imedi /  23 თებერვალი 2021, 19:45 / სანდო წყარო

გივი მიქანაძე: ნიკა მელიამ გადაწყვიტა, რომ საკუთარი თავი კანონზე მაღლა დაეყენებინა

გივი მიქანაძე

გივი მიქანაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, ნიკა მელიამ გადაწყვიტა, რომ საკუთარი თავი კანონზე მაღლა დაეყენებინა და სახელმწიფო იძულებული გახდა, როგორც დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება, აღესრულებინა სასამართლოს გადაწყვეტილება.

„ეს არის მესიჯი იმისა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ შემდგარ სახელმწიფოში, სადაც კანონის პატივისცემა არის უზენაესი. ოპოზიციის მხრიდან სიტუაცია ინსპირირებულია პროვოკაციულად, ეს ერთ-ერთი ნაწილია იმ სცენარის, რომლის განვითარებასაც რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკვირდებით. ეს არის მცდელობა, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ საზოგადოებას დაანახონ, თითქოს, ნიკა მელია არის სიტუაციაში მეწამული ადამიანი, რეალურად, ეს ადამიანი კანონს ფეხქვეშ თელავს. ამიტომ, სახელმწიფომ ის ზომები მიიღო, რაც ნებისმიერ სახელმწიფოში განხორციელდებოდა“, - განაცხადა მიქანაძემ.

დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს.

ნიკა მელიას ედავებიან ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას. საქმე ეხება 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს. მაშინ აქციაზე ნიკა მელიამ იქ შეკრებილ ადამიანებს მიმართა, რომ მათი ადგილი პარლამენტს გარეთ არ იყო და ისინი პარლამენტის შენობაში უნდა ყოფილიყვნენ. ამის შემდეგ სიტუაცია დაიძაბა და იქ შეკრებილები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ.

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, ნიკა მელიას აღკვეთის სახით 30000-ლარიანი გირაო შეეფარდა, მაშინ პარლამენტმა მას დეპუტატის იმუნიტეტი პირველად მოუხსნა და სასამართლოს განჩინება აღსრულდა. მან პირველ ჯერზე გადაიხადა 30000 ლარი, თუმცა მას შემდეგ რაც, 2020 წლის 1-ელ ნოემბერს პარლამენტთან აქციაზე ელექტრონული სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა, გენერალურმა პროკურატურამ კიდევ ერთხელ მიმართა სასამართლოს, რათა ნიკა მელიას გირაოს სახით 100 000 ლარი შეფარდებოდა, თუმცა სასამართლომ 40 000 ლარი განუსაზღვრა, რომელიც მან არ გადაიხადა.

ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. მეორე დღეს, 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამასთან დაკავშირებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.

22 თებერვალს, მეათე მოწვევის პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა.

ყველა სიახლე

კაროლ ნავროცკი

07 აგვისტო 2026, 15:54

მსოფლიო

კაროლ ნავროცკი: პოლონეთის ინტერესშია, რომ ბანდერას დროშები ვარშავასა და პოლონეთის სხვა ქალაქებში არ ფრიალებდეს

პოლონეთის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის განცხადებით, პოლონეთის ინტერესს წარმოადგენს ის, რომ უკრაინელი ნაციონალისტის, სტეპან ბანდერას დროშებმა ვარშავასა და სხვა ქალაქებში არ იფრიალოს.

ბექა მიქაუტაძე

07 აგვისტო 2026, 15:35

ჯანდაცვა

ბექა მიქაუტაძე: საქართველო ხდება მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მედიკამენტ ჯივინოსტატს შეიძენს და სახელმწიფო პროგრამაში დანერგავს

ხელისუფლებამ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო თანამედროვე მედიკამენტის საქართველოში შემოტანისა და პაციენტებისთვის ხელმისაწვდომობის მიმართულებით უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო.

ალექსანდრე ტაბატაძე

07 აგვისტო 2026, 15:32

პოლიტიკა

ალექსანდრე ტაბატაძე: გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ომის დროს ტყვეების მიმართ დამოკიდებულებას ეხებოდა, არის უკიდურესად უპასუხისმგებლო და აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, ალექსანდრე ტაბატაძე გიორგი ბარამიძის განცხადებას ეხმაურება.

07 აგვისტო 2026, 15:25

მსოფლიო

Financial Times: დიდმა ბრიტანეთმა ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტი დროებით შეზღუდა, რათა შიდა მარაგები შეინარჩუნოს

დიდმა ბრიტანეთმა ევროპელ მეზობლებთან გასულ თვეში ელექტროენერგიის ექსპორტი დროებით შეზღუდა, რათა სიცხეების პერიოდში ქვეყნის შიდა ელექტრომომარაგების საიმედოობა უზრუნველეყო. ინფორმაციას Financial Times-ი ეროვნული ენერგეტიკული სისტემის ოპერატორის (NESO) ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ზურაბ აბაშიძე

07 აგვისტო 2026, 15:21

საზოგადოება

ზურაბ აბაშიძე: რუსთაველის გამზირის განახლება ნიშნავს ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, თანამედროვე ურბანული გარემოს შექმნას და მნიშვნელოვან ინვესტიციას თბილისის მომავალში

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის შესახებ ისაუბრა. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

07 აგვისტო 2026, 15:13

პოლიტიკა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გამართულ შეხვედრაზე, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესთან დაკავშირებით გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადება, ვეტერანებმა დაგმეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესთან დაკავშირებით გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადება, ერთობლივად დაგმეს 7 აგვისტოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში შეკრებილმა ვეტერანებმა. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

07 აგვისტო 2026, 15:07

სამართალი

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა.

