imedi /  27 თებერვალი 2021, 12:01 / სანდო წყარო

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ერგნეთში გასვლითი სხდომა გამართა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა, საზედამხედველო საქმიანობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში გასვლითი სხდომა გამართა საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სხდომის დაწყებამდე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხოჯევანიშვილი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი, კომიტეტის წევრები, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე სოფელ ერგნეთში, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ, გაეცნენ საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში არსებულ მდგომარეობას და უშუალოდ მოსახლეობისგან მოისმინეს ინფორმაცია მათი პრობლემების და საჭიროებების შესახებ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ ერგნეთში დაათვალიერეს „2008 წლის აგვისტოს ომის მუზეუმი“, რომელიც ადგილობრივების მიერ არის დაარსებული და ომს სასწაულად გადარჩენილი სახლის სარდაფშია გახსნილი. აქ თითოეული ექსპონატი 2008 წლის აგვისტოს ომის საშინელ კვალს ინახავს. სტუმრებს მუზეუმში მეგზურობა თავად მისი შექმნის ინიციატორმა ლია ჩლაჩიძემ გაუწია.

შემდეგ კომიტეტის სხდომაც სწორედ ამ მუზეუმში გაიმართა.

სოზარ სუბარის განცხადებით, საერთო სურვილი იყო, რომ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის პირველი გასვლითი სხდომა საოკუპაციო ხაზთან სწორედ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით გაემართათ.

„კომიტეტის პირველი გასვლითი სხდომაა და შემთხვევით არ შეგვირჩევია საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელი, ამ შემთხვევაში ერგნეთი და თვითონ ადგილიც, სადაც სხდომა ტარდება. სიმბოლურია, რომ სხდომას ვატარებთ მუზეუმში, რომელიც შთამბეჭდავია თავისი შინაარსით და კიდევ უფრო შთამბეჭდავი ისაა, რომ ეს ძირითადად გაკეთებულია ადგილობრივი მოსახლეობის მიერ. მნიშვნელოვანია და სიმბოლურიც ის, რომ ოკუპაციის ხაზთან ჩვენი კომიტეტის სხდომის ჩატარება დავამთხვიეთ ასევე საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს. ასი წლის მერეც ეს ოკუპაცია კვლავ გრძელდება და აუცილებლად დადგება დღე, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანმა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა წარმოადგინეს ანგარიში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის წინაშე არსებულ საჭიროებებზე რეაგირებისთვის შექმნილი სამთავრობო კომისიის მუშაობის შედეგების თაობაზე. მათ ისაუბრეს იმ სოციალურ, ინფრასტრუქტურულ, კულტურულ თუ საგანმანათლებლო და ჯანდაცვის პროგრამებზე, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს იმისათვის, რომ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას ოკუპაციით და ე. წ. „ბორდერიზაციით“ მიყენებული მძიმე შედეგები, ზარალი და ასევე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა შეუმსუბუქოს. მათ საკანონმდებლო ორგანოს წევრებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს მოსახლეობის საჭიროებებისთვის დროებითი სამთავრობო კომისიის მიერ გაწეული საქმიანობისა და განხორციელებული პროექტების შესახებ.

„საუბედუროდ, 100 წლის შემდეგაც, ჩვენთვის არ არის უცხო საბჭოთა კავშირის ერთადერთი სამართალმემკვიდრის, რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლებრივი ფუნდამენტური ნორმების და პრინციპების დარღვევა, რისი მაგალითიც არის 2008 წლის აგვისტოს ომი, რის შემდეგაც ჩვენ დღემდე ვებრძვით ოკუპაციის მძიმე შედეგებს. საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული ზრუნვის საგანია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირება. სწორედ ამისთვის მოქმედებს სამთავრობო კომისია, რომლის თავმჯდომარეა სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ხოლო მას ხელმძღვანელობს ინფრასტრუქტურის სამინისტრო“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებსა და უკანონო დაკავებების ფაქტებზე. აღნიშნულ კონტექსტში სახელმწიფო მინისტრის მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა, რომ მსგავსი უკანონო ქმედებები უხეშად არღვევს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს, რაც უარყოფითად აისახება მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ეს კი განსაკუთრებით სავალალოა კოვიდ-19 პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით.

