დავით ბერძენიშვილი: ტრიბუნასა და ტელეეთერში შევამციროთ ჩვენი პერსონები - ერთი თვე არ წავალ არცერთ პირდაპირ ეთერში
დავით ბერძენიშვილი
ფოტო: Facebook
ამდენი წლის მერეც, ელემენტარული სიმართლის შეხსენება მაინც საჭირო ყოფილა ზოგი წესიერი ადამიანისთვის, - წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი.
„2007 წლის 2 ნოემბრის გრანდიოზული აქცია არ იყო „არკადის" ან „გრეჩიხას" აქცია. 7 ნოემბრის დარბევა იყო სამარცხვინო და ანტისახელმწიფოებრივი არა მარტო მისი სისასტიკით, არამედ ცრუ ბრალდებით, თითქოს რუსეთის აგენტები ვაწყობდით ამ აქციებს და მოტყუვდა უამრავი ჩვენი გულშემატკივარი. თავს ნუ მოიტყუებთ ამდენი წლის მერე მაინც.
2008 წელს, გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების მერე, 13 და 20 იანვარს უზარმაზარი აქციები (რუსთაველი/ თავისუფლების მოედანი და იპოდრომი) ჩატარდა.
ბადრის მიერ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ „გრეჩიხაზე" ოთხჯერ ნაკლების ხმის მიღებისა და ბადრის გარდაცვალების მერე, არჩევნების გაყალბების გასაპროტესტებლად მთელი თბილისი იქ იყო. თბილისში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა 42 პროცენტი აიღო, მიშამ 30- ის მიდამოებში და ბადრიმ დაბალი ერთნიშნა.
ნიკა მელია, მაგალითად, იმ ასიათასიანი აქციების მონაწილე იყო. ვინც იქაც „გრეჩიხას" გამო არ ბრძანდებოდით, თქვენი უფლება იყო. მაგრამ დღეს ამით საკუთარი სიმართლის და გამჭრიახობის მტკიცება ღიმილის მომგვრელია, მეტიც - „აბა გრეჩიხა ჯობდა?" არჩევნების გაყალბების მიღების დოქტრინაა.
ევროატლანტიკური არჩევანის მომხრე იყო ოპოზიციის ამომრჩეველი 2008 წ. იანვრის პლებისციტზე, გაერთიანებული ოპოზიციის და მისი კანდიდატის დეკლარირებული პოზიცია შედეგებში აისახა და რუსების აგენტებად თუ გავლენის აგენტებად მაშინდელი ოპოზიციის წამყვანი ძალების მიჩნევა შეცდომაში გაჯიუტებაა.
მომდევნო წლებში, 7 ნოემბრისა და 20 იანვრის ხელისუფლებიდან უფრო წონიანი ხალხი გაეშურა ჩრდილოეთისკენ და „მწვერვალებიც კი დაიპყრო", რუსულ „ოლიმპზეც " გაიელვა, ვიდრე მაშინდელი ოპოზიციის სუსტმა ფრაგმენტმა შეძლო....მომცრო იყო მისი პოლიტიკური ფასი და მონაგარი მოსკოვში.
ასევე, 2019 წლის 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის სახელისუფლებო შეფასება ისევე სამარცხვინოა, როგორც უმოწყალო, მრავალსაათიანი დარბევის გამართლება.
მე რომ მარბევენ ცუდია და მე რომ ვარბევ, კარგია? ეს სადაური სამართალია? არადა, ასე გამოსდის ზოგს....ან კიდე, არცერთი ხელისუფლება ა(ღა)რ მომწონს, არც მისი ოპოზიცია მომწონს - ამიტომ სახლში დავჯდები - ესაა შექმნილ ვითარებაზე ამ ფრთხილი ხალხის პასუხი?
ყველამ გავიხსენოთ, 2008-შიც და 2020- შიც, ვის მივეცით ხმა... „თანმიმდევრულობასა" და „პრინციპულობას" გაგვახსენებს ბევრს - არცერთი რომ „არ მოგვწონდა"....
არც „სირცხვილიას" ანტისაოკუპაციო აქციაზე ყოფილა ამ ზომიერი ანტი/ანტი ხალხის მოზღვავება.
სამოქალაქო აქტივისტებს რაღას ერჩით?
ხელისუფლება უმცირესობაშია. ეს დადასტურდა 31 ოქტომბერს.
დასავლური ღირებულებების ადამიანებიც დიდ უმცირესოსობაშია - აქეთაც და იქითაც საკმაოდაა ორპოლუსიანობის, მტრის ხატის პოლიტიკის მოსურნენი...ოცდაათი წელია, რაც მყარ უმრავლესობაში არიან.. ესეც დადასტურდა არჩევნების შემდგომ პერიოდში.
