imedi /  23 თებერვალი 2021, 13:36 / სანდო წყარო

ირაკლი ქადაგიშვილი საერთაშორისო გამოხმაურებებზე: ვდგამთ ნაბიჯებს, რათა უკეთესად განვმარტოთ, რა დილემის წინაშე აყენებდნენ პროვოკაციული ძალები სახელმწიფოს

ირაკლი ქადაგიშვილი

ირაკლი ქადაგიშვილი

ბუნებრივი კრიტიკა მოდის და ამ კრიტიკას ჩვენ ველოდებოდით, მაგრამ ჩვენ ამავდროულად ამ კრიტიკის საპასუხოდ ვდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომ კიდევ უფრო კარგად განვმარტოთ, თუ რა დილემის წინაშე აყენებდნენ პროვოკაციული ძალები სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს სტრატეგიული მიღწევის გზაზე. ჩვენ ჩვენს სიმართლეს და პოზიციას მაქსიმალურად გავუზიარებთ ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებს, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ნიკა მელიას დაკავების ფაქტზე საერთაშორისო გამოხმაურებებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო ბოლომდე თავშეკავებული იყო, ამაზე მეტი თავშეკავებულობის რესურსი უბრალოდ აღარ არსებობს.

„საქართველოს კურსი ევროკავშირთან ინტეგრაციაზე არის უცვლელი, სამწუხაროა, რომ ამ გზაზე ყოველთვის, ის პოლიტიკა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ატარებდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ახლა ოპოზიციაში, ყოველთვის შედეგი დგებოდა - მოგებული რჩებოდა რუსეთის ფედერაცია, რადგან მათი პროვოკაციული პოლიტიკის შედეგად სუსტდებოდა სახელმწიფო, დამარცხებული გამოდიოდა საქართველო და გამარჯვებული ყოველთვის ოკუპანტი გამოდიოდა. იმავე მიზნის მიღწევა ნაწილობრივ შეძლეს და ეს იმ განცხადებაშია ასახულია, მაგრამ ჩვენ დავაზღვიეთ სახელმწიფო იმისგან, რომ ის არ ჩამოშლილიყო“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს.

ნიკა მელიას ედავებიან ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას. საქმე ეხება 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს. მაშინ აქციაზე ნიკა მელიამ იქ შეკრებილ ადამიანებს მიმართა, რომ მათი ადგილი პარლამენტს გარეთ არ იყო და ისინი პარლამენტის შენობაში უნდა ყოფილიყვნენ. ამის შემდეგ სიტუაცია დაიძაბა და იქ შეკრებილები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ.

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, ნიკა მელიას აღკვეთის სახით 30000-ლარიანი გირაო შეეფარდა, მაშინ პარლამენტმა მას დეპუტატის იმუნიტეტი პირველად მოუხსნა და სასამართლოს განჩინება აღსრულდა. მან პირველ ჯერზე გადაიხადა 30000 ლარი, თუმცა მას შემდეგ რაც, 2020 წლის 1-ელ ნოემბერს პარლამენტთან აქციაზე ელექტრონული სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა, გენერალურმა პროკურატურამ კიდევ ერთხელ მიმართა სასამართლოს, რათა ნიკა მელიას გირაოს სახით 100 000 ლარი შეფარდებოდა, თუმცა სასამართლომ 40 000 ლარი განუსაზღვრა, რომელიც მან არ გადაიხადა.

ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. მეორე დღეს, 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამასთან დაკავშირებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.

22 თებერვალს, მეათე მოწვევის პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა.

ყველა სიახლე

ბაშარ ასადი და ასმა ასადი

08 მარტი 2021, 16:20

COVID19

სირიის პრეზიდენტსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ

სირიის პრეზიდენტსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფორმაციას ამის შესახებ სირიის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

08 მარტი 2021, 16:19

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: მზად ვართ, გავაგრძელოთ მოლაპარაკებები, რადგან ამას ალტერნატივა არ აქვს

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მოლაპარაკებებისას კომპრომისები აუცილებელია.