მისი თქმით, სახელმწიფო მინისტრის აპარატი პასუხისმგებელია ორი ძირითადი მიმართულებით - შერიგება და ჩართულობა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში გულისხმობს ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებას დიალოგის და ნდობის აღდგენის გზით. ამ მიზნით ახორციელებენ სწორედ სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ და არაერთ სხვა პროგრამასა და პროექტს.

სახელმწიფო მინისტრის აპარატი ამავდროულად პასუხისმგებელია სამოქალაქო თანასწორობის და ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაციის პოლიტიკაზე და თეა ახვლედიანმა ამ მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაზეც ილაპარაკა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა თავის მხრივ სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე და ამ კუთხით გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში 2013 წლიდან დღემდე განხორციელებულ საქმიანობაზე ილაპარაკა.

„შევძელით, რომ მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, 2013 წლიდან დღემდე, მიმართული ყოფილიყო 160 მილიონ ლარზე მეტი. მხოლოდ 2020 წლის განმავლობაში შევძელით 71 მილიონ ლარზე მეტის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ჩვენი პრიორიტეტი კვლავ იქნება გზებისა და წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საგანმანათლებლო ობიექტებს, რაც გულისხმობს როგორც ახალი სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობას, ასევე არსებული დაწესებულებების რეაბილიტაციას. გარდა ამისა, აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას სხვადასხვა პროგრამების შემუშავებაზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ადგილზე დაფინანსებას და დასაქმების ხელშეწყობას“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, ყოველი ახალი ინიციატივა ამიერიდან მიმართული იქნება ეკონომიკის გაძლიერებაზე, სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას გამოიჩენს იმისათვის, რომ გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში უფრო მეტი კომპანია შეიქმნას, მეტი დასაქმებული გაჩნდეს ადგილებზე.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებების მხარდაჭერაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მაღალმთიანი დასახლებების განვითარების მიზნით შექმნილ კანონში განხორციელებული ცვლილებიდან გამომდინარე, შარშან გამყოფი ხაზის მიმდებარე კიდევ 19 დასახლებას მიენიჭა მაღალმთიანი დასახლების სტატუსი. დღემდე ამ სტატუსის მატარებელი გამყოფი ხაზის მიმდებარე 116 დასახლებიდან 80 დასახლება იყო. მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების კრიტერიუმი გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებისათვის გამარტივდა და ამიერიდან ამ კრიტერიუმით მთავარია, რომ დასახლება მდებარეობდეს სულ მცირე 800 მეტრის სიმაღლეზე. შესაბამისად, ამ 19 დასახლებაში რეგისტრირებულ 14 ათას ადამიანს შესაძლებლობა ეძლევა, ისარგებლოს მაღალმთიანი დასახლებების კანონით განსაზღვრული სიკეთეებით.

კომიტეტის სხდომის ერგნეთში გამართვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება ამ რეგიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მხარის ყოფილმა სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და მთავრობის წევრების წინაშე მოსახლეობის პრობლემები წამოჭრა. მისი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საჭიროებს მუშაობას როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან, დღევანდელი გადმოსახედიდან არის საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები სტუდენტების დაფინანსების საკითხი, რომელიც ადგილობრივებისათვის ერთობ მტკივნეულია და მან იმედი გამოთქვა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მისი თქმით, ასევე მწვავედ დგას პროფესიული განათლების საკითხი და საჭიროა ამ საკითხსაც მიექცეს ყურადღება, ვინაიდან ეს ხელს შეუწყობს პროფესიონალი მუშახელის დეფიციტის აღმოფხვრას და ადგილზე კადრების დამაგრებას.

როგორც გიორგი ხოჯევანიშვილმა აღნიშნა, მსგავსი შეხვედრები რეგიონებში, განსაკუთრებით გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში, მოსახლეობისათვის ერთობ მნიშვნელოვანია და იმედი გამოთქვა, რომ სხვადასხვა უწყებების ჩართულობით, შეხვედრები და შემდეგ შესაბამისი რეაგირება, კვლავაც არაერთხელ მოხდება.

შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ უპასუხეს კომიტეტის წევრების შეკითხვებს, რომლებიც სხვადასხვა საკითხს ეხებოდა, მათ შორის, შერიგების და ჩართულობის პოლიტიკას, სამოქალაქო თანასწორობის და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პოლიტიკას, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს, დასახლებების სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფას, გზების რეაბილიტაციას, საგრანტო პროგრამებს, ინტერნეტიზაციას და სხვა.

