გურამ ნიკოლაშვილი: მიხეილ სააკაშვილი თავისი ბუშტიდან და ტელეეფექტებიდან ვერ გამოდის
გურამ ნიკოლაშვილი
ფოტო: IMEDI
მიხეილ სააკაშვილი წლების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც მას მოუწია 7 ნოემბრის ჩადენა, ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა და ყველას რუსეთის აგენტად გამოცხადება, ხატავდა შავ-თეთრ სურათს, რომ ის ძალიან წარმატებულია, აშენებს კარგ ქვეყანას, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანმა, გურამ ნიკოლაშვილმა, გადაცემა „იმედის ფაქტორი“ განაცხადა.
„საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერმა მილიტარისტულ რიტორიკამდე მიგვიყვანა და შემდეგ, ეს კონფლიქტში გადაიზარდა. ეს ადამიანი ვერ გამოდის თავისი ბუშტიდან და ტელეეფექტებიდან. გვახსოვს, რომ ის იყო ტელეპერსონაჟი - ბოლოს, ის აღარც იყო თბილისში, პარლამენტი გადაიტანა ქუთაისში და რაღაცნაირად, გაქრა. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, საერთო სახალხო პროტესტს ჩაუდგა სათავეში და ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა, ეს რიტორიკა არსად არ გამქრალა - დღეს, დამარცხებულ ომს ეწოდება გამარჯვებული ომი. ადამიანი, რომელსაც ქვეყნისთვის უამრავი რამ აქვს გაკეთებული და რომელმაც არჩევნებში გაიმარჯვა, მოხდა უპრეცედენტო რამ, არჩევნების გზით შეიცვალა ხელისუფლება, ამ ადამიანს დაარქვეს „რუსი ოლიგარქი“, ამ ხელისუფლებას - „პუტინური რეჟიმი“. ეს ტერმინოლოგია წლების განმავლობაში, მუდმივად მუსირებს. ნიკა მელიას დღევანდელი შემთხვევა ერთ-ერთი კლასიკური მაგალითია - ადამიანები თავად იგონებენ „რეალობას“ იმ დიდი სურათიდან გამომდინარე. ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა. შემდეგ, ყველაფრით დამტკიცდა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, მაგრამ მათთვის, მაინც გაყალბდა. ამის შემდეგ იწყება პოლიტიკური ტექნოლოგია - საკუთარი დღის წესრიგის შედგენა და თავზე მოხვევა. მათი აზრით, საქართველო დისკრედიტირებულია. მათი მრავალწლიანი კამპანია სწორედ ამას ემსახურება. სხვა ტელევიზიის ეთერში, ნიკა მელიას ერთ-ერთი მთავარი პოსტულატი იყო ის, რომ სასამართლო იგივეა. მათი აზრით, სტრასბურგის გადაწყვეტილების ნდობაც არ შეიძლება. რეალობა არის სხვა და ეს რეალობა იქმნება ტელევიზიაში. დღევანდელი სპეცოპერაცია მდუმარედ, წყნარად ჩატარდა. მე მეტს მოველოდი იმის გათვალისწინებით, რომ ერთი კვირა იქადნებოდნენ, როგორ გაუწევდნენ წინააღმდეგობას. როცა ლიდერი ამბობს, რომ ჩამოვა და პროტესტს ჩაუდგება სათავეში, შემდეგ არ ჩამოდის, ამბობს, რომ გვექნება ალამუთის ციხე და არ აქვს... ეს მეტყველებს იმაზე, რომ იცი, არაფრის თავი არ გაქვს, მაგრამ ცდილობ არა რეალური პროტესტის, რეალური დღის წესრიგის წარმოებას, არამედ, იცი, რომ არ გყავს მომხრეები და ცდილობ, ისეთი გზების გამოგონებას, რაც მოახდენს პროვოცირებას სატელევიზიო კადრის მისაღებად. ნიკა მელიას მთელი ეს ამბავი ტელევიზიისთვის იყო გათამაშებული - მე აქ გავმაგრდები, რომ ძალით გამომათრიონ და გამოჩნდეს, თურმე, როგორ იძალადეს. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობა არ ყოფილა, ყველა მაინც საუბრობდა: „დაგვარბიეს, სერვერები წაგვართვეს, გაგვანადგურეს“. როცა მაყურებელი ამ საპნის ოპერას უყურებს, აღარ აქვს მნიშვნელობა, რომელი პოლიტიკური ძალის მომხრეა ის. ესაა სრული სიმულაცია, რომელში შესვლის გამოც, დღეს ისინი მარტო დგანან რუსთაველის გამზირზე თუ მთავრობის ადმინისტრაციასთან და მათზე მეტია ოპერატორი, მედიის წარმომადგენელი და პოლიციელი“ - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.
