imedi /  02 მარტი 2021, 16:59 / სანდო წყარო

გიგა ბოკერია: დაგეგმილ აქციებს დღევანდელი აქციის ფორმა არ ექნება

გიგა ბოკერია

გიგა ბოკერია

გუშინდელი დღის შემდეგ, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი ზღვრები დაადგინა და საკითხების ნუსხა შემოგვთავაზა შარლ მიშელმა, დღეს უკვე ვხედავთ პირველი მცდელობებს საბაბების პოვნის, რომ ამ შანსებს პრობლემები შეუქმნან, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

დაგეგმილ აქციებზე საუბრისას კი გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ მათ დღევანდელი აქციის ფორმა არ ექნება.

„დღევანდელი აქცია იყო სრულიად ლეგიტიმური და მშვიდობიანი, ოღონდ ვხედავთ, რომ ამის გამოყენება ხდება საერთაშორისო ასპარეზზე და ქვეყნის შიგნით. სწორედ ამ საბაბს მოვუსპობთ იმით, რომ იმხელა დისტანციას დავიცავთ, ეს საბაბი მათ აღარ ჰქონდეთ. ამას პოლიტიკური პარტიების სახელით ვამბობ“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ყველა სიახლე

@peakay81

19 აპრილი 2021, 00:42

ტაბლოიდი

პაემანზე მისულმა კაცმა აღმოაჩინა, რომ ქალმა მასთან ერთად კიდევ 16 ადამიანი დაპატიჟა

„როგორც იცით, პაემნებზე არ მიმართლებს, მაგრამ როგორც იქნა გადავწყვიტე კიდევ მეცადა. ეს წლის განმავლობაში პირველად გავაკეთე და აი რა მოხდა - ეს ხუმრობა არ არის“, - ამბობს ვიდეოში მომხმარებელი @peakay81.

18 აპრილი 2021, 23:54

სპორტი

UEFA: სუპერ ლიგის შექმნას არ დავუშვებთ

„თუ ეს მოხდება, ჩვენ - უეფა, ინგლისის, ესპანეთისა და იტალიის საფეხბურთო ასოციაციები და ამ ქვეყნების ჩემპიონატები - ერთიანები ვიქნებით ჩვენს ძალისხმევაში შევაჩეროთ ეს ცინიკური პროექტი, რომელიც რამდენიმე კლუბის პირად ინტერესებს ეფუძნება, მაშინ როდესაც საზოგადოებას სოლიდარობა სჭირდება. ჩვენთვის ყველა ხელმისაწვდომ ზომას განვიხილავთ, როგორც სასამართლო, ასევე სპორტულ დონეზე , რათა ეს არ მოხდეს“, - ნათქვამია უეფას განცხადებაში.

ირაკლი ქადაგიშვილი

18 აპრილი 2021, 23:20

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ მოვაწერეთ ხელი დოკუმენტს, რომელიც ხანგრძლივი განხილვის შედეგი იყო და ახლა ერთი-ორ პროცენტზე ვაჭრობა ცოტა უხერხულად მეჩვენება

ჩვენ მოვაწერეთ ხელი დოკუმენტს, რომელიც ხანგრძლივი განხილვის შედეგი იყო. იმ დოკუმენტში საერთოდ არაფერი იყო ნათქვამი არანაირ პროცენტებზე და არანაირი ბმა არ არსებობდა რაიმე კუთხით რიგგარეშე არჩევნებთან. ჩვენი ინიციატივით ვთქვით, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება 40%-ზე ნაკლებს აიღებს, მაშინ შეგვიძლია კიდევ ვიმსჯელოთ ზოგადად რაიმე სახით რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ვიოლა ფონ კრამონი

18 აპრილი 2021, 23:15

პოლიტიკა

ვიოლა ფონ კრამონი: იმედი მაქვს, შარლ მიშელის სამართლიან, ზუსტ და საბოლოო წინადადებას ყველა მხარე მიიღებს

„საქართველო, მესამე ცდა იღბლიანი იქნება. იმედი მაქვს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სამართლიან, ზუსტ და საბოლოო წინადადებას ყველა მხარე მიიღებს. კომპრომისებზე წასვლა საქართველოსთვის - ეს ძალაა. ქართველები იმსახურებენ, რომ მთელი მათი პარლამენტი მათთვის მუშაობდეს“, - წერს ფონ კრამონი.

