აკაკი მინაშვილი: ნიკა მელიასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება იქნება პირველი საკითხი, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე დავაფიქსირებ
აკაკი მინაშვილი
ფოტო: IMEDI
პირველ რიგში მინდა, რომ ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირო, რომ ამ მაგიდის ირგვლივ დღეს უნდა იჯდეს ნიკა მელია, ამიტომ მისი გათავისუფლება იქნება მთავარი და პირველი საკითხი, რომელსაც ამ შეხვედრაზე დავაფიქსირებ და შემდგომ პოლიტპატიმრებზე - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აკაკი მინაშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის, ოპოზიციისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„თუ არ მოხდა ნიკა მელიასა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლება პროცესის განმუხტვა ვერ მოხდება. ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ უკვე შეგვიძლია დავიწყოთ საუბარი. ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ერთადერთი გზა რომ ქვეყანაში ვითარება გამოსწორდეს და შეიცვალოს.
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართება.
პოლიტიკური დიალოგის დრო დადგა. ყველას ვიწვევ დღეს საღამოს შესახვედრად, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
პრემიერმა შარლ მიშელს დაუდასტურა, რომ დღეს ოპოზიციასთან შესახვედრად მზად არის.
ყველა სიახლე
23 ივლისი 2026, 09:29
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: კარგია მინიმუმ ის, რომ რაღაც ტყუილები წაიშალა გერმანიის მთავრობის ოფიციალური გვერდიდან და სალომე ზურაბიშვილი იქაც აღარ არის უკვე საქართველოს პრეზიდენტი - ვიმედოვნებთ, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯები იქნება და ისინი შეეცდებიან, გამოასწორონ ის ყველაფერი, რაც ბატონმა ფიშერმა გააფუჭა
კარგია მინიმუმ ის, რომ რაღაც ტყუილები წაიშალა გერმანიის მთავრობის ოფიციალური გვერდიდან და სალომე ზურაბიშვილი აღარ არის უკვე საქართველოს პრეზიდენტი. ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
23 ივლისი 2026, 09:17
მსოფლიო
CENTCOM-ი ირანზე განხორციელებული დარტყმების შესახებ იუწყება
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ინფორმაციით, ამერიკელმა სამხედროებმა გვიან ღამით ირანის წინააღმდეგ დარტყმების კიდევ ერთი სერია დაასრულეს.
23 ივლისი 2026, 09:13
კულტურა
ლანჩხუთში მარჯანიშვილის თეატრის დასმა მაყურებელს სპექტაკლი „ქალები“ წარუდგინა
სპექტაკლამდე თეატრის რეჟისორი და მსახიობი ახალგაზრდებს შეხვდნენ და თეატრის, კულტურისა და შემოქმედებითი საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. თეატრი გურიაში ახალი კულტურული პროექტის ფარგლებში ჩავიდა.
23 ივლისი 2026, 09:09
პოლიტიკა
დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 133-ე სამუშაო შეხვედრა გაიმართება
მხარეები წინა შეხვედრიდან დღემდე გამყოფ ხაზთან მომხდარ ინციდენტები განიხილავენ,მათ შორის უკანონო ბორდერიზაციისა და მოქალაქეთა დაკავების ფაქტებს. ქართული მხარე კიდევ ერთხელ მოითხოვს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლებას. დღის წესრიგში ასევე იქნება თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის საკითხიც.
23 ივლისი 2026, 09:03
პოლიტიკა
გერმანიაში საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელებს დღეს გადასცემს
შესაბამისად, კარტოზია 7-თვიანი ლოდინის შემდეგ დიპლომატიურ საქმიანობას დღეიდან შეუდგება. პარალელურად კი დაახლოებით წლინახევრის შემდეგ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდიდან წაიშალა ის არასწორი მონაცემები, სადაც საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი იყო მოხსენიებული.
23 ივლისი 2026, 09:00
მსოფლიო
ლავროვი რუბიოს შეხვდა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან პირისპირ მოლაპარაკებები გამართა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
23 ივლისი 2026, 08:43
მსოფლიო
აბას არაღჩი: ჩვენი თავდაცვის დოქტრინა მკაფიოა – თვალი თვალის წილ
ჩვენი თავდაცვის დოქტრინა მკაფიოა – თვალი თვალის წილ, - აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი. მისივე თქმით, ირანის წინააღმდეგ ნებისმიერ აგრესიას, მათ შორის, ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას, ძლიერი და გადამწყვეტი პასუხი მოჰყვება.