ყველა სიახლე
27 აგვისტო 2026, 10:11
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ორი პირის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულებს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 10:07
რეგიონი
დავით სონღულაშვილი გურჯაანში ატმისა და ვაშლატამას მოსავლის დაბინავების პროცესს გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ატმისა და ვაშლატამას მოსავლის დაბინავების პროცესს გაეცნო და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 10:01
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 27 აგვისტოს საქართველოში
27 აგვისტოს ბათუმში მზეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +24 გრადუსი დაფიქსირდება.
27 აგვისტო 2026, 09:46
საზოგადოება
ახალციხეში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა გრძელდება
ქალაქ ახალციხეში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა გრძელდება.
27 აგვისტო 2026, 09:37
საზოგადოება
რუსთავში, შიდასაუბნო საზოგადოებრივი და სპორტული სივრცეების მოწყობა რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს
რუსთავში, შიდასაუბნო საზოგადოებრივი და სპორტული სივრცეების მოწყობა რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს.
27 აგვისტო 2026, 09:31
საზოგადოება
დიღმის მასივის მე-2 კვარტალის N8 კორპუსთან სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
დიღმის მასივის მე-2 კვარტალის N8 კორპუსთან სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
27 აგვისტო 2026, 09:19
საზოგადოება
„საქართველოს მელიორაციამ“ ინსპექტირების სამსახურის განახლებული შესაძლებლობებისა და თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის პრეზენტაცია გამართა
„საქართველოს მელიორაციამ“ ინსპექტირების სამსახურის განახლებული შესაძლებლობებისა და თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის პრეზენტაცია გამართა.
27 აგვისტო 2026, 09:16
პოლიტიკა
„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ მცხეთაში რეგიონული წარმომადგენლობა გახსნა
„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ რეგიონული წარმომადგენლობების გახსნის კამპანიის დასკვნით ღონისძიება მცხეთაში გამართა.
27 აგვისტო 2026, 09:08
პოლიტიკა
გერმანიის ახლად დანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს გადასცა
საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა ელჩმა ბარბარა ფოსმა რწმუნებათა სიგელების ასლები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს ზურაბ დარჩიაშვილს გადასცა.
27 აგვისტო 2026, 09:00
სამართალი
სასამართლომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შეურაცხყოფისთვის მოქალაქე 1 500 ლარით დააჯარიმა
საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენებისთვის სასამართლომ ლევან დავითულიანი სამართალდამრღვევად ცნო, რომელმაც ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს შეურაცხყოფა მიაყენა.
27 აგვისტო 2026, 02:46
მსოფლიო
The Wall Street Journal: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 23:13
მსოფლიო
ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა
ირანმა გაეროს მოუწოდა, შეისწავლოს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგები. თეირანის განცხადებით, ვაშინგტონის ზეწოლის კამპანია რიგით ირანელებს აზარალებს და საერთაშორისო სამართალს არღვევს.
26 აგვისტო 2026, 22:35
მსოფლიო
El Pais: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულად მიიჩნევა 900-მდე პირი
ნეპალისა და ჩინეთის სასაზღვრო ზონაში, გირონგის მთიან დერეფანში, მძლავრ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 22:27
მსოფლიო
Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს
სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 22:06
მსოფლიო
Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს
შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
26 აგვისტო 2026, 21:04
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
26 აგვისტო 2026, 21:03
მსოფლიო
POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა
უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.
26 აგვისტო 2026, 20:44
საზოგადოება
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.
26 აგვისტო 2026, 20:36
ტაბლოიდი
80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა
80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 20:36
ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.