ერგნეთის მცხოვრებთა სახელით, ლია ჩლაჩიძემ კანონმდებლების და მთავრობის წევრების ყურადღება სოფლის სატკივარზე გაამახვილა. მისი თქმით, სოფლის მოსახლეობა სამედიცინო დახმარების გარეშეა დარჩენილი - აქ არის ყოველმხრივ აღჭურვილი ამბულატორია, მაგრამ სოფელს ექიმი არ ჰყავს და ხელისუფლებისაგან ამ პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.

კომიტეტის სხდომას, ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

როგორც შიდა ქართლის ახალ დანიშნულმა სახელმწიფო რწმუნებულმა მამუკა საღარეიშვილმა განაცხადა, მსგავსი გასვლითი შეხვედრები, როგორიც დღეს საპარლამენტო კომიტეტის ინიციატივით სოფელ ერგნეთში შედგა, რეგიონის მოსახლეობისათვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. „ასეთი თანამშრომლობით, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციით, ერთად ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

დასასრულ, კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიშები ცნობად მიიღო.

ყველა სიახლე

დავით ქართველიშვილი

29 აგვისტო 2026, 12:39

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ მგრძნობიარე დარტყმა მიაყენა სქემას, რომელიც წლების განმავლობაში უცხოელებისთვის ქვეყანაში ლეგალიზაციის ერთ-ერთ ყველაზე მარტივ გზად რჩებოდა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოში უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების წესის ცვლილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ახალი რეგულაციები ფიქტიური ქორწინებების გზით ქვეყანაში ლეგალიზაციის შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გაართულებს.

დიმიტრი მედვედევი

29 აგვისტო 2026, 12:37

მსოფლიო

მედვედევის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება ახალი მობილიზაციის გამოცხადებას არ გეგმავს

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, მოსკოვი ახალი მობილიზაციის გამოცხადებას არ გეგმავს.

29 აგვისტო 2026, 12:14

მსოფლიო

უკრაინის აგრარული პოლიტიკის მინისტრი: რუსეთმა უკრაინაში სურსათის საწყობების 90% გაანადგურა

უკრაინის აგრარული პოლიტიკის მინისტრის ტარას ვისოცკის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა.

ალექსეი არესტოვიჩი

29 აგვისტო 2026, 11:39

მსოფლიო

რუსეთის სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

რუსეთის სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

29 აგვისტო 2026, 11:29

მსოფლიო

The Telegraph: აშშ ბრიტანეთს ფოლკლენდის კუნძულებზე სუვერენიტეტის მხარდაჭერის შეწყვეტით ემუქრება, თუ ლონდონი თავდაცვის ხარჯებს არ გაზრდის

შეერთებული შტატები მზად არის, შეეწინააღმდეგოს ბრიტანეთის სუვერენიტეტს ფოლკლენდის კუნძულებზე, თუ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი თავდაცვის ხარჯებს არ გაზრდის. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

ნოდარ გიორგიძე

29 აგვისტო 2026, 11:20

რეგიონი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი: მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, გზები სრულადაა აღდგენილი. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ელექტროენერგია მოსახლეობას სრულად მიეწოდება

ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. იწმინდება საავტომობილო და შიდა საუბნო გზები, ასევე საცხოვრებელი სახლების ეზოები. ელექტრო ენერგია სრულად არის აღდგენილი. ბუნებრივი აირი კი 500-მდე ოჯახს არ მიეწოდება. ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს, შესაბამისი კომისია დაითვლის.

29 აგვისტო 2026, 11:04

რეგიონი

რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩა #5-ში ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს გამაგრება-რეაბილიტაცია უტარდება

რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩა #5-ში ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს გამაგრება-რეაბილიტაცია უტარდება. პროექტი დასკვნით ეტაპზეა და უახლოეს დღეეებში დასრულდება. რუსთავის მერიამ, ლერმონტოვის #5-ის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიწყო. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე პროექტის მიმდინარეობას, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ტაბაღუასთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად გაეცნო.

29 აგვისტო 2026, 11:00

სამართალი

სამართალდამცველებმა დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე განსაცდელში მიტოვების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, განსაცდელში მიტოვების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

29 აგვისტო 2026, 10:55

სამართალი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

29 აგვისტო 2026, 10:50

სამართალი

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული, აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ხულიგნობისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით იძებნებოდა.