გიორგი ხელაშვილი

08 მარტი 2021, 16:18

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: ევროპელები აუცილებლად მონახავენ იმ ფორმატს, რომელიც საქართველოს პოლიტიკაში მედიაციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია

„ხვალ ევროპარლამენტში დებატებზე ველოდებით ძალიან ფუნდამენტურად განხილვას. ძალიან კარგია , რომ ევროკავშირში ასეთი კარგი იციან საქართველოში მიმდინარე პროცესები. ეს ნიშნავს, რომ ძალიან დაინტერესებულები არიან საქართველოთი და ყველა საუბარი საქართველოს თითქოს რადარებიდან გაქრობაზე , დაკარგვაზე ყალბია და ტყუილია. რეალურად ერთი კვირა დარჩა და დიდი იმედი მაქვს, მაღალი პოლიტიკური ტემპერატურის მიუხედავად, შეთანხმებას მივაღწევთ და ამისათვის ორივე მხარემ კონსტრუქციულობა უნდა გამოიჩინოს“.

ანა ფოტიგა

08 მარტი 2021, 16:17

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა: ცვალებადი დინამიკა სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის უფრო ძლიერ ჩართულობასა და თანმიმდევრულ მიდგომას მოითხოვს

ცვალებადი დინამიკა ისეთ მნიშვნელოვან რეგიონში, როგორიც სამხრეთ კავკასიაა, დასავლეთის უფრო ძლიერ ჩართულობასა და თანმიმდევრულ მიდგომას მოითხოვს. ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ თანმიმდევრული მიდგომა საჭიროა ისეთ სფეროებში, როგორიცაა: უსაფრთხოება, ენერგეტიკა, კავშირგაბმულობა, ინვესტიციები, მართვა და სამართლიანი არჩევნები.

08 მარტი 2021, 16:07

საზოგადოება

პარლამენტში ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტში, ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც მოწვეული იყვნენ ვეტერანი სპორტსმენი ქალები. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და რვა მარტი მიულოცა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა.

08 მარტი 2021, 15:55

საზოგადოება

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური დაიწყო

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური ორ სესიად მიმდინარეობს და მასში 6000-ზე მეტი მოსწავლე იღებს მონაწილეობას. პროცესი 12 მარტს გერმანული ენის ტესტირებით დასრულდება. ოლიმპიადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეგულაციის დაცვით მიმდინარეობს.

მაკა ბოჭორიშვილი

08 მარტი 2021, 15:54

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: დიალოგი მხარეებს შორის საუბარს ნიშნავს და ველოდებით მეორე მხრიდანაც კონსტრუქციულ ნაბიჯებს

მმართველი გუნდი მზადაა დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელდეს. დიალოგი მხარეებს შორის საუბარს ნიშნავს და ველოდებით მეორე მხრიდანაც კონსტრუქციულ ნაბიჯებს, მაქსიმალურ მზაობას, რათა დიალოგით ქვეყნისთვის სასიკეთო შედეგს მივაღწიოთ, - ამის შესახებ ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსთან შეხვედრის შემდეგ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

08 მარტი 2021, 15:39

რეგიონი

ჭყონდიდის ეპარქიაში მრევლის ნაწილი ორი დიაკვნისთვის მღვდელმსახურების შეჩერებას აპროტესტებს

ჭყონდიდის ეპარქიაში მრევლის ნაწილია შეკრებილი. ისინი დიაკვნების - კონსტანტინე გაბოსონიასა და პეტრე ღუდუშაურისთვის მღვდელმსახურების შეჩერებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება უსამართლოა.

08 მარტი 2021, 15:33

რეგიონი

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.

08 მარტი 2021, 15:25

რეგიონი

კურორტ გოდერძიზე საბაგიროები გაიხსნა

დღეიდან, კურორტზე „გოდერძი“ სხვა სამთო-სათხილამურო კურორტების მსგავსად, სტუმრებს საბაგიროებით შეუძლიათ ისარგებლონ, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რეგულაციების მიხედვით, გონდოლებში ერთდროულად მხოლოდ 3 პერსონის დაშვებაა შესაძლებელი.

ანა ბრნაბიჩი

08 მარტი 2021, 15:25

მსოფლიო

სერბეთის პრემიერმა პრეზიდენტის უკანონო მოსმენას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა უწოდა

სერბეთის პრემიერ-მინისტრმა, ანა ბრნაბიჩმა ქვეყნის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის უკანონო მოსმენას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა უწოდა. ამის შესახებ ანა ბრნაბიჩმა ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში განაცხადა.