სიმართლე ესაა.
მაინც ეს უმცირესობა (მეტწილად - ახალგაზრდები) უზრუნველყოფს ჩვენს გაევროპელებას...მაგრამ მეტი რისკით, მეტი წვალებით....სამწუხაროდ, უფრო გვიან.
განახლება გვჭირდება. ტრიბუნაზე და ტელეეთერში შევამციროთ ჩვენი პერსონები.
ჩემი თაობის პოლიტიკოსებს მივმართავ (ცოტა უმცროსებსაც, ვინც 90- იანებიდან ვჩანვართ სულ) - გავიწიოთ გვერდზე, ოდნავ მაინც.
კარგი შვილები გვყავს ყველას და ნუ დაველოდებით, სანამ მათაც ახეხინებენ იზოლატორებს, დაარბევენ კიდევ უფრო უმოწყალოდ....
ჩვენთვის ახლა მეორე რიგში ყოფნა გაცილებით სოლიდურია... ვისაც მეორე რიგში საკუთარი თავის დაკარგვის/ჩაკარგვის არ ეშინია.
განახლების მოშიში ხალხი მაინც წააგებს. მეორე რიგში ყოფნაც არავის აქვს გარანტირებული.
P.S. ჩემი გულწრფელობის დასადასტურებლად, სხვებისთვის მაგალითის მისაცემად ეს ერთი თვე არ წავალ არცერთ პირდაპირ ეთერში. არ გაღარიბდება ამით ქართული ტელესივრცე“ - წერს დავით ბერძენიშვილი.
ყველა სიახლე
25 აგვისტო 2026, 02:22
მსოფლიო
ბრიტანული გამოცემა The Telegraph: „იწყება თუ არა ზელენსკის დასასრულის დასაწყისი?“
ძვ. წ. 458 წელს, რომის გადარჩენის შემდეგ, ცინცინატუსი კვლავ მიწათმოქმედებას დაუბრუნდა, 1945 წელს ომით გადაღლილმა ბრიტანულმა საზოგადოებამ უინსტონ ჩერჩილი თანამდებობას ჩამოაცილა - 2026 წელს დგება თუ არა დრო, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმაც ანალოგიურად ჩამოკიდოს ლურსმანზე თავისი მწვანე მაისური? - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი სტატიაში სათაურით „იწყება თუ არა ზელენსკის დასასრულის დასაწყისი?“
25 აგვისტო 2026, 02:04
მსოფლიო
ირანის ფინანსთა მინისტრი: თეირანი სანქციებისთვის სრულად მზადაა
თეირანი „სრულად მზადაა“, დაუპირისპირდეს ამერიკულ სანქციებს, რომლებიც იმ ქვეყნების წინააღმდეგაა მიმართული, ვინც ირანთან ურთიერთობას ინარჩუნებს. ამის შესახებ ირანის ფინანსთა მინისტრმა, ალი მადანიზადემ ორშაბათს სახელმწიფო ტელეკომპანია IRINN-ს განუცხადა.
25 აგვისტო 2026, 01:55
მსოფლიო
Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა: ირანთან ომის მიმართ ამერიკის მოსახლეობის მხარდაჭერა კონფლიქტის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა
Reuters/Ipsos-ის საზოგადოებრივი აზრის ახალი გამოკითხვის თანახმად, ირანთან ომის მიმართ ამერიკის მოსახლეობის მხარდაჭერა კონფლიქტის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.
25 აგვისტო 2026, 01:47
მსოფლიო
ნეთანიაჰუ მიესალმება აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ მიესალმება ირანის წინააღმდეგ მეორად სანქციებს, რომლებიც აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა გამოაცხადა.
25 აგვისტო 2026, 01:44
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს
აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონმა თეირანის წინააღმდეგ მასშტაბური ეკონომიკური სანქციების რეჟიმი გამოაცხადა.
25 აგვისტო 2026, 01:28
მსოფლიო
ზელენსკი: რუსეთის ფინანსური შესაძლებლობები ომის წარმოებისთვის უკრაინისას დაახლოებით ორჯერ აღემატება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ომზე დაახლოებით 340 მილიარდ ევროს ხარჯავს, მაშინ როდესაც უკრაინის დანახარჯები 140 მილიარდ ევროს შეადგენს.