ვლადიმერ ბოჟაძე

18 აპრილი 2021, 22:57

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: მართლმსაჯულების გაუმჯობესებას გვთხოვენ და როგორც ჩანს მართლმსაჯულებაში „ჩარევით“ უნდა დავიწყოთ

„რატომ და როგორ შეიცვალა დანიელსონის დოკუმენტი რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ ხელი უკვე მოაწერა ეგ კიდევ ცალკე თემაა. მართლმსაჯულების გაუმჯობესებას გვთხოვენ და როგორც ჩანს მართლმსაჯულებაში „ჩარევით“ უნდა დავიწყოთ. ისე, თუ ამ ახალ დოკუმენტსაც ყველა ოპოზიციური პარტია არ მოაწერს ხელს და რაც მთავარია, პარლამენტში არ შევა, ვერ განხორციელდება საკონსტიტუციო ცვლილებები. მოკლედ ველოდებით ოპოზიციის პოზიციას“, - წერს ბოჟაძე.

 ლევან ნიკოლეიშვილი

18 აპრილი 2021, 22:51

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ძვირფასო მედიატორებო, მანამდე უნდა ცვალოთ დოკუმენტი, სანამ ნაცებს არ მოეწონებათ?

ცოტა არ იყოს და გაუგებარია, სულ ცოტა ხნის წინ მედიატორები შეთანხმებაზე ხელისმოწერას ეხვეწებოდნენ ორივე მხარეს-შესაბამისად გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ ხელი მოაწერა დოკუმენტს. დღეს კი რა ხდება დოკუმენტი შეცვალეს? თან მას შემდეგ, რაც ერთმა მხარემ ხელი მოაწერა და ახალი ვარიანტი წარადგინეს, რომელიც მაინც არ მოსწონს ნაცებს, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი.

18 აპრილი 2021, 22:46

საზოგადოება

კვირის განმავლობაში როგორ ვითარდებოდა პროცესები „ნამახვანჰესზე“ - „იმედის კვირის“ რეპორტაჟი რიონის ხეობიდან

ინვესტორი კომპანიის სპეციალური ტექნიკა და მუშახელი სახელმწიფოს შესაბამისი ნებართვის ფარგლებში მოქმედებს. შეჩერებულია ჰესის მთავარი ნაგებობისა და კაშხლის მშენებლობა, ვიდრე საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას პასუხი არ გაეცემა. კითხვები და წუხილი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ძირითადად იმ ადამიანებს აქვთ, რომლებიც უკვე 177-ე დღეა იქ აქციას მართავენ. კვირის ბოლოს „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ვითარება შედარებით მშვიდია. რკინის კონსტრუქციების ნაწილი, რომელიც ხეობაში იყო აღმართული, კომპანიამ ტერიტორიიდან გაიტანა.

მამუკა მდინარაძე

18 აპრილი 2021, 22:45

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „დღეს იმ დოკუმენტის მოდიფიცირებული ვარიანტი ვიხილეთ, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ ხელი უკვე მოაწერა“

იცით, რომ ჩვენი ხელმოწერა ევროკავშირის მიერ მოლაპარაკების მაგიდასთან წარმოდგენილ დოკუმენტზე უკვე დაფიქსირებულია, რაზეც სამწუხაროდ ოპოზიციამ ხელი არ მოაწერა. ანუ, დღეს იმ დოკუმენტის მოდიფიცირებული ვარიანტი ვიხილეთ, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უკვე მოაწერა ხელი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ imedinews-თან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. მან ასევე განმარტა, რატომ არ დაესწრნენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართულ შეხვედრას მმართველი გუნდის წარმომადგენლები.

ეკატერინე ტიკარაძე

18 აპრილი 2021, 22:41

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ვალდებულები ვართ განსაკუთრებით მაღალი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ბიზნესისა და მოქალაქეების იმ ნაწილს, რომლებიც ცდილობენ ქვეყანა გადაარჩინონ შემდეგ ლოკდაუნს

„არის ის მხარე, რომელიც აბსოლუტურად ათვითცნობიერებს თუ რა არის თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა, იაზრებს თუ რა რისკებთან გვაქვს დღესდღეობით საქმე. ჩვენ პასუხისმგებელი და ვალდებულები ვართ დავიცვათ ყველა ჩვენი მოქალაქე და განსაკუთრებით მაღალი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ბიზნესისა და მოქალაქეების იმ ნაწილს, რომლებიც თავიანთი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით, რა თქმა უნდა, იაზრებენ ამ გამოწვევას და ცდილობენ ქვეყანა გადაარჩინონ შემდეგ ლოკდაუნს და შემდგომში ამ ლოკდაუნით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

გივი მიქანაძე

18 აპრილი 2021, 22:23

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას

სესიაზე მსჯელობის მთავარი თემა გლობალური პანდემია და კოვიდ 19-ის ვაქცინაციის დამადასტურებელი სერთიფიკატების საკითხი, ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობა, ევროპის საბჭოს სტრატეგიული პრიორიტეტები და მსოფლიოში მიმდინარე აქტუალური პროცესები იქნება. საქართველოში ეთნიკური უმცირესობების უფლებრივ მდგომარეობასა და მათი სრულფასოვანი ინტეგრირებისთვის სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, ასამბლეას სიტყვით საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი, გივი მიქანაძე მიმართავს.