29 აგვისტო 2026, 10:47

ჯანდაცვა

ჯანდაცვის მინისტრი დასავლეთ საქართველოს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა

პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების, მიმდინარე პროცესებისა და სამომავლო გეგმების განსახილველად, სექტორის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა.

29 აგვისტო 2026, 10:44

მსოფლიო

Reuters: ნეპალსა და ჩინეთში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600 გადააჭარბა

ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600 ადამიანს გადააჭარბა, ხოლო 2 000-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

29 აგვისტო 2026, 10:39

რეგიონი

სოფელ საყდართან გადაადგილების აღსადგენად სარმის დროებითი ხიდი დამონტაჟდება

ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიის შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. ამ დროისთვის მოწყობილია შემოვლითი გზა, რომლითაც გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის არის შესაძლებელი.

29 აგვისტო 2026, 10:33

ჯანდაცვა

ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა ბათუმში გაიმართა

სამინისტროს ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 1 შემთხვევა განიხილეს და მასთან დაკავშირებული 2 კლინიკისა და 5 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხებზე იმსჯელეს. მიღებული გადაწყვეტილებით, ორივე კლინიკასა და ხუთივე ექიმს მიეცა სიტყვიერი გაფრთხილება.

მარკო რუბიო

29 აგვისტო 2026, 10:21

მსოფლიო

რუბიო აშშ-სა და ვენესუელის სანავთობო გარიგებაზე: ეს შეთანხმება უდიდესი გამარჯვებაა როგორც ამერიკელი, ისე ვენესუელელი ხალხისთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელასთან ნავთობის შესახებ დადებულ შეთანხმებას სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გარიგება უდიდესი გამარჯვებაა როგორც ამერიკელი, ისე ვენესუელელი ხალხისთვის.

დავით ჩხეიძე

29 აგვისტო 2026, 10:13

პოლიტიკა

რადიკალი აქტივისტი დავით ჩხეიძე: ღირს პატარა ბიჭების წლობით ციხეში გამოკეტვა იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს გზამკვლევი ვარსკვლავები? რა თქმა უნდა, ღირს

რეჟიმი ცდილობს გაგვტეხოს მორალურად: თქვი, რომ დამნაშავე ხარ და გაგიშვებ. ბრძოლის ხაზი ამაზე გადის. მშვიდობიანი ბრძოლის ხაზი ძირითადად ამაზე გადის, - წერს რადიკალი აქტივისტი, დავით ჩხეიძე, სოციალურ ქსელში.

დონალდ ტრამპი

29 აგვისტო 2026, 09:30

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, აშშ-მა 65 მილიარდი ბარელის ოდენობის ვენესუელის ნავთობზე კონტროლი დაამყარა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკის ხელისუფლებამ ვენესუელის მთავრობასთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის წყალობითაც აშშ-მა 65 მილიარდი ბარელის ოდენობის ვენესუელურ ნავთობზე კონტროლი დაამყარა.

29 აგვისტო 2026, 09:00

მსოფლიო

უკრაინამ როსტოვში მდებარე ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმის Ozon-ის საწყობი დაბომბა

უკრაინულმა ძალებმა გვიან ღამით რუსეთის როსტოვის ოლქში ელექტრონული კომერციის გიგანტის Ozon-ის კუთვნილ საწყობზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

29 აგვისტო 2026, 01:30

მსოფლიო

ნეპალში მომხდარი გამანადგურებელი წყალდიდობის შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით უგზო-უკვლოდ დაკარგულად 1 924 ადამიანი ითვლება

ნეპალში მომხდარი გამანადგურებელი წყალდიდობის შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით უგზო-უკვლოდ დაკარგულად 1 924 ადამიანი ითვლება, - იუწყება ქვეყნის კატასტროფების რისკის შემცირებისა და მართვის ეროვნული ორგანო განახლებულ მონაცემებზე დაყრდნობით.

29 აგვისტო 2026, 01:14

მსოფლიო

ნეპალის საგარეო უწყება: ნეპალს არ სჭირდება უცხოური დახმარება სამაშველო-საძიებო ოპერაციებისთვის

ნეპალს არ სჭირდება უცხოური დახმარება სამაშველო-საძიებო ოპერაციებისთვის, - განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მიუხედავად იმ ქვეყნების შეთავაზებებისა, რომელთა მოქალაქეებიც დაკარგულად ითვლებიან.