ანდრიუს კუბილიუსი

08 მარტი 2021, 15:25

პოლიტიკა

ანდრიუს კუბილიუსი: თუ შარლ მიშელის მისია წარუმატებელი იქნება, სხვა ვერავინ დაგეხმარებათ - იმედია, ორივე მხარემ იცის, რას ნიშნავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაცია

იმედი გვაქვს, რომ მმართველი გუნდი და ოპოზიცია სერიოზულად მიუდგება პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციას და მის ძალისხმევას, გადაიჭრას საქართველოში პოლიტიკური კრიზისი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტის დროს ორკვირიან ვადაზე მოხდა შეთანხმება. ეს ყველამ იცის. ამ ორ კვირაში უნდა მოხდეს მკაფიო წინადადებების წარდგენა, რაც ქვეყანას შექმნილი კრიზისიდან გამოიყვანს, - აცხადებს ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე, ანდრიუს კუბილიუსი.

08 მარტი 2021, 15:17

COVID19

გერმანიაში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა

კერძოდ, 8 მარტიდან იმუშავებს წიგნისა და ყვავილების მაღაზიები, კოსმეტიკური სალონები, ავტოსკოლები და საპილოტე სასწავლებელი. დანარჩენი მაღაზიები, სასურსათოებისა და აფთიაქების გარდა, ასევე სასტუმროები, რესტორნები და სხვა დაწესებულებები დახურული რჩება.

08 მარტი 2021, 15:14

რეგიონი

კალა-უშგულის მონაკევთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

კალა-უშგულის მონაკევთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კალა-უშგულის მონაკევთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო.

გიგა ბოკერია

08 მარტი 2021, 15:05

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: ჩვენ არ მივცემთ საბაბს, რომ ღარიბაშვილის საკითხის გამოყენებით, ოპოზიციას მოლაპარაკებების ჩაშლა დაბრალდეს თუ აქამდე მივა საქმე

სრული კონსენსუსია იმაზე, რომ ნორმალური - ამ ძალიან არანორმალურ ვითარებაში, რბილად რომ ვთქვა - განვითარება იქნებოდა, რომ ღარიბაშვილისნაირი ფიგურა არც პრემიერ-მინისტრი იყოს და არც მოლაპარაკებებზე იყოს. მიუხედავად ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი კონსენსუსია მთლიანად ოპოზიციაში იმ განსხვავებების მიუხედავად, რაც აქამდე დაფიქსირდა, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.

ანგელა მერკელი

08 მარტი 2021, 14:51

COVID19

ექსპერტები ანგელა მერკელს ვაქცინაციის ნელი ტემპით მიმდინარეობის გამო აკრიტიკებენ

ანგელა მერკელს ექსპერტები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ნელი ტემპით მიმდინარეობის გამო აკრიტიკებენ და პროცესს ბიუროკრატიულ ღამის კოშმარს უწოდებენ. გერმანიაში ვაქცინაცია 2020 წლის დეკემბერში დაიწყო, თუმცა მას შემდეგ მოსახლეობის მხოლოდ 6 პროცენტია აცრილი, აქედან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა მიღებული აქვს 5 მილიონ ადამიანს, ორივე დოზა კი - 3 მილიონს.

მამუკა მდინარაძე

08 მარტი 2021, 14:47

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: 2010-2011 წლებში გაკეთებული ფარული ჩანაწერებით „ნაცმოძრაობა“ მოლაპარაკების ჩაშლას ცდილობს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაცმოძრაობა“ მოლაპარაკების ჩაშლას ცდილობს და ამისთვის 2010-2011 წლებში კუდის მიერ გაკეთებულ ფარულ ჩანაწერებს იყენებს.

08 მარტი 2021, 14:46

COVID19

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსის 80 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 80 508 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 086 ადამიანი გარდაიცვალა.

ბლეიკ გრიფინი

08 მარტი 2021, 14:46

სპორტი

ბლეიკ გრიფინი „ბრუკლინ ნეტსში“ ითამაშებს

31 წლის გრიფინი „ბრუკლინელებისთვის“ მორიგი მეგა ტრანსფერია მანამდე გუნდმა ჯეიმს ჰარდენის გადაბირება შეძლო. მათ გარდა გუნდში ირიცხებიან ისეთი დონის მოთამაშეები, როგორებიც არიან კევინ დურანტი და კაი ირვინგი.

ხატია დეკანოიძე

08 მარტი 2021, 14:45

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: თუ „ქართული ოცნება“ არ წავა ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე, მაშინ 20 მარტს დიდ აქციას გავმართავთ

შეხვედრაზე ვიმსჯელეთ იმ ძალიან მძიმე პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც არის ქვეყანაში და მომავალ გეგმებზე, რომელიც უნდა იყოს საერთო ოპოზიციური ერთობის პლატფორმა, მათ შორის 20 მარტის აქციაზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.