შარლ მიშელი

18 აპრილი 2021, 22:23

პოლიტიკა

შარლ მიშელის წინადადების თანახმად, კანონმდებლებმა ამბიციური სასამართლო რეფორმა ამ საპარლამენტო ვადაში უნდა მიიღონ

„რაც შეეხება მომავალ გენერალურ პროკურორებს, საკონსტიტუციო გადახედვის აუცილებელი პროცედურების დაცვით, საჯარო დებატების ჩათვლით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შეასრულონ საერთო პოლიტიკური პოზიცია, რომ პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობა საჭირო იქნება შემდეგი გენერალური პროკურორების დანიშვნისთვის და ეს დანიშვნები საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას უნდა შეესაბამებოდეს, რათა დანიშვნები განხორციელდეს გამჭვირვალე, არაპარტიული გზით, დამსახურების საფუძველზე. მხარეები ვალდებულებას იღებენ განახორციელონ შემდგომი სასამართლო რეფორმა, ინკლუზიური პროცესის მეშვეობით, სასამართლო რეფორმის მე-3 და მე-4 ტალღების ეფექტიანობის შეფასების ჩათვლით. ამ რეფორმების განსახორციელებლად მოთხოვნილი იქნება საერთაშორისო კონსულტაცია და დახმარება“, - ნათქვამია შარლ მიშელის წინადადებაში.

ზაალ ანჯაფარიძე

18 აპრილი 2021, 22:15

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდებს თავს ევროპაცა და თავად მიშელიც, თუ ოპოზიცია ამ დოკუმენტსაც ხელს არ მოაწერს

„ქართული ოცნების" მიერ დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერა და 40% „ჩამკეტის" შეთავაზება აღმოჩნდა ის ამოსავალი წერტილი, რასაც დაეყრდნო შარლ მიშელის ახალი დოკუმენტი, როდესაც ეს ზღურბლი 43%-მდე ასწია, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე. როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდებს თავს ევროპაც და თავად მიშელიც, რომელმაც უკვე დასცა მისი რეპუტაცია, დოკუმენტის შეცვლითა და ოპოზიციის კაპრიზებზე დაყოლით, თუ კიდევ დამატებით დაიწყებს დოკუმენტის შინაარსით მანიპულირებას, თუ ოპოზიცია ხელს ამ დოკუმენტსაც არ მოაწერს.

პოლიციის მანქანა

18 აპრილი 2021, 22:06

სამართალი

პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებული დააკავეს

პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებული დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებულ ქ.ნ. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, ლაგოდეხში დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

18 აპრილი 2021, 22:03

საზოგადოება

თაღლითური სქემა, რომელსაც ათობით დაზარალებული ჰყავს - „იმედის კვირის“ სიუჟეტი

დაზარალებულებს შორის არის ახალგაზრდა წყვილიც, რომლის ერთადერთ შვილს დაუზუსტებელი დიაგნოზით ჯერ იაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, მოგვიანებით მშობლებმა მცირეწლოვანი გერმანიაში წაიყვანეს და ქალაქ ჰაგენში ლტოლვილად ჩაბარდნენ. გოგალაძეებს იქ შეხვდნენ და ბავშვის მამის თქმით, მარი მას კლინიკაში მკურნალობის კურსის დაწყებასა და თარჯიმნობაში დახმარებას დაჰპირდა და საკუთარ ანგარიშზე საქართველოდან ათასობით ევრო ჩაარიცხინა.

შარლ მიშელი

18 აპრილი 2021, 21:53

პოლიტიკა

შარლ მიშელის წინადადების თანახმად, ოპოზიციის დეპუტატებისთვის 5 საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა უნდა იყოს გამოყოფილი

„ოპოზიციის დეპუტატებისთვის გამოყოფილ უნდა იყოს 5 კომიტეტის თავმჯდომარეობა, რომელთაგან 2 შემდეგი 5 კომიტეტიდან უნდა იყოს: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; ადამიანის უფლებათა კომიტეტი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი; საგარეო ურთიერთობების კომიტეტი. ოპოზიციის დეპუტატებისთვის გამოყოფილ უნდა იყოს თავმჯდომარის 1 პოზიცია შემდეგი საპარლამენტო დელეგაციებისთვის საერთაშორისო არენაზე: ევრონესტი საპარლამენტო ასამბლეა, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი, ეუთოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა“, - ნათქვამია შარლ მიშელის წინადადებაში.

