაციენტი გარდაიცვალა.

01 მარტი 2021, 12:43

საზოგადოება

კერძო სკოლებს მოსწავლისთვის ფინანსური დავალიანების გამო სტატუსის შეწყვეტაზე ვალდებულებები უწესდებათ - რა წერია კანონპროექტში

პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს. საკანონმდებლო ინიციატივა დეპუტატებს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ამილახვარმა გააცნო.

ლუკ კოფი

01 მარტი 2021, 12:41

პოლიტიკა

ლუკ კოფი: მე არ ვარ მზად ვთქვა, რომ საქართველო ევროატლანტიკურ გზას აღარ ადგას, ამის არ მჯერა

მე არ ვარ მზად ვთქვა, რომ საქართველო ევროატლანტიკურ გზას აღარ ადგას, ამის არ მჯერა, - ამის შესახებ „ჰერიტიჯის ფონდის“ წარმომადგენლმა ლუკ კოფიმ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა. „ვფიქრობ, ყველა დემოკრატიას აქვს აღმასვლა და დაღმასვლა, ჩვენ ვნახეთ, რა მოხდა 6 იანვარს ამერიკაში, ჩვენ გამუდმებით ვსწავლობთ შეცდომებზე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ეს შეცდომები ხდება, ვაღიაროთ და ვცადოთ გამოვასწოროთ ისინი. ამის ნახვას ვისურვებდი. საქართველოში განსხვავებული პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შორის უნდა იყოს გულწრფელი დიალოგი იმისათვის, რომ ამ ჩიხიდან გამოსვლა გახდეს შესაძლებელი“, - აღნიშნა მან.

ლუკ კოფი

01 მარტი 2021, 12:39

პოლიტიკა

ლუკ კოფი: ვისურვებდი, სახელმწიფო მდივანი წავიდეს თბილისში, რომ დაეხმაროს ჩვენს მეგობრებს, საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარეს, ერთმანეთთან გულწრფელი დიალოგისთვის

ვფიქრობ, სამხრეთ კავკასიაში ამერიკის ლიდერობის დროა და ვისურვებდი მენახა, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თვითმფრინავში ჩაჯდეს და წავიდეს თბილისში, გამოიყენოს ის გავლენა, რაც ამერიკის სახელმწიფო მდივანს აქვს იმისთვის, რომ დაეხმაროს ჩვენს მოკავშირეებს, პარტნიორებს, მეგობრებს საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარეს ერთმანეთთან გულწრფელი დიალოგისთვის, - ამის შესახებ „ჰერიტიჯის ფონდის“ წარმომადგენლმა ლუკ კოფიმ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ამერიკელები ვერ გადაჭრიან საქართველოს ნაცვლად მის პრობლემებს, მაგრამ შეუძლიათ მეგობარ საქართველოს დაეხმაროთ სიტუაციის გაუმჯობესებაში.

დიმიტრი ხუნდაძე

01 მარტი 2021, 12:39

COVID19

დიმიტრი ხუნდაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, დიმიტრი ხუნდაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც imedinews-ს პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, დეპუტატი თავს კარგად გრძნობს და ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

01 მარტი 2021, 12:39

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 51 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 51 204 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 097 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

01 მარტი 2021, 12:37

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: შარლ მიშელის ვიზიტი აშკარად ცხადყოფს, რომ ჩვენს რეგიონს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისთვის

ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი შედგა შარლ მიშელთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საკითხთა ფართო სპექტრზე, მათ შორის - ოკუპაციასა და გლობალურ პანდემიაზე.

01 მარტი 2021, 12:34

COVID19

ნორვეგიის დედაქალაქში კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვები მკაცრდება

კორონავირუსის ახალი ვარიანტის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვები მკაცრდება. ამის შესახებ ოსლოს მერმა, რაიმონ იოჰანსენმა განაცხადა.

01 მარტი 2021, 12:31

კულტურა

დღეს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება

დღეს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი იხსნება. კინოფესტივალის საზეიმოდ გახსნის პარალელურად, ეროვნული კინოცენტრი მაყურებელს შესთავაზებს ბერლინალეს მონაწილე ქართული ფილმების ონლაინ რეტროსპექტივას. კინოფესტივალის მსგავსად, რესტოსპექტივაც ორ ნაწილად, მარტისა და ივნისის თვეებში გაიმართება.

01 მარტი 2021, 12:31

COVID19

ჯანმო: მსოფლიოს მოსახლეობის 10%-ს კორონავირუსზე ანტისხეულები აქვს

მისივე თქმით, მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებსა და რაიონებში ანტისხეულები მოსახლეობის ნახევარს აქვს, თუმცა ე.წ. კოლექტიური იმუნიტეტის ჩამოყალიბებაზე საუბარი ნაადრევია. სვამინატანის მტკიცებით, კოლექტიური იმუნიტეტის შესაქმნელად მასობრივი ვაქცინაციაა აუცილებელი.

01 მარტი 2021, 12:22

რეგიონი

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა დამწყები და მოქმედი ბიზნესების წარმომადგენლებს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევენ

ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) დამწყები და მოქმედი ბიზნესების წარმომადგენლებს, სოფლად არასასოფლო-სამეურნეო საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევენ, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრელებს.

ლევან სილაგავა

01 მარტი 2021, 12:19

ეკონომიკა

ლევან სილაგავა: რუსული ხორბალი, ნაწილობრივ, ყაზახურით ჩანაცვლდება

რუსული ხორბალი, გარკვეული რაოდენობით, ყაზახური ხორბლით ჩანაცვლდება, – ამის შესახებ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

არმენ სარგსიანი

01 მარტი 2021, 12:17

მსოფლიო

სომხეთის პრეზიდენტი მოსახლეობას ერთიანობისა და სოლიდარობისკენ მოუწოდებს

პოლიტური კრიზისის ფონზე, სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარგსიანი მოსახლეობას ერთიანობისა და სოლიდარობისკენ მოუწოდებს.