ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას: რეალური დებატები გავმართოთ, პრობლემებზე ვიმსჯელოთ - გაუთავებელი ურთიერთბრალდებები აღარავის სიამოვნებს
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ოპოზიცია ბრალს გვდებს, რომ არჩევნები გავაყალბეთ, ამ დროს არავითარი რეალური მტკიცებულება მათ არ წარმოუდგენიათ. ჩვენმა ხელისუფლებამ არაერთი ნაბიჯი გადადგა იმისათვის, რომ ჩვენი კონსტრუქციული მზაობა გვეჩვენებინა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის რიგგარეშე სხდომაზე.
„ირაკლი კობახიძე გამოვიდა ინიციატივით და მან კონკრეტული გეგმა წარუდგინა ოპოზიციას, შევთავაზეთ ერთგვარი გამოსავალი ამ ჩიხურ სიტუაციაში. მინდა შევახსენო ჩვენს საერთაშორისი მეგობრებს, რომ ყველა ამ საარჩევნო ბიულეტენსა და უბანზე ნაცმოძრაობას და ოპოზიციას საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდა და ყველა ასეთ ბიულეტენსა თუ დოკუმენტზე მათი ხელმოწერა არსებობს. მაშ სად არის ლოგიკა?!
მათი ლოგიკა არის შემდეგი: სანამ „ქართული ოცნება“ არ წააგებს არჩევნებს, მანამდე არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს. მათ კარგად იციან, რომ არჩევნების გზით მათი ხელისუფლებაში დარჩენა გამორიცხულია. ძალიან მალე მათი პოლიტიკაში დარჩენაც ძალიან რთული გახდება.
მივმართავ რადიკალურ ოპოზიციას, რომლებიც პარლამენტში არ შემოდიან, მათ აქვთ უნიკალური შანსი მიიღონ რეალური მონაწილეობა აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში. რეალური დებატები გავმართოთ, ვიმსჯელოთ რეალურ პრობლემაზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს. ამაზე ვიკამათოთ, ამაზე ვიმსჯელოთ. ეს გაუთავებელი ურთიერთბრალდებები აღარავის სიამოვნებს, მაგრამ როდესაც თავს გესხმიან და ყველაფერს გაბრალებენ, გიჩნდება ერთადერთი სურვილი, უპასუხო და არ დატოვო რეაგირების გარეშე ასეთი ბინძური ბრალდებები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დღეს პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას უყრის კენჭს. როგორც უკვე ცნობილია, ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ორი ახალი სახე იქნება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ირაკლი ქარსელაძე უხელმძღვანელებს, თავდაცვის უწყებას კი ჯუანშერ ბურჭულაძე ჩაიბარებს.
11 იანვარს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შესახებ საგამოძიებო კომისია შეიქმნება და ოპოზიციურ პარტიებს საპარლამენტო მუშაობასა და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში ჩართვისკენ მოუწოდა.
პარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის დადგენილება 17 თებერვალს მიიღო.
ყველა სიახლე
12 ივნისი 2026, 11:31
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: თითის საქნევი საქართველოს არავისგან არაფერი აქვს, მითუმეტეს ბრიუსელის მოქმედი ბიუროკრატიის მხრიდან
ტექნიკური შეხვედრა არ უნდა გადაიზარდოს არავითარ შემთხვევაში პოლიტიკურ თითის ქნევაში, - განაცხადა „ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
12 ივნისი 2026, 11:30
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: დღეს ჩვენ ირანთან ომი დავასრულეთ
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკამ ირანთან ომი დაასრულა.
12 ივნისი 2026, 11:30
პოლიტიკა
პრემიერი: საქართველო და აშშ ერთად ვცდილობთ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას და ასეთ დროს, როდესაც ჯო უილსონი, რომელიც წარმოადგენს მმართველ პარტიას, თავს ესხმის საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების გამო, არის აბსოლუტურად ალოგიკური, რასაც აქვს ერთადერთი მიზეზი, ის იღებს დავალებებს, რომლებიც მიმართულია ჩვენი ხალხის, ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, „ნაცმოძრაობა“ და ჯო უილსონი ერთი ხელიდან იმართებიან
„ნაცმოძრაობას“ და ჯო უილსონს ჰყავთ ერთი პატრონი, ერთი ხელიდან იმართებიან ისინი, იღებენ დავალებებს ერთი და იმავე ხალხისგან, აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ სინქრონიზებულია მათი განცხადებები ერთმანეთთან, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყირგიზეთში ქართველ ჟურნალისტებს.