23 ივლისი 2026, 08:32
საზოგადოება
თსუ-ის შოთა რუსთაველის სახელობის სამკითხველო დარბაზში გაიმართა ღონისძიება „ღამე ბიბლიოთეკაში 2“, რომელიც ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს მიეძღვნა
კონკურსის შედეგად შერჩეულმა ათმა გამარჯვებულმა ავტორმა პროექტში მონაწილეობა მიიღო. მათ თსუ-ის ბიბლიოთეკის სივრცეში მხატვრული ჩანახატი ან ესე დაწერეს. პროექტის მიზანი სტუდენტების წერითი და აკადემიური უნარების წარმოჩენაა. ათივე გამარჯვებული დაჯილდოვდა, მათი ნაშრომები კი წიგნის სახით გამოიცემა. მონაწილეებისთვის განსაკუთრებული განწყობის შესაქმნელად, ზალიკო სულაკაურმა მათი კარიკატურები დახატა.
23 ივლისი 2026, 08:28
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 23 ივლისს საქართველოში
23 ივლისს ქუთაისში მცირე ნალექი იქნება, დღისით +32 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ოზურგეთში. დღისით +34 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.
23 ივლისი 2026, 08:07
საზოგადოება
რუსთაველზე მასშტაბური რეაბილიტაცია იწყება - თბილისის მთავარი გამზირი 4 თვით ყველანაირი ტრანსპორტისთვის გადაიკეტა
პროექტის პირველ ეტაპზე, მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები შეიცვლება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ცენტრალურ ქსელებს. ასევე, საჰაერო სადენები განთავსდება მიწისქვეშა საკაბელო არხებში.
23 ივლისი 2026, 08:00
პოლიტიკა
სინგაპურში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გრძელდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აზიის ეკონომიკურ დედაქალაქში გრძელდება. ირაკლი კობახიძე დღეს სინგაპურის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. მთავრობის მეთაურმა უკვე გამართა მაღალი დონის შეხვედრები ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან.
23 ივლისი 2026, 02:20
სამართალი
ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა.
23 ივლისი 2026, 02:10
მსოფლიო
აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც სამეფოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ბირთვული პროგრამის განვითარებას ისახავს მიზნად
აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის ოთხშაბათს გაფორმდა შეთანხმება, რომელიც სამეფოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ბირთვული პროგრამის განვითარებას ისახავს მიზნად.
23 ივლისი 2026, 01:43
სამართალი
ექიმის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ხეჩინაშვილის კლინიკაში ცეცხლნასროლი ჭრილობით შეიყვანეს, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმა ჰქონდა, რის შედეგადაც დაიღუპა
ვერაზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი ხეჩინაშვილის კლინიკაში სასწრაფო დახმარების მანქანით შეიყვანეს. კლინიკის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ირაკლი ფირცხალეიშვილის ინფორმაციით, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმა ჰქონდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.
23 ივლისი 2026, 01:27
მსოფლიო
Reuters: სპარსეთის ყურის რეგიონში CIA-ს ობიექტებზე ირანული დრონებით განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, აშშ-ის სადაზვერვო ანალიტიკოსებმა დაიწყეს მოკვლევა იმის დასადგენად, უწევდა თუ არა რუსეთი ირანს დახმარებას
სპარსეთის ყურის რეგიონში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ობიექტებზე ირანული დრონებით განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, აშშ-ის სადაზვერვო ანალიტიკოსებმა დაიწყეს მოკვლევა იმის დასადგენად, უწევდა თუ არა რუსეთი ირანს დახმარებას სამიზნეების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით ან უპილოტო საფრენი აპარატების თანამედროვე ტექნოლოგიებით. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
23 ივლისი 2026, 00:46
სამართალი
პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს
23 ივლისი 2026, 00:27
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: გავაგრძელებთ იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს
გავაგრძელებთ იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ.
23 ივლისი 2026, 00:23
სამართალი
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია, მან დაკავებისას პოლიციელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია. მან დაკავებისას პოლიციელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია.
23 ივლისი 2026, 00:17
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ერთმანეთს ილუზიაში აცხოვრებენ, ამდენი წელია ერთმანეთს ატყუებენ, რომ ხვალ ხელისუფლებაში მოდიან. ეს ოპოზიცია არა ხელისუფლების, არამედ ქვეყნის ოპოზიციაა
სრულიად ლუსტრირებულები არიან, ყველა აგენტი გაიშიფრა. ყველა თანაბრად დაზიანებულია, მათ თავი დაიზიანეს და ეს ასეც უნდა მომხდარიყო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციაზე საუბრისას.
23 ივლისი 2026, 00:07
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: უნდა გაითავისოს ყველამ, რომ დღეს მსოფლიოში არის სუვერენული პოლიტიკის დრო
უნდა გაითავისოს ყველამ, რომ დღეს მსოფლიოში არის სუვერენული პოლიტიკის დრო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. კირცხალიამ აშშ-ს წინა ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოსთან დამოკიდებულებაზეც ისაუბრა და მას აუხსნელი თავდასხმები უწოდა.