25 აგვისტო 2026, 00:43
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის მდივანი უარს ამბობს ვადების დასახელებაზე, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ირანთან ეკონომიკური კავშირები
აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა თავი აარიდა კონკრეტული ვადების დასახელებას იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ეკონომიკური კავშირები ირანთან, ვიდრე მათ აშშ-ის მხრიდან ფინანსური სანქციები დაეკისრებათ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 00:35
მსოფლიო
„რუსეთმა უნდა გადაიხადოს“ - ლატვია უკრაინის მხარდასაჭერად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებისკენ მოუწოდებს
ევროპის ქვეყნებს რუსული აგრესიის შედეგების ხარჯების დაფარვა საკუთარი ჯიბიდან არ უნდა უწევდეთ, ამის სანაცვლოდ, ამ მიზნისთვის რუსეთის გაყინული აქტივები უნდა იყოს გამოყენებული, - განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრის კულბერგსმა „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
25 აგვისტო 2026, 00:28
მსოფლიო
„მეტი ფული გვჭირდება“ - ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად
უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 აგვისტოს, კიევში გამართულ „მსურველთა კოალიციის“ სამიტის პრესკონფერენციაზე.
24 აგვისტო 2026, 23:55
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას ცდილობდა
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანის ხელისუფლება მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას გეგმავდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია Channel 14-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.
24 აგვისტო 2026, 23:19
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება
აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება.
24 აგვისტო 2026, 22:19
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული
„ძალიან მაღალია მოთხოვნა მუზეუმის დათვალიერებაზე როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ბავშვების, ასევე ტურისტების მხრიდან. ჩვენ ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული“ - აცხადებს ირაკლი ნადერიშვილი.
24 აგვისტო 2026, 22:06
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან, თუმცა რეალური, მასშტაბური შეზღუდვების დაწესებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
24 აგვისტო 2026, 21:54
მსოფლიო
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს
უკრაინის თავდაცვის ძალები შორ მანძილზე მოქმედ Storm Shadow-ს ტიპის რაკეტებს დამოუკიდებლად გამოუშვებენ - გაერთიანებულმა სამეფომ ოფიციალურად დაამტკიცა შესაბამისი ტექნოლოგიების გადაცემა და პროცესში თავდაცვით კომპანიებს ჩართავს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.
24 აგვისტო 2026, 21:38
ეკონომიკა
ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მულტიფუნქციური კომპლექსი თანამედროვე ლაბორატორიებს, სტარტაპების მხარდამჭერ პლატფორმებსა და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებს, მათ შორის კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრს აერთიანებს.
24 აგვისტო 2026, 21:14
საზოგადოება
ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან 31 წელი გავიდა - 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
31 წელი ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან.- 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება.
24 აგვისტო 2026, 21:00
ეკონომიკა
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ინდონეზიის დროშის ქვეშ მცურავი SAVIR TIGER თითქოს ოკუპირებული აფხაზეთის რომელიმე ნავსადგურში შევიდა, არ შეესაბამება სიმართლეს
„მოვუწოდებთ ტელეკომპანია „ფორმულას“, შეწყვიტოს გადაუმოწმებელი და არაკომპეტენტურ წყაროებზე დაფუძნებული ინფორმაციის ფაქტად გავრცელება და მსგავსი ინფორმაციის გამოქვეყნებამდე გადაამოწმოს ის კომპეტენტურ უწყებებსა და სანდო საზღვაო მონაცემთა სისტემებში“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
24 აგვისტო 2026, 20:55
მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის კომუნიკაციების სამმართველოს უფროსი: უკრაინის თავდაცვის ძალები საჰაერო თავდაცვის საშუალებების სერიოზული ნაკლებობის წინაშე დგანან
უკრაინის თავდაცვის ძალები საჰაერო თავდაცვის საშუალებების სერიოზული ნაკლებობის წინაშე დგანან. Patriot-ის სისტემების გარდა, ქვეყანაში მწვავე დეფიციტია როგორც სახმელეთო, ისე ავიაციური პლატფორმებისთვის განკუთვნილი რაკეტების კუთხით. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის კომუნიკაციების სამმართველოს უფროსმა, პოლკოვნიკმა იური იგნატმა განაცხადა.
24 აგვისტო 2026, 20:50
საზოგადოება
ახალდაბისკენ გზაზე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტარდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პრევენციული პროექტი, რომელიც საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და შესაძლო რისკების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად, თებერვლის ბოლოს დასრულდება.
24 აგვისტო 2026, 20:48
საზოგადოება
სასკოლო ფორმები სპეციალურ ციფრულ პლატფორმაზე - განათლების სამინისტროს ინიციატივა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
სასკოლო ფორმების შეძენა წელს უკვე დისტანციურად, სპეციალური ციფრული პლატფორმის მეშვეობით იქნება შესაძლებელი, რაც მომხმარებელს ადგილზე მიტანის სერვისით სარგებლობის საშუალებას მისცემს.