12 ივნისი 2026, 11:23
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: მოველით, რომ ევროკავშირის მხარე უფრო მეტად გაითვალისწინებს იმ ლეგიტიმურ მიზეზებს, რაც არსებობს სავიზო დიალოგის ფარგლებში და იმ ლეგიტიმურ პირობებს, რაც აქვს ქართულ მხარეს
ქართულმა მხარემ თავის მხრივ პოზიციები წარადგინა, რომელიც შეეხება იმ წუხილებს და რეკომენდაციებს, რაც დაფიქსირებული იყო ევროკავშირის მხრიდან, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
12 ივნისი 2026, 11:20
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას აბსოლუტურად არავითარი შანსი არ აქვს, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ ქართველ ხალხთან და ამიტომ არიან ორიენტირებულები არა ქართველ ხალხზე, არამედ, მათ გარე პატრონებზე, მათ ერთმანეთიც კი არ მოსწონთ და როგორ უნდა მოაწონონ ქართველ ხალხს თავი
ოპოზიცია არის სუსტი და სისუსტის პირობებში რთულია მათთვის ერთმანეთთან თანამშრომლობა, მათ ერთმანეთიც კი არ მოსწონთ და როგორ უნდა მოაწონონ ქართველ ხალხს თავი, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ყირგიზეთში.
12 ივნისი 2026, 11:18
პოლიტიკა
პრემიერი: ყირგიზეთი ცდილობს მაქსიმალურად გააძლიეროს საკუთარი ფუნქცია დაკავშირებადობის კუთხით, ეს ქმნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენთვის, ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობისთვის, ვეცდებით, მაქსიმალურად ავითვისოთ ეს პოტენციალი
ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ გავაღრმაოთ, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური განუცხადა ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
12 ივნისი 2026, 11:17
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში, ევროპულ ბიუროკრატიაში შეიცვლება მიდგომები, ჩამოყალიბდება სამართლიანი მიდგომა ქართველი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის მიმართ, ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი და აბსოლუტურად ღია ვართ დიალოგისთვის, სამწუხაროა, რომ შანტაჟისთვის გამოიყენება ვიზალიბერალიზაციის საკითხი
ყველა მიმართულებით ჩვენ ვართ ღია დიალოგისთვის, მათ შორის იმ თემებზე, რაც განიხილებოდა ბრიუსელში კონკრეტულად ვიზებთან დაკავშირებით, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიშკეკში ქართველ ჟურნალისტებს.
12 ივნისი 2026, 11:14
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის 5 თვეში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 39 ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 მაისის ჩათვლით, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 39 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 9 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა დაახლოებით 257 000 ლარია.
12 ივნისი 2026, 11:14
პოლიტიკა
პრემიერი: ყირგიზეთისთვის, ისევე როგორც ცენტრალური აზიის ყველა ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა, დაკავშირებადობის კუთხით კავშირების გაძლიერება, მიზეზი არის ის, რომ საქართველო აკავშირებს ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანას შავ ზღვასთან და დასავლურ სივრცესთან
ბუნებრივია, ყირგიზეთისთვის, ისევე როგორც ცენტრალური აზიის ყველა ქვეყნისთვის, არის მნიშვნელოვანი საქართველოსთან ეკონომიკური, სავაჭრო თანამშრომლობა, დაკავშირებადობის კუთხით კავშირების გაძლიერება, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყირგიზეთში ქართველ ჟურნალისტებს.
12 ივნისი 2026, 11:11
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი ბრიუსელის სამუშაო შეხვედრაზე: ეს იყო პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი სამუშაო შეხვედრა მოგონილი იმისთვის, რომ ევროკომისიამ თავი დააღწიოს იმ ჩიხს, სადაც თავადვე შევიდნენ
„თავიდან ბოლომდე ეს იყო პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა ბრიუსელში ვიზალიბერალიზაციის საკითხზე გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.
12 ივნისი 2026, 11:03
ეკონომიკა
ნათია თურნავა ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ეკონომიკური და ფინანსური თანამშრომლობის საკითხები, ფინანსური ბაზრებისა და სერვისების მიმართულებით მიმდინარე თანამშრომლობა და სამომავლო პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები.