შარლ მიშელი

18 აპრილი 2021, 21:48

პოლიტიკა

შარლ მიშელის ახალი წინადადების თანახმად, მომავალი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული უნდა იყოს

„სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება ცესკოს მანდატით, რომელშიც შევა სახალხო დამცველის აპარატი და მოწვეულნი იქნებიან სანდო არაპარტიული დამკვირვებელი ორგანიზაციები, აგრეთვე სანდო მოწვეული ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, რათა განიხილონ დავის გადაწყვეტის პროცესი და დროული რეკომენდაციები გასცენ ცესკოს. სამუშაო ჯგუფს შეიძლება დაეკისროს დამატებითი ფუნქციები, მაგალითად, გადათვლაში მონაწილეობა. ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის 2021 წლის 20 მარტის ერთობლივი მოსაზრებების შესაბამისად, რომელიც ეხება 2021 წლის იანვარში წარდგენილ ორ კანონპროექტს პარტიების რეგისტრაციისა და პარტიების დაფინანსების შესახებ, შემოთავაზებული შესწორებების მიღება უნდა გადაიხედოს“, - ნათქვამია დოკუმენტში.

დავით ბაქრაძე

18 აპრილი 2021, 21:38

პოლიტიკა

დავით ბაქრაძე: დოკუმენტში პრობლემურია რიგგარეშე არჩევნების საკითხი, მაგრამ სასწორის მეორე მხარეს დევს დიდი პოლიტიკური ფასი

ჩემთვის ამ დოკუმენტში პრობლემურია სწორედ რიგგარეშე არჩევნების საკითხი, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ სასწორის მეორე მხარეს დევს დიდი პოლიტიკური ფასი და ინტერესი, - ამის შესახებ ელჩებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციონერმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. მისივე თქმით, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტპატიმრების ნაწილში ოპოზიციამ ძალიან დიდწილად მიიღო ის, რასაც ელოდა და ითხოვდა. კერძოდ, ნიკა მელია და გიორგი რურუა საპატიმროს დოკუმენტზე ხელმოწერიდან ერთიკვირის ვადაში დატოვებენ.

მამუკა ხაზარაძე

18 აპრილი 2021, 21:35

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: პრინციპულად დოკუმენტი მისაღებია, დაიწყო გადატვირთვის პროცესი

„ეს არ იყო მარტივი პროცესი, ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა, რომ შეთანხმებამდე მივიდეთ. დაიწყო გადატვირთვის პროცესი, რასაც „ლელო“ ყოველთვის ამბობდა. ამ დოკუმენტის შემდეგ ქვეყანაში ახალი გადატვირთვა დაიწყება, რაც გამოიხატება იმ პუნქტების რეალიზაციაში, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირის მონიტორინგის ქვეშ განხორციელდება“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ბადრი ჯაფარიძე

18 აპრილი 2021, 21:28

პოლიტიკა

ბადრი ჯაფარიძე: ნიკა მელიასთან დაკავშირებით შემოთავაზებულია ევროკავშირის თავდებობა - ამდენი თვის ბოიკოტმა შედეგი მოიტანა

ნიკა მელიასთან დაკავშირებით შემოთავაზებულია ევროკავშირის თავდებობა - ამდენი თვის შრომამ, ბოიკოტმა შედეგი მოიტანა, დიდი ნაბიჯი გადაიდგა, ამ დოკუმენტს მხარს ვუჭერ, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძე ჟურნალისტებს ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა. „დღეს მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი შარლ მიშელისგან, რომელიც მომზადდა პრეზიდენტ მიშელის პატრონაჟით, მის მიერ. აქ ჩვენ ვნახეთ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებასთან მიმართებაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ ეს საკითხი ამოიწუროს ძალიან სწრაფად.

ზურაბ ჯაფარიძე

18 აპრილი 2021, 21:25

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე შარლ მიშელის წინადადებაზე: დოკუმენტი არ მომწონს, არ მჯერა, რომ ის კრიზისიდან გამოიყვანს ქვეყანას

„თუმცა აქ კარგი ის არის, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლების მექანიზმი არის უფრო კარგად გაწერილი. ხელის მოწერას რაც შეეხება, ამ წუთში გადაწყვეტილება არ მაქვს. ჩვენ გვითხრეს, რომ გვექნება დრო, მოვიფიქროთ და მათ შორის ერთმანეთთანაც გვქონდეს კონსულტაციები. ვაპირებ წავიდე პარტიაში, მქონდეს კონსულტაციები სხვა პარტიებთანაც და ამისა შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას. მე არ მჯერა, რომ ეს დოკუმენტი კრიზისს განმუხტავს. თუმცა მე ასევე არ მჯერა, რომ ამ ქვეყანას მომავალი აქვს ამერიკისა და ევროპის მხარდაჭერის გარეშე“, - განაცხადა ჯაფარიძემ.