07 აგვისტო 2026, 14:55

მსოფლიო

„ევროპის სახალხო პარტია“ ესპანეთის მთავრობას მიგრაციულ კრიზისზე არასათანადო რეაგირების გამო აკრიტიკებს

„ევროპის სახალხო პარტია“ ესპანეთის მთავრობას მიგრაციულ კრიზისზე არასათანადო რეაგირების გამო აკრიტიკებს.

07 აგვისტო 2026, 14:47

პოლიტიკა

ლაშა ფარულავა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ რუსეთთან მიმართებით რიტორიკაზე: არა მხოლოდ მკაცრი, საქართველო იცავდა ჩვენი ქვეყნის ღირსებას და ტერიტორიულ მთლიანობას ყველა ასპარეზზე

ჟურნალისტის კითხვაზე, 2008 წლის ომის შემდეგ, რატომ არ იყო მკაცრი „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ მაშინ საქართველო ქვეყნის ღირსებას იცავდა.

07 აგვისტო 2026, 14:44

პოლიტიკა

გიგი წერეთელი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პერიოდზე: მე არასდროს მახსოვს, მე პირადად, ან ჩემს ირგვლივ რბილი განცხადებებით რომ გამოირჩეოდა ვინმე რუსეთის მიმართ

ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ არ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკა მკაცრი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, გიგი წერეთელი პასუხობს და ამბობს, რომ არ ახსოვს მაშინ რუსეთის მიმართ ვინმეს რბილი განცხადებები გაეკეთებინოს.

07 აგვისტო 2026, 14:39

რეგიონი

ბოლნისში პესტიციდების არალეგალურ სარეალიზაციო ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში პესტიციდების და აგროქიმიკატების არალეგალური სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს.

ნიკოლ ფაშინიანი

07 აგვისტო 2026, 14:38

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: ბრიუსელს სომხეთზე ზემოქმედების ბერკეტი არ აქვს, რათა ერევანს მოსკოვთან ურთიერთობების გაწყვეტა აიძულოს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ბრიუსელს არ აქვს ბერკეტები, რათა ერევანს აიძულოს მოსკოვთან ურთიერთობები გაწყვიტოს.

07 აგვისტო 2026, 14:37

საზოგადოება

გივი მიქანაძე საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა.

ეკა კუპატაძე

07 აგვისტო 2026, 14:36

სამართალი

ეკა კუპატაძე: ჩემი გადასახედიდან 20 ოქტომბერს უკვე იკვეთებოდა ნია იმნაძის ბრალი, მაგრამ პროკურატურა ასე ეჭვსა და ვარაუდზე ხომ ვერ წაუყენებდა ბრალს?! მათ ის განადგურებული მტკიცებულებები აღადგინეს

ჩემი გადასახედიდან 20 ოქტომბერს უკვე იკვეთებოდა ნია იმნაძის ის ბრალი, მაგრამ პროკურატურა ასე ეჭვსა და ვარაუდზე ხომ ვერ წაუყენებდა ბრალს?! მათ ის განადგურებული მტკიცებულებები აღადგინეს, - განაცხადა ეკა კუპატაძემ „ქრონიკასთან“.

07 აგვისტო 2026, 14:35

პოლიტიკა

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ რონი მესხმა, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული პოლიციის დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ რონი მესხმა, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული პოლიციის დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გამართა.

არქივი

07 აგვისტო 2026, 14:30

საზოგადოება

ავჭალაში, სარაჯიშვილის N15-ში უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ სკვერი მოეწყობა

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟი, რის შემდეგაც ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, ფიტნეს სივრცე, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა და გაკეთდება საფეხმავლო ბილიკები. ახალ დასასვენებელ სივრცეში განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.

ირაკლი ზარქუა

07 აგვისტო 2026, 14:29

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: აგვისტოს ომის დროს დასავლეთს არ აწყობდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ვინმეს რამე განცხადებები გაეკეთებინა. უკრაინის ომის მერე მწვანე აქვთ იმაზე, რომ რუსეთს წინააღმდეგ გაილაშქრონ და ყველანაირი პროვოკაცია მოაწყონ

აგვისტოს ომის დროს დასავლეთს არ აწყობდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ვინმეს რამე განცხადებები გაეკეთებინა. უკრაინის ომის მერე მწვანე აქვთ იმაზე, რომ რუსეთის წინააღმდეგ გაილაშქრონ და ყველანაირი პროვოკაცია მოაწყონ, - განაცხადა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ.

07 აგვისტო 2026, 14:28

ეკონომიკა

ეკატერინე მიქაბაძე: საქართველოს საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა და 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება

2026 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს - 7.53 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 50%-ით მეტია, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ.

07 აგვისტო 2026, 14:26

პოლიტიკა

თეა ახვლედიანმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელთან, პატრიცია ბუგანისთან სამუშაო შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელთან, პატრიცია ბუგანისთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ირაკლი ქადაგიშვილი

07 აგვისტო 2026, 14:23

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის მიერ რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოს გამოცხადებაზე: ასეთი მიდგომებით, პირველ რიგში თავიანთი დანაშაულებრივი პოლიტიკის მიჩქმალვა და გამართლება უნდათ

მუდმივად ასეთი მიდგომებით, პირველ რიგში თავიანთი დანაშაულებრივი პოლიტიკის მიჩქმალვა და გამართლება უნდათ, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა. მან კომენტარი გააკეთა ოპოზიციის მიერ რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოს გამოცხადებასთან დაკავშირებით.