12 ივნისი 2026, 11:01
ეკონომიკა
„აღმოაჩინე საქართველო: ფარული მარგალიტი დაუვიწყარი ემოციებისთვის”- გავლენიანი ფრანგული გამოცემა Elle France ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე სტატიას აქვეყნებს
გავლენიანმა მედიაპლატფორმამ Elle France საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ საიმიჯო სტატია გამოაქვეყნა, სათაურით: „აღმოაჩინე საქართველო: ფარული მარგალიტი დაუვიწყარი ემოციებისთვის მთელი წლის განმავლობაში” (Découvrez la Géorgie: un joyau caché pour des émotions inoubliables toute l’année).
12 ივნისი 2026, 11:00
მსოფლიო
POLITICO: კაია კალასს თავისი დიპლომატიური სამსახურის რეფორმირება არ სურს
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლემა საგარეო ურთიერთბათა საკითხებში კაია კალასმა მკაცრად დაიცვა ევროკავშირის დიპლომატიური სამსახური იმ ფონზე, როდესაც გაჩნდა წინადადებები მისი რეფორმირების ან თუნდაც გაუქმების შესახებ. ინფორმაციას POLITICO ავრცლებს.
12 ივნისი 2026, 10:51
პოლიტიკა
მარიზი კობახიძე: მე პირადად სიამოვნებით გავხდები ნანუკას გუნდის წევრი, თუკი ეს ჩემ ქვეყანას სიკეთეს მოუტანს
ჩვენი ყოველი დღე მისი საფიქრალი გახდა თითქმის, 2 წელია და მე პირადად სიამოვნებით გავხდები მისი გუნდის წევრი, თუკი ეს ჩემ ქვეყანას სიკეთეს მოუტანს, - წერს ძალადობრივი აქციებისას დაკავებული თორნიკე გოშაძის დედა და ოპოზიციის აქტივისტი, მარიზი კობახიძე ნანა ჟორჟოლიანის შესახებ.
12 ივნისი 2026, 10:46
ეკონომიკა
ნათია თურნავა ჩინეთის ცენტრალური ბანკისა და საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის მიერ ორგანიზებულ სიმპოზიუმში მთავარი მომხსენებლის რანგში წარდგა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ჩინეთის ცენტრალური ბანკისა (PBoC) და საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) მიერ შანხაიში ორგანიზებულ მაღალი დონის საერთაშორისო სიმპოზიუმში „გლობალურ ფინანსურ გაურკვევლობაში ორიენტირება: მიმდინარე პროცესები ფინანსურ ბაზრებზე, საინვესტიციო სტრატეგიები და საერთაშორისო სავალუტო სისტემა“ მთავარი მომხსენებლის სტატუსით გამოვიდა.
12 ივნისი 2026, 10:27
პოლიტიკა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კუეიჭოუს პროვინციის დელეგაციას უმასპინძლა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, კუეიჭოუს პროვინციის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ეწვია. დელეგაციას კუეიჭოუს პროვინციის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილე - იანგ ჟუო ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.
12 ივნისი 2026, 10:25
ეკონომიკა
რევაზ სოხაძე: ინდექსაციის ცვლილებები ბიზნესს გრძელვადიანი დაგეგმვის შესაძლებლობას აძლევს
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს სამინისტროს სისტემაში, მათ შორის მუნიციპალური განვითარების ფონდის, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ჩათვლით დაახლოებით 9.5 მილიარდი ლარის ტენდერები გამოცხადდება, საიდანაც უკვე 3 მილიარდ ლარზე მეტი უკვე გამოცხადებულია. მისივე თქმით, პროექტები მოიცავს სკოლების, ბაღების, გზების, სპორტული ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების მიმართულებებს და ისინი ახალი წესებით განხორციელდება, ხოლო უწყება ყოველდღიურად იქნება ჩართული, რადგან სწორედ ეს პროცესები წაიყვანს ქვეყანას წინ.
12 ივნისი 2026, 10:23
კულტურა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ნანი ბრეგვაძის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში, ნანი ბრეგვაძესთან ერთად, მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი, სოლისტები - ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, სოფო ხალვაში, ანსამბლი „შვიდკაცა“, ბათუმის მუსიკალური ცენტრის კაპელა, ფესტივალის ორკესტრი და ბენდი მონაწილეობდა. საღამოს წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე იყო.
12 ივნისი 2026, 10:23
სამართალი
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს - ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 7 პირი სხვადასხვა დროს ბათუმში დააკავეს.
12 ივნისი 2026, 10:21
საზოგადოება
გივი მიქანაძემ